Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ რიცხვებში ჩატარდება ეროვნული გამოცდები - განრიგი და დეტალები, რაც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ
რომელ რიცხვებში ჩატარდება ეროვნული გამოცდები - განრიგი და დეტალები, რაც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ

2019 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი და სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გან­რი­გი ცნო­ბი­ლია.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დით პირ­ველ ივ­ლისს და­ი­წყე­ბა, 23 ივ­ლისს კი ფი­ზი­კის გა­მოც­დით დას­რულ­დე­ბა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გან­რი­გი ასე­თია:

  • 1-2 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) - ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა
  • 1 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - აფხა­ზუ­რი ენა
  • 1 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - ოსუ­რი ენა
  • 3-4 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) - ზო­გა­დი უნა­რე­ბი
  • 5 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - მა­თე­მა­ტი­კა
  • 5 ივ­ლი­სი (მე­ო­რე სე­სია) - სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სი
  • 8-9 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) - ინ­გლი­სუ­რი ენა
  • 8 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - რუ­სუ­ლი ენა
  • 8 ივ­ლი­სი (მე­ო­რე სე­სია) - გერ­მა­ნუ­ლი ენა
  • 8 ივ­ლი­სი (მე­ო­რე სე­სია) - ფრან­გუ­ლი ენა
  • 10 ივ­ლი­სი (მე­ო­რე სე­სია) - ქი­მია
  • 11 ივ­ლი­სი (მე­ო­რე სე­სია) - ბი­ო­ლო­გია
  • 12 ივ­ლი­სი (მე­ო­რე სე­სია) - სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა
  • 15 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) - ის­ტო­რია
  • 16 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) - გე­ოგ­რა­ფია
  • 19 ივ­ლი­სი (მე­ო­რე სე­სია) - სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა
  • 22 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - ლი­ტე­რა­ტუ­რა
  • 23 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - ფი­ზი­კა

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დებს, ისი­ნი ჩა­ტარ­დე­ბა:

  • 17 ივ­ლი­სი (მე­ო­რე სე­სია) - წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბა, ანა­ლი­ტი­კუ­რი წერა
  • 18 ივ­ლი­სი (მე­ო­რე სე­სია) - ლო­გი­კუ­რი მსჯე­ლო­ბა, რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მსჯე­ლო­ბა
  • 22 ივ­ლი­სი (მე­ო­რე სე­სია) - წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბა, ანა­ლი­ტი­კუ­რი წერა
  • 23 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბა, ანა­ლი­ტი­კუ­რი წერა
  • 23 ივ­ლი­სი (მე­ო­რე სე­სია) - ლო­გი­კუ­რი მსჯე­ლო­ბა, რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მსჯე­ლო­ბა
  • 24 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) - ლო­გი­კუ­რი მსჯე­ლო­ბა, რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მსჯე­ლო­ბა

შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა სოფო გორ­გო­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ წელს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 11 ქა­ლაქ­ში 23 სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი გა­იხ­სნე­ბა. ყვე­ლა ცენ­ტრი აღი­ჭურ­ვე­ბა გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მი­თა და სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რით.

ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია.

ამას­თან, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბამ­დე მი­საყ­ვა­ნად სპე­ცი­ა­ლუ­რი ავ­ტო­ბუ­სე­ბიც იმუ­შა­ვებს.

ცნო­ბის­თვის, 2019 წელს, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის 41000-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტი და­რე­გის­ტრირ­და; სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დი­სათ­ვის რე­გის­ტრა­ცია 12000-მდე კან­დი­დატ­მა გა­ი­ა­რა; სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სის ჩა­ბა­რე­ბის სურ­ვი­ლი 4600-მდე სტუ­დენ­ტმა გა­მოთ­ქვა;

მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ას 31 000-ზე მეტი აპ­ლი­კან­ტი და­ა­დას­ტუ­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლის ჯილ­დოს აღე­ბის მსურ­ვე­ლებს, რო­გორც გორ­გო­ძემ გა­ნა­ცხა­და, 800-მა პენ­სი­ო­ნერ­მა პე­და­გოგ­მა გა­მოც­და­ზე გას­ვლა­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლის შემ­დეგ უარი გა­ნა­ცხა­და და ჯილ­დოს მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, რის გა­მოც, ისი­ნი რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნეს.

10 ივ­ლი­სი­დან გა­მოც­დებ­ში პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან, ხოლო სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სი 5 ივ­ლისს ჩა­ტარ­დე­ბა. 17- 24 ივ­ლისს გა­მოც­დე­ბი მა­გის­ტრო­ბის მსურ­ველ­თათ­ვის გა­ი­მარ­თე­ბა.

ამას­თან, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბი­დან ის­ტო­რი­ას ყვე­ლა­ზე მეტი - 12 500-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტი აბა­რებს. ამის შე­სა­ხებ შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა სოფო გორ­გო­ძემ გა­მარ­თულ ბრი­გინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­მოც­დო ბა­რა­თე­ბის ამო­ბეჭდ­ვას აპ­ლი­კან­ტე­ბი ელექტრო­ნუ­ლად პი­რა­დი გვერ­დი­დან (გვერ­დი, სა­დაც აბი­ტუ­რი­ენ­ტი ირ­ჩევს გა­მოც­დებს, პროგ­რა­მებს, ნა­ხუ­ლობს შე­დე­გებს) შეძ­ლე­ბენ.

გა­მოც­დე­ბის ცენ­ტრის ცნო­ბით, ბა­რათ­ზე და­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­გა­მოც­დო ცენ­ტრის მი­სა­მარ­თი, გა­მოც­დის დღე და რე­გის­ტრა­ცი­ის და­წყე­ბის დრო. სა­გა­მოც­დო ბა­რა­თე­ბის ამო­ბეჭდ­ვის თა­რი­ღი შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დსა და ფე­ის­ბუკ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. გორ­გო­ძემ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მო­უ­წო­და წი­ნას­წარ გა­და­ა­მოწ­მონ თა­ვი­ან­თი სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბი და გა­მოც­დის თა­რი­ღი.

რაც შე­ე­ხე­ბა სი­ახ­ლეს, გორ­გო­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წლის მთა­ვა­რი სი­ახ­ლე გრან­ტის მი­ღე­ბის წესს შე­ე­ხო. კერ­ძოდ, მი­სი­ვე თქმით, ორი ან მეტი არ­ჩე­ვი­თი საგ­ნის მო­ნიშ­ვნი­სა და ერთ-ერთ მათ­გან­ში ჩაჭ­რის ან რო­მე­ლი­მე მათ­გან­ზე არ­გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. გა­მოც­დე­ბი 2019 წელ­საც ნა­წი­ლობ­რივ ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მა­ტით ჩა­ტარ­დე­ბა, რაც ტეს­ტის (და არა პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცლის) ელექტრო­ნუ­ლად მი­წო­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მოც­და­ში მო­ნა­წი­ლე პირი და­ვა­ლე­ბას მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­ზე და­ი­ნა­ხავს, პა­სუ­ხებს კი პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე მო­ნიშ­ნავს ან და­წერს. წელს გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და 4 საგ­ნის (ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, ლი­ტე­რა­ტუ­რა, გე­ოგ­რა­ფია და უცხო­უ­რი ენე­ბი) სა­გა­მოც­დო ტეს­ტში.

ავტორი:

რომელ რიცხვებში ჩატარდება ეროვნული გამოცდები - განრიგი და დეტალები, რაც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ

რომელ რიცხვებში ჩატარდება ეროვნული გამოცდები - განრიგი და დეტალები, რაც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ

2019 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით პირველ ივლისს დაიწყება, 23 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

უფრო კონკრეტულად, გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია:

  • 1-2 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა
  • 1 ივლისი (პირველი სესია) - აფხაზური ენა
  • 1 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა
  • 3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები
  • 5 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა
  • 5 ივლისი (მეორე სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი
  • 8-9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა
  • 8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა
  • 8 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა
  • 8 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა
  • 10 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია
  • 11 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია
  • 12 ივლისი (მეორე სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
  • 15 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია
  • 16 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია
  • 19 ივლისი (მეორე სესია) - სამოქალაქო განათლება
  • 22 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა
  • 23 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა

რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდებს, ისინი ჩატარდება:

  • 17 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა
  • 18 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა
  • 22 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა
  • 23 ივლისი (პირველი სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა
  • 23 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა
  • 24 ივლისი (პირველი სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ყველა ცენტრი აღიჭურვება გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით.

ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ამასთან, აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებამდე მისაყვანად სპეციალური ავტობუსებიც იმუშავებს.

ცნობისთვის, 2019 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა;

მასწავლებლის კომპეტენციას 31 000-ზე მეტი აპლიკანტი დაადასტურებს. რაც შეეხება მასწავლებლის ჯილდოს აღების მსურველებს, როგორც გორგოძემ განაცხადა, 800-მა პენსიონერმა პედაგოგმა გამოცდაზე გასვლაზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ უარი განაცხადა და ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვა, რის გამოც, ისინი რეგისტრაციიდან მოხსნეს.

10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17- 24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

ამასთან, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნებიდან ისტორიას ყველაზე მეტი - 12 500-მდე აბიტურიენტი აბარებს. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ გამართულ ბრიგინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას აპლიკანტები ელექტრონულად პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, პროგრამებს, ნახულობს შედეგებს) შეძლებენ.

გამოცდების ცენტრის ცნობით, ბარათზე დატანილი იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და რეგისტრაციის დაწყების დრო. საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის თარიღი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდსა და ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდება. გორგოძემ აბიტურიენტებს მოუწოდა წინასწარ გადაამოწმონ თავიანთი საგამოცდო ცენტრები და გამოცდის თარიღი.

რაც შეეხება სიახლეს, გორგოძის ინფორმაციით, 2019 წლის მთავარი სიახლე გრანტის მიღების წესს შეეხო. კერძოდ, მისივე თქმით, ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას. გამოცდები 2019 წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება, რაც ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს.

გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს. წელს გარკვეული ცვლილება შევიდა 4 საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია და უცხოური ენები) საგამოცდო ტესტში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ