ავტორი:

ყანდაურაში ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა

ყანდაურაში ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა

ყანდაურაში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა. ელზა გამყრელიძე, თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიების ინფორმაციით, 3 მაისს, 76 წლის ქალი 85 წლის ქმარმა თავში არეში დაჭრა. ქალი თავდაპირველად საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძეს ბრალად ედება 4 ადამიანის მკვლელობა - შვილის, რძლის და ორი მეზობლის.

გამყრელიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომხდარზე გამოძიება გამყრელიძის წინაღმდეგ ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცლსასროლი იარაღისაა და საბრძოლო მასალის შენახვა ტარებას.

შსს ყანდაურას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

როდის დაისჯება საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით

შსს: ზურაბ ჯაფარიძე და აქციის 14 მონაწილე 3000-3000 ლარით დაჯარიმდნენ