პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ოქრუაშვილისა და გუბაზ სანიკიძის პასუხი სოსო რობაქიძეს
ირაკლი ოქრუაშვილისა და გუბაზ სანიკიძის პასუხი სოსო რობაქიძეს

სოსო რო­ბა­ქი­ძეს თუ რა­ი­მე პრე­ტენ­ზია გა­აჩ­ნია, მისი სა­მე­გობ­როა დღეს სა­სა­მარ­თლო, პრო­კუ­რა­ტუ­რა, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და თა­ვი­სი პრე­ტენ­ზი­ე­ბი შე­უძ­ლია იქ და­ა­ფიქ­სი­როს, - ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის „გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხალ­ხი“ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. ამით ოქ­რუ­აშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ბუტა რო­ბა­ქი­ძის მა­მის, სოსო რო­ბა­ქი­ძის, გან­ცხა­დე­ბას, რომ ის ოქ­რუ­აშ­ვილს პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნას არ და­აც­დის.

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სოსო რო­ბა­ქი­ძეს თუ მას­თან შეხ­ვედ­რა სურს, იცის სა­დაც უნდა იპო­ვოს.

„ამ ადა­მი­ანს თუ რა­ი­მე პრე­ტენ­ზია გა­აჩ­ნია, მისი სა­მე­გობ­როა დღეს სა­სა­მარ­თლო, მისი სა­მე­გობ­როა დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა, მისი სა­მე­გობ­როა დღეს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. თა­ვი­სი პრე­ტენ­ზი­ე­ბი შე­უძ­ლია და­ა­ფიქ­სი­როს იქ. ან თუ რამე უშუ­ა­ლო სა­უ­ბა­რი უნდა ჩემ­თან, იცის სად და რო­გორ უნდა მომ­ძებ­ნოს. ტრა­გიზ­მით მო­ცუ­ლი ის­ტო­რი­აა და შე­სა­ბა­მი­სად, ოჯა­ხიც ძა­ლი­ან და­ზა­რე­ბუ­ლია. სი­ტყვებს სწო­რად ვარ­ჩევ, არ გა­და­ვი­დე გარ­კვე­ულ ზღვარს, მაგ­რამ რა­ღა­ცებს სა­ზღვა­რი აქვს,“ - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

ბუტა რო­ბა­ქი­ძის მა­მას ახ­ლად­და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბის წევ­რმა გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე­მაც უპა­სუ­ხა. რო­გორც სა­ნი­კი­ძემ სოსო რო­ბა­ქი­ძის გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს თა­ვად იღებს, მი­უ­ხე­და­ვად რო­ბა­ქი­ძის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მი­სა.

„სო­სოს პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ჩვენ მი­ვი­ღებთ. მას თუ რა­ი­მე პრე­ტენ­ზია აქვს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს“, - აღ­ნიშ­ნა სა­ნი­კი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მოძ­რა­ო­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სოსო რო­ბა­ქი­ძე მი­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ად­გი­ლი არა პო­ლი­ტი­კა­ში, არა­მედ ცი­ხე­შია. რო­ბა­ქი­ძემ გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე­საც მი­მარ­თა და სთხო­ვა, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ მოძ­რა­ო­ბას არ შე­ერ­თე­ბო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

ირაკლი ოქრუაშვილისა და გუბაზ სანიკიძის პასუხი სოსო რობაქიძეს

ირაკლი ოქრუაშვილისა და გუბაზ სანიკიძის პასუხი სოსო რობაქიძეს

სოსო რობაქიძეს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა, აღმასრულებელი ხელისუფლება და თავისი პრეტენზიები შეუძლია იქ დააფიქსიროს, - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა მისი პოლიტიკური გაერთიანების „გამარჯვებული ხალხი“ პრეზენტაციაზე განაცხადა. ამით ოქრუაშვილი გამოეხმაურა ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის, განცხადებას, რომ ის ოქრუაშვილს პოლიტიკაში ყოფნას არ დააცდის.

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, სოსო რობაქიძეს თუ მასთან შეხვედრა სურს, იცის სადაც უნდა იპოვოს.

„ამ ადამიანს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, მისი სამეგობროა დღეს პროკურატურა, მისი სამეგობროა დღეს აღმასრულებელი ხელისუფლება. თავისი პრეტენზიები შეუძლია დააფიქსიროს იქ. ან თუ რამე უშუალო საუბარი უნდა ჩემთან, იცის სად და როგორ უნდა მომძებნოს. ტრაგიზმით მოცული ისტორიაა და შესაბამისად, ოჯახიც ძალიან დაზარებულია. სიტყვებს სწორად ვარჩევ, არ გადავიდე გარკვეულ ზღვარს, მაგრამ რაღაცებს საზღვარი აქვს,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ბუტა რობაქიძის მამას ახლადდაფუძნებული მოძრაობის წევრმა გუბაზ სანიკიძემაც უპასუხა. როგორც სანიკიძემ სოსო რობაქიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, გადაწყვეტილებებს თავად იღებს, მიუხედავად რობაქიძის მიმართ პატივისცემისა.

„სოსოს პატივს ვცემ, მაგრამ ამის მიუხედავად, გადაწყვეტილებებს ჩვენ მივიღებთ. მას თუ რაიმე პრეტენზია აქვს, ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს მიმართოს“, - აღნიშნა სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობის პრეზენტაციაზე სოსო რობაქიძე მივიდა და განაცხადა, რომ ოქრუაშვილის ადგილი არა პოლიტიკაში, არამედ ციხეშია. რობაქიძემ გუბაზ სანიკიძესაც მიმართა და სთხოვა, ოქრუაშვილის პოლიტიკურ მოძრაობას არ შეერთებოდა.

"მისი პირმშო, "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო", პოლიტიკიდან და საპარლამენტო სივრციდან გაქრება" - კობახიძე სააკაშვილს პასუხობს

"ოპოზიცია სულ მალე იჯდება პარლამენტში, როგორც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება - ეს მოხდება ბევრად ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია" - სააკაშვილი

ცესკოს განკარგულება - "მოქალაქეებისა" და "გირჩის" გარდა საბიუჯეტო დაფინანსებას ყველა ბარიერგადალახული პარტია მიიღებს