მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო დონის ქართველი მხატვარი ძალიან მძიმე ბიოგრაფიით
მსოფლიო დონის ქართველი მხატვარი ძალიან მძიმე ბიოგრაფიით

ნიკო ფი­როს­მა­ნი ალ­ბათ ერთ-ერთი უდი­დე­სი ხე­ლო­ვა­ნია, მათ შო­რის, ვინც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და არა­მარ­ტო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და­ბა­დე­ბუ­ლა. მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ზედ­მე­ტად ტრა­გი­კუ­ლი და ქა­ო­ტუ­რი ცხოვ­რე­ბით. ნი­კა­ლაც არ ყო­ფი­ლა გა­მო­ნაკ­ლი­სი, მისი და­უდ­გრო­მე­ლი სული, მუდ­მი­ვად რა­ღაც ახ­ლის ძი­ე­ბა, სუ­ლი­ე­რი პრინ­ცი­პე­ბი და მშვე­ნი­ე­რე­ბის აღ­ქმის სა­ო­ცა­რი უნა­რი არას­დროს აძ­ლევ­და იმის უფ­ლე­ბას, რომ მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი­ყო. მას ყო­ველ­თვის გა­ცი­ლე­ბით მეტი სურ­და. მარ­თა­ლია, იყო მის ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი პე­რი­ო­დიც, რო­დე­საც დიდი შრო­მით მო­ა­ხერ­ხა და გა­ჭირ­ვე­ბას თავი და­აღ­წია, მაგ­რამ თა­ვი­სი­ში­ნა­გა­ნი ბუ­ნე­ბის გამო ყვე­ლა­ფე­რის დათ­მო­ბა მო­უხ­და. ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მან თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის, მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის, მარ­გა­რი­ტას გამო ჩა­ი­დი­ნა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უდი­დე­სი მხატ­ვა­რი, პი­კა­სოც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო ნი­კა­ლას შე­მოქ­მე­დე­ბით. მარ­თა­ლია ისი­ნი ერ­თმა­ნეთს არ შეხ­ვედ­რი­ან, მაგ­რამ პაბ­ლოს ფი­როს­მან­ზე მკვლე­ვა­რი ძმე­ბის­გან, ზდა­ნე­ვი­ჩე­ბის­გან სმე­ნო­და. ეს­პა­ნელ მხატ­ვარს ნი­კა­ლას პორ­ტრე­ტიც კი აქვს შექ­მნი­ლი.

ფი­როს­მა­ნი ქარ­თუ­ლი სუ­ლის, ტრა­დი­ცი­ე­ბის გად­მომ­ცე­მად ით­ვლე­ბა, თა­ვის ნა­ხა­ტებ­ში ასა­ხავს ქვეყ­ნის ავსა და კარ­გს.სამ­წუ­ხა­როდ, მი­უ­ხე­და­ვად დიდი ნი­ჭი­სა, ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ის სი­ცო­ცხლე­ში ვერ და­ა­ფა­სა. ბოლო წლე­ბიც მხატ­ვარ­მა უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში გა­ა­ტა­რა, სწო­რედ მა­შინ მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი მი­ე­ძა­ლა ალ­კოჰოლს. ერთ დღე­საც ერთ-ერთ სარ­დაფ­ში ჩა­ვი­და და­სა­ძი­ნებ­ლად, სამი დღის შემ­დეგ არ­ჩილ მა­ი­სუ­რა­ძემ შემ­თხვე­ვით იპო­ვა სიბ­ნე­ლე­სა და სი­ცი­ვე­ში მძი­ნა­რე, უკვე და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, დი­დე­ბუ­ლი მხატ­ვა­რი. სამ­კურ­ნა­ლოდ გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა დღე­ნა­ხევ­რის შემ­დეგ ნი­კა­ლა გარ­და­იც­ვა­ლა. მა­ში­ნაც არ და­უ­ფა­სე­ბი­ათ დიდი ხე­ლო­ვა­ნი ქარ­თვე­ლებს, სწო­რედ ამი­ტო­მაა, რომ მისი საფ­ლა­ვი დღემ­დე უც­ნო­ბია.

მხატ­ვა­რი მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­და შე­ეგ­რძნო ცო­ცხა­ლი არ­სე­ბე­ბის ძი­რი­თა­დი ხა­სი­ა­თი და სული, მას შე­ეძ­ლო ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის­თვის ახა­ლი სი­ცო­ცხლე ეჩუ­ქე­ბი­ნა. ძი­რი­თა­დად ხა­ტავ­და შავ ფონ­ზე,კონ­ტრას­ტუ­ლი ფე­რე­ბით. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მის ნა­ხა­ტებ­ში არას­დროს იკარ­გე­ბო­და სი­სა­და­ვე და გულ­წრფე­ლო­ბა.

ერთ-ერთი ასე­თია ნი­კა­ლას „მე­თევ­ზე“. მის ამ ნა­მუ­შე­ვარ­ში უც­ნა­უ­რად ერ­წყმის წი­თელ პე­რან­გში გა­მო­წყო­ბი­ლი მა­მა­კა­ცი, შავ სივ­რცეს. მე­თევ­ზის თვა­ლებ­ში უსა­ზღვროდ დიდი სევ­და იგ­რძნო­ბა, რო­მე­ლიც მნახ­ველ­ზე დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს. მხატ­ვარ­მა მო­ა­ხერ­ხა და ისე­თი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭა თა­ვის გმირს, რო­მელ­საც ყვე­ლა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვამს. ფი­როს­მა­ნის სტი­ლი, კონ­ტრას­ტუ­ლი ფე­რე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი შერ­წყმა, ამ ნა­ხატ­ში სა­უ­კე­თე­სოდ ჩანს.

ნიკო ფი­როს­მა­ნის ნა­ხა­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ძა­ლი­ან ძვი­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. ნა­მუ­შე­ვა­რი „ქარ­თვე­ლი ქალი ლე­ჩა­ქით“ სოტ­ბის აუქ­ცი­ონ­ზე 2,8 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ ამი­ტომ არ­ჩევს მხატ­ვრის რეპ­რო­დუქ­ცია შე­ი­ძი­ნოს, თუმ­ცა ნი­კა­ლას რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბიც ხში­რად არაა ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. სწო­რედ ამი­ტომ “პა­ლიტ­რა L”, „დიდი მხატ­ვრე­ბის“ სე­რი­ის ფარ­გლებ­ში, ნიკო ფი­როს­მა­ნის ნა­მუ­შევ­რის „მე­თევ­ზეს“ რეპ­რო­დუქ­ცი­ას შეს­თა­ვა­ზებს ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რულ ადა­მი­ა­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მსოფლიო დონის ქართველი მხატვარი ძალიან მძიმე ბიოგრაფიით

მსოფლიო დონის ქართველი მხატვარი ძალიან მძიმე ბიოგრაფიით

ნიკო ფიროსმანი ალბათ ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია, მათ შორის, ვინც ჩვენს ქვეყანაში და არამარტო ჩვენს ქვეყანაში დაბადებულა. მსგავსი ადამიანები ხშირად გამოირჩევიან ზედმეტად ტრაგიკული და ქაოტური ცხოვრებით. ნიკალაც არ ყოფილა გამონაკლისი, მისი დაუდგრომელი სული, მუდმივად რაღაც ახლის ძიება, სულიერი პრინციპები და მშვენიერების აღქმის საოცარი უნარი არასდროს აძლევდა იმის უფლებას, რომ მხოლოდ მატერიალურით დაკმაყოფილებულიყო. მას ყოველთვის გაცილებით მეტი სურდა. მართალია, იყო მის ცხოვრებაში ისეთი პერიოდიც, როდესაც დიდი შრომით მოახერხა და გაჭირვებას თავი დააღწია, მაგრამ თავისიშინაგანი ბუნების გამო ყველაფერის დათმობა მოუხდა. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მან თავისი ცხოვრების სიყვარულის, მსახიობი ქალის, მარგარიტას გამო ჩაიდინა.

მნიშვნელოვანია, რომ უდიდესი მხატვარი, პიკასოც აღფრთოვანებული იყო ნიკალას შემოქმედებით. მართალია ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან, მაგრამ პაბლოს ფიროსმანზე მკვლევარი ძმებისგან, ზდანევიჩებისგან სმენოდა. ესპანელ მხატვარს ნიკალას პორტრეტიც კი აქვს შექმნილი.

ფიროსმანი ქართული სულის, ტრადიციების გადმომცემად ითვლება, თავის ნახატებში ასახავს ქვეყნის ავსა და კარგს.სამწუხაროდ, მიუხედავად დიდი ნიჭისა, ქართველმა საზოგადოებამ ის სიცოცხლეში ვერ დააფასა. ბოლო წლებიც მხატვარმა უკიდურეს სიღარიბეში გაატარა, სწორედ მაშინ მარტო დარჩენილი მიეძალა ალკოჰოლს. ერთ დღესაც ერთ-ერთ სარდაფში ჩავიდა დასაძინებლად, სამი დღის შემდეგ არჩილ მაისურაძემ შემთხვევით იპოვა სიბნელესა და სიცივეში მძინარე, უკვე დაავადებული, დიდებული მხატვარი. სამკურნალოდ გადაიყვანეს, თუმცა დღენახევრის შემდეგ ნიკალა გარდაიცვალა. მაშინაც არ დაუფასებიათ დიდი ხელოვანი ქართველებს, სწორედ ამიტომაა, რომ მისი საფლავი დღემდე უცნობია.

მხატვარი მუდმივად ცდილობდა შეეგრძნო ცოცხალი არსებების ძირითადი ხასიათი და სული, მას შეეძლო ნებისმიერი საგნისთვის ახალი სიცოცხლე ეჩუქებინა. ძირითადად ხატავდა შავ ფონზე,კონტრასტული ფერებით. თუმცა, მიუხედავად ამისა, მის ნახატებში არასდროს იკარგებოდა სისადავე და გულწრფელობა.

ერთ-ერთი ასეთია ნიკალას „მეთევზე“. მის ამ ნამუშევარში უცნაურად ერწყმის წითელ პერანგში გამოწყობილი მამაკაცი, შავ სივრცეს. მეთევზის თვალებში უსაზღვროდ დიდი სევდა იგრძნობა, რომელიც მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მხატვარმა მოახერხა და ისეთი გამომეტყველება მიანიჭა თავის გმირს, რომელსაც ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს. ფიროსმანის სტილი, კონტრასტული ფერების ბუნებრივი შერწყმა, ამ ნახატში საუკეთესოდ ჩანს.

ნიკო ფიროსმანის ნახატები მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ძვირადაა შეფასებული. ნამუშევარი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ სოტბის აუქციონზე 2,8 მილიონ დოლარად გაიყიდა. ქართველი ხელოვანების უმეტესობა სწორედ ამიტომ არჩევს მხატვრის რეპროდუქცია შეიძინოს, თუმცა ნიკალას რეპროდუქციებიც ხშირად არაა ყველასთვის ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ “პალიტრა L”, „დიდი მხატვრების“ სერიის ფარგლებში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის „მეთევზეს“ რეპროდუქციას შესთავაზებს ხელოვნების მოყვარულ ადამიანებს.

"ექიმს ეთიკა, ზრდილობა მოეთხოვება, ხომ?!...უცბად ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა..." - სალომე გოგიაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე

"შვილმა მითხრა. აქ ბევრი დანგრეული შენობაა, ნიუ-იორკში - არაო..." - გელა ბაბლუანის ოჯახი და ცხოვრება პანდემიის დროს

ავტონაწილებით მოვაჭრე, მეთევზე და ჟურნალისტი - ვინ არიან მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები