ავტორი:

კბილის მოვლის N1 ავსტრალიური ბრენდი საქართველოშია - 10 ფაქტი White Glo-ს შესახებ

კბილის მოვლის N1 ავსტრალიური ბრენდი საქართველოშია - 10 ფაქტი White Glo-ს შესახებ

ლამაზი კბილების შენარჩუნება მარტივი საქმე ნამდვილად არაა, თუმცა მასზე ყველა ოცნებობს და სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ, რომ თეთრი და ჯანსაღი კბილები ჰქონდეთ. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი კბილის პასტას აკისრია. საქართველოში კბილის პასტების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. მომხმარებელს არჩევანის გაკეთება ფასისა და ხარისხის შესაბამისად შეუძლია გააკეთოს. ფასისა და ხარისიხის საუკეთესო კომბინაციას კი კბილის პასტა White Glo გთავაზობთ, რომელიც ავსტრალიური ბრენდია და ავსტრალიის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. აღსანიშნავია ისიც, რომ White Glo Professional დასახელდა 2019 წლის №1 კბილების მათეთრებელ კბილის პასტად.

წარმოგიდგენთ 10 ფაქტს White Glo-ს შესახებ:

საუკეთესო კბილის მათეთრებელი

პროდუქტის სწორად მოხმარების შემდეგ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ზედმეტი ნადები და სიყვითლე მალევე ქრება, კბილებს ბუნებრივი სითეთრე უბრუნდება. მაღალგანვითარებული ტექნოლოგიებითა და სასარგებლო მინერალებით დამზადებული პროდუქტი ახერხებს, რომ ემალის დაზიანების გარეშე გააჯნსაღოს კბილები და მიანიჭოს მათ ბუნებრივი ფერი.

ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო

White glo-ს პროდუქცია სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, რადგან არ შეიცავს საზიანო ქიმიურ ნივთიერებებს. ის არ არის მხოლოდ კბილების მათეთრებელი საშუალება და ძალიან კარგია ნებისმიერი ანთებითი პროცესებისთვისაც. ასუფთავებს ღრძილებს ბაქტერიებისაგან და ხდის მათ უფრო ჯანსაღს. ანეიტრალებს საკვებ მჟავებს და აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს.

იყენებენ ცნობილი მსახიობები და მოდელები

ცნობილი ადამიანები მუდმივად ზრუნავენ იმაზე, რომ მაქსიმალურად კარგად გამოიყურებოდნენ. ლამაზი ღიმილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელიც არამარტო კამერებთან მუშაობისას, არამედ ზოგადად ცხოვრებაშიც მათი თანმდევი უნდა იყოს. ისეთი ლამაზმანები, როგორებიცაა სკარლეტ იოჰანსონი და ჯესიკა ალბა მომხიბველელი ღიმილისთვის White Glo-ს კბილის მოვლის საშუალებებს იყენებენ.

ვეგანური პროდუქტი

ბოლო ათწლეულში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცავს ცხოველურ გენებს. ამის გამო მომხმარებლებიც ზარალდებიან და ის ცოცხალი არსებებიც, რომლებთაც აწამებენ, რათა პროდუქტის დასამზადებლად სასურველი ინგრედიენტები მათგან მიიღონ. White Glo ეწინააღმდეგება ამას, მის შემცველობაში მხოლოდ მცენარეული ინგრედიენტები და არომატიზატორები გამოიყენება.

კომპანია არასდროს ტესტავს თავის პროდუქტს ცხოველებზე

ზოგიერთი ბრენდი გარდა იმისა, რომ ცხოველებს თავისი პროდუქტის შემცველობისთვის ხოცავს, ასევე ყველაფერს ახალს მათზე ტესტავს. ეს ყველაფერი სერიოზულად აზიანებს ცოცხალ ორგანიზმებს. ცხოველთა უფლებების დამცველები ყოველთვის აპროტესტებდენენ ამას, მათ White Glo-ც უერთდება. ბრენდი არასდროს ცდის თავის პროდუქტებს ცოცხალ ორგანიზმებზე და სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს ამისკენ.

„ჰოლივუდური ღიმილი“ ხელმისაწვდომ ფასად

ადამიანები დღეს კბილების გასათეთრებლად უამრავ საშუალებას იყენებენ. კბილის ექიმთან სპეციალური ვიზიტის შემდეგ იხდიან უამრავ თანხას, რათა სასურველი შედეგი მიიღონ. ხანდახან ისეც ხდება, რომ მსგავსი ჩარევის შემდეგაცვერ აღწევენ მიზანს. ბევრი საერთოდ ვერ ახერხებს ამ პრობლემის მოგვარებას, რადგან არ გააჩნია საკმარისი მატერიალური შესაძლებლობები. White Glo სწორედ ის შემთხვევაა, როცა ხელმისაწვდომ ფასად საუკეთესო პროდუქტისა და შედეგის მიღებაა შესაძლებელი.

შველის სიგარეტით გამოწვეულ პრობლემებს

მწეველებს ძალიან ხშირად აწუხებთ პირის ღრუს პრობლემები, ხშირად ემართებათ ღრძილების ანთება, მათ კბილებს ეძლევა მოყვითალო შეფერილობა, რისი მოშორებაც ყველას თითქმის შეუძლებლად მიაჩნია. White Glo შეიცავს მიკრო პრიალა ნაწილაკებს, რომლებიც მარტივად იღებენ ნებისმიერ სიყვითლეს ემალიდან.

საუკეთესო ეფექტი მცირე დროში

კბილის მოვლის საშუალებებს ზოგადად დიდი დრო სჭირდება, რათა ეფექტი იგრძნობოდეს, ხშირად კი ეს ეფექტიც იმდენად მცირეა, რომ შეუმჩნეველი ხდება. ამ პროდუქტის შემთხვევაში კი პირიქითაა. პირველივე გამოყენებისას იგრძნობა განსხვავება. White Glo თავიდანვე ასუფთავებს პირის ღრუს ძირითად ნაწილს, შემდგომში კი ნელ-ნელა აგრძელებს მის ძირეულად წმენდას. 14 დღიანი გამოყენების შემდეგ დგება შედეგი- აბსოლუტურად თეთრი და ჯანსაღი კბილები.

არ ხდის კბილებს მგრძნობიარეს

თითქმის ყველა მათეთრებელი საშუალება კბილებს მგრძნობელობას მატებს, რაც იწვევს ტკივილს. გარდა არასასიამოვნო შეგრძნებისა, ეს იმასაც გულისხმობს, რომ ემალი სერიოზულად დაზიანდა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროდუქტის შემცველობაში არანაირი ზედმეტი ქიმიური ნივთიერება არაა და თითქმის ყველა ინგრედიენტი მცენარეულია, არომატიზატორების გარდა, ის არ აზიანებს ემალს, არ იწვევს მგრძნობელობის გაზრდას და ხდის კბილებს უფრო ჯანსაღს.

მისი ექსპორტი ხდება მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში

White Glo თითქმის მთელს მსოფლიოში გავრცელებული პროდუქტია. მისი ექსპორტი ხდება აშშ-ში, სამხრეთ აფრიკაში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, შუა და მცირე აზიაში. White Glo- ს ყველა პასტას შეძენისას კბილის ჯაგრისი და ძაფი მოყვება.

R

სამშენებლო კოლეჯმა „კონსტრუქტ2-მა“ კომპანია „კნაუფ გიპს თბილისთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

როგორ დავიბრუნოთ მოძრაობის უნარი - ოპერაცია, რომელსაც ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს

რა ისტორია აქვს „შავ პარასკევს“ და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მისი ლოდინი აღარ დაგვჭირდეს?