ავტორი:

როგორი იქნება განახლებული კახეთის გზატკეცილი - ნახეთ ფოტოები

როგორი იქნება განახლებული კახეთის გზატკეცილი - ნახეთ ფოტოები

კახეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, გზატკეცილის განაპირა და ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებული თარგების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, კომპანიასთან „გრინსერვის+“ ხელშეკრულება 17 მაისს გაფორმდა. სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში 21 მაისს დაიწყო და დასრულების ვადად განისაზღვრა 190 კალენდარული დღე.

„ამ ეტაპისთვის, რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა 500-ზე მეტი მწვანე-ნარგავის გადარგვა, გამყოფი ზოლებიდან და კახეთის შემოსასვლელიდან ისთ ფოინთის სავაჭრო ცენტრამდე; მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სარწყავი სისტემისა და განათების მოსაწყობად; ელექტრომომარაგების გადმოსაყვანად მოწყობილია მილები კახეთის გზატკეცილის შუა თარგიდან „ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრამდე; განაპირა თარგებში მიმდინარეობს ახალი სარწყავი სისტემისთვის მაგისტრალური მილსადენების მოწყობა; მიმდინარეობს ბუშის ქუჩის მიმდებარე ფერდობზე არსებული გაბიონებისა და კონსტრუქციების დემონტაჟი,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ბუშის ქუჩის პირველი 250-მეტრიანი თარგი ტერასულად მოეწყობა. მრგვალი კლუმბების კომპოზიციებიც შეიქმნება. ნახეთ სრულად+ფოტოები

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო