პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

არას­რულ­წლოვ­ნე­ბით ვაჭ­რო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 36 წლის იუ­ლია სუს­ლი­აკს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში და­უ­ტო­ვა.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, ბრალ­დე­ბის მხა­რე სუს­ლი­ა­კის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბას ითხოვ­და, დაც­ვის მხა­რე კი, პა­ტიმ­რო­ბის გა­უქ­მე­ბას.

ცნო­ბის­თვის, იუ­ლია სუს­ლი­ა­კი მიმ­დი­ნა­რე წლის 25 აპ­რილს, ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, იუ­ლია სუს­ლი­ა­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვთან ერ­თად რუ­სე­თი­დან 2019 წლის 8 აპ­რილს ჩა­მო­ვი­და და აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლას აპი­რებ­და. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 10-ვე ბავ­შვი იუ­ლია სუს­ლი­ა­კის შვი­ლია და მის გვარს ატა­რებს, თუმ­ცა მცი­რე­წლოვ­ნე­ბი­დან 4 და­ბა­დე­ბუ­ლია 2017 წელს, რა­მაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ტრე­ფი­კინ­გის ეჭვი გა­უ­ჩი­ნა.

შსს-ს ცნო­ბით, იუ­ლია სუს­ლი­ა­კი უკ­რა­ი­ნი­დან რუ­სეთ­ში 11 ბავ­შვის თან­ხლე­ბით გა­და­ვი­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი 10 ბავ­შვი ჩა­მო­იყ­ვა­ნა. გა­მო­ძი­ე­ბა ორი ან მეტი არას­რულ­წლოვ­ნით ვაჭ­რო­ბის (ტრე­ფი­კინ­გი) ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 143-ე 2-პრი­მა მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­ნა­შა­უ­ლი 14-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებულ 36 წლის იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დაუტოვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარე სუსლიაკისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადის გაგრძელებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი, პატიმრობის გაუქმებას.

ცნობისთვის, იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს