პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური წარსული და მომავალი - რა შანსები აქვს ყოფილი მინისტრის ახალ პარტიას?
ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური წარსული და მომავალი - რა შანსები აქვს ყოფილი მინისტრის ახალ პარტიას?

ერთი რი­გი­თი პარ­ტია არ­სე­ბუ­ლი 450-დან, რო­გორც ამას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თვის მებ­რძო­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა? - სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი დღეს ახალ პარ­ტი­ას და­ა­ფუძ­ნებს, რომ­ლის რამ­დე­ნი­მე წევ­რი უკვე ცნო­ბი­ლია: გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე, კოტე კე­მუ­ლა­რია და ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ა­ნი...


ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ამ­ჟა­მინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უპი­რის­პირ­დე­ბა და მკაც­რად აკ­რი­ტი­კებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. შე­სა­ბა­მი­სად, უნდა ვე­ლო­დოთ, რომ მის თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ფერ­ხულ­ში ჩა­ებ­მე­ბა და სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მსგავ­სად, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ დარ­ტყმის მი­ყე­ნე­ბას ეც­დე­ბა.


პარ­ტი­ის შექ­მნა ოქ­რუ­აშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ასე და­ა­ა­ნონ­სა: "ერთი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის გარ­თუ­ლე­ბას სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ვი­წყებთ, იმი­სათ­ვის რომ აქ დარ­ჩე­ნი­ლი 3 მი­ლი­ო­ნის და მის გამო ქვეყ­ნი­დან წა­სუ­ლი ასო­ბით ათა­სის ცხოვ­რე­ბა შე­ვამ­სუ­ბუ­ქოთ"



ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ერთ-ერთი ბოლო მწვა­ვე კრი­ტი­კა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, პან­კი­სის მოვ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა. თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, პან­კის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი შს მი­ნის­ტრის უგუ­ნუ­რი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გი იყო. "კრი­ზი­სის ჩახ­შო­ბა რაში გა­მო­ი­ხა­ტა?! რა მი­ვი­ღეთ? და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, და­ლე­წი­ლი და დამ­წვა­რი პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნე­ბი, შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო და პო­ლი­ცია“ - გა­ნა­ცხა­და ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა.


"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე" გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს პო­ლი­ტი­კურ დევ­ნი­ლო­ბა­შიც იყო საფ­რან­გეთ­ში, ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დე­ლებს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის წინ შე­უ­რიგ­და. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გრი­გოლ ვა­შა­ძე, ოქ­რუ­აშ­ვილს სახ­ლშიც კი ეს­ტუმ­რა. ამ შეხ­ვედ­რა­ზე ოქ­რუ­აშ­ვილ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ ურ­თი­ერ­თო­ბა გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ წარ­სუ­ლის პე­რი­პე­ტი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მის­თვის ად­ვი­ლი არ არის იმ ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, რა­ზეც ისა­უბ­რეს, თუმ­ცა დას­ძი­ნა:



"გარ­კვე­უ­ლი დრო დამ­ჭირ­დე­ბა, რომ ვი­ფიქ­რო, მაგ­რამ რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ქვე­ყა­ნას, მე პი­რა­დულს ყო­ველ­თვის ვი­ვი­წყებ­დი და შევ­ძლებ, რომ ახ­ლაც და­ვი­ვი­წყო. და­ნარ­ჩე­ნი, ცოტა და­მა­ცა­დეთ და ყვე­ლა­ფე­რი ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც ჩვენს ხალ­ხს უნდა", - გა­ნა­ცხა­და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.


ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, შე­უ­რიგ­დე­ბა თუ არა ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი საფრ­თხო­ბე­ლას შე­ა­და­რა, რომ­ლი­თაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წინ სარ­გებ­ლობს. მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, თუმ­ცა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამას გვერ­დზე გა­და­დებს.


რა პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი აქვს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს?

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ერთ-ერთი შე­მოქ­მე­დია. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, იგი შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა, ასე­ვე იყო გო­რის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი პარ­ლა­მენ­ტში. შემ­დეგ ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და ჯერ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პოსტს იკა­ვებ­და, შემ­დეგ შს მი­ნის­ტრის, ბო­ლოს კი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის.


ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შს მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის გამო მო­უხ­და. მე­რა­ბიშ­ვი­ლი კი ამას უარ­ყოფ­და და ამ­ბობ­და, რომ მის წი­ნა­მორ­ბედ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. თა­ვად ოქ­რუ­აშ­ვი­ლი კი, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გარ­კვე­ულ ინ­ტრი­გებ­ზე მი­უ­თი­თებ­და და ამ­ბობ­და, რომ ქვე­ყა­ნას არა სის­ტე­მა, არა­მედ ინ­დი­ვი­დე­ბი მარ­თავ­დნენ.



2006 წლის 10 ნო­ემ­ბერს ოქ­რუ­აშ­ვი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრად გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ამ პოსტზე მხო­ლოდ ერთი კვი­რა იმუ­შა­ვა. 17 ნო­ემ­ბერს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვა. აქე­დან მას­სა და პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს შო­რის, სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო.


ოქ­რუ­აშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტი ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ქმე­დე­ბებ­სა და მკვლე­ლო­ბე­ბის შეკ­ვე­თებ­შიც და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბი­დან ორ დღე­ში ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ა­კა­ვეს და ყვე­ლას ახ­სოვს ცნო­ბი­ლი ვი­დეო მისი ჩვე­ნე­ბი­დან, თუ რო­გორ უარ­ყოფ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს. ვი­დე­ო­ში ოქ­რუ­აშ­ვი­ლი უარ­ყოფ­და მის მიერ გახ­მო­ვა­ნე­ბულ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ბრალ­დე­ბას, მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტის მიერ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ის შეკ­ვე­თას და პრე­მი­ერ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ბუნ­დო­ვან გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს.


გა­მომ­ძი­ებ­ლის კი­თხვა­ზე, რით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი პა­სუ­ხობ­და: "ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის მი­სა­ღე­ბად და ჩემი პი­როვ­ნე­ბის ხელ­საყ­რელ პო­ლი­ტი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­სა­ყე­ნებ­ლად".



მა­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფილ­მა შს და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ბრალ­დე­ბე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზე­წო­ლის შე­დე­გად უარ­ყო, ამ­ბობ­დნენ იმა­საც, რომ ამ დროს ოქ­რუ­აშ­ვი­ლი იძუ­ლე­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. ამ მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, ოქ­რუ­აშ­ვილ­მა საფ­რან­გეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მი­ი­ღო, სა­დაც 2012 წლამ­დე ცხოვ­რობ­და.


ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ხის­ტი ხა­სი­ა­თით. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ ისიც თქვა, რომ მას არა­ერ­თხელ მი­უ­ჯა­ხუ­ნე­ბია სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის კარი და იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ამის შემ­დეგ ტე­ლე­ფონს რამ­დე­ნი­მე დღე არ პა­სუ­ხობ­და.


ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი 2010 წელს შექ­მნი­ლი ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის - "ქარ­თუ­ლი პარ­ტი­ის" თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე იყო, რო­მელ­შიც მას­თან ერ­თად კოკა გუნ­ცა­ძე, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და სო­ზარ სუ­ბა­რიც იყ­ვნენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­ნი.


ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მოს­ვლის შემ­დეგ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბო­ლო­ოდ დაბ­რუნ­და. ოქ­რუ­აშ­ვი­ლი და­ი­კი­თხა არა­ერთ საქ­მეს­თან, მათ შო­რის ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის და მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ზეც მის­ცა ჩვე­ნე­ბა. ოპო­ზი­ცია აცხა­დებ­და, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბი­დან სწო­რედ იმის გამო გა­თა­ვი­სუფ­ლდა, რომ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ "ოც­ნე­ბის" პრო­კუ­რა­ტუ­რის დაკ­ვე­თა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და ჩვე­ნე­ბა მის­ცა.

რა პო­ლი­ტი­კუ­რი შან­სე­ბი აქვს ოქ­რუ­აშ­ვილს?

შან­სებ­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ ნა­ად­რე­ვია, თუმ­ცა მა­საც და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წევ­რებს პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი აქვთ, შე­სა­ბა­მი­სად ჰყავთ სა­კუ­თა­რი ელექ­ტო­რა­ტიც. თუ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას­თან ერ­თად გა­აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­საც­ვლე­ლად, ფაქ­ტია, იგი არ შე­ე­გუ­ე­ბა მე­ო­რე ად­გილ­ზე ყოფ­ნას, რო­გორც ამას „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ე.წ. ერ­თკა­ცი­ა­ნი პარ­ტი­ე­ბი აკე­თე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, სრუ­ლი­ად მო­სა­ლოდ­ნე­ლია, იგი 2020 წლის­თვის ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთ ლი­დე­რა­დაც მოგ­ვევ­ლი­ნოს.


ოქ­რუ­აშ­ვი­ლის შან­სე­ბის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პარ­ტია მო­რი­გი პარ­ტია იქ­ნე­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში, რო­მე­ლიც ამომ­რჩევ­ლის 1%-იან მხარ­და­ჭე­რას მო­ი­პო­ვებს.


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური წარსული და მომავალი - რა შანსები აქვს ყოფილი მინისტრის ახალ პარტიას?

ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური წარსული და მომავალი - რა შანსები აქვს ყოფილი მინისტრის ახალ პარტიას?

ერთი რიგითი პარტია არსებული 450-დან, როგორც ამას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, თუ ხელისუფლებაში მოსვლისთვის მებრძოლი პოლიტიკური ძალა? - საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს ახალ პარტიას დააფუძნებს, რომლის რამდენიმე წევრი უკვე ცნობილია: გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია და ვალერი გელბახიანი...


ოქრუაშვილი ამჟამინდელ ხელისუფლებას უპირისპირდება და მკაცრად აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ მის თანაგუნდელებთან ერთად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფერხულში ჩაებმება და სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, „ქართული ოცნებისთვის“ დარტყმის მიყენებას ეცდება.


პარტიის შექმნა ოქრუაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასე დააანონსა: "ერთი ადამიანის ცხოვრების გართულებას საფუძვლიანად ვიწყებთ, იმისათვის რომ აქ დარჩენილი 3 მილიონის და მის გამო ქვეყნიდან წასული ასობით ათასის ცხოვრება შევამსუბუქოთ"



ოქრუაშვილის ერთ-ერთი ბოლო მწვავე კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, პანკისის მოვლენებს უკავშირდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, პანკისში განვითარებული მოვლენები შს მინისტრის უგუნური ქმედებების შედეგი იყო. "კრიზისის ჩახშობა რაში გამოიხატა?! რა მივიღეთ? დასისხლიანებული პოლიციელები, დალეწილი და დამწვარი პოლიციის მანქანები, შეურაცხყოფილი სახელმწიფო და პოლიცია“ - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.


"ნაციონალურ მოძრაობაზე" გაბრაზებული ოქრუაშვილი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს პოლიტიკურ დევნილობაშიც იყო საფრანგეთში, ყოფილ თანაგუნდელებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შეურიგდა. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ოქრუაშვილს სახლშიც კი ესტუმრა. ამ შეხვედრაზე ოქრუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ წარსულის პერიპეტიებიდან გამომდინარე, მისთვის ადვილი არ არის იმ ნაბიჯების გადადგმა, რაზეც ისაუბრეს, თუმცა დასძინა:



"გარკვეული დრო დამჭირდება, რომ ვიფიქრო, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, მე პირადულს ყოველთვის ვივიწყებდი და შევძლებ, რომ ახლაც დავივიწყო. დანარჩენი, ცოტა დამაცადეთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენს ხალხს უნდა", - განაცხადა ოქრუაშვილმა.


ჯერჯერობით უცნობია, შეურიგდება თუ არა ოქრუაშვილი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი საფრთხობელას შეადარა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი არჩევნების წინ სარგებლობს. მისივე თქმით, სააკაშვილის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამას გვერდზე გადადებს.


რა პოლიტიკური წარსული აქვს ირაკლი ოქრუაშვილს?

ირაკლი ოქრუაშვილი "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი შემოქმედია. "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იგი შიდა ქართლის გუბერნატორად დაინიშნა, ასევე იყო გორის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. შემდეგ ძალოვან უწყებებში გადაინაცვლა და ჯერ გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა, შემდეგ შს მინისტრის, ბოლოს კი თავდაცვის მინისტრის.


ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შს მინისტრის თანამდებობის დატოვება ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების გამო მოუხდა. მერაბიშვილი კი ამას უარყოფდა და ამბობდა, რომ მის წინამორბედთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. თავად ოქრუაშვილი კი, ერთ-ერთ ინტერვიუში გარკვეულ ინტრიგებზე მიუთითებდა და ამბობდა, რომ ქვეყანას არა სისტემა, არამედ ინდივიდები მართავდნენ.



2006 წლის 10 ნოემბერს ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ეკონომიკური განვითარების მინისტრად გადაიყვანეს, თუმცა ამ პოსტზე მხოლოდ ერთი კვირა იმუშავა. 17 ნოემბერს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. აქედან მასსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის, სერიოზული დაპირისპირება დაიწყო.


ოქრუაშვილმა პრეზიდენტი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და მკვლელობების შეკვეთებშიც დაადანაშაულა. ამ განცხადებების გაკეთებიდან ორ დღეში ყოფილი მინისტრი დააკავეს და ყველას ახსოვს ცნობილი ვიდეო მისი ჩვენებიდან, თუ როგორ უარყოფდა სააკაშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს. ვიდეოში ოქრუაშვილი უარყოფდა მის მიერ გახმოვანებულ აბსოლუტურად ყველა ბრალდებას, მათ შორის პრეზიდენტის მიერ პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შეკვეთას და პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების ბუნდოვან გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.


გამომძიებლის კითხვაზე, რით იყო გამოწვეული მის მიერ გაკეთებული განცხადებები, ოქრუაშვილი პასუხობდა: "ასეთი განცხადებები გამოწვეული იყო პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად და ჩემი პიროვნების ხელსაყრელ პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩასაყენებლად".



მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა შს და თავდაცვის მინისტრმა ბრალდებები ხელისუფლების ზეწოლის შედეგად უარყო, ამბობდნენ იმასაც, რომ ამ დროს ოქრუაშვილი იძულებით ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამ მოვლენების შემდეგ, ოქრუაშვილმა საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, სადაც 2012 წლამდე ცხოვრობდა.


ირაკლი ოქრუაშვილი ცნობილია თავისი ხისტი ხასიათით. ერთ-ერთ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ ისიც თქვა, რომ მას არაერთხელ მიუჯახუნებია სააკაშვილისთვის კარი და იყო შემთხვევები, როდესაც ამის შემდეგ ტელეფონს რამდენიმე დღე არ პასუხობდა.


ყოფილი თავდაცვის მინისტრი 2010 წელს შექმნილი ახალი პოლიტიკური გაერთიანების - "ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე იყო, რომელშიც მასთან ერთად კოკა გუნცაძე, ლევან გაჩეჩილაძე და სოზარ სუბარიც იყვნენ გაერთიანებულნი.


ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ოქრუაშვილი საქართველოში საბოლოოდ დაბრუნდა. ოქრუაშვილი დაიკითხა არაერთ საქმესთან, მათ შორის ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით. ოქრუაშვილმა სააკაშვილის და მერაბიშვილის წინააღმდეგ ვალერი გელაშვილის საქმეზეც მისცა ჩვენება. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ოქრუაშვილი პატიმრობიდან სწორედ იმის გამო გათავისუფლდა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ "ოცნების" პროკურატურის დაკვეთა გაითვალისწინა და ჩვენება მისცა.

რა პოლიტიკური შანსები აქვს ოქრუაშვილს?

შანსებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა მასაც და მისი პოლიტიკური პარტიის წევრებს პოლიტიკური წარსული აქვთ, შესაბამისად ჰყავთ საკუთარი ელექტორატიც. თუ ოქრუაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას ხელისუფლების შესაცვლელად, ფაქტია, იგი არ შეეგუება მეორე ადგილზე ყოფნას, როგორც ამას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებული ე.წ. ერთკაციანი პარტიები აკეთებენ. შესაბამისად, სრულიად მოსალოდნელია, იგი 2020 წლისთვის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერადაც მოგვევლინოს.


ოქრუაშვილის შანსების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს „ქართულ ოცნებას“. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოქრუაშვილის პარტია მორიგი პარტია იქნება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც ამომრჩევლის 1%-იან მხარდაჭერას მოიპოვებს.


LIVE: 360 გრადუსი - ირაკლი ნადარეიშვილი, გიორგი ბარამიძე, სერგი კაპანაძე

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

"დასავლეთის ექსპერიმენტი №2" - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ კარიერას