Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაშა ბანკი დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესს სპონსორობას გაუწევს
პაშა ბანკი დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესს სპონსორობას გაუწევს

პაშა ბან­კის სპონ­სო­რო­ბით, 13-14 ივ­ნისს დსთ-ს, ბალ­ტი­ი­სა და კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნე­ბის ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის რი­გით მე-16 კონ­გრე­სი ჩა­ტარ­დე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა ბა­თუმ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­გრე­სი 2004 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა და დსთ-ს, კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­დი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის, კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს აერ­თი­ა­ნებს. პაშა ბან­კი, რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი, მე­ო­რედ და­უ­ჭერს მხარს ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის კონ­გრესს.

პაშა ბან­კი ბა­ქო­ში სა­თა­ვო ოფი­სის მქო­ნე ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტია, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთ­ში ოპე­რი­რებს. პაშა ბან­კი მსხვილ, სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ზო­მის სა­წარ­მო­ებს კორ­პო­რა­ცი­ულ და სა­ინ­ვეს­ტი­ციო სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს.

წელს ღო­ნის­ძი­ე­ბას ორა­სამ­დე მო­ნა­წი­ლე ეყო­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან. 45 მათ­გა­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სპი­კე­რის სტა­ტუ­სით წარ­დგე­ბა. კონ­გრეს­ზე გან­სა­ხილ­ველ მთა­ვარ სა­კი­თხებს შო­რის იქ­ნე­ბა: ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი სის­ტე­მა და ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ბა­ზა­რი; დსთ-ს და კავ­კა­სი­ის მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი ტრენ­დე­ბი; დსთ-ს და კავ­კა­სი­ის ევ­რო­ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ბა­ზა­რი; სპე­ცი­ა­ლუ­რი სე­სი­ე­ბი ფიქ­სი­რე­ბულ შე­მო­სავ­ლი­ან ფა­სი­ან ქა­ღალ­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ბე­ლა­რუ­სი­ა­ში, სომ­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ყა­ზა­ხეთ­სა და უზ­ბე­კეთ­ში.

დსთ-ს, ბალ­ტი­ი­სა და კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნე­ბის ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის კონ­გრე­სი ყო­ველ წელს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ტარ­დე­ბა, რაც მო­ნა­წი­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ კულ­ტუ­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ.

NS

ავტორი:

პაშა ბანკი დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესს სპონსორობას გაუწევს

პაშა ბანკი დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესს სპონსორობას გაუწევს

პაშა ბანკის სპონსორობით, 13-14 ივნისს დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესი ჩატარდება. ღონისძიება ბათუმში გაიმართება.

აღნიშნული კონგრესი 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება და დსთ-ს, კავკასიის რეგიონისა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნების საფინანსო სექტორის, კაპიტალის ბაზრის პროფესიონალებს აერთიანებს. პაშა ბანკი, როგორც ოფიციალური პარტნიორი, მეორედ დაუჭერს მხარს ობლიგაციების კონგრესს.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ოპერირებს. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

წელს ღონისძიებას ორასამდე მონაწილე ეყოლება სხვადასხვა ქვეყნიდან. 45 მათგანი კონფერენციაზე სპიკერის სტატუსით წარდგება. კონგრესზე განსახილველ მთავარ საკითხებს შორის იქნება: ეკონომიკური განვითარება, საქართველოს ფინანსური სისტემა და ფასიანი ქაღალდების ბაზარი; დსთ-ს და კავკასიის მაკროეკონომიკური ტრენდები; დსთ-ს და კავკასიის ევროობლიგაციების ბაზარი; სპეციალური სესიები ფიქსირებულ შემოსავლიან ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და უზბეკეთში.

დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების კონგრესი ყოველ წელს სხვადასხვა ქალაქში ტარდება, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკური თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ.

NS

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი