პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი დააკავეს - მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ ძალადობა ედება
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი დააკავეს - მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ ძალადობა ედება

სან­ზო­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის ნინო ზა­ლი­ნაშ­ვი­ლის მა­მი­ნაც­ვა­ლი არ­კა­დი ძა­ვაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­უ­დას­ტუ­რეს. რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, და­კა­ვე­ბუ­ლი ლელა ქსოვ­რე­ლის მე­უღ­ლე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 20 მა­ისს და­ა­კა­ვეს.

არ­კა­დი ძა­ვაშ­ვილს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით წა­რედ­გინ­და, რაც ოჯახ­ში არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ნინო ზა­ლი­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია ასე­ვე გო­გო­ნას დედა ლელა ქსოვ­რე­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლელა ქსოვ­რე­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მას ბრა­ლი სხვა მუხ­ლი­თაც წა­უ­ყე­ნეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 წლის გო­გო­ნას ქსოვ­რელ­მა თა­ვის არე­ში სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა ქალა-ტვი­ნის ბლაგ­ვი ტრავ­მის სა­ხით, რა­მაც მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას ტვი­ნის მკვეთ­რი შე­შუ­პე­ბა და სის­ხლჩაქ­ცე­ვა გა­მო­იწ­ვია, რის შემ­დე­გაც ის გარ­და­იც­ვა­ლა.

2019 წლის 25 თე­ბერ­ვალს ლელა ქსოვ­რელს წა­რედ­გი­ნა და­ზუს­ტე­ბუ­ლი ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 111.117-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯა­ხის წევ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას, რა­მაც მისი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ. ასე­ვე, 111.126-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “დ“ ქვე­პუნ­ქტით, რაც ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის სის­ტე­მა­ტურ ცე­მა­სა და ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და 111.381-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით, რაც შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას გუ­ლიხ­მობს, ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2019 წლის 21 იან­ვრი­დან 22 იან­ვრამ­დე ღა­მის პე­რი­ოდ­ში, ლ.ქ.-მ თა­ვის არას­რულ­წლო­ვან შვილს ნ.ზ.-ს თა­ვის არე­ში მი­ა­ყე­ნა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ქალა-ტვი­ნის ბლაგ­ვი ტრავ­მის სა­ხით. მი­ყე­ნე­ბულ­მა და­ზი­ა­ნე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია სის­ხლჩაქ­ცე­ვა და თა­ვის ტვი­ნის მკვეთ­რი შე­შუ­პე­ბა, შე­დე­გად 2019 წლის 22 იან­ვა­რის დი­ლის სა­ა­თებ­ში ნ.ზ. გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე და­წყე­ბუ­ლია გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას 5 წლის ძმის, ლ. ქ.-ს სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად არის გა­მო­ყო­ფი­ლი ლელა ქსოვ­რე­ლის ბრალ­დე­ბის საქ­მი­დან. გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის მხრი­დან შე­საძ­ლო სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი დააკავეს - მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ ძალადობა ედება

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი დააკავეს - მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ ძალადობა ედება

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის მამინაცვალი არკადი ძავაშვილი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დაკავებული ლელა ქსოვრელის მეუღლე სამართალდამცავებმა 20 მაისს დააკავეს.

არკადი ძავაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით წარედგინდა, რაც ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ასევე გოგონას დედა ლელა ქსოვრელი.

შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას ბრალი სხვა მუხლითაც წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

2019 წლის 25 თებერვალს ლელა ქსოვრელს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა.

გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლ. ქ.-ს სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სოციალური მუშაკების მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი