კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ციხეში დღეში 2 საათი ვარჯიშობდა... თუ რამე წიგნი გამოვიდა, ყველა წაიკითხა" - ლევან როსტოშვილის დედა შვილის გათავისუფლებაზე
"ციხეში დღეში 2 საათი ვარჯიშობდა... თუ რამე წიგნი გამოვიდა, ყველა წაიკითხა" - ლევან როსტოშვილის დედა შვილის გათავისუფლებაზე

"მე რო­გორც დედა, ვამ­ბობ, რომ სა­ა­მა­ყო შვი­ლი მყავს, რო­მელ­საც არა­ფე­რი ეშ­ლე­ბა, არც ზრდი­ლო­ბა, არც კულ­ტუ­რა, არც სიყ­ვა­რუ­ლი ოჯა­ხის მი­მართ" - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ტე­ლე­წამ­ყვან ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლის, იგი­ვე „როს­ტოს“ დე­დამ, მაია ქაჩ­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

როს­ტოშ­ვი­ლის დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი შვი­ლი პი­რო­ბით ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 3 კვი­რის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

„ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ზე ჰქონ­და მის­ჯი­ლი, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ 3 წელ­ზე ჩა­მო­უყ­ვა­ნა. კვლე­ვე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ეს იყო მხო­ლოდ გა­დამ­ტა­ნი. გროვ­დე­ბო­და სა­ცეკ­ვაო ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მელ­საც ელექ­ტო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე მთელ მსოფ­ლი­ო­ში იყე­ნე­ბენ და სვა­მენ, რომ ალ­კოჰო­ლი არ მი­ი­ღონ.

მე რა თქმა უნდა, მას არ ვა­მარ­თლებ, თუმ­ცა, ის ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი­და­ნაც მხო­ლოდ ღვი­ნო უყ­ვარ­და. მე რო­გორც დედა, ვამ­ბობ, რომ სა­ა­მა­ყო შვი­ლი მყავს, რო­მელ­საც არა­ფე­რი ეშ­ლე­ბა, არც ზრდი­ლო­ბა, არც კულ­ტუ­რა, არც სიყ­ვა­რუ­ლი ოჯა­ხის მი­მართ, ძა­ლი­ან კარ­გი სა­მე­გობ­რო ჰყავს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც უყ­ვართ.

ვის გა­უ­ხარ­და მისი და­კა­ვე­ბა, არ ვიცი და ვი­საც გა­უ­ხარ­და, კარ­გად იყოს. მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ambebi.ge-ზე რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტა­რი წა­ვი­კი­თხე და გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ პირ­და­პირ! ადა­მი­ა­ნებს რა ღვარ­ძლი აქვთ ასე­თი?! როს­ტოს არას­დროს არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია“, - გა­ნა­ცხა­და ქაჩ­რიშ­ვილ­მა.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, როს­ტოშ­ვი­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, წიგ­ნებს კი­თხუ­ლობ­და.

„გა­თა­ვი­სუფ­ლდა თა­ვი­სი პი­როვ­ნე­ბი­დან, თა­ვი­სი ქცე­ვი­დან, თა­ვი­სი წე­სი­ე­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე - სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. ამის გამო, ის მე-16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ნაკ­ლე­ბად სა­ში­ში ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი აქვთ. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სპორ­ტულ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და, დღე­ში 2 სა­ა­თი ვარ­ჯი­შობ­და, ბიბ­ლი­ო­თე­კით სარ­გებ­ლობ­და.

თუ რამე წიგ­ნი და ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­მო­ვი­და, იქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, ყვე­ლა წა­ი­კი­თხა. იქი­დან გა­მოს­ვლის შემ­დე­გაც წიგ­ნებს ეძებ­და. 3 კვი­რაა, რაც გა­მო­ვი­და და გუ­შინ „ზუ­კას თასი“ ჩა­ა­ტა­რა, უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ მოწ­ვე­უ­ლე­ბი, უამ­რა­ვი გეგ­მა აქვს. ჩვენ­მა საყ­ვა­რელ­მა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ის არ შე­ი­წყა­ლა, მისი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე შე­ი­წყა­ლა და ეს არა, თუმ­ცა ვერ გე­ტყვით, რა­ტომ“, - გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლის დე­დამ.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი და მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძე 2016 წლის 5 მა­ისს და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს 42.9524 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა MDMA აღ­მო­აჩ­ნდათ. საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე6 ნა­წი­ლით აღიძ­რა, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის, პრე­კურ­სო­რის ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბას, წარ­მო­ე­ბას, შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, გა­და­ზიდ­ვას, გა­დაგ­ზავ­ნას ან გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა ფორმ­დე­ბო­და, თუმ­ცა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე რა­ი­მე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა უარ­ყო. მო­სა­მარ­თლემ ორი­ვე პირი დამ­ნა­შა­ვედ სცნო დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში. ლე­ვან როს­ტოშ­ვილს 8 წელი მი­ე­სა­ჯა, ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს 5 წელი.

2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძე შე­ი­წყა­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, შე­წყა­ლე­ბა ითხო­ვა როს­ტოშ­ვილ­მაც, თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტმა ის არ შე­ი­წყა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ციხეში დღეში 2 საათი ვარჯიშობდა... თუ რამე წიგნი გამოვიდა, ყველა წაიკითხა" - ლევან როსტოშვილის დედა შვილის გათავისუფლებაზე

"ციხეში დღეში 2 საათი ვარჯიშობდა... თუ რამე წიგნი გამოვიდა, ყველა წაიკითხა" - ლევან როსტოშვილის დედა შვილის გათავისუფლებაზე

"მე როგორც დედა, ვამბობ, რომ საამაყო შვილი მყავს, რომელსაც არაფერი ეშლება, არც ზრდილობა, არც კულტურა, არც სიყვარული ოჯახის მიმართ" - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილის, იგივე „როსტოს“ დედამ, მაია ქაჩრიშვილმა განუცხადა.

როსტოშვილის დედის ინფორმაციით, მისი შვილი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, 3 კვირის წინ გათავისუფლდა.

„ნარკოტიკული საშუალებების დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვაზე ჰქონდა მისჯილი, სააპელაციო სასამართლომ 3 წელზე ჩამოუყვანა. კვლევებით დადასტურდა, რომ ეს იყო მხოლოდ გადამტანი. გროვდებოდა საცეკვაო ნივთიერება, რომელსაც ელექტონული მუსიკის ფესტივალებზე მთელ მსოფლიოში იყენებენ და სვამენ, რომ ალკოჰოლი არ მიიღონ.

მე რა თქმა უნდა, მას არ ვამართლებ, თუმცა, ის ნარკოტიკის მომხმარებელი არასდროს ყოფილა, მთელი ცხოვრება სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა, ალკოჰოლური სასმელიდანაც მხოლოდ ღვინო უყვარდა. მე როგორც დედა, ვამბობ, რომ საამაყო შვილი მყავს, რომელსაც არაფერი ეშლება, არც ზრდილობა, არც კულტურა, არც სიყვარული ოჯახის მიმართ, ძალიან კარგი სამეგობრო ჰყავს, საზოგადოებაშიც უყვართ.

ვის გაუხარდა მისი დაკავება, არ ვიცი და ვისაც გაუხარდა, კარგად იყოს. მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ambebi.ge-ზე რამდენიმე კომენტარი წავიკითხე და გაოცებული ვარ პირდაპირ! ადამიანებს რა ღვარძლი აქვთ ასეთი?! როსტოს არასდროს არავისთვის არაფერი დაუშავებია“, - განაცხადა ქაჩრიშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, როსტოშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა, წიგნებს კითხულობდა.

„გათავისუფლდა თავისი პიროვნებიდან, თავისი ქცევიდან, თავისი წესიერებიდან გამომდინარე - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამორჩეული იყო. ამის გამო, ის მე-16 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ნაკლებად საშიში ადამიანები არიან და არაჩვეულებრივი პირობები აქვთ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპორტულ ცხოვრებას ეწეოდა, დღეში 2 საათი ვარჯიშობდა, ბიბლიოთეკით სარგებლობდა.

თუ რამე წიგნი და ლიტერატურა გამოვიდა, იქ ყოფნის პერიოდში, ყველა წაიკითხა. იქიდან გამოსვლის შემდეგაც წიგნებს ეძებდა. 3 კვირაა, რაც გამოვიდა და გუშინ „ზუკას თასი“ ჩაატარა, უცხოელი სტუმრები იყვნენ მოწვეულები, უამრავი გეგმა აქვს. ჩვენმა საყვარელმა მარგველაშვილმა ის არ შეიწყალა, მისი თანამონაწილე შეიწყალა და ეს არა, თუმცა ვერ გეტყვით, რატომ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლევან როსტოშვილის დედამ.

ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე6 ნაწილით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

2016 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ როსტოშვილსა და კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდებოდა, თუმცა მთავარმა პროკურატურამ როსტოშვილსა და კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე რაიმე მოლაპარაკებების წარმოება უარყო. მოსამართლემ ორივე პირი დამნაშავედ სცნო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში. ლევან როსტოშვილს 8 წელი მიესაჯა, ლაშა კურტანიძეს 5 წელი.

2016 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა. როგორც ცნობილია, შეწყალება ითხოვა როსტოშვილმაც, თუმცა პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა.

"ფეისბუქზე" ჰყავთ გაცნობილი ბიჭები და მათთან შესახვედრად მოდიოდნენ" - კახეთში დაკარგული დების ბაბუა პოლიციას რეაგირებისთვის მადლობას უხდის

გოგონა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 1000 კაციან მუსიკალურ ივენთს ესწრებოდა - რას ამბობს კუს ტბაზე მდებარე ღია კლუბის მენეჯერი

ძლიერი წვიმა თბილისში - დატბორილია რამდენიმე ქუჩა (ფოტოები)