10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეჭვიანობის მოტივი აბსურდია, მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა" - ახლობლები აგარაში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ
"ეჭვიანობის მოტივი აბსურდია, მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა" - ახლობლები აგარაში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ

პო­ლი­ცი­ამ დაბა აგა­რა­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი გახ­სნა, და­კა­ვე­ბუ­ლია 1 პირი.

53 წლის ბრალ­დე­ბულ­მა, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცოტა ხნის წინ და­ა­კა­ვეს, აგა­რა­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე, მე­უღ­ლის და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის - 2 და 4 წლის ბავ­შვე­ბის თვალ­წინ, 41 წლის მა­მა­კაცს და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. და­შა­ვე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კი, სა­კუ­თარ სახ­ლში მი­ვი­და და ამა­ვე ცივი ია­რა­ღით, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში, მე­უღ­ლეს 13 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ბრალ­დე­ბულს გარ­კვე­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

ქა­ლის ახ­ლობ­ლე­ბი მომ­ხდა­რის ვერ­სი­ას ვერ ასა­ხე­ლე­ბენ. ოჯა­ხის წევ­რე­ბი აბ­სურ­დულს უწო­დე­ბენ ეჭ­ვი­ა­ნო­ბის მო­ტივ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და აცხა­დე­ბენ, რომ დაჭ­რილ ქალს მე­უღ­ლის მიერ მიერ მოკ­ლულ მა­მა­კაც­თან არა­ნა­ი­რი სი­ახ­ლო­ვე არ აკავ­შირ­დე­ბა გარ­და იმი­სა, რომ წლე­ბის წინ ერთ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­დნენ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შს სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბი­სა და ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1966 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ხ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა დაბა აგა­რა­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა 1978 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.გ.-ს, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შემ­დეგ, ა.ხ.-მ იმა­ვე ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, მე­უღ­ლეს - 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.დ.-ს სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი ქალი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ასე­ვე, ორი ან მეტი პი­რის და ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 108-ე მუხ­ლით, 11 პრი­მა 19-109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ეჭვიანობის მოტივი აბსურდია, მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა" - ახლობლები აგარაში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ

"ეჭვიანობის მოტივი აბსურდია, მას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა" - ახლობლები აგარაში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ

პოლიციამ დაბა აგარაში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები გახსნა, დაკავებულია 1 პირი.

53 წლის ბრალდებულმა, რომელიც სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს, აგარაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მეუღლის და ორი მცირეწლოვანი შვილის - 2 და 4 წლის ბავშვების თვალწინ, 41 წლის მამაკაცს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში კი, საკუთარ სახლში მივიდა და ამავე ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში, მეუღლეს 13 ჭრილობა მიაყენა.

ოჯახის ახლობლების თქმით, ბრალდებულს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

ქალის ახლობლები მომხდარის ვერსიას ვერ ასახელებენ. ოჯახის წევრები აბსურდულს უწოდებენ ეჭვიანობის მოტივზე გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ დაჭრილ ქალს მეუღლის მიერ მიერ მოკლულ მამაკაცთან არანაირი სიახლოვე არ აკავშირდება გარდა იმისა, რომ წლების წინ ერთ სამსახურში მუშაობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ა.ხ. განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა აგარაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1978 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ა.ხ.-მ იმავე ცივი იარაღის გამოყენებით, მეუღლეს - 1970 წელს დაბადებული ლ.დ.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს