10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ასწავლიდნენ საუკუნეების წინ გელათის და იყალთოს აკადემიებში - "IV საუკუნეში, ქართულ სკოლებში სასწავლებლად ბერძნები ჩამოდიოდნენ"
რას ასწავლიდნენ საუკუნეების წინ გელათის და იყალთოს აკადემიებში - "IV საუკუნეში, ქართულ სკოლებში სასწავლებლად ბერძნები ჩამოდიოდნენ"

ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ამა­ყობს თა­ვი­სი კულ­ტუ­რი­თა და გა­ნათ­ლე­ბის კე­რე­ბით, რო­მელ­თაც გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ნი­ა­და­გი მო­ამ­ზა­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ავ­თენ­ტუ­რი წყა­რო­ე­ბი, არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა. პირ­ვე­ლი წყა­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კოლ­ხე­თის სა­მე­ფოს არ­სე­ბო­ბი­სა და მისი ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრო­ბენ, ბერ­ძნუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა.

ესე­ნია ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის ნაც­ნო­ბი ჰო­მე­რო­სის “ილი­ა­და“ და ”ოდი­სეა“, პინ­და­რეს „IV პი­თი­უ­რი­ე­პი­ნი­კი“, ევ­რი­პი­დეს „მე­დეა“, აპო­ლო­ნი­ოს რო­დო­სე­ლის პო­ე­მა „არ­გო­ნავ­ტი­კა“და რო­მა­ე­ლი პო­ე­ტის ვა­ლე­რი­უს ფლა­კუ­სის „არ­გო­ნავ­ტი­კა.

AMBEBI.GE-ს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სე­ლი უამ­ბობს, რომ ამ პე­რი­ო­დის­თვის სა­ქარ­თვე­ლო უკვე კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოა, სა­დაც კარ­გად ფლო­ბენ მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის, ბრინ­ჯა­ოს, რკი­ნის, ოქ­რო­სა და თი­ხის და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნი­კას. პრო­ფე­სო­რის თქმით, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებს სას­წვლო კე­რე­ბიც ექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მათ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ მო­წყო­ბა­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ფე­რი ვი­ცით.

პროფ­სო­რი ჩვენს მკი­თხველს უამ­ბობს, რომ ძვ.წ. III-I სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, იბე­რი­ის სა­ხელ­მწი­ფო­შიც, ეს დარ­გე­ბი, მა­ღალ დო­ნე­ზე იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ აქ კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბი ცნო­ბე­ბი მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ პე­რი­ოდ­ში ცოდ­ნის გა­და­ცე­მა ზე­პირ­მე­ტყვე­ლე­ბით და პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის და­უფ­ლე­ბით მი­დი­ნა­რე­ობ­და

რო­დის და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლი, მწიგ­ნობ­რუ­ლი სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა?

პრო­ფე­სორ ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ მეც­ნი­ე­რებს - ი.ჯა­ვა­ხიშ­ვილს, გ.წე­რე­თელს, შ. ამი­რა­ნაშ­ვილს და სხვებს და­ვე­სეს­ხე­ბით, მწიგ­ნობ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ძვ. წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე IV-III სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მა­ინც უნდა შექ­მნი­ლი­ყო. ამას­ვე ადას­ტუ­რებს მე­მა­ტი­ა­ნე "ფარ­ნა­ვაზ­მა გა­ნავ­რცო ენა ქარ­თუ­ლი და არ­ღარ იზ­რა­ხე­ბო­და სხუა ენა ქარ­თლსა შინა თვი­ნი­ერ ქარ­თუ­ლი­სა. და ამან შექ­მნა მწიგ­ნობ­რო­ბა ქარ­თუ­ლი".

პრო­ფე­სო­რი გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის მომ­დევ­ნო სა­ფე­ხუ­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც გვი­ამ­ბობს. მისი მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფა­ზის­თან ახ­ლოს კოლ­ხე­თის უმაღ­ლე­სი რი­ტო­რი­კუ­ლი სკო­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ უტყუ­ა­რი ბერ­ძნუ­ლი წყა­რო არ­სე­ბობს. კერ­ძოდ, ბერ­ძე­ნი ფი­ლო­სო­ფო­სი თე­მის­ტო­სი (317-388 წწ) ფა­ზი­სის მახ­ლობ­ლად IV სა­უ­კუ­ნე­ებ­ში არ­სე­ბულ უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რის სას­წავ­ლე­ბელს ასა­ხე­ლებს. მას­ზე კი მხო­ლოდ ეს ერ­თა­დერ­თი პირ­და­პი­რი ცნო­ბა მო­ი­პო­ვე­ბა.

„ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ თუ IV სა­უ­კუ­ნე­ში ეს აკა­დე­მია ისე­თი მა­ღა­ლი დო­ნის იყო, რომ იქ სას­წავ­ლებ­ლად ბერ­ძნე­ბი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, მა­შინ იგი სულ მცი­რე ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნით ადრე უნდა გახ­სნი­ლი­ყო. აკა­დე­მი­კოს შ.ნუ­ცუ­ბი­ძის აზ­რით, არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი სა­ბუ­თი, რომ ეს სკო­ლა სა­კულ­ტო, და მით უფრო, ქრის­ტი­ა­ნულ-თე­ო­ლო­გი­ურ ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. იგი ფიქ­რობს, რომ სკო­ლა სა­სა­მარ­თლო მო­ხე­ლე­ებს, იუ­რისტ-ორა­ტო­რებს ამ­ზა­დებ­და. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ იმ პე­რი­ოდ­ში რომ­ში არ­სე­ბუ­ლი რი­ტო­რი­კუ­ლი სკო­ლე­ბის მსგავ­სად, რომ­ლე­ბიც ცი­ცე­რო­ნი­სა და კვინ­ტი­ლი­ა­ნეს თე­ო­რი­ულ ნაშ­რო­მებს და პრაქ­ტი­კულ-პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წო­ბას ეყ­რდნო­ბოდ­ნენ, ფა­ზი­სის აკა­დე­მი­ა­შიც, სწავ­ლე­ბის ში­ნა­არსში შე­დი­ო­და - ტრი­ვი­უ­მი (სა­მარ­თა­ლი, ან­ტი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ფი­ლო­სო­ფია - რი­ტო­რი­კა) და კვად­რი­უ­მი (არით­მე­ტი­კა, გე­ო­მეტ­რია, ას­ტრო­ნო­მია, მუ­სი­კა). ე. ი. ქარ­თუ­ლი სკო­ლა ში­ნა­არ­სით იმე­ო­რებ­და იმ დრო­ი­სათ­ვის ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის ში­ნა­არსს", - აღ­ნიშ­ნავს ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სე­ლი.

პრო­ფე­სო­რის თქმით, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ან­ტი­კურ სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ე.წ გიმ­ნა­სი­ო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე, გა­ნათ­ლე­ბის წყა­როს წარ­მო­ად­გენ­და

„გიმ­ნა­სია ათი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ერთ-ერთი სა­ფე­ხუ­რია. კერ­ძოდ, ათი­ნა­ში სწავ­ლა იწყე­ბო­და 7 წლის ასაკ­ში. 7-12 წელი - გრა­მა­ტის­ტთა სკო­ლა (წერა, კი­თხვა, ან­გა­რი­ში) და კი­თა­რის­ტთა სკო­ლა (მუ­სი­კა, გა­ლო­ბა, პო­ე­ზია; 13-15 წელი - პა­ლესტრა (გიმ­ნას­ტი­კის სკო­ლა); 16-18 წელი - გიმ­ნა­სია (გიმ­ნას­ტი­კა, პო­ლი­ტი­კუ­რი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი, ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სა­უბ­რე­ბი) და 18-20 წელი ეფე­ბია (სამ­ხედ­რო წრთო­ბა და ფიცი სა­ხელ­მწი­ფო კა­ნო­ნე­ბის ერ­თგუ­ლე­ბა­ზე, ქვეყ­ნი­სათ­ვის სამ­სა­ხუ­რის ერ­თგუ­ლე­ბა­ზე). გიმ­ნა­სი­ე­ბის ყვე­ლა­ზე ტი­პუ­რი სას­წავ­ლებ­ლე­ბია პლა­ტო­ნის აკა­დე­მია და არის­ტო­ტე­ლეს ლი­კე­უ­მი (ლი­ცე­უ­მი). ამ ტი­პის სას­წავ­ლებ­ლის არ­სე­ბო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ნა­ი­რი წყა­რო არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა, მაგ­რამ თუ კვლავ და­ვეყ­რდნო­ბით ძვე­ლი ბერ­ძე­ნი ის­ტო­რი­კო­სე­ბი­სა და გე­ოგ­რა­ფე­ბის ცნო­ბებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კოლ­ხეთ­სა და იბე­რი­ა­ში ყო­ფი­ლა „აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი“ მშვე­ნი­ე­რი „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შე­ნო­ბე­ბით“, კვლავ უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სწავ­ლა-აღ­ზრდის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და და იმ პე­რი­ო­დის კოლ­ხეთ­ში გიმ­ნა­სი­ო­ნე­ბიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

თსუ-ს პრო­ფე­სო­რის თქმით, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ქრის­ტი­ა­ნულ რწმე­ნას დიდი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი. ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სე­ლის გან­მარ­ტე­ბით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რწმე­ნამ, რო­გორც ცოდ­ნამ, არ­სე­ბუ­ლი­სა­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ, ახ­ლე­ბურ აზ­როვ­ნე­ბას და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი.

„სა­ქარ­თვე­ლო, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­თა და ნე­ბით და­ად­გა ახა­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნის გზას. გავ­ყვეთ ფა­ზი­სის აკა­დე­მი­ის (IV) შემ­დგომ ძა­ლი­ან ზო­გა­დად გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ქარ­თველ­მა თე­ო­ლოგ­მა და ფი­ლო­სო­ფოს­მა, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ნე­ოპ­ლა­ტო­ნიზ­მის ფუ­ძემ­დე­ბელ­მა, იბე­რი­ის მე­ფის ბუზ­მა­რის შვილ­მა და ბა­კურ დი­დის შვი­ლიშ­ვილ­მა პეტ­რე იბერ­მა(ძვ.წ V ს.) ქვეყ­ნის გა­რეთ, სი­რი­ა­ში, სა­დაც თა­ვა­დაც მოღ­ვა­წე­ობ­და, აა­შე­ნა ქარ­თველ­თა მო­ნას­ტე­რი და შექ­მნა სკო­ლა, რომ­ლის ბირ­თვს, სი­რი­ე­ლებ­სა და ბერ­ძნებ­თან ერ­თად, იქ მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი შე­ად­გენ­დნენ. არ­სე­ბობს ქარ­თველ მეც­ნი­ერ­თა მო­საზ­რე­ბა, რომ ამ სკო­ლა­ში სწავ­ლა­მი­ღე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი VI სა­უ­კუ­ნე­ში სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ, რაც ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში ასუ­რელ მა­მა­თა მოს­ვლის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. 13 ასუ­რე­ლი მა­მის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი სა­მო­ნას­ტრო გა­ნათ­ლე­ბის სა­ხით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ ახა­ლი ცოდ­ნა შე­მო­ვი­და”, - აღ­ნიშ­ნა მან.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დე­გი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ფე­ხუ­რი გრი­გოლ ხანძთე­ლის მოღ­ვა­წე­ო­ბაა.

„VII-VIII-IX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გრი­გოლ ხანძთე­ლი და მისი მო­წა­ფე­ე­ბი კლარ­ჯეთ­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან სა­მო­ნას­ტრო მშე­ნებ­ლო­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ - ხანძთა, ოპი­ზა, შატ­ბერ­დი, პა­რეხ­თა, მიძნა­ძო­რი, ბერ­თა და სხვე­ბი; იწე­რე­ბო­და დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლი ფას­და­უ­დე­ბე­ლი ოთხთა­ვე­ბი, ითარ­გმნე­ბო­და და იქ­მნე­ბო­და სა­სუ­ლი­ე­რო და სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა. გა­ნათ­ლე­ბის მი­ზა­ნი - რე­გი­ონ­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა იყო, რო­მე­ლიც სას­ტი­კად იდევ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს და­ნარ­ჩენ რე­გი­ო­ნებ­ში. ეს პრო­ცე­სი კი სა­სუ­ლი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის მეც­ნი­ე­რულ დო­ნე­ზე შეს­წავ­ლა­ში გა­მო­ი­ხა­ტა“, - გან­მარ­ტავს პრო­ფე­სო­რი.

პრო­ფე­სო­რი გვი­ამ­ბობს, რომ ტაო-კლარ­ჯე­თის მა­მა­თა სა­მეც­ნი­ე­რო და სა­უ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბამ ორი უდი­დე­სი სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის და­არ­სე­ბას მო­უმ­ზა­და სა­ფუძ­ვე­ლი. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, X სა­უ­კუ­ნე­ში ქვეყ­ნის გა­რეთ - ათო­ნის ივერ­თა მო­ნას­ტე­რი(სა­ბერ­ძნე­თი, ათო­ნის მთა) და პეტ­რი­წო­ნოს აკა­დე­მია (ბულ­გა­რე­თი, სოფ.ბო­ჩკო­ვო) და­არ­სდა. XII სა­უ­კუ­ნე­ში კი სა­ქარ­თვე­ლო­ში, გე­ლა­თი­სა და იყალ­თოს აკა­დე­მი­ე­ბი შე­იქ­მნა.

ცოტა ვინ­მე თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ვინც ამ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის. გე­ლა­თის აკა­დე­მია 1106 წელს და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა და­ა­არ­სა. გე­ლა­თის აკა­დე­მია ფი­ლო­სო­ფი­ურ/საღვთის­მე­ტყვე­ლო სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. მას­წავ­ლებ­ლე­ბი კი ქვეყ­ნის შიგ­ნით და გა­რეთ კარ­გად გან­სწავ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. აკა­დე­მი­ის პირ­ვე­ლი მო­ძღვართ-მო­ძღვა­რი, რექ­ტო­რი იყო იო­ა­ნე პეტ­რი­წი. რაც შე­ე­ხე­ბა იყალ­თოს აკა­დე­მი­ას, ის არ­სენ იყალ­თო­ელ­მა და­ა­არ­სა. იყალ­თოს მო­ნას­ტერ/აკა­დე­მი­ა­ში ას­წავ­ლიდ­ნენ ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბას, რი­ტო­რი­კას, ას­ტრო­ნო­მი­ას, ფი­ლო­სო­ფი­ას, გე­ოგ­რა­ფი­ას, გე­ო­მეტ­რი­ას, გა­ლო­ბა­სა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებს", - გვიყ­ვე­ბა პრო­ფე­სო­რი.

ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დო­ნე­ზე აქ პირ­ვე­ლად ვხვდე­ბით პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას - მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბას, ლი­თო­ნის და­მუ­შა­ვე­ბას, კე­რა­მი­კულ წარ­მო­ე­ბას, ფარ­მა­კო­ლო­გი­ა­სა და სხვა პრო­ფე­სი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს. სწო­რედ ამ ეპო­ქის გა­ნათ­ლე­ბის ნა­ყო­ფია შოთა რუს­თა­ვე­ლის უკ­ვდა­ვი პო­ე­მა „ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“. XIII-XVI სა­უ­კუ­ნე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის, ისე ეკო­ნო­მი­კი­სა და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი აღ­მოჩ­ნდა.

„ეს იყო მონ­ღოლ­თა ბა­ტო­ნო­ბი­სა და შინა ომე­ბის პე­რი­ო­დი და ქარ­თვე­ლი ერის ბრძო­ლა გა­დარ­ჩე­ნის­თვის. კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია, არ­სე­ბუ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც კი ვერ მო­ხერ­ხდა. გა­ი­ძარ­ცვა და გა­ნად­გურ­და სა­ეკ­ლე­სიო და სა­მო­ნას­ტრო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი და ფონ­დე­ბი. სო­ცი­ა­ლუ­რი-პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის სიმ­ძი­მემ აღარ და­უ­ტო­ვა ადა­მი­ანს მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა“, - გან­გვი­მარ­ტა პრო­ფე­სორ­მა.

XVI სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან, როცა სა­ქარ­თვე­ლომ მძი­მე პე­რი­ო­დი შე­და­რე­ბით გა­და­ლა­ხა, კვლავ და­ი­წყო ფიქ­რი გა­ნათ­ლე­ბა­ზე. პრო­ფე­სო­რი ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სე­ლი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს გვთა­ვა­ზობს, ვინც ამ და მომ­დევ­ნო პე­რი­ოდ­ში, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს გან­სა­ვი­თა­რებ­ლად ბევ­რი რამ გა­ა­კე­თეს. მეფე თე­ი­მუ­რაზ I-მა ელ­ჩის ნი­კი­ფო­რე ირ­ბა­ქის (ნი­კო­ლოზ ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი) დახ­მა­რე­ბით შე­ად­გი­ნა ქარ­თულ-იტა­ლი­უ­რი ლექ­სი­კო­ნი, რო­მე­ლიც 1629 წელს რომ­ში და­ი­ბეჭ­და. არ­ჩილ მე­ფემ (მე-2) მოს­კოვ­ში სი­ნო­დის სტამ­ბას­თან და­ა­არ­სა ქარ­თუ­ლი წიგნ­სა­ბეჭ­დი, რო­მელ­ზე ზრუნ­ვაც 1686 წელს და­ი­წყო. მან­ვე შე­უკ­ვე­თა ქარ­თუ­ლი შრიფ­ტი ამ­სტერ­და­მის ცნო­ბილ ოს­ტატს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შრიფ­ტი ერთ წე­ლი­წად­ში დამ­ზად­და, არ­ჩილ­მა მხო­ლოდ 1705 წელს მო­ა­ხერ­ხა ქარ­თულ ენა­ზე პირ­ვე­ლი ფსალ­მუ­ნის „და­ვით­ნი“ გა­მო­ე­ცა. ეს მოვ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­ვე, არ­ჩი­ლის თხზუ­ლე­ბე­ბია „სა­ქარ­თვე­ლოს ზნე­ო­ბა­ნი“ - აღ­ზრდის წეს-ჩვე­უ­ლე­ბა­თა აღ­წე­რა, შე­ხე­დუ­ლე­ბა­ნი აღ­ზრდა-გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ზე.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში უდი­დეს პი­როვ­ნე­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას, რთუ­ლია, და­სა­წყის­ში არ ახ­სე­ნო სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნი (1658-1725) და მისი სი­ტყვის კონა, სიბ­რძნე-სიც­რუ­ი­სა, გრა­მა­ტი­კის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო. სულ­ხან-საბა იყო მწე­რა­ლი, ჰუ­მა­ნის­ტი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი იდე­ე­ბის მქო­ნე მოღ­ვა­წე. მას ეკუთ­ვნო­და ახლი იდე­ე­ბი ადა­მი­ა­ნის გო­ნებ­რივ, ზნე­ობ­რივ აღ­ზრდა­ზე, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზებ­სა და სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე. მის მიზ­ნებს პი­როვ­ნე­ბის ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­ად­გენ­და. სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ან­მა აღ­ზარ­და ვახ­ტანგ VI (1675-1737), რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლად და მეც­ნი­ე­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

პრო­ფე­სორ ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სე­ლის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სწავ­ლე­ბის აღორ­ძი­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ვახ­ტანგ VI-მ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი მო­ამ­ზა­და. სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოღ­ვა­წე და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლია (1705-1792), რო­მე­ლიც აზ­როვ­ნე­ბა­ში არ­ჩი­ლის, სულ­ხან-სა­ბას და ვახ­ტან­გის იდე­ებს მო­ი­ცავ­და.

„სწო­რედ ამ პი­როვ­ნე­ბე­ბის თავ­და­დე­ბამ, მე­ფე­ე­ბის არ­ჩი­ლის, ვახ­ტანგ VI-ს, ერეკ­ლე II-ს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ­მა ხედ­ვებ­მა მო­ამ­ზა­და ნი­ა­და­გი, სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­სნი­ლი­ყო ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით ესა­და­გე­ბო­და იმ პე­რი­ო­დი­სათ­ვის მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რებ­ში არ­სე­ბულ ტენ­დენ­ცი­ებს. ეს იყო თბი­ლი­სი­სა და თე­ლა­ვის სე­მი­ნა­რი­ე­ბი XVIII სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში. ორი­ვე სე­მი­ნა­რია და­არ­სდა სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე“, - აღ­ნიშ­ნა ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სელ­მა.

ეს სწო­რედ ის შემ­თხვე­ვაა, როცა სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რეს­დე­ბა, თა­ვი­სი­ვე და­ფი­ნან­სე­ბით შექ­მნას სა­გან­მა­ნა­თებ­ლო სივ­რცე­ე­ბი. თსუ-ს პრო­ფე­სო­რი, ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სე­ლი გან­გვი­მარ­ტავს, რომ თბი­ლი­სის სე­მი­ნა­რია საღვთის­მე­ტყვე­ლო-ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. ის 1755 წელს ან­ჩის­ხა­ტის ტაძ­რის ეზო­ში და­არ­სდა, მის პირ­ველ რექ­ტო­რად კი იმ დრო­ის­თვის გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი ფი­ლი­პე ყა­ით­მა­ზაშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა. მე-18 სა­უ­კუ­ნის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლე­ბელ­ში გრა­მა­ტი­კას, პო­ე­ტი­კას, რი­ტო­რი­კას, ლო­გი­კას, მე­ტა­ფი­ზი­კას, ფსი­ქო­ლო­გი­ა­სა და ფი­ლო­სო­ფი­ას ას­წავ­ლიდ­ნენ. თბი­ლი­სის სე­მი­ნა­რი­ა­ში სწავ­ლა გა­ნათ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის მო­რიგ სის­ხლი­ან პე­რი­ო­დამ­დე - 1795 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე, სა­ნამ ირა­ნის მმარ­თვე­ლი აღა-მაჰ­მად-ხანი თა­ვი­სი ძლე­ვა­მო­სი­ლი ლაშ­ქრით ჩვენს ქვე­ყა­ნას შე­მო­ე­სე­ო­და.

მე­ო­რე სას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვა იყო, თე­ლა­ვის სე­მი­ნა­რი­ის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. ის 1782 წელს და­არ­სდა, პირ­ვე­ლი რექ­ტო­რად კი გა­ი­ოზ რექ­ტო­რი და­ი­ნიშ­ნა. მომ­დევ­ნო წელს კი რექ­ტო­რი და­ვით ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი გახ­და. ის ას­წავ­ლი­და გრა­მა­ტი­კას, თე­ო­რი­ულ ფი­ზი­კას, ეთი­კას. ზო­გა­დად, თე­ლა­ვის სე­მი­ნა­რი­ა­ში ას­წავ­ლიდ­ნენ გრა­მა­ტი­კას, პო­ე­ტი­კას, რი­ტო­რი­კას, ლო­გი­კას, მე­ტა­ფი­ზი­კას, ფი­ზი­კას, ფი­ლო­სო­ფი­ას, საღვთო სჯულს, სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ას, ქარ­თულ ენას, არით­მე­ტი­კას, სა­მო­ქა­ლა­ქო ის­ტო­რი­ას და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებს.

პრო­ფე­სორ ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სე­ლის გან­მარ­ტე­ბით, ეს იყო პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის კერა სა­ქარ­თვე­ლო­ში

სამ­წუ­ხა­როდ, თე­ლა­ვის სე­მი­ნა­რია სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის შემ­დეგ და­ი­ხუ­რა.

რო­დის გა­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლად ინ­ტე­რე­სი, გა­ნათ­ლე­ბა მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფოს მმარ­თვე­ლო­ბის ხელ­ში გა­და­სუ­ლი­ყო?

პრო­ფე­სო­რი ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სე­ლი გან­მარ­ტავს, რომ 1799 წელს იო­ა­ნე ბა­ტო­ნიშ­ვილ­მა მი­მარ­თა გი­ორ­გი XIII-ს, ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბა მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბის ხელ­ში გა­და­სუ­ლი­ყო. იუ­რი­დი­უ­ლი უწყე­ბის შექ­მნა კი ეს ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მაა.

„1801 წელს სა­ქარ­თვე­ლო შე­უ­ერ­თდა ერ­თმორ­წმუ­ნე რუ­სეთს, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. და­ი­ხუ­რა ყვე­ლა სე­რი­ო­ზუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, და, სა­ნაც­ვლოდ, შე­იქ­მნა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც სწავ­ლე­ბა რუ­სულ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ყვე­ლა­ზე მსხვილ სას­წავ­ლებ­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა და­ვა­სა­ხე­ლოთ გო­რი­სა და ხო­ნის სე­მი­ნა­რი­ე­ბი. პრაქ­ტი­კუ­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ დარ­ჩა მშობ­ლი­ურ ენა­ზე სწავ­ლე­ბის კერა“, - აღ­ნიშ­ნა ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სელ­მა.

1837 წელს და­ი­ბა­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, 1840 წელს ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი და აკა­კი წე­რე­თე­ლი, რო­მელ­თაც თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად, რუ­სე­თის ცა­რიზ­მთან ბრძო­ლა გა­და­წყვი­ტეს არა ყო­ფი­ე­რე­ბის, არა­მედ ცნო­ბი­ე­რე­ბის ფორ­მე­ბით.

„სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით და­არ­სდა უამ­რა­ვი ქარ­თუ­ლი პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მა, ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ი­ცა დედა ენა და სხვა­დას­ხვა საგ­ნის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი. სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში „ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ გახ­სნის აზრი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. თით­ქმის ერ­თწ­ლი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, 1879 წელს დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის, ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, იო­სებ მა­მა­ცაშ­ვი­ლის, ნიკო ცხვე­და­ძის და სხვე­ბის თა­ოს­ნო­ბით, და­ფუძნ­და “ქარ­თველ­თა შო­რის წერა - კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა”, რომ­ლის პირ­ვე­ლი თავ­მჯდო­მა­რე იყო დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი, ხოლო შემ­დგომ­ში ილია ჭა­ჭა­ვა­ძე“, - გან­გვი­მარ­ტა ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სელ­მა.

ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სე­ლის თქმით, "იმ პე­რი­ოდ­ში, როცა უცხო­ეთ­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ყა­ლიბ­დე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ნა­წი­ლი იყო და, ცხა­დია, სა­ქარ­თვე­ლო­ში 1801 წლი­დან მოქ­მე­დებ­და რუ­სე­თის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა. ანუ, სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰქონ­და სა­კუ­თა­რი, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, თუ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ ქარ­თველ­თა შო­რის წერა - კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მუ­შა­ო­ბას, ნა­თე­ლი ხდე­ბა, რომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით, რე­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის როლი სწო­რედ ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იკის­რა, რა­მაც მისი მუ­შა­ო­ბა სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე მი­იყ­ვა­ნა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ზა­ნი, უპირ­ვე­ლე­სად, ეროვ­ნუ­ლი თვით­შეგ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 1927 წლამ­დე იარ­სე­ბა".

1918 წელს სა­ქარ­თვე­ლომ ნა­ნატ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა.

"1918-1921 წლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ აი­სა­ხა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე, თუ არ ჩავ­თვლით, ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ფუძ­ნე­ბას. 1921 წლი­დან 1990 წლამ­დე, საბ­ჭო­თა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ანექ­სი­ის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებ­და საბ­ჭო­თა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა მთლი­ა­ნად მო­ერ­გო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კურ სა­ჭი­რო­ე­ბებს, აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­მარ­თუ­ლი იყო კო­მუ­ნიზ­მის აქ­ტი­უ­რი მშე­ნებ­ლის მომ­ზა­დე­ბა­ზე", - აღ­ნიშ­ნა ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სელ­მა.

ამას მოჰ­ყვა 90-იანი წლე­ბი, როცა სა­ქარ­თვე­ლომ მო­ი­პო­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა სფე­როს ახ­ლე­ბუ­რად გა­და­აზ­რე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

„ამ პე­რი­ო­დის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის დაკ­ვე­თა - თა­ნა­მედ­რო­ვე, უწინ­დე­ლი­სა­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ყო­ფი­ე­რე­ბის შე­სა­ტყვი­სი პი­როვ­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბა იყო, რისი გა­მოც­დი­ლე­ბაც ქარ­თველ ხალ­ხს, საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში, ნაკ­ლე­ბად ჰქონ­და“, - აღ­ნიშ­ნა ქე­თე­ვან ჭკუ­ა­სელ­მა.

მი­უ­ხე­და­ვად გან­ვი­ლი­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბი­სა, ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ მა­ინც შეძ­ლო, სა­კუ­თა­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა შე­ექ­მნა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა და­ე­წყო. 2005 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე ქვე­ყა­ნაა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მაც, ასე თუ ისე, ფორ­მა­ლურ სტან­დარ­ტებს მიჰ­ყვე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nino
0

karenas-ukbilo xumrobaa da provokaciis suni udis.arc shen xar somexi da imasac kargad vxvdebit ra chanapiric gavs.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რას ასწავლიდნენ საუკუნეების წინ გელათის და იყალთოს აკადემიებში - "IV საუკუნეში, ქართულ სკოლებში სასწავლებლად ბერძნები ჩამოდიოდნენ"

რას ასწავლიდნენ საუკუნეების წინ გელათის და იყალთოს აკადემიებში - "IV საუკუნეში, ქართულ სკოლებში სასწავლებლად ბერძნები ჩამოდიოდნენ"

ყველა ქვეყანა ამაყობს თავისი კულტურითა და განათლების კერებით, რომელთაც განვითარებისთვის ნიადაგი მოამზადეს. სამწუხაროდ, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ ავთენტური წყაროები, არ მოგვეპოვება. პირველი წყაროები, რომლებიც კოლხეთის სამეფოს არსებობისა და მისი ძლევამოსილების შესახებ მოგვითხრობენ, ბერძნული წარმოშობისაა.

ესენია ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი ჰომეროსის “ილიადა“ და ”ოდისეა“, პინდარეს „IV პითიურიეპინიკი“, ევრიპიდეს „მედეა“, აპოლონიოს როდოსელის პოემა „არგონავტიკა“და რომაელი პოეტის ვალერიუს ფლაკუსის „არგონავტიკა.

AMBEBI.GE-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან ჭკუასელი უამბობს, რომ ამ პერიოდისთვის საქართველო უკვე კარგად განვითარებული სახელმწიფოა, სადაც კარგად ფლობენ მიწათმოქმედების, ბრინჯაოს, რკინის, ოქროსა და თიხის დამუშავების ტექნიკას. პროფესორის თქმით, ბუნებრივია, ამ მიმართულებებს სასწვლო კერებიც ექნებოდა, მაგრამ მათ ორგანიზაციულ მოწყობაზე, სამწუხაროდ, არაფერი ვიცით.

პროფსორი ჩვენს მკითხველს უამბობს, რომ ძვ.წ. III-I საუკუნეებში, იბერიის სახელმწიფოშიც, ეს დარგები, მაღალ დონეზე იყო განვითარებული, მაგრამ სასწავლო დაწესებულებების შესახებ აქ კიდევ უფრო ნაკლები ცნობები მოგვეპოვება.

სავარაუდოდ, ამ პერიოდში ცოდნის გადაცემა ზეპირმეტყველებით და პრაქტიკული უნარების დაუფლებით მიდინარეობდა

როდის დაიწყო საქართველოში ნამდვილი, მწიგნობრული სწავლა-განათლება?

პროფესორ ქეთევან ჭკუასელის ინფორმაციით, თუ მეცნიერებს - ი.ჯავახიშვილს, გ.წერეთელს, შ. ამირანაშვილს და სხვებს დავესესხებით, მწიგნობრობა საქართველოში ძვ. წელთაღრიცხვამდე IV-III საუკუნეებში მაინც უნდა შექმნილიყო. ამასვე ადასტურებს მემატიანე "ფარნავაზმა განავრცო ენა ქართული და არღარ იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული".

პროფესორი განათლების სფეროს განვითარების მომდევნო საფეხურების შესახებაც გვიამბობს. მისი მონათხრობის მიხედვით, საქართველოში, ფაზისთან ახლოს კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლის არსებობის შესახებ უტყუარი ბერძნული წყარო არსებობს. კერძოდ, ბერძენი ფილოსოფოსი თემისტოსი (317-388 წწ) ფაზისის მახლობლად IV საუკუნეებში არსებულ უმაღლესი საფეხურის სასწავლებელს ასახელებს. მასზე კი მხოლოდ ეს ერთადერთი პირდაპირი ცნობა მოიპოვება.

„ქართველი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ IV საუკუნეში ეს აკადემია ისეთი მაღალი დონის იყო, რომ იქ სასწავლებლად ბერძნები ჩამოდიოდნენ, მაშინ იგი სულ მცირე ნახევარი საუკუნით ადრე უნდა გახსნილიყო. აკადემიკოს შ.ნუცუბიძის აზრით, არ არსებობს არავითარი საბუთი, რომ ეს სკოლა საკულტო, და მით უფრო, ქრისტიანულ-თეოლოგიურ ინტერესებს ემსახურებოდა. იგი ფიქრობს, რომ სკოლა სასამართლო მოხელეებს, იურისტ-ორატორებს ამზადებდა. ასეთ შემთხვევაში, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იმ პერიოდში რომში არსებული რიტორიკული სკოლების მსგავსად, რომლებიც ციცერონისა და კვინტილიანეს თეორიულ ნაშრომებს და პრაქტიკულ-პედაგოგიურ მოღვაწობას ეყრდნობოდნენ, ფაზისის აკადემიაშიც, სწავლების შინაარსში შედიოდა - ტრივიუმი (სამართალი, ანტიკური ლიტერატურა, ფილოსოფია - რიტორიკა) და კვადრიუმი (არითმეტიკა, გეომეტრია, ასტრონომია, მუსიკა). ე. ი. ქართული სკოლა შინაარსით იმეორებდა იმ დროისათვის ცივილიზებულ სამყაროში გავრცელებული სკოლების შინაარსს", - აღნიშნავს ქეთევან ჭკუასელი.

პროფესორის თქმით, ვარაუდობენ, რომ ანტიკურ საქართველოში გავრცელებული იყო ე.წ გიმნასიონები, რომლებიც ასევე, განათლების წყაროს წარმოადგენდა

„გიმნასია ათინური განათლების სისტემის ერთ-ერთი საფეხურია. კერძოდ, ათინაში სწავლა იწყებოდა 7 წლის ასაკში. 7-12 წელი - გრამატისტთა სკოლა (წერა, კითხვა, ანგარიში) და კითარისტთა სკოლა (მუსიკა, გალობა, პოეზია; 13-15 წელი - პალესტრა (გიმნასტიკის სკოლა); 16-18 წელი - გიმნასია (გიმნასტიკა, პოლიტიკური, ლიტერატურული, ფილოსოფიური საუბრები) და 18-20 წელი ეფებია (სამხედრო წრთობა და ფიცი სახელმწიფო კანონების ერთგულებაზე, ქვეყნისათვის სამსახურის ერთგულებაზე). გიმნასიების ყველაზე ტიპური სასწავლებლებია პლატონის აკადემია და არისტოტელეს ლიკეუმი (ლიცეუმი). ამ ტიპის სასწავლებლის არსებობაზე საქართველოში არანაირი წყარო არ მოგვეპოვება, მაგრამ თუ კვლავ დავეყრდნობით ძველი ბერძენი ისტორიკოსებისა და გეოგრაფების ცნობებს, რომ საქართველოში, კოლხეთსა და იბერიაში ყოფილა „აყვავებული ქალაქები“ მშვენიერი „საზოგადოებრივი შენობებით“, კვლავ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი სწავლა-აღზრდის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა და იმ პერიოდის კოლხეთში გიმნასიონებიც უნდა ყოფილიყო“, - აღნიშნავს ის.

თსუ-ს პროფესორის თქმით, განათლების სისტემის განვითარებაში ქრისტიანულ რწმენას დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ქეთევან ჭკუასელის განმარტებით, ჩვენს ქვეყანაში რწმენამ, როგორც ცოდნამ, არსებულისაგან სრულიად განსხვავებულ, ახლებურ აზროვნებას დაუდო საფუძველი.

„საქართველო, საკუთარი სურვილითა და ნებით დაადგა ახალი ცოდნის შეძენის გზას. გავყვეთ ფაზისის აკადემიის (IV) შემდგომ ძალიან ზოგადად განათლების განვითარების ისტორიას საქართველოში. ქართველმა თეოლოგმა და ფილოსოფოსმა, ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელმა, იბერიის მეფის ბუზმარის შვილმა და ბაკურ დიდის შვილიშვილმა პეტრე იბერმა (ძვ.წ V ს.) ქვეყნის გარეთ, სირიაში, სადაც თავადაც მოღვაწეობდა, ააშენა ქართველთა მონასტერი და შექმნა სკოლა, რომლის ბირთვს, სირიელებსა და ბერძნებთან ერთად, იქ მყოფი ქართველები შეადგენდნენ. არსებობს ქართველ მეცნიერთა მოსაზრება, რომ ამ სკოლაში სწავლამიღებული ქართველები VI საუკუნეში სამშობლოში დაბრუნდნენ, რაც ქართულ ისტორიოგრაფიაში ასურელ მამათა მოსვლის სახელითაა ცნობილი. 13 ასურელი მამის მიერ დაარსებული სამონასტრო განათლების სახით, საქართველოში ისევ ახალი ცოდნა შემოვიდა”, - აღნიშნა მან.

საქართველოში განათლების სფეროს განვითარების შემდეგი მნიშვნელოვანი საფეხური გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობაა.

„VII-VIII-IX საუკუნეებში გრიგოლ ხანძთელი და მისი მოწაფეები კლარჯეთში ფართომასშტაბიან სამონასტრო მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ - ხანძთა, ოპიზა, შატბერდი, პარეხთა, მიძნაძორი, ბერთა და სხვები; იწერებოდა დღემდე შემორჩენილი ფასდაუდებელი ოთხთავები, ითარგმნებოდა და იქმნებოდა სასულიერო და სამეცნიერო ლიტერატურა. განათლების მიზანი - რეგიონში ქრისტიანობის გაძლიერება იყო, რომელიც სასტიკად იდევნებოდა საქართველოს დანარჩენ რეგიონებში. ეს პროცესი კი სასულიერო ლიტერატურის მეცნიერულ დონეზე შესწავლაში გამოიხატა“, - განმარტავს პროფესორი.

პროფესორი გვიამბობს, რომ ტაო-კლარჯეთის მამათა სამეცნიერო და საულიერო მოღვაწეობამ ორი უდიდესი სამონასტრო კომპლექსის დაარსებას მოუმზადა საფუძველი. უფრო კონკრეტულად, X საუკუნეში ქვეყნის გარეთ - ათონის ივერთა მონასტერი (საბერძნეთი, ათონის მთა) და პეტრიწონოს აკადემია (ბულგარეთი, სოფ.ბოჩკოვო) დაარსდა. XII საუკუნეში კი საქართველოში, გელათისა და იყალთოს აკადემიები შეიქმნა.

ცოტა ვინმე თუ მოიძებნება ჩვენს ქვეყანაში, ვინც ამ სასწავლო დაწესებულებების შესახებ არაფერი იცის. გელათის აკადემია 1106 წელს დავით აღმაშენებელმა დააარსა. გელათის აკადემია ფილოსოფიურ/საღვთისმეტყველო სასწავლებელი იყო. მასწავლებლები კი ქვეყნის შიგნით და გარეთ კარგად განსწავლული ადამიანები. აკადემიის პირველი მოძღვართ-მოძღვარი, რექტორი იყო იოანე პეტრიწი. რაც შეეხება იყალთოს აკადემიას, ის არსენ იყალთოელმა დააარსა. იყალთოს მონასტერ/აკადემიაში ასწავლიდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობასა და სხვა მიმართულებებს", - გვიყვება პროფესორი.

ქეთევან ჭკუასელის ინფორმაციით, საგანმანათლებლო დონეზე აქ პირველად ვხვდებით პროფესიულ განათლებას - მევენახეობა-მეღვინეობას, ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას, ფარმაკოლოგიასა და სხვა პროფესიულ მიმართულებებს. სწორედ ამ ეპოქის განათლების ნაყოფია შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“. XIII-XVI საუკუნეები საქართველოს ცხოვრებაში, როგორც განათლების, ისე ეკონომიკისა და ყველა მიმართულებით უმძიმესი პერიოდი აღმოჩნდა.

„ეს იყო მონღოლთა ბატონობისა და შინა ომების პერიოდი და ქართველი ერის ბრძოლა გადარჩენისთვის. კულტურისა და განათლების განვითარებაზე საუბარი ზედმეტია, არსებულის შენარჩუნებაც კი ვერ მოხერხდა. გაიძარცვა და განადგურდა საეკლესიო და სამონასტრო ბიბლიოთეკები და ფონდები. სოციალური-პოლიტიკური ცხოვრების სიმძიმემ აღარ დაუტოვა ადამიანს მეცნიერებისა და განათლების განვითარების შესაძლებლობა“, - განგვიმარტა პროფესორმა.

XVI საუკუნის ბოლოდან, როცა საქართველომ მძიმე პერიოდი შედარებით გადალახა, კვლავ დაიწყო ფიქრი განათლებაზე. პროფესორი ქეთევან ჭკუასელი იმ ადამიანების ჩამონათვალს გვთავაზობს, ვინც ამ და მომდევნო პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში განათლების სფეროს განსავითარებლად ბევრი რამ გააკეთეს. მეფე თეიმურაზ I-მა ელჩის ნიკიფორე ირბაქის (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი) დახმარებით შეადგინა ქართულ-იტალიური ლექსიკონი, რომელიც 1629 წელს რომში დაიბეჭდა. არჩილ მეფემ (მე-2) მოსკოვში სინოდის სტამბასთან დააარსა ქართული წიგნსაბეჭდი, რომელზე ზრუნვაც 1686 წელს დაიწყო. მანვე შეუკვეთა ქართული შრიფტი ამსტერდამის ცნობილ ოსტატს. მიუხედავად იმისა, რომ შრიფტი ერთ წელიწადში დამზადდა, არჩილმა მხოლოდ 1705 წელს მოახერხა ქართულ ენაზე პირველი ფსალმუნის „დავითნი“ გამოეცა. ეს მოვლენა საქართველოს განათლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე, არჩილის თხზულებებია „საქართველოს ზნეობანი“ - აღზრდის წეს-ჩვეულებათა აღწერა, შეხედულებანი აღზრდა-განათლების საკითხებზე.

საგანმანათლებლო სფეროში უდიდეს პიროვნებებზე საუბრისას, რთულია, დასაწყისში არ ახსენო სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725) და მისი სიტყვის კონა, სიბრძნე-სიცრუისა, გრამატიკის სახელმძღვანელო. სულხან-საბა იყო მწერალი, ჰუმანისტი, დემოკრატიული პედაგოგიური იდეების მქონე მოღვაწე. მას ეკუთვნოდა ახლი იდეები ადამიანის გონებრივ, ზნეობრივ აღზრდაზე, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი განვითარების გზებსა და საშუალებებზე. მის მიზნებს პიროვნების ჰარმონიული განვითარება წარმოადგენდა. სულხან-საბა ორბელიანმა აღზარდა ვახტანგ VI (1675-1737), რომელიც მასწავლებლად და მეცნიერად ჩამოყალიბდა.

პროფესორ ქეთევან ჭკუასელის განმარტებით, საქართველოში მეცნიერებისა და სწავლების აღორძინების თვალსაზრისით, ვახტანგ VI-მ სერიოზული საფუძველი მოამზადა. საქართველოს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მოღვაწე დავით გურამიშვილია (1705-1792), რომელიც აზროვნებაში არჩილის, სულხან-საბას და ვახტანგის იდეებს მოიცავდა.

„სწორედ ამ პიროვნებების თავდადებამ, მეფეების არჩილის, ვახტანგ VI-ს, ერეკლე II-ს სახელმწიფოებრივმა ხედვებმა მოამზადა ნიადაგი, საქართველოში გახსნილიყო ისეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერები, რომლებიც თავისი შინაარსით ესადაგებოდა იმ პერიოდისათვის მსოფლიოში არსებული საგანმანათლებლო კერებში არსებულ ტენდენციებს. ეს იყო თბილისისა და თელავის სემინარიები XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. ორივე სემინარია დაარსდა სახელმწიფოს ხარჯზე“, - აღნიშნა ქეთევან ჭკუასელმა.

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა სახელმწიფო ინტერესდება, თავისივე დაფინანსებით შექმნას საგანმანათებლო სივრცეები. თსუ-ს პროფესორი, ქეთევან ჭკუასელი განგვიმარტავს, რომ თბილისის სემინარია საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური სასწავლებელი იყო. ის 1755 წელს ანჩისხატის ტაძრის ეზოში დაარსდა, მის პირველ რექტორად კი იმ დროისთვის განათლებული ფილოსოფოსი ფილიპე ყაითმაზაშვილი დაინიშნა. მე-18 საუკუნის სახელმწიფო სასწავლებელში გრამატიკას, პოეტიკას, რიტორიკას, ლოგიკას, მეტაფიზიკას, ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიას ასწავლიდნენ. თბილისის სემინარიაში სწავლა განათლება მიმდინარეობდა საქართველოს ისტორიის მორიგ სისხლიან პერიოდამდე - 1795 წლის სექტემბრამდე, სანამ ირანის მმართველი აღა-მაჰმად-ხანი თავისი ძლევამოსილი ლაშქრით ჩვენს ქვეყანას შემოესეოდა.

მეორე სასწავლებელი, რომელიც მე-18 საუკუნეში განათლების სფეროს მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, თელავის სემინარიის სახელითაა ცნობილი. ის 1782 წელს დაარსდა, პირველი რექტორად კი გაიოზ რექტორი დაინიშნა. მომდევნო წელს კი რექტორი დავით ალექსი-მესხიშვილი გახდა. ის ასწავლიდა გრამატიკას, თეორიულ ფიზიკას, ეთიკას. ზოგადად, თელავის სემინარიაში ასწავლიდნენ გრამატიკას, პოეტიკას, რიტორიკას, ლოგიკას, მეტაფიზიკას, ფიზიკას, ფილოსოფიას, საღვთო სჯულს, საეკლესიო ისტორიას, ქართულ ენას, არითმეტიკას, სამოქალაქო ისტორიას და სხვა მიმართულებებს.

პროფესორ ქეთევან ჭკუასელის განმარტებით, ეს იყო პირველი საუნივერსიტეტო განათლების კერა საქართველოში

სამწუხაროდ, თელავის სემინარია საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ დაიხურა.

როდის გამოჩნდა პირველად ინტერესი, განათლება მთლიანად სახელმწიფოს მმართველობის ხელში გადასულიყო?

პროფესორი ქეთევან ჭკუასელი განმარტავს, რომ 1799 წელს იოანე ბატონიშვილმა მიმართა გიორგი XIII-ს, ქვეყნის განათლება მთლიანად სახელმწიფო მმართველობის ხელში გადასულიყო. იურიდიული უწყების შექმნა კი ეს ფაქტობრივად, განათლების სისტემაა.

„1801 წელს საქართველო შეუერთდა ერთმორწმუნე რუსეთს, რამაც საქართველოში განათლების თვალსაზრისით ვითარება რადიკალურად შეცვალა. დაიხურა ყველა სერიოზული სასწავლებელი, და, სანაცვლოდ, შეიქმნა დაწესებულებები, სადაც სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. ყველაზე მსხვილ სასწავლებლებლად შეიძლება დავასახელოთ გორისა და ხონის სემინარიები. პრაქტიკულად, საქართველოში აღარ დარჩა მშობლიურ ენაზე სწავლების კერა“, - აღნიშნა ქეთევან ჭკუასელმა.

1837 წელს დაიბადა ილია ჭავჭავაძე, 1840 წელს იაკობ გოგებაშვილი და აკაკი წერეთელი, რომელთაც თანამოაზრეებთან ერთად, რუსეთის ცარიზმთან ბრძოლა გადაწყვიტეს არა ყოფიერების, არამედ ცნობიერების ფორმებით.

„საკუთარი ხარჯებით დაარსდა უამრავი ქართული პერიოდული გამოცემა, ქართულ ენაზე გამოიცა დედა ენა და სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოები. საზოგადო მოღვაწეთა ცნობიერებაში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გახსნის აზრი ჩამოყალიბდა. თითქმის ერთწლიანი ძალისხმევის შედეგად, 1879 წელს დიმიტრი ყიფიანის, იაკობ გოგებაშვილის, ილია ჭავჭავაძის, იოსებ მამაცაშვილის, ნიკო ცხვედაძის და სხვების თაოსნობით, დაფუძნდა “ქართველთა შორის წერა - კითხვის გამავრცელები საზოგადოება”, რომლის პირველი თავმჯდომარე იყო დიმიტრი ყიფიანი, ხოლო შემდგომში ილია ჭაჭავაძე“, - განგვიმარტა ქეთევან ჭკუასელმა.

ქეთევან ჭკუასელის თქმით, "იმ პერიოდში, როცა უცხოეთში განათლების სისტემა ყალიბდებოდა, საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და, ცხადია, საქართველოში 1801 წლიდან მოქმედებდა რუსეთის განათლების სისტემა. ანუ, საქართველოს არ ჰქონდა საკუთარი, ქართული სახელმწიფოს განვითარების შესაბამისი განათლების სისტემა. ასეთ ვითარებაში, თუ გავაანალიზებთ ქართველთა შორის წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობას, ნათელი ხდება, რომ ქართულ საზოგადოების განათლებისა და განვითარების კუთხით, რეალური განათლების სისტემის როლი სწორედ ამ საზოგადოებამ იკისრა, რამაც მისი მუშაობა სასურველ შედეგამდე მიიყვანა. საზოგადოების მიზანი, უპირველესად, ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნება იყო. საზოგადოებამ 1927 წლამდე იარსება".

1918 წელს საქართველომ ნანატრი დამოუკიდებლობა მოიპოვა.

"1918-1921 წლების დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ აისახა საქართველოს განათლების სისტემაზე, თუ არ ჩავთვლით, ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებას. 1921 წლიდან 1990 წლამდე, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შედეგად, საქართველოში მოქმედებდა საბჭოთა განათლების სისტემა. საქართველოს განათლების პოლიტიკა მთლიანად მოერგო საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ საჭიროებებს, აღზრდისა და განათლების მიზანი საქართველოში მიმართული იყო კომუნიზმის აქტიური მშენებლის მომზადებაზე", - აღნიშნა ქეთევან ჭკუასელმა.

ამას მოჰყვა 90-იანი წლები, როცა საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, შესაბამისად, ყველა სფეროს ახლებურად გადააზრება გახდა საჭირო.

„ამ პერიოდის განათლების სისტემის დაკვეთა - თანამედროვე, უწინდელისაგან სრულიად განსხვავებული, ყოფიერების შესატყვისი პიროვნების მომზადება იყო, რისი გამოცდილებაც ქართველ ხალხს, საბჭოთა რეჟიმის პირობებში, ნაკლებად ჰქონდა“, - აღნიშნა ქეთევან ჭკუასელმა.

მიუხედავად განვილილი დაბრკოლებებისა, ჩვენმა ქვეყანამ მაინც შეძლო, საკუთარი განათლების სისტემა შეექმნა და განვითარებაზე ზრუნვა დაეწყო. 2005 წლიდან საქართველო ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყანაა და უმაღლესი განათლების სისტემაც, ასე თუ ისე, ფორმალურ სტანდარტებს მიჰყვება.

ქუჩები თბილისში, სადაც 26 მაისის ღონისძიებების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

"გელათის მხატვრობის განადგურება ჩემი ბრალი ყოფილა" - "ფეისბუქში" გავრცელებული ვიდეო და საპასუხო ბრალდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფ საქართველოს ორ მოქალაქეს, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს - რა გახდა ამის მიზეზი?