საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩერნობილით” აღშფოთებული რუსეთი - როგორ დაუპირისპირდნენ რუსული მედია და საბჭოთა ჩინოვნიკები გახმაურებულ სერიალს
“ჩერნობილით” აღშფოთებული რუსეთი - როგორ დაუპირისპირდნენ რუსული მედია და საბჭოთა ჩინოვნიკები გახმაურებულ სერიალს

სე­რი­ალ­მა "ჩერ­ნო­ბი­ლი", რო­მელ­მაც მსოფ­ლიო ტე­ლე­ინ­დუსტრი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო რე­ი­ტინ­გი დადო, მთე­ლი რუ­სე­თის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი თით­ქმის ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ეხ­მა­უ­რა და HBO-ს გა­და­ღე­ბულ ტრა­გე­დი­ის ვერ­სი­ა­ში “არა­ერ­თი შეც­დო­მა” აღ­მო­ა­ჩი­ნა.

HBO-სა და SKY Atlantic-ის “ჩერ­ნო­ბი­ლი” ხუთ­სე­რი­ა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი დრა­მაა და უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ პრი­პი­ატ­ში 1986 წლის 26 აპ­რილს მომ­ხდარ ავა­რი­ა­სა და მის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ასა­ხავს - თუ რო­გორ ცდი­ლობ­დნენ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი აფეთ­ქე­ბის და­ფარ­ვას და “საბ­ჭო­თა იმი­ჯის” შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა გას­წი­რეს.

ჩერ­ნო­ბი­ლის აფეთ­ქე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში, რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სხვა რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან, ისე სა­ქარ­თვე­ლო­დან ასო­ბით ადა­მი­ა­ნი წა­იყ­ვა­ნეს. ბევ­რმა მათ­გან­მა სი­ცო­ცხლე სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბით და­ას­რუ­ლა. ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა წლებ­ში, რო­დე­საც ამა­ზე სა­უ­ბა­რი იკ­რძა­ლე­ბო­და, ჩერ­ნო­ბი­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ექიმს "უც­ნა­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით" მი­მარ­თავ­დნენ, რაც რა­დი­ა­ცი­უ­ლი დას­ხი­ვე­ბის შე­დე­გი იყო...

ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლი სვეტ­ლა­ნა ალექ­სე­ე­ვი­ჩის ასე­ვე ცნო­ბი­ლი წიგ­ნის - "ჩერ­ნო­ბი­ლის ლოც­ვის” მი­ხედ­ვით არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც ნო­ბე­ლის ლა­უ­რე­ატ ბე­ლო­რუს მწე­რალს რე­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი აქვს ასა­ხუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სუ­ლი მე­დი­ის რე­აქ­ცი­ას HBO-ს გახ­მა­უ­რე­ბულ მი­ნი­სე­რი­ალ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ერ­თხმად გა­აკ­რი­ტი­კეს ის და "რე­ა­ლო­ბი­დან აც­დე­ნი­ლი" უწო­დეს. Россия 24-ის ჟურ­ნა­ლის­ტის სტა­ნის­ლავ ნა­ტან­ზო­ვის თქმით, ჩერ­ნო­ბი­ლის ავა­რია უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდი ტრა­გე­დია იყო და "საბ­ჭო­თა სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მი" არა­ფერ შუ­ა­შია.

“არას­წო­რია ის, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე არ ზრუ­ნავ­და, საქ­მის არსი სის­ხლი­ან რე­ჟიმ­ში არ ყო­ფი­ლა, უბ­რა­ლოდ, მსგავ­სი ავა­რი­ე­ბი იქამ­დე არ მომ­ხდა­რა და მათ გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­დათ" - თქვა ნა­ტან­ზოვ­მა, რო­მელ­მაც და­სავ­ლე­თი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მი­მართ “სუ­ბი­ექ­ტურ“ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

Аргументы и Факты-ს ცნო­ბით, სე­რი­ალ­ში მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბე­ბი არის “კა­რი­კა­ტუ­რა” და მას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო სი­მარ­თლეს­თან. Российская Газета-ს ცნო­ბით კი, ფილმში “სი­მარ­თლე ძა­ლი­ან მცი­რე დო­ზით არის...” გა­მო­ცე­მებ­მა ჩა­წე­რეს ჩერ­ნო­ბი­ლის ლიკ­ვი­და­ტო­რი, რო­მე­ლიც ისევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დელ ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რობს.

ლიკ­ვი­და­ტო­რე­ბი რე­აქ­ტორ­ზე რა­დი­ო­აქ­ტი­ურ ნარ­ჩე­ნებს ასუფ­თა­ვე­ბენ

კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლის შემ­დეგ, რუ­სეთ­მა პა­სუ­ხიც მო­ი­ფიქ­რა - ტე­ლე­კომ­პა­ნია НТВ სე­რი­ალ “ჩერ­ნო­ბილს" რუ­სე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით გა­და­ი­ღებს, მისი მთა­ვა­რი გმი­რი კი საბ­ჭო­თა სპე­ცა­გენ­ტი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, მა­ყუ­რებ­ლებ­მა ამ სე­რი­ა­ლის ში­ნა­არ­სი გა­მოს­ვლამ­დე და­ი­წუ­ნეს, რად­გან მთა­ვა­რი გმი­რი კა­ტას­ტრო­ფის ლიკ­ვი­და­ტო­რი კი არა, საბ­ჭო­თა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია, რო­მე­ლიც საქ­მის­თვის თავს სწი­რავს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სუ­ლი "ჩერ­ნო­ბი­ლის" ვერ­სი­ა­ში, მოქ­მე­დე­ბა ავა­რი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე იწყე­ბა და აფეთ­ქე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდსაც მო­ი­ცავს. სი­უ­ჟე­ტი ЦРУ-ს თა­ნამ­შრომ­ლის - ალ­ბერტ ლენ­ცი­სა და სამ­ხედ­რო კონ­ტრდაზ­ვერ­ვის ვი­ცე­პოლ­კოვ­ნი­კის ან­დრეი ნი­კო­ლა­ე­ვის გარ­შე­მო ვი­თარ­დე­ბა, რო­მე­ლიც ცდი­ლობს "უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტი" შე­ა­ჩე­როს და აფეთ­ქე­ბა აღ­მო­ფხვრას.

იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისე არ ყო­ფი­ლა, რო­გორც HBO-სა და SKY Atlantic-ის მი­ნი­სე­რი­ალ­შია აღ­წე­რი­ლი, რუ­სულ­მა მე­დი­ამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩა­წე­რა ინ­ტერ­ვიუ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ცე­კას მდი­ვან მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩოვ­თან, რო­მე­ლიც პრო­ცე­სე­ბის სა­თა­ვე­ში, სხვა საბ­ჭო­თა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად იდგა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სუ­ლი მე­დია გან­სა­კუთ­რე­ბით აღაშ­ფო­თა პრო­ფე­სორ ვა­ლე­რი ლე­გა­სო­ვის აღ­სას­რულ­მა, რო­მელ­მაც სხვებ­თან ერ­თად გა­მო­ი­ძია და ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად და­ა­ლა­გა ავა­რი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი და რო­მე­ლიც რე­ჟიმ­მა გა­წი­რა... მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ფილმში ასა­ხულ რამ­დე­ნი­მე ფაქტსა და ლე­გა­სო­ვის აღ­სას­რულს.

ვა­ლე­რი ლე­გა­სო­ვი სე­რი­ალ­ში და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ცე­კას მდივ­ნის თქმით, მას არ გა­უ­ცია ბრძა­ნე­ბა ვა­ლე­რი ლე­გა­სო­ვი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი გმი­რის წო­დე­ბით არ და­ე­ჯილ­დო­ვე­ბი­ნათ.

“მე ამის ბრძა­ნე­ბა არ გა­მი­ცია და ჩემს გარ­და ვინ გას­ცემ­და? ეს არის გა­მო­გო­ნი­ლი!” - ამ­ბობს გორ­ბა­ჩო­ვი Говорит Москва-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში. მი­სი­ვე თქმით, ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლობს და პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის ნახ­ვა დღემ­დე ვერ შეძ­ლო.

რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი ირო­ნი­ით უყუ­რებს რუ­სე­თის "ჩერ­ნო­ბი­ლის" ვერ­სი­ას და ამ­ბობს, რომ და­სავ­ლე­თი ახერ­ხებს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გად­მო­ნაშ­თი რუ­სე­თი, მუდ­მი­ვად თა­ვის მარ­თლე­ბის პო­ზი­ცი­ა­ში ამ­ყო­ფოს...

Photo credit: Igor Kostin / Boris Yurchenko / Laski Diffusion / Volodymyr Repik / Sygma via Getty

ავტორი:

“ჩერნობილით” აღშფოთებული რუსეთი - როგორ დაუპირისპირდნენ რუსული მედია და საბჭოთა ჩინოვნიკები გახმაურებულ სერიალს

“ჩერნობილით” აღშფოთებული რუსეთი - როგორ დაუპირისპირდნენ რუსული მედია და საბჭოთა ჩინოვნიკები გახმაურებულ სერიალს

სერიალმა "ჩერნობილი", რომელმაც მსოფლიო ტელეინდუსტრიაში უპრეცედენტო რეიტინგი დადო, მთელი რუსეთის აღშფოთება გამოიწვია. მას ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი თითქმის ყველა მედიასაშუალება გამოეხმაურა და HBO-ს გადაღებულ ტრაგედიის ვერსიაში “არაერთი შეცდომა” აღმოაჩინა.

HBO-სა და SKY Atlantic-ის “ჩერნობილი” ხუთსერიანი ისტორიული დრამაა და უკრაინის ქალაქ პრიპიატში 1986 წლის 26 აპრილს მომხდარ ავარიასა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ასახავს - თუ როგორ ცდილობდნენ საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსნები აფეთქების დაფარვას და “საბჭოთა იმიჯის” შესანარჩუნებლად, ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გასწირეს.

ჩერნობილის აფეთქების სალიკვიდაციო სამუშაოებში, როგორც საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან, ისე საქართველოდან ასობით ადამიანი წაიყვანეს. ბევრმა მათგანმა სიცოცხლე სიმსივნური დაავადებებით დაასრულა. ჯერ კიდევ საბჭოთა წლებში, როდესაც ამაზე საუბარი იკრძალებოდა, ჩერნობილიდან დაბრუნებული ქართველები ექიმს "უცნაური პრობლემებით" მიმართავდნენ, რაც რადიაციული დასხივების შედეგი იყო...

ცნობილი სერიალი სვეტლანა ალექსეევიჩის ასევე ცნობილი წიგნის - "ჩერნობილის ლოცვის” მიხედვით არის გადაღებული, რომელშიც ნობელის ლაურეატ ბელორუს მწერალს რეალური პერსონაჟები და ნამდვილი ამბები აქვს ასახული.

რაც შეეხება რუსული მედიის რეაქციას HBO-ს გახმაურებულ მინისერიალზე, სახელმწიფო მედიის წარმომადგენლებმა ერთხმად გააკრიტიკეს ის და "რეალობიდან აცდენილი" უწოდეს. Россия 24-ის ჟურნალისტის სტანისლავ ნატანზოვის თქმით, ჩერნობილის ავარია უპრეცედენტოდ დიდი ტრაგედია იყო და "საბჭოთა სისხლიანი რეჟიმი" არაფერ შუაშია.

“არასწორია ის, რომ საბჭოთა კავშირი თავის მოქალაქეებზე არ ზრუნავდა, საქმის არსი სისხლიან რეჟიმში არ ყოფილა, უბრალოდ, მსგავსი ავარიები იქამდე არ მომხდარა და მათ გამოცდილება არ ჰქონდათ" - თქვა ნატანზოვმა, რომელმაც დასავლეთი საბჭოთა კავშირის მიმართ “სუბიექტურ“ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.

Аргументы и Факты-ს ცნობით, სერიალში მოთხრობილი ამბები არის “კარიკატურა” და მას არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. Российская Газета-ს ცნობით კი, ფილმში “სიმართლე ძალიან მცირე დოზით არის...” გამოცემებმა ჩაწერეს ჩერნობილის ლიკვიდატორი, რომელიც ისევ საბჭოთა კავშირის დროინდელ ვერსიაზე საუბრობს.

ლიკვიდატორები რეაქტორზე რადიოაქტიურ ნარჩენებს ასუფთავებენ

კრიტიკის ქარცეცხლის შემდეგ, რუსეთმა პასუხიც მოიფიქრა - ტელეკომპანია НТВ სერიალ “ჩერნობილს" რუსეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაიღებს, მისი მთავარი გმირი კი საბჭოთა სპეცაგენტი იქნება. თუმცა, მაყურებლებმა ამ სერიალის შინაარსი გამოსვლამდე დაიწუნეს, რადგან მთავარი გმირი კატასტროფის ლიკვიდატორი კი არა, საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელია, რომელიც საქმისთვის თავს სწირავს.

არსებული ინფორმაციით, რუსული "ჩერნობილის" ვერსიაში, მოქმედება ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე იწყება და აფეთქების შემდგომ პერიოდსაც მოიცავს. სიუჟეტი ЦРУ-ს თანამშრომლის - ალბერტ ლენცისა და სამხედრო კონტრდაზვერვის ვიცეპოლკოვნიკის ანდრეი ნიკოლაევის გარშემო ვითარდება, რომელიც ცდილობს "უცხო ქვეყნის აგენტი" შეაჩეროს და აფეთქება აღმოფხვრას.

იმის დასამტკიცებლად, რომ ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც HBO-სა და SKY Atlantic-ის მინისერიალშია აღწერილი, რუსულმა მედიამ საავადმყოფოში ჩაწერა ინტერვიუ საბჭოთა კავშირის ცეკას მდივან მიხეილ გორბაჩოვთან, რომელიც პროცესების სათავეში, სხვა საბჭოთა მაღალჩინოსნებთან ერთად იდგა.

აღსანიშნავია, რომ რუსული მედია განსაკუთრებით აღაშფოთა პროფესორ ვალერი ლეგასოვის აღსასრულმა, რომელმაც სხვებთან ერთად გამოიძია და ქრონოლოგიურად დაალაგა ავარიის გამომწვევი მიზეზები და რომელიც რეჟიმმა გაწირა... მიხეილ გორბაჩოვი კატეგორიულად უარყოფს ფილმში ასახულ რამდენიმე ფაქტსა და ლეგასოვის აღსასრულს.

ვალერი ლეგასოვი სერიალში და რეალურ ცხოვრებაში

საბჭოთა კავშირის ცეკას მდივნის თქმით, მას არ გაუცია ბრძანება ვალერი ლეგასოვი სოციალისტური გმირის წოდებით არ დაეჯილდოვებინათ.

“მე ამის ბრძანება არ გამიცია და ჩემს გარდა ვინ გასცემდა? ეს არის გამოგონილი!” - ამბობს გორბაჩოვი Говорит Москва-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჰოსპიტალში მკურნალობს და პოპულარული სერიალის ნახვა დღემდე ვერ შეძლო.

რუსი ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი ირონიით უყურებს რუსეთის "ჩერნობილის" ვერსიას და ამბობს, რომ დასავლეთი ახერხებს საბჭოთა კავშირის გადმონაშთი რუსეთი, მუდმივად თავის მართლების პოზიციაში ამყოფოს...

Photo credit: Igor Kostin / Boris Yurchenko / Laski Diffusion / Volodymyr Repik / Sygma via Getty

ურთულესი ეპიდვითარება ინდოეთში, ჟანგბადის აპარატების დეფიციტი და დღეში 2 800 გარდაცვლილი - "ადგილები რომ აღარ იყო, კრემატორიუმი ძველ ავტოსადგომზე მოვაწყვეთ" (ფოტოები)

დიზაინერი ალბერ ელბაზი კორონავირუსით გარდაიცვალა

ორსულობა, "საეჭვო ნივთიერებები", გვერდითი ეფექტები -  მითები და სინამდვილე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე და პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე