სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის დროშა და გერბი იცვლება, სახელმწიფო ჯილდოების რაოდენობა კი შემცირდება
თბილისის დროშა და გერბი იცვლება, სახელმწიფო ჯილდოების რაოდენობა კი შემცირდება

თბი­ლი­სის დრო­შა და გერ­ბი იც­ვლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პარ­ლა­მენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი ჰე­რალ­დი­კის სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს დი­ზა­ი­ნის და ანა­ლი­ტი­კის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა და­ვით ჩხე­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ჩხე­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, დე­და­ქა­ლა­ქის დღეს არ­სე­ბუ­ლი დრო­შა და გერ­ბი ჰე­რალ­დი­კურ კა­ნო­ნი­კა­ში არ ჯდე­ბა.

„70 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გერ­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია სრუ­ლი ჰე­რალ­დი­კუ­რი პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვით, მაგ­რამ თბი­ლი­სის გერ­ბი არ ჯდე­ბა ჰე­რალ­დი­კურ კა­ნო­ნი­კა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ახლა მე­რია და საკ­რე­ბუ­ლო მუ­შა­ობს ახა­ლი გერ­ბის და დრო­შის შექ­მნა­ზე. კო­მი­სია უკვე შემ­დგა­რია და პრო­ცე­სიც და­წყე­ბუ­ლია. ემირ ბურ­ჯა­ნა­ძის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ემბლე­მა დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ გა­ი­მარ­თე­ბა გერ­ბი და დრო­შა. ერთ-ერთი მთა­ვა­რი ჰე­რალ­დი­კუ­რი წე­სია, რო­დე­საც თეთრ ველ­ზე, ვერ­ცხლის ველ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ოქ­როს სიმ­ბო­ლო, ეს კა­ნო­ნი­კის სრუ­ლი დარ­ღვე­ვაა. ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია ქრის­ტეს იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის სიმ­ბო­ლი­კა. თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო იცავს ამ კა­ნო­ნი­კას, რომ თეთ­რის და ოქ­როს შე­ხე­ბა ერ­თმა­ნეთ­თან სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია. დე­და­ქა­ლა­ქის დრო­შა­ზე პირ­და­პირ ეს არის და­ტა­ნი­ლი. ამი­ტომ ბევ­რის­თვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ გვაქვს ასე­თი დრო­შა, მაგ­რამ 1989 წელს, რო­დე­საც ეს დრო­შა შე­იქ­მნა, დიდი მიღ­წე­ვა იყო იმ დრო­ის­თვის, რად­გან მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ჯვა­რი. საბ­ჭო­თა დროს ჯვარ­გა­მო­სა­ხუ­ლი დრო­შა დიდი მიღ­წე­ვა იყო, თუმ­ცა, დღეს ეს კა­ნო­ნი­კა­ში არ ჯდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჩხე­ი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა და­ას­რუ­ლა სიმ­ბო­ლო­ე­ბის შექ­მნა, გარ­და იმ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქი­დან ისევ თე­მე­ბად გარ­და­იქ­მნა.

ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­საძ­ლოა, შემ­ცირ­დეს. ჩხე­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, დღეს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა. ამას­თან, სტა­ტუ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს ფა­რავს, რაც ჩხე­ი­ძის თქმით, ერ­თი­ან ჰე­რალ­დი­კურ კა­ნო­ნი­კა­ში უნდა მო­ექ­ცეს.

„სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბი არის ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით. ხში­რად სტა­ტუ­ტე­ბი ფა­რავს ერ­თმა­ნეთს და ერ­თი­და­ი­გი­ვე სფე­რო­ში გა­ი­ცე­მა სხვა­დას­ხვა ჯილ­დო. მა­გა­ლი­თად, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ან ხე­ლოვ­ნე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­სის­თვის არის რა­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ჯილ­დო, ეს რა თქმა უნდა, შე­სამ­ცი­რე­ბე­ლია. სტა­ტუ­ტე­ბი არის და­სახ­ვე­წი, გა­სა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი და ჯილ­დო­ე­ბის სტი­ლიც უნდა მო­ექ­ცეს ერ­თი­ან ჰე­რალ­დი­კურ სტილ­ში. ამას­თან, ჯილ­დოს რომ და­ხე­დავთ, უნდა მიხ­ვდეთ, რომ ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო. ის უნდა შე­ი­ცავ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს ფერს და სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლო­ებს. და­ცუ­ლი უნდა იყოს იერ­არ­ქი­აც. არ შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ებ­ში ჩან­დეს ის­ტო­რი­უ­ლო­ბა და არა იერ­არ­ქია. დღეს სწო­რედ ის­ტო­რი­უ­ლო­ბა ჩანს, რა რო­დის და ვის მიერ არის შექ­მნი­ლი სხვა­დას­ხვა ეპო­ქებ­ში. ესეც და­სახ­ვე­წია.

რო­მე­ლი ჯილ­დო შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს, ამას ვერ გე­ტყვით, რად­გან სა­კითხს მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა მთავ­რო­ბას­თან და პრე­ზი­დენ­ტთან. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია წი­ნა­და­დე­ბე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ ვი­ღებთ. მა­გა­ლი­თად, ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გში გა­ი­ცე­მა რამ­დე­ნი­მე ჯილ­დო, ასე­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის დარ­გებ­ში, ასე­ვე არის სა­ხელ­მწი­ფო გმი­რის ორ­დე­ნი. არის წმინ­და გი­ორ­გის და წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ორ­დე­ნე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გში გა­ცე­მულ ჯილ­დო­ებს, ესეც ერ­თი­ან ჰე­რალ­დი­კურ კა­ნო­ნი­კა­შია მო­საყ­ვა­ნი. და­სად­გე­ნია მა­გა­ლი­თად, ვაჟა-ფშა­ვე­ლას ორ­დე­ნი რით გან­სხვავ­დე­ბა რუს­თა­ვე­ლის ჯილ­დოს­გან და ა.შ. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, არ შე­იძ­ლე­ბა სტა­ტუ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს ფა­რავ­დეს. მა­გა­ლი­თად, ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გში არ შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ჯილ­დო იყოს, ასე­ვე, მა­მა­ცო­ბის­თვის იყოს რამ­დე­ნი­მე ჯილ­დო, თავ­და­დე­ბის­თვის, გმი­რო­ბის­თვის და ა.შ. თუ სტა­ტუ­ტე­ბი მე­ორ­დე­ბა, მა­შინ ხა­რის­ხობ­რი­ვად იყო­ფა. მაგ­რამ ისე, რომ ერ­თი­და­ი­გი­ვე ხა­რის­ხი ჰქონ­დეს და ერ­თი­და­ი­გი­ვე სტა­ტუ­ტი იყოს, არ შე­იძ­ლე­ბა. ახლა ერ­თი­და­ი­გი­ვე ჯილ­დოს სტა­ტუ­ტი ერ­თმა­ნეთს ფა­რავს. ამის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჩხე­ი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის სიმ­ბო­ლო­ებს - დრო­შას და გერბს, და­ვით ჩხე­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მას არა­ვი­თა­რი ცვლი­ლე­ბა არ ეხე­ბა.

„ქვეყ­ნის ხუთ­ჯვრი­ან დრო­შას და გერბს არა­ვი­თა­რი ცვლი­ლე­ბა არ შე­ე­ხე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სიმ­ბო­ლო­ებს, რო­მელ უწყე­ბებ­ზეც არ არის ჩვე­ნი დას­კვნა გა­ცე­მუ­ლი, მათ 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­და­ამ­ტკი­ცონ თა­ვი­ან­თი სიმ­ბო­ლო­ე­ბი. ბევრ უწყე­ბას ეს გა­სა­კე­თე­ბე­ლი ექ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ემბლე­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მარ­თუ­ლია, ასე­ვე გა­მარ­თუ­ლია კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის მიერ შექ­მნი­ლი გერ­ბი, ასე­ვე დიდი ხა­ნია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იყე­ნებს დიდ სა­ხელ­მწი­ფო გერბს, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მარ­თუ­ლია. ასე­ვე და­იხ­ვე­წა და სა­ერ­თო სტილ­ში ჩაჯ­და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გერ­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ჩხე­ი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახლა დას­რულ­და მუ­შა­ო­ბა და 2019 წელს ძა­ლა­ში შე­ვი­და „სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის სიმ­ბო­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი. ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს ჯილ­დო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კა­ნონ­ზე მუ­შა­ო­ბა. ჩხე­ი­ძის თქმით, არ­სე­ბობს 5-წლი­ა­ნი ვადა, რა ვა­და­შიც ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­მოს­წორ­დეს, რაც 2022 წელს იწუ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

თბილისის დროშა და გერბი იცვლება, სახელმწიფო ჯილდოების რაოდენობა კი შემცირდება

თბილისის დროშა და გერბი იცვლება, სახელმწიფო ჯილდოების რაოდენობა კი შემცირდება

თბილისის დროშა და გერბი იცვლება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინის და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა დავით ჩხეიძემ განუცხადა.

ჩხეიძის განმარტებით, დედაქალაქის დღეს არსებული დროშა და გერბი ჰერალდიკურ კანონიკაში არ ჯდება.

„70 მუნიციპალიტეტის გერბი შესრულებულია სრული ჰერალდიკური პრინციპების დაცვით, მაგრამ თბილისის გერბი არ ჯდება ჰერალდიკურ კანონიკაში. შესაბამისად, ახლა მერია და საკრებულო მუშაობს ახალი გერბის და დროშის შექმნაზე. კომისია უკვე შემდგარია და პროცესიც დაწყებულია. ემირ ბურჯანაძის შესრულებული ემბლემა დარჩება, მაგრამ გაიმართება გერბი და დროშა. ერთ-ერთი მთავარი ჰერალდიკური წესია, როდესაც თეთრ ველზე, ვერცხლის ველზე გამოსახულია ოქროს სიმბოლო, ეს კანონიკის სრული დარღვევაა. ერთადერთი გამონაკლისია ქრისტეს იერუსალიმის ჯვრის სიმბოლიკა. თანამედროვე მსოფლიო იცავს ამ კანონიკას, რომ თეთრის და ოქროს შეხება ერთმანეთთან სრულიად მიუღებელია. დედაქალაქის დროშაზე პირდაპირ ეს არის დატანილი. ამიტომ ბევრისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ გვაქვს ასეთი დროშა, მაგრამ 1989 წელს, როდესაც ეს დროშა შეიქმნა, დიდი მიღწევა იყო იმ დროისთვის, რადგან მასზე გამოსახულია ჯვარი. საბჭოთა დროს ჯვარგამოსახული დროშა დიდი მიღწევა იყო, თუმცა, დღეს ეს კანონიკაში არ ჯდება“, - განაცხადა ჩხეიძემ და დასძინა, რომ ყველა მუნიციპალიტეტმა დაასრულა სიმბოლოების შექმნა, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა, რომლებიც ქალაქიდან ისევ თემებად გარდაიქმნა.

ამასთან, სახელმწიფო ჯილდოების რაოდენობა შესაძლოა, შემცირდეს. ჩხეიძის განმარტებით, დღეს სახელმწიფო ჯილდოები დიდი რაოდენობითაა. ამასთან, სტატუტები ერთმანეთს ფარავს, რაც ჩხეიძის თქმით, ერთიან ჰერალდიკურ კანონიკაში უნდა მოექცეს.

„სახელმწიფო ჯილდოები არის ძალიან დიდი რაოდენობით. ხშირად სტატუტები ფარავს ერთმანეთს და ერთიდაიგივე სფეროში გაიცემა სხვადასხვა ჯილდო. მაგალითად, ლიტერატურაში ან ხელოვნებაში შეტანილი წვლისისთვის არის რადენიმე სახეობის ჯილდო, ეს რა თქმა უნდა, შესამცირებელია. სტატუტები არის დასახვეწი, გასაერთიანებელი და ჯილდოების სტილიც უნდა მოექცეს ერთიან ჰერალდიკურ სტილში. ამასთან, ჯილდოს რომ დახედავთ, უნდა მიხვდეთ, რომ ეს არის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო. ის უნდა შეიცავდეს სახელმწიფოს ფერს და სახელმწიფო სიმბოლოებს. დაცული უნდა იყოს იერარქიაც. არ შეიძლება სახელმწიფო ჯილდოებში ჩანდეს ისტორიულობა და არა იერარქია. დღეს სწორედ ისტორიულობა ჩანს, რა როდის და ვის მიერ არის შექმნილი სხვადასხვა ეპოქებში. ესეც დასახვეწია.

რომელი ჯილდო შეიძლება შეიცვალოს, ამას ვერ გეტყვით, რადგან საკითხს მუშაობა სჭირდება მთავრობასთან და პრეზიდენტთან. ჩვენ შეგვიძლია წინადადებები შევთავაზოთ, მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ. მაგალითად, ლიტერატურის დარგში გაიცემა რამდენიმე ჯილდო, ასევე ხელოვნების და მეცნიერების დარგებში, ასევე არის სახელმწიფო გმირის ორდენი. არის წმინდა გიორგის და წმინდა ნიკოლოზის ორდენები. რაც შეეხება ლიტერატურის დარგში გაცემულ ჯილდოებს, ესეც ერთიან ჰერალდიკურ კანონიკაშია მოსაყვანი. დასადგენია მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ორდენი რით განსხვავდება რუსთაველის ჯილდოსგან და ა.შ. როგორც უკვე აღვნიშნე, არ შეიძლება სტატუტები ერთმანეთს ფარავდეს. მაგალითად, ლიტერატურის დარგში არ შეიძლება რამდენიმე ჯილდო იყოს, ასევე, მამაცობისთვის იყოს რამდენიმე ჯილდო, თავდადებისთვის, გმირობისთვის და ა.შ. თუ სტატუტები მეორდება, მაშინ ხარისხობრივად იყოფა. მაგრამ ისე, რომ ერთიდაიგივე ხარისხი ჰქონდეს და ერთიდაიგივე სტატუტი იყოს, არ შეიძლება. ახლა ერთიდაიგივე ჯილდოს სტატუტი ერთმანეთს ფარავს. ამის გაერთიანება შეიძლება“, - განაცხადა ჩხეიძემ.

რაც შეეხება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს - დროშას და გერბს, დავით ჩხეიძის განცხადებით, მას არავითარი ცვლილება არ ეხება.

„ქვეყნის ხუთჯვრიან დროშას და გერბს არავითარი ცვლილება არ შეეხება. რაც შეეხება სხვა დაწესებულებების სიმბოლოებს, რომელ უწყებებზეც არ არის ჩვენი დასკვნა გაცემული, მათ 5 წლის განმავლობაში უნდა გადაამტკიცონ თავიანთი სიმბოლოები. ბევრ უწყებას ეს გასაკეთებელი ექნება. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა აბსოლუტურად გამართულია, ასევე გამართულია კონტროლის პალატის მიერ შექმნილი გერბი, ასევე დიდი ხანია საგარეო საქმეთა სამინისტრო იყენებს დიდ სახელმწიფო გერბს, რაც აბსოლუტურად გამართულია. ასევე დაიხვეწა და საერთო სტილში ჩაჯდა თავდაცვის სამინისტროს გერბი“, - აღნიშნა ჩხეიძემ.

მისივე ინფორმაციით, ახლა დასრულდა მუშაობა და 2019 წელს ძალაში შევიდა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონი. ასევე მიმდინარეობს ჯილდოების გამოყენების კანონზე მუშაობა. ჩხეიძის თქმით, არსებობს 5-წლიანი ვადა, რა ვადაშიც ყველაფერი უნდა გამოსწორდეს, რაც 2022 წელს იწურება.

"სხვადასხვა მეფეს თავისი დროშა ჰქონდა, თუმცა ხუთჯვრიანი უფრო ხშირად ფიქსირდება" - როდის გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე პირველად საქართველოს დროშა?

ვინ არის შეფ-ლუკა ნაჭყებიას რჩეული - წყვილის რომანტიული ფოტოები "ინსტაგრამიდან"

"პრობლემა გადაჭრილია და ხვალ ტრადიციული ლოცვა შესრულდება" - ჩოხატაურის მერიაში შეხვედრა დასრულდა