საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრამპი გაოცებული მიყურებდა - როგორც ჩანს, "თავისიანი" ვეგონე" - ტოჩინოშინი სკანდალური შეჯიბრის დეტალებზე
"ტრამპი გაოცებული მიყურებდა - როგორც ჩანს, "თავისიანი" ვეგონე" - ტოჩინოშინი სკანდალური შეჯიბრის დეტალებზე

გა­სუ­ლი კვი­რის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა მა­ჩან­ჩა­ლა გიბ­რალ­ტა­რი და­ა­მარ­ცხა (3:0) და და­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად. თუმ­ცა ბოლო დღე­ე­ბის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ამ­ბა­ვი ისევ სუ­მოს უკავ­შირ­დე­ბა - მო­რი­გი ტრავ­მი­სა და მსა­ჯე­ბის არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ტო­ჩი­ნო­შინ­მა (ლე­ვან გორ­გა­ძე) მა­ინც და­იბ­რუ­ნა "ოძე­კის" რან­გი და გახ­და სუ­მოს ის­ტო­რი­ა­ში მე­ექ­ვსე "რი­კი­ში" (პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სუ­მო­ის­ტი), რო­მელ­მაც ამ პრეს­ტი­ჟუ­ლი წო­დე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა და­კარ­გვი­დან ერთი ტურ­ნი­რის შემ­დეგ შეძ­ლო! 16 ივ­ნისს ლე­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის, მა­ნამ­დე კი "კვი­რის პა­ლიტ­რას" მო­რიგ ექ­სკლუ­ზივ­ზე და­თან­ხმდა:

- შეკ­რე­ბა­ზე კი წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ მთე­ლი დატ­ვირ­თვით ვერ ვვარ­ჯი­შობ. "ენ­დოს­თან" შეხ­ვედ­რი­სას დო­ჰი­ოს მუხ­ლი და­ვარ­ტყი და მე­ნის­კი და­ვი­ზი­ა­ნე, - მყე­სი სა­ნა­ხევ­როდ გაგ­ლე­ჯი­ლი მაქვს. ჯვა­რე­დი­ნი იოგი ისე­დაც აღარ მქონ­და და ახლა ესეც და­ე­მა­ტა. შეკ­რე­ბა­ზე წა­მოს­ვლამ­დე კი­დევ დამ­ჭირ­და მუხ­ლი­დან სი­თხის ამო­ღე­ბა. ნემ­სე­ბი­თა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­თაც ვმკურ­ნა­ლობ. ცოტა წო­ნა­შიც და­ვი­კე­ლი და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, ივ­ლი­სის ბა­შომ­დე დარ­ჩე­ნილ ერთ თვე­ში რო­გორ­მე გა­მოვ­ჯან­მრთელ­დე.

- მუხ­ლი­დან სი­თხის ამო­ღე­ბა ბა­შო­ზეც დაგ­ჭირ­და?

- დიახ, ვინც მა­ი­სის ტურ­ნირ­ზე ჩემს გა­მოს­ვლას ადევ­ნებ­და თვალს, ნა­ხავ­და, რომ სა­წყი­სი ათი დღე კარ­გად ვი­ჭი­და­ვე, მას შემ­დეგ კი, რაც ტრავ­მა მი­ვი­ღე, ფეხს ბო­ლომ­დე ვე­ღარ ვეყ­რდნო­ბო­დი. სი­თხის ამო­ღე­ბის შემ­დეგ ფეხ­ში ძა­ლას კარ­გავ, მუხლს ძა­ლას ვე­ღარ ატან.

- არა­და, ნაცუ ბაშო სა­უ­ცხო­ოდ და­ი­წყე: ეს კარ­გი ფი­ზი­კუ­რი კონ­დი­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო თუ "ოძე­კის" წო­დე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის წყურ­ვი­ლის?

- ფი­ზი­კუ­რა­დაც კარ­გად ვი­ყა­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ოსა­კას ბა­შოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ძველ ტრავ­მებს აღარ შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ (ლე­ვანს მუხ­ლი­სა და მენ­ჯის ქრო­ნი­კუ­ლი ტრავ­მე­ბი აქვს. - ავტ.) და სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ვი­ვარ­ჯი­შე, საჩ­ვე­ნე­ბელ ტურ­ნი­რებ­შიც კარ­გად ვი­ას­პა­რე­ზე და რაც მთა­ვა­რია, გან­წყო­ბაც კარ­გი მქონ­და! სამ­წუ­ხა­როდ, ნაცუ ბა­შოს მერ­ვე დღის შემ­დეგ, როცა "ენ­დოს­თან" შეხ­ვედ­რა­ში და­ვე­ცი და მე­ნის­კი და­ვი­ზი­ა­ნე, ყვე­ლა­ფე­რი აი­რია.

- "ენ­დოს­თან" სას­ტარ­ტო შე­ჯა­ხე­ბი­დან მა­ლე­ვე ფეხი გა­გის­რი­ალ­და და და­ე­ცი...

- ვერც მივ­ხვდი, რა მოხ­და იმ ეპი­ზოდ­ში... ისე კი, "ენ­დოს­თან" ჭი­და­ო­ბა სულ მი­ჭირს - და­ბა­ლი დგო­მი აქვს და ჩემ­თვის უხერ­ხუ­ლი მე­ტო­ქეა. წა­გე­ბას ვინ და­ე­ძებ­და, ნე­ტავ მო­რი­გი ტრავ­მა არ მი­მე­ღო. მუხ­ლში ძალა რომ გა­მო­მე­ცა­ლა, მერე კი ვი­ნა­ნე, რა­ტომ გა­მო­ვი­ღე სი­თხე, რო­გორ­მე გა­მეძ­ლო და ბა­შოს ბო­ლომ­დე ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლის დახ­მა­რე­ბით მე­ჭი­და­ვა-მეთ­ქი, მაგ­რამ ხომ იცით, ურე­მი რომ გა­დაბ­რუნ­დე­ბა, გზა მხო­ლოდ მერე ჩანს.

- ისე, ტრავ­მებ­ზე მხო­ლოდ ბა­შოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ლა­პა­რა­კობ ხოლ­მე. შარ­შა­ნაც გვი­ან გა­ამ­ხი­ლე, მო­ტე­ხი­ლი მა­ჯით რომ ეჭი­და­ვე "იო­კო­ძუ­ნა" "კა­კუ­რი­უს".

- ვცდი­ლობ ტრავ­მა­ზე ბევ­რი არ ვი­ლა­პა­რა­კო. შარ­შან სხვა ვი­თა­რე­ბა იყო: არ მინ­დო­და ეფიქ­რათ, "ოძე­კის" წო­დე­ბა გა­ი­ნაღ­და და "იო­კო­ძუ­ნას­თან" შეხ­ვედ­რას თავი აა­რი­დაო. მა­ინც უნდა მე­ჭი­და­ვა და წუ­წუნს რა აზრი ჰქონ­და?!

- ახლა მა­ი­სის ბა­შოს ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი შეხ­ვედ­რა გა­ვიხ­სე­ნოთ - "ტო­ჩი­ნო­ში­ნი"-"ასა­ნო­ი­ა­მა".

- როცა "შიმ­პა­ნე­ბი" (მსა­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც რინგს გა­რეთ აკ­ვირ­დე­ბი­ან ორ­თაბ­რძო­ლას. - ავტ.) დო­ჰი­ო­ზე ავიდ­ნენ სა­თათ­ბი­როდ, ვი­ფიქ­რე, წესი ხომ არ და­ვარ­ღვიე და "ასა­ნო­ი­ა­მას" თმა­ზე ხომ არ მოვ­ქა­ჩე-მეთ­ქი? თუმ­ცა ასე­თი ვე­რა­ფე­რი გა­ვიხ­სე­ნე და ჩავ­თვა­ლე, რომ შეხ­ვედ­რა მო­გე­ბუ­ლი მქონ­და... იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ "მონო-ი" (მსა­ჯე­ბის თათ­ბი­რი) უჩ­ვე­უ­ლოდ დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, მა­ინც მჯე­რო­და, რომ მო­გე­ბას არ წა­მარ­თმევ­დნენ, ასეთ და­უშ­ვე­ბელ რა­ღა­ცას არ და­უშ­ვებ­დნენ, მაგ­რამ როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა ძა­ლი­ან გა­ჭი­ა­ნურ­და, მივ­ხვდი, რომ ჩემი საქ­მე ცუ­დად იყო... ფაქ­ტობ­რი­ვად, აჩუ­ქეს ჩემ­პი­ო­ნო­ბა "ასა­ნო­ი­ა­მას", ლან­გრით მი­არ­თვეს "იმ­პე­რა­ტო­რის თასი"!

- წლე­ბია, არა­ვის უნა­ხავს ამ­დენ ხანს გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი "მონო-ი". რო­გორ და­ად­გი­ნეს, რომ დო­ჰი­ო­დან "ძირს გა­დად­გი" ფეხი?

- ექ­ვსწუ­თი­ა­ნი "მონო-ი" სუ­მო­ში მარ­თლაც არა­ვის ახ­სოვს! მთა­ვარ მსაჯს, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აცხა­დებს, ყურ­სას­მე­ნი უკე­თია და მისი მეშ­ვე­ო­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­მე­რე­ბის გა­და­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­ან. რო­გორც გა­ვი­გე, ყურ­სას­მენ­ში სამ­ჯერ(!) უთხრეს, რომ დო­ჰი­ოს გა­რეთ ფეხი არ და­მიდ­გამს, მაგ­რამ მთა­ვა­რი მსა­ჯი მა­ინც ჩემ უკან მჯდომ "ოი­ა­კა­ტას" (სუ­მოს მწვრთნე­ლი, კლუ­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი) და­ე­თან­ხმა, იქვე იჯდა და მან უკეთ და­ი­ნა­ხაო. და­ე­თან­ხმნენ და წა­გე­ბა ჩა­მით­ვა­ლეს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ტრამპი გაოცებული მიყურებდა - როგორც ჩანს, "თავისიანი" ვეგონე" - ტოჩინოშინი სკანდალური შეჯიბრის დეტალებზე

"ტრამპი გაოცებული მიყურებდა - როგორც ჩანს, "თავისიანი" ვეგონე" - ტოჩინოშინი სკანდალური შეჯიბრის დეტალებზე

გასული კვირის ბოლოს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მაჩანჩალა გიბრალტარი დაამარცხა (3:0) და დანიაში გაემგზავრა გაცილებით რთული გამოცდის ჩასაბარებლად. თუმცა ბოლო დღეების ერთ-ერთი უმთავრესი ამბავი ისევ სუმოს უკავშირდება - მორიგი ტრავმისა და მსაჯების არასწორი გადაწყვეტილების მიუხედავად, ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მაინც დაიბრუნა "ოძეკის" რანგი და გახდა სუმოს ისტორიაში მეექვსე "რიკიში" (პროფესიონალი სუმოისტი), რომელმაც ამ პრესტიჟული წოდების დაბრუნება დაკარგვიდან ერთი ტურნირის შემდეგ შეძლო! 16 ივნისს ლევანი საქართველოში ჩამოდის, მანამდე კი "კვირის პალიტრას" მორიგ ექსკლუზივზე დათანხმდა:

- შეკრებაზე კი წამოვედი, მაგრამ მთელი დატვირთვით ვერ ვვარჯიშობ. "ენდოსთან" შეხვედრისას დოჰიოს მუხლი დავარტყი და მენისკი დავიზიანე, - მყესი სანახევროდ გაგლეჯილი მაქვს. ჯვარედინი იოგი ისედაც აღარ მქონდა და ახლა ესეც დაემატა. შეკრებაზე წამოსვლამდე კიდევ დამჭირდა მუხლიდან სითხის ამოღება. ნემსებითა და მედიკამენტებითაც ვმკურნალობ. ცოტა წონაშიც დავიკელი და ყველანაირად ვცდილობ, ივლისის ბაშომდე დარჩენილ ერთ თვეში როგორმე გამოვჯანმრთელდე.

- მუხლიდან სითხის ამოღება ბაშოზეც დაგჭირდა?

- დიახ, ვინც მაისის ტურნირზე ჩემს გამოსვლას ადევნებდა თვალს, ნახავდა, რომ საწყისი ათი დღე კარგად ვიჭიდავე, მას შემდეგ კი, რაც ტრავმა მივიღე, ფეხს ბოლომდე ვეღარ ვეყრდნობოდი. სითხის ამოღების შემდეგ ფეხში ძალას კარგავ, მუხლს ძალას ვეღარ ატან.

- არადა, ნაცუ ბაშო საუცხოოდ დაიწყე: ეს კარგი ფიზიკური კონდიციის დამსახურება იყო თუ "ოძეკის" წოდების დაბრუნების წყურვილის?

- ფიზიკურადაც კარგად ვიყავი მომზადებული. ოსაკას ბაშოს დასრულების შემდეგ, ძველ ტრავმებს აღარ შევუწუხებივარ (ლევანს მუხლისა და მენჯის ქრონიკული ტრავმები აქვს. - ავტ.) და სრული დატვირთვით ვივარჯიშე, საჩვენებელ ტურნირებშიც კარგად ვიასპარეზე და რაც მთავარია, განწყობაც კარგი მქონდა! სამწუხაროდ, ნაცუ ბაშოს მერვე დღის შემდეგ, როცა "ენდოსთან" შეხვედრაში დავეცი და მენისკი დავიზიანე, ყველაფერი აირია.

- "ენდოსთან" სასტარტო შეჯახებიდან მალევე ფეხი გაგისრიალდა და დაეცი...

- ვერც მივხვდი, რა მოხდა იმ ეპიზოდში... ისე კი, "ენდოსთან" ჭიდაობა სულ მიჭირს - დაბალი დგომი აქვს და ჩემთვის უხერხული მეტოქეა. წაგებას ვინ დაეძებდა, ნეტავ მორიგი ტრავმა არ მიმეღო. მუხლში ძალა რომ გამომეცალა, მერე კი ვინანე, რატომ გამოვიღე სითხე, როგორმე გამეძლო და ბაშოს ბოლომდე ტკივილგამაყუჩებლის დახმარებით მეჭიდავა-მეთქი, მაგრამ ხომ იცით, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მხოლოდ მერე ჩანს.

- ისე, ტრავმებზე მხოლოდ ბაშოს დასრულების შემდეგ ლაპარაკობ ხოლმე. შარშანაც გვიან გაამხილე, მოტეხილი მაჯით რომ ეჭიდავე "იოკოძუნა" "კაკურიუს".

- ვცდილობ ტრავმაზე ბევრი არ ვილაპარაკო. შარშან სხვა ვითარება იყო: არ მინდოდა ეფიქრათ, "ოძეკის" წოდება გაინაღდა და "იოკოძუნასთან" შეხვედრას თავი აარიდაო. მაინც უნდა მეჭიდავა და წუწუნს რა აზრი ჰქონდა?!

- ახლა მაისის ბაშოს ყველაზე სკანდალური შეხვედრა გავიხსენოთ - "ტოჩინოშინი"-"ასანოიამა".

- როცა "შიმპანები" (მსაჯები, რომლებიც რინგს გარეთ აკვირდებიან ორთაბრძოლას. - ავტ.) დოჰიოზე ავიდნენ სათათბიროდ, ვიფიქრე, წესი ხომ არ დავარღვიე და "ასანოიამას" თმაზე ხომ არ მოვქაჩე-მეთქი? თუმცა ასეთი ვერაფერი გავიხსენე და ჩავთვალე, რომ შეხვედრა მოგებული მქონდა... იმის მიუხედავად, რომ "მონო-ი" (მსაჯების თათბირი) უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა, მაინც მჯეროდა, რომ მოგებას არ წამართმევდნენ, ასეთ დაუშვებელ რაღაცას არ დაუშვებდნენ, მაგრამ როცა გადაწყვეტილების გამოცხადება ძალიან გაჭიანურდა, მივხვდი, რომ ჩემი საქმე ცუდად იყო... ფაქტობრივად, აჩუქეს ჩემპიონობა "ასანოიამას", ლანგრით მიართვეს "იმპერატორის თასი"!

- წლებია, არავის უნახავს ამდენ ხანს გაგრძელებული "მონო-ი". როგორ დაადგინეს, რომ დოჰიოდან "ძირს გადადგი" ფეხი?

- ექვსწუთიანი "მონო-ი" სუმოში მართლაც არავის ახსოვს! მთავარ მსაჯს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას აცხადებს, ყურსასმენი უკეთია და მისი მეშვეობით სპეციალური კამერების გადაღებულ ინფორმაციას აწვდიან. როგორც გავიგე, ყურსასმენში სამჯერ(!) უთხრეს, რომ დოჰიოს გარეთ ფეხი არ დამიდგამს, მაგრამ მთავარი მსაჯი მაინც ჩემ უკან მჯდომ "ოიაკატას" (სუმოს მწვრთნელი, კლუბის ხელმძღვანელი) დაეთანხმა, იქვე იჯდა და მან უკეთ დაინახაო. დაეთანხმნენ და წაგება ჩამითვალეს. წაიკითხეთ სრულად

მომავლის საუკეთესო ინვესტიცია განათლებაა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

თემქაზე ავეჯის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ლიეტუვას მთავრობის ინიციატივით მოწყობილ გამოფენას უმასპინძლა