კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობენ კახა ბექაური და მისი მეუღლე, ეკა ბერიძე
რა ქონებას ფლობენ კახა ბექაური და მისი მეუღლე, ეკა ბერიძე

სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა პრე­ზი­დენ­ტი­სა და პრე­მი­ე­რის ერ­თად აღე­ბულ ხელ­ფას­ზე ბევ­რად მა­ღა­ლია.

თუ ამას მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­მო­სა­ვალ­საც და­ვუ­მა­ტებთ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მათი სა­ერ­თო შე­მო­სა­ვა­ლი წლი­უ­რად ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ლარ­საც აღ­წევს. ასე­თია კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გი­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის და მისი ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, კახა ბე­ქა­უ­რის მიერ 31 მა­ისს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მან 2018 წელს მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სას ხელ­ფა­სის სა­ხით აიღო - 202 021,17 ლარი, ხოლო მის­მა მე­უღ­ლემ - ეკა ბე­რი­ძემ, რო­მე­ლიც არის „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტო­რი - 278 800 ლა­რის ხელ­ფა­სი მი­ი­ღო.

„ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და, რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის თავ­ჯდო­მა­რე კახა ბე­ქა­უ­რის ქო­ნე­ბა.

რო­გორც 2019 წლის 31 მა­ისს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 2018 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 202021,17 ლარი იყო. ბო­ლოს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე კახა ბე­ქა­ურ­მა 2018 წელს 180 კვ.მ-ის ბინა შე­ი­ძი­ნა. გარ­და ამი­სა, ბე­ქა­უ­რი ფლობს - 73,2 კვ. მეტ­რის და 44,05 კვ მეტ­რის ბი­ნებს თბი­ლის­ში. ასე­ვე ფლობს 17,5 კვ. მეტ­რის ავ­ტო­ფა­რეხს დუ­შეთ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სხვა­დას­ხვა ან­გა­რიშ­ზე - 14996.02 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი, 1981 ევრო, 493204.6 ლარი და ჯამ­ში 115649.7 დო­ლა­რი ჰქონ­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

რა ქონებას ფლობენ კახა ბექაური და მისი მეუღლე, ეკა ბერიძე

რა ქონებას ფლობენ კახა ბექაური და მისი მეუღლე, ეკა ბერიძე

საქართველოში მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელების შრომის ანაზღაურება პრეზიდენტისა და პრემიერის ერთად აღებულ ხელფასზე ბევრად მაღალია.

თუ ამას მათი ოჯახის წევრების შემოსავალსაც დავუმატებთ, ხშირ შემთხვევაში მათი საერთო შემოსავალი წლიურად ნახევარ მილიონ ლარსაც აღწევს. ასეთია კომუნიკაციების მარეგილირებელი კომისიის თავმჯდომარის და მისი ოჯახის შემოსავალი.

უფრო კონკრეტულად, კახა ბექაურის მიერ 31 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მან 2018 წელს მარეგულირებელ კომპანიაში მუშაობისას ხელფასის სახით აიღო - 202 021,17 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ - ეკა ბერიძემ, რომელიც არის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორი - 278 800 ლარის ხელფასი მიიღო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარე კახა ბექაურის ქონება.

როგორც 2019 წლის 31 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება 2018 წლის განმავლობაში 202021,17 ლარი იყო. ბოლოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა 2018 წელს 180 კვ.მ-ის ბინა შეიძინა. გარდა ამისა, ბექაური ფლობს - 73,2 კვ. მეტრის და 44,05 კვ მეტრის ბინებს თბილისში. ასევე ფლობს 17,5 კვ. მეტრის ავტოფარეხს დუშეთში.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა ანგარიშზე - 14996.02 გირვანქა სტერლინგი, 1981 ევრო, 493204.6 ლარი და ჯამში 115649.7 დოლარი ჰქონდა. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო