პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კავკასიური შურისძიება 30 წლის შემდეგ - კასპში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები
კავკასიური შურისძიება 30 წლის შემდეგ - კასპში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები

სის­ხლი­ა­ნი შუ­რის­ძე­ბას კას­პის სო­ფელ ხი­დის­ყურ­ში, სა­დაც 65 წლის შა­ხარ ჯე­მალ ოღლი მოკ­ლეს, მისი მე­უღ­ლე კი მძი­მედ დაჭ­რეს. მას მე­ზო­ბელ­მა და ნა­თე­სავ­მა 40 წლის ნაზ­მირ კულ­ბა­ნოვ­მა 30 წლის წი­ნან­დე­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო ეს­რო­ლა - სწო­რედ 30 წლის წინ მო­უკ­ლა ჯე­მალ ოღლმა ნაზ­მირს, ბიძა - მა­მის ძმა. ჯე­მალ ოღ­ლიმ იმ­ხა­ნად გარ­დაც­ვლილს 12 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და­ნით, რის­თვი­საც ის 10 წე­ლი­წა­დი იხ­დი­და სას­ჯელს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ჯე­მალ ოღ­ლიმ გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აღიდ­გი­ნა და ბოლო დრომ­დე ურ­თი­ერ­თობ­და.ნაზ­მირ კულ­ბა­ნო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, რის­თვი­საც მას 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ელის. მომ­ხდა­რის გამო ახა­ლი შუ­რის­ძი­ე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­შო­რებ­ლად სოფ­ლის მუს­ლი­მა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის უხუ­ცე­სებ­მა შა­ხარ ჯე­მალ ოღ­ლის დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ, უხუ­ცეს­თა შეკ­რე­ბა და გარ­დაც­ვლი­ლი­სა და მკვლე­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის შეხ­ვედ­რა და­გეგ­მეს. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვი გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

- ცუ­დად ნუ გაგ­ვი­გებთ, მაგ­რამ და­ნა­შა­უ­ლის დე­ტა­ლებ­ზე როცა ვსა­უბ­რობ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა ვიყო, რომ ვი­ნა­ო­ბას არ გა­ამ­ხელთ. სწო­რედ ამის გამო ვუ­თხა­რით უარი ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ას ამ და­ნა­შა­უ­ლის გა­შუ­ქე­ბა­ზე, ვთხო­ვეთ, სო­ფელ­ში არ შე­მო­სუ­ლიყ­ვნენ. გვე­ში­ნია, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი სი­ტყვა მო­რი­გი და­პი­რის­პი­რე­ბის სა­ბა­ბად არ იქ­ცეს. შუ­რის­ძი­ე­ბა, კავ­კა­სი­ე­ლე­ბის­თვის უცხო არ არის, მაგ­რამ უკვე რამ­დე­ნი ხა­ნია ჩვენს სო­ფელ­ში ამის შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა. დღეს კი შუ­რის­ძი­ე­ბე­ბის ახა­ლი ტალ­ღის გვე­ში­ნია, შვი­ლე­ბი და ძმის­შვი­ლე­ბი მოკ­ლულ­საც ჰყავს და მკვლელ­საც.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შუ­რის­ძი­ე­ბა 30 წლის წინ მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის გამო მოხ­და. 30 წელი ძა­ლი­ან დიდი დროა იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი შუ­რის­ძე­ბის წამს ელო­დოს. მით უფრო, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბი­ძის მკვლე­ლო­ბის დროს 10 წლი­საც არ იქ­ნე­ბო­და.

- რო­გორც ჩვენ­ში ამ­ბო­ბენ, სის­ხლის სუნი ჰა­ერ­ში სულ ტრი­ა­ლებს. ჯე­მა­ლი და ნაზ­მი­რის ბიძა სიძე-ცო­ლის­ძა იყ­ვნენ. 30 წლის წინ, მკვლე­ლო­ბის ღა­მეს მარ­ტო ეს ორი სვამ­და ერ­თად, ანუ როცა ეს მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ამი­ტომ ეგ ამ­ბა­ვი, რის­თვი­საც მოკ­ლა, მარ­ტო ჯე­მალ­მა იცი­ო­და. მოკ­ლა, წა­ვი­და, იმის ცოლ-შვილს უთხრა, მოვ­კა­ლი, მი­ხე­დე­თო და ცი­ხე­ში ჩაჯ­და. 13 წე­ლი­წა­დი მი­უ­სა­ჯეს, მაგ­რამ აქე­დან 10 წელი იჯდა ცი­ხე­ში. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მოკ­ლუ­ლის ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აღად­გი­ნა, მათ შო­რის ნაზ­მი­რის ოჯახ­თა­ნაც. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­დი­ოდ­ნენ და მო­დი­ოდ­ნენ ერ­თმა­ნეთ­თან. ნა­ზი­მი­რიც და­დი­ო­და ჯე­მა­ლის სახ­ლში, მის შვი­ლებ­თან ერ­თად ბევ­რჯერ სუფ­რას­თა­ნაც მჯდა­რა და უქე­ი­ფია. არა­ვინ ელო­და რომ შუ­რის­ძი­ე­ბა გულ­ში ჰქონ­და. მაგ­რამ გა­მოჩ­ნდა რომ ჰქო­ნია, - ოჯახ­ში ამ თე­მა­ზე, ალ­ბათ ხში­რად ლა­პა­რა­კობ­დნენ. იმი­ტო­მაც დროს და­ე­ლო­და და მოკ­ლა, - ეს მკვლე­ლო­ბა ღა­მის 11 სა­ათ­ზე მოხ­და, რო­დე­საც სო­ფე­ლი მი­წყნარ­და. ნაზ­მირ­მა ჯე­მალ­საც გულ­ში ეს­რო­ლა და მის ცოლ­საც. თა­ნაც ორი სხვა­დას­ხვა ია­რა­ღით, - მა­კა­რო­ვის პის­ტო­ლე­ტით და თო­ფით. საბ­დე­ნი­ე­როდ, ცოლს გა­უ­მარ­თლა, ტყია გულს ას­ცდა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

კავკასიური შურისძიება 30 წლის შემდეგ - კასპში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები

კავკასიური შურისძიება 30 წლის შემდეგ - კასპში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები

სისხლიანი შურისძებას კასპის სოფელ ხიდისყურში, სადაც 65 წლის შახარ ჯემალ ოღლი მოკლეს, მისი მეუღლე კი მძიმედ დაჭრეს. მას მეზობელმა და ნათესავმა 40 წლის ნაზმირ კულბანოვმა 30 წლის წინანდელი დანაშაულის გამო ესროლა - სწორედ 30 წლის წინ მოუკლა ჯემალ ოღლმა ნაზმირს, ბიძა - მამის ძმა. ჯემალ ოღლიმ იმხანად გარდაცვლილს 12 ჭრილობა მიაყენა დანით, რისთვისაც ის 10 წელიწადი იხდიდა სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ ჯემალ ოღლიმ გარდაცვლილის ნათესავებთან ურთიერთობა აღიდგინა და ბოლო დრომდე ურთიერთობდა.ნაზმირ კულბანოვის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობას, რისთვისაც მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის. მომხდარის გამო ახალი შურისძიებების თავიდან ასაშორებლად სოფლის მუსლიმანი მოსახლეობის უხუცესებმა შახარ ჯემალ ოღლის დაკრძალვის შემდეგ, უხუცესთა შეკრება და გარდაცვლილისა და მკვლელის ნათესავების შეხვედრა დაგეგმეს. მომხდარის შესახებ გარდაცვლილის ნათესავი გვესაუბრება, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

- ცუდად ნუ გაგვიგებთ, მაგრამ დანაშაულის დეტალებზე როცა ვსაუბრობ, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ვინაობას არ გაამხელთ. სწორედ ამის გამო ვუთხარით უარი ყველა ტელევიზიას ამ დანაშაულის გაშუქებაზე, ვთხოვეთ, სოფელში არ შემოსულიყვნენ. გვეშინია, რომ თითოეული ჩვენი სიტყვა მორიგი დაპირისპირების საბაბად არ იქცეს. შურისძიება, კავკასიელებისთვის უცხო არ არის, მაგრამ უკვე რამდენი ხანია ჩვენს სოფელში ამის შემთხვევა არ ყოფილა. დღეს კი შურისძიებების ახალი ტალღის გვეშინია, შვილები და ძმისშვილები მოკლულსაც ჰყავს და მკვლელსაც.

- გავრცელებული ინფორმაციით, შურისძიება 30 წლის წინ მომხდარი დანაშაულის გამო მოხდა. 30 წელი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ ადამიანი შურისძების წამს ელოდოს. მით უფრო, რომ მკვლელობაში ბრალდებული ბიძის მკვლელობის დროს 10 წლისაც არ იქნებოდა.

- როგორც ჩვენში ამბობენ, სისხლის სუნი ჰაერში სულ ტრიალებს. ჯემალი და ნაზმირის ბიძა სიძე-ცოლისძა იყვნენ. 30 წლის წინ, მკვლელობის ღამეს მარტო ეს ორი სვამდა ერთად, ანუ როცა ეს მკვლელობა მოხდა. ამიტომ ეგ ამბავი, რისთვისაც მოკლა, მარტო ჯემალმა იციოდა. მოკლა, წავიდა, იმის ცოლ-შვილს უთხრა, მოვკალი, მიხედეთო და ციხეში ჩაჯდა. 13 წელიწადი მიუსაჯეს, მაგრამ აქედან 10 წელი იჯდა ციხეში. გათავისუფლების შემდეგ მოკლულის ოჯახთან ურთიერთობა აღადგინა, მათ შორის ნაზმირის ოჯახთანაც. ჩვეულებრივად მიდიოდნენ და მოდიოდნენ ერთმანეთთან. ნაზიმირიც დადიოდა ჯემალის სახლში, მის შვილებთან ერთად ბევრჯერ სუფრასთანაც მჯდარა და უქეიფია. არავინ ელოდა რომ შურისძიება გულში ჰქონდა. მაგრამ გამოჩნდა რომ ჰქონია, - ოჯახში ამ თემაზე, ალბათ ხშირად ლაპარაკობდნენ. იმიტომაც დროს დაელოდა და მოკლა, - ეს მკვლელობა ღამის 11 საათზე მოხდა, როდესაც სოფელი მიწყნარდა. ნაზმირმა ჯემალსაც გულში ესროლა და მის ცოლსაც. თანაც ორი სხვადასხვა იარაღით, - მაკაროვის პისტოლეტით და თოფით. საბდენიეროდ, ცოლს გაუმართლა, ტყია გულს ასცდა. წაიკითხეთ სრულად

"კისრის არეში 19 ჭრილობა აღენიშნებოდა, გარდაცვალება კი მწვავე სისხლნაკლებობამ გამოიწვია" - რა წერია კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ექსპერტიზის დასკვნაში

"ლიბერთი ბანკიდან" 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს - თანხის დაკარგვისთვის ყოფილ მენეჯერსა და 14 თანამშრომელს უჩივიან

"სამართალდამცავები ამცირებდნენ, ეუბნებოდნენ, მოვიდეს ახლა ვარლამი, გადაიხადოს ჯარიმებიო..." - რას ყვება ადვოკატი გუმათში დაკავებულების შესახებ