საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია, აკრძალვა მოქმედებს ქვეითებზეც
ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია, აკრძალვა მოქმედებს ქვეითებზეც

ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში მიმ­დი­ნა­რე ე.წ. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დე ფაქ­ტო რე­ჟიმ­მა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის შე­სას­ვლე­ლი ჩა­კე­ტა

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი „სამ­ხრეთ ოსე­თის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე ე.წ. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დე ფაქ­ტო რე­ჟიმ­მა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის შე­სას­ვლე­ლი ჩა­კე­ტა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ახალ­გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელ­მა, ნუგ­ზარ თი­ნი­კაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა ტი­პის ტრან­სპორ­ტის­თვის პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია მოძ­რა­ო­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, აიკ­რძა­ლა ქვე­ი­თე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბაც.

„ახალ­გო­რის შე­სას­ვლე­ლი გუ­შინ ჩა­კე­ტეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ დი­ლით გახ­სნი­ან. ე.წ. არ­ჩევ­ნებ­ში იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს აქვთ ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა, ვინც დე ფაქ­ტო სამ­ხრეთ ოსე­თის პას­პორ­ტს ფლობს. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის გარ­და, ე.წ. სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში და ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­სა და რუ­სეთ­ში მოქ­მედ ე.წ. სა­ელ­ჩო­ებ­შიც გახ­სნეს, თუმ­ცა, ეს ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბი კი­დევ ერთხელ უხე­შად არ­ღვევს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს, ვინც ამ­ჟა­მად დევ­ნი­ლო­ბა­შია და სა­კუ­თარ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას ვერ ახერ­ხებს. ეს არის ანექ­სი­ის გაგ­რძე­ლე­ბა და ოკუ­პა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბი თუ რე­ფე­რენ­დუ­მი სა­მარ­თლებ­რი­ვი ძა­ლის მქო­ნე ვერ იქ­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გარ­და, ავ­რცე­ლე­ბენ აბ­სურ­დულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს, 31 000 ამომ­რჩე­ვე­ლია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად მოკ­ლე­ბუ­ლია რე­ა­ლო­ბას და სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამ ციფ­რის მხო­ლოდ მე­სა­მე­დი თუ იქ­ნე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ხმის მქო­ნე“, - გა­ნა­ცხა­და ნუგ­ზარ თი­ნი­კაშ­ვილ­მა.

ევ­რო­კავ­ში­რი არ აღი­ა­რებს იმ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩოს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს, - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის, ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნის პრესს­პი­კერ­მა, მაია კო­ჟი­ან­ჩიჩ­მა ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე ე.წ. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ი­დან აც­ნო­ბეს, ევ­რო­კავ­ში­რი აღი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს.

„ევ­რო­კავ­ში­რი აღი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ 9 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს თვი­თა­ღი­ა­რე­ბულ რე­გი­ონ­ში, სამ­ხრეთ ოსეთ­ში ტარ­დე­ბა ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბი, კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებ, რომ ევ­რო­კავ­ში­რი არ აღი­ა­რებს იმ კონ­სი­ტუ­ცი­ურ და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩოს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ეს ე.წ.არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და მაია კო­ჟი­ან­ჩიჩ­მა.

ავტორი:

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია, აკრძალვა მოქმედებს ქვეითებზეც

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია, აკრძალვა მოქმედებს ქვეითებზეც

ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის პარალიზებულია მოძრაობა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, აიკრძალა ქვეითების გადაადგილებაც.

„ახალგორის შესასვლელი გუშინ ჩაკეტეს და სავარაუდოდ, ხვალ დილით გახსნიან. ე.წ. არჩევნებში იმ მოქალაქეებს აქვთ ხმის მიცემის უფლება, ვინც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პასპორტს ფლობს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გარდა, ე.წ. საარჩევნო უბნები ოკუპირებულ აფხაზეთში და ჩრდილოეთ ოსეთსა და რუსეთში მოქმედ ე.წ. საელჩოებშიც გახსნეს, თუმცა, ეს ე.წ. არჩევნები კიდევ ერთხელ უხეშად არღვევს იმ ადამიანების უფლებებს, ვინც ამჟამად დევნილობაშია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ეს არის ანექსიის გაგრძელება და ოკუპაციის პირობებში ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი სამართლებრივი ძალის მქონე ვერ იქნება. აღნიშნულის გარდა, ავრცელებენ აბსურდულ ინფორმაციას, თითქოს, 31 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული ოკუპირებულ რეგიონში, რაც აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას და სინამდვილეში, ამ ციფრის მხოლოდ მესამედი თუ იქნება საარჩევნო ხმის მქონე“, - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ე.წ. არჩევნები უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა, მაია კოჟიანჩიჩმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან აცნობეს, ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ 9 ივნისს საქართველოს თვითაღიარებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ტარდება ე.წ. არჩევნები, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ეს ე.წ.არჩევნები უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა მაია კოჟიანჩიჩმა.

"სალიფოვის მკვლელობის შემდეგ აფხაზეთში შესაძლოა სასტიკი "პიზა" გააქტიურდეს" - რა აკავშირებდა "მაფიის ბოსს" ქართველ "ქურდებთან" და ვის მიაწერენ მის მკვლელობას?

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა