დიდ დიღომში ორი მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაჭრა ცივი იარაღით, სავარაუდოდ, დანით მოხდა.
დაჭრილი პირებიდან ერთი ღუდუშაურის სახელობის სავადმყოფოში, მეორე კი - ქირურგიის ცენტრშია გადაყვანილი.