ავტორი:

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატების კომენტარები არჩევანის დაფიქსირების შემდეგ

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატების კომენტარები არჩევანის დაფიქსირების შემდეგ

თუკი ამომრჩეველი იქნება აქტიური, მოვა არჩევნებზე და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში, დღეს მთაწმინდიდან ხელისუფლების შეცვლა დაიწყება - მჯერა, რომ ვერის, მთაწმინდის და სოლოლაკის ამომრჩეველი ამას გააკეთებს, - ამის შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მთაწმინდის ოლქის მეათე საარჩევნო უბანთან განაცხადა, სადაც ის შვილთან ერთად მივიდა.

შავგულიძემ ამომრჩეველს მიმართა, რომ არჩევნების შედეგი მხოლოდ მათი აქტიურობით განისაზღვრება.

„ამომრჩევლის დაბალი აქტიურობის პირობებში, ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ ერთი საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს პარლამენტში მაჟორიტარად. თუ ამომრჩეველი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აღარ ენდობა და მიაჩნია, რომ ის შესაცვლელია და ასეთია მთაწმინდის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, იქნება აქტიური, მოვა არჩევნებზე და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში დღეს ხელისუფლების შეცვლა მთაწმინდიდან დაიწყება. მჯერა, რომ ვერის, მთაწმინდის და სოლოლაკის ამომრჩეველი დღეს ამას გააკეთებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა შავგულიძემ.

თუ რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, ეს აუცილებლად საჩივრის სახით დაფიქსირდება და განიხილავს შესაბამისი ინსტანცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

როგორც კახაძემ აღნიშნა, ის მომხრეა, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონდეს.

„თუ რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, ამას აუცილებლად საჩივრის სახით დააფიქსირებს მოსახლე და ამას განიხილავს შესაბამისი ინსტანცია. მე მომხრე ვარ, რომ სამართლის დარღვევის გარეშე, ადმინისტრაციული წესით იქნება, საარჩევნო წესით თუ ზოგადსაკაცობრიო წესით, დარღვევებს ადგილი არ ჰქონდეს. ჩემი მიზანი იყო ადამიანებთან ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც თავიდანვე ავირჩიე - განმარტებითი, მათგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და მათთან ერთად იმ საკითხების დაძვრა, რომელიც მთაწმინდის მოსახლეობას აწუხებს“, - განაცხადა კახაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები