პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნენსკრა ჰიდრო" ჭუბერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"ნენსკრა ჰიდრო" ჭუბერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნენ­სკრას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნია, სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მომ­ხდარ ბუ­ნებ­რივ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

სს „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, კომ­პა­ნი­ის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად მიმ­დი­ნა­რე წლის 7 ივ­ნისს მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მდი­ნა­რე ნენ­სკრას შე­ნა­კა­დი - დევ­რუ­ლა ადიდ­და. შე­დე­გად და­ზი­ან­და მას­ზე გა­მა­ვა­ლი ხიდი, რა­მაც მოძ­რა­ო­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის მოძ­რა­ო­ბა აღ­დგე­ნი­ლია. სო­ფელ ქვე­მო მარღში კი, მდი­ნა­რე მარ­ღუ­ლა­ზე გა­მა­ვალ ხიდ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­და.

კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის სს „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ თა­ნამ­შრომ­ლებს უწყვე­ტი კო­მუ­ნი­კა­ცია აქვთ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, რათა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნონ. ვი­თა­რე­ბის გა­საც­ნო­ბად ად­გილ­ზე გა­ემ­გზავ­რა სს „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით. ამას­თა­ნა­ვე, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სს „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ სუბკონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნი­ის - „ქარ­თუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კონ­სორ­ცი­უ­მის“ მძი­მე ტექ­ნი­კა.

„სა­მო­მავ­ლოდ ხე­ო­ბა­ში კაშხლის არ­სე­ბო­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს, მსგავ­სი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში წყლის ოდე­ნო­ბა ეფექ­ტუ­რად გა­კონ­ტროლ­დეს, რაც მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის რისკს მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რებს“, – აცხა­დებს „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ ოპე­რა­ცი­ე­ბის მარ­თვის დი­რექ­ტო­რი თე­ი­მუ­რაზ კო­პა­ძე.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2018 წლის ნო­ემ­ბრი­დან სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ სო­ფელ ჭუ­ბერ­ში ნენ­სკრა ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლებს, რო­მე­ლიც, მათ შო­რის, 5 ივ­ლი­სის სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი საგ­ზაო მო­ნაკ­ვე­თე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, გაწ­მენ­დით და ნა­პირ­სა­მაგრ სა­მუ­შა­ო­ებს მო­ი­ცავ­და.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სო­ფელ ტი­ტას­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის 211-მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი სრუ­ლად არის რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი. დას­რულ­და ნა­პირ­სა­მაგ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბიც.

გზე­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფარ­გლებ­ში ნა­წი­ლობ­რივ რე­ა­ბი­ლი­ტირ­და სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჭუ­ბე­რის შე­მოვ­ლი­თი გზა (945 მ): მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი გა­იწ­მინ­და, არ­სე­ბუ­ლი გზა გა­გა­ნი­ერ­და, გა­ტარ­და ნა­პირ­სა­მაგ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც.

სო­ფელ ლარი-ლა­რის გზის მიმ­დე­ბა­რედ კი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად მო­ე­წყო გოფ­რი­რე­ბუ­ლი მი­ლე­ბი და მავ­თულ-ბადე.

ამ­ჟა­მად გზე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში კაშხლის საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ამ­დე (14.400 კმ) სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გზის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა; ეწყო­ბა ნა­პირ­სა­მაგ­რი ქვაყ­რი­ლი, იგე­ბა ხის დრო­ე­ბი­თი ხი­დე­ბი, მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი იწ­მინ­დე­ბა.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"ნენსკრა ჰიდრო" ჭუბერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ნენსკრა ჰიდრო" ჭუბერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია, სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მომხდარ ბუნებრივ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სს „ნენსკრა ჰიდროს“ პრესსამსახურის ცნობით, კომპანიის ხელთ არსებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მიმდინარე წლის 7 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრას შენაკადი - დევრულა ადიდდა. შედეგად დაზიანდა მასზე გამავალი ხიდი, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. სოფელ ქვემო მარღში კი, მდინარე მარღულაზე გამავალ ხიდზე უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა შეიზღუდა.

კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სს „ნენსკრა ჰიდროს“ თანამშრომლებს უწყვეტი კომუნიკაცია აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინონ. ვითარების გასაცნობად ადგილზე გაემგზავრა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ხელმძღვანელობაც სრული შემადგენლობით. ამასთანავე, მობილიზებულია სს „ნენსკრა ჰიდროს“ სუბკონტრაქტორი კომპანიის - „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ მძიმე ტექნიკა.

„სამომავლოდ ხეობაში კაშხლის არსებობა შესაძლებლობას მოგვცემს, მსგავსი სტიქიური მოვლენების შემთხვევაში მდინარის კალაპოტში წყლის ოდენობა ეფექტურად გაკონტროლდეს, რაც მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენების რისკს მაქსიმალურად შეამცირებს“, – აცხადებს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე.

როგორც ცნობილია, 2018 წლის ნოემბრიდან სს „ნენსკრა ჰიდრო“ სოფელ ჭუბერში ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს, რომელიც, მათ შორის, 5 ივლისის სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაციას, გაწმენდით და ნაპირსამაგრ სამუშაოებს მოიცავდა.

დღეის მდგომარეობით, სოფელ ტიტასთან დამაკავშირებელი გზის 211-მეტრიანი მონაკვეთი სრულად არის რეაბილიტირებული. დასრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოებიც.

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ნაწილობრივ რეაბილიტირდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ჭუბერის შემოვლითი გზა (945 მ): მდინარის კალაპოტი გაიწმინდა, არსებული გზა გაგანიერდა, გატარდა ნაპირსამაგრი ღონისძიებებიც.

სოფელ ლარი-ლარის გზის მიმდებარედ კი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოეწყო გოფრირებული მილები და მავთულ-ბადე.

ამჟამად გზების რეაბილიტაციის ფარგლებში კაშხლის საპროექტო ტერიტორიამდე (14.400 კმ) სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება; ეწყობა ნაპირსამაგრი ქვაყრილი, იგება ხის დროებითი ხიდები, მდინარის კალაპოტი იწმინდება.

(R)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი