პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორთაჭალის ბაღში მნახე ვინა ვარ..." - როგორი იყო ქეიფი ძველ თბილისში და ვინ ფლობდა ყველაზე პოპულარულ დუქნებს
"ორთაჭალის ბაღში მნახე ვინა ვარ..." - როგორი იყო ქეიფი ძველ თბილისში და ვინ ფლობდა ყველაზე პოპულარულ დუქნებს

თე­მე­ბი ძვე­ლი თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ი­დან მკი­თხველს ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებს და ამ­ჯე­რად გვინ­და ძველ თბი­ლის­ში ქე­ი­ფის თე­მას შე­ვე­ხოთ.

ძველ თბი­ლის­ში შრო­მაც იცოდ­ნენ და რი­გი­ა­ნი ქე­ი­ფიც. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ერ­თი სა­ქე­ი­ფო ად­გი­ლიც არ­სე­ბობ­და: ორ­თა­ჭა­ლი­სა და კრწა­ნი­სის ბა­ღე­ბი, ამას­თან - ორ­თა­ჭა­ლის ჩარ­და­ხე­ბი, თბი­ლი­სუ­რი სარ­და­ფე­ბი და დუქ­ნე­ბი, სა­დაც ცდი­ლობ­დნენ, თავი გა­მო­ე­ჩი­ნათ კერ­ძე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თა და კარ­გი ღვი­ნით. რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ქარ­თვე­ლი ქე­იფს, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, იმ­თა­ვით­ვე დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და და გარ­კვე­ულ დრო­საც უთ­მობ­და.

ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში თბი­ლი­სე­ლე­ბი - ზოგი ფა­ე­ტო­ნით, ზოგი ეტ­ლით და ზოგი ფე­ხით - ორ­თა­ჭა­ლის ბა­ღებს მი­ა­შუ­რებ­დნენ, სა­დაც მწვა­ნე სა­მე­ფო­ში დარ­ბა­ის­ლუ­რი, ქა­ლა­ქუ­რი პურ­მა­რი­ლი იმარ­თე­ბო­და - გვე­უბ­ნე­ბა ეთ­ნოგ­რა­ფი, პრო­ფე­სოს­რი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი. ის­მო­და არა მხო­ლოდ სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი, არა­მედ მოს­წრე­ბუ­ლი სი­ტყვა-პა­სუ­ხიც. მე­ზო­ბე­ლი სუფ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს თა­ვა­ზი­ა­ნად იწ­ვევ­დნენ. ორ­თა­ჭა­ლის ბა­ღებ­ში მის­ვლა მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე გა­დე­ბუ­ლი ხის ხი­დით შე­იძ­ლე­ბო­და, ნა­ვი­თაც გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. ორ­თა­ჭა­ლა­ში იყო ყა­რა­ჩო­ხე­ლი­სა და მოკ­რი­ვე ნი­კა­ლა ცა­ცაშ­ვი­ლის რე­ტო­რა­ნი, „ელ­დო­რა­დო“, რო­მელ­საც უამ­რა­ვი სტუ­მა­რი ჰყავ­და. ორ­თა­ჭა­ლის ხში­რი სტუ­მა­რი ყო­ფი­ლა გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი, რო­მელ­მაც თა­ვის ცნო­ბილ „მუ­ხამ­ბაზ­ში“ მოკ­რი­ვე-მო­ქე­ი­ფეს, მე­თევ­ზე ლო­პი­ა­ნას ასე ათ­ქმე­ვი­ნა: „ორ­თა­ჭა­ლის ბაღ­ში მნა­ხე ვინა ვარ, / დარ­დი­მან­დის ლხინ­ში მნა­ხე ვინა ვარ! / ჯა­მით ტო­ლუმ­ბა­ში მნა­ხე, ვინა ვარ?..“

ორ­თა­ჭა­ლის ბაღ­ში დუ­დუ­კის ტკბილ ჰანგზე ის­მო­და ქა­ლა­ქელ აშუღ­თა - სა­ი­ათ­ნო­ვას, ბე­ჩა­რას, ჰა­ზი­რას, მელ­ქოს, იე­თიმ გურ­ჯის ლექ­სე­ბი.

ქა­ლა­ქელ­მა კაც­მა შრო­მა და ლხი­ნი გემ­რი­ე­ლი იცო­და, მაგ­რამ მო­ქე­ი­ფე­თა შო­რის იყო ჩხუ­ბიც და აყალ-მა­ყა­ლიც... მათ სა­დღეგ­რძე­ლო­ებ­ში ჩაქ­სო­ვი­ლი იყო კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ფიქ­რი, სი­ხა­რუ­ლი და ტკი­ვი­ლი: "ქვე­ყა­ნა ზღვაა, მი­დის კაცი, ზოგს ატივ­ტი­ვებს, ზოგს დას­ძი­რავს, რის­გან არის? ადა­მი­ა­ნის სი­ბო­რო­ტის, შუ­რის და ავ­გუ­ლი­სა­გან". ყო­ველ სა­დღეგ­რძე­ლოს მოჰ­ყვე­ბო­და დუ­დუ­კის ჰან­გე­ბი.

თბი­ლი­სის ბა­ღებ­სა და დუქ­ნე­ბის გარ­და ქა­ლა­ქე­ლე­ბი მტკვარ­ზე - ნავ­სა და ტივ­ზეც ქე­ი­ფობ­დნენ

ტივ­ზე აჰ­ქონ­დათ მა­ყა­ლი, იქვე კლავ­დნენ ბატ­კანს, ღა­მით ტივ­ზე ქე­ი­ფი თე­ატ­რა­ლი­ზე­ბულ, რა­ღაც „მის­ტე­რი­ულ“ სა­ხეს ატა­რებ­და - მთვა­რის შუქ­ზე, მტკვრის ტალ­ღა­ზე ირეკ­ლე­ბო­და მო­ქე­ი­ფე­თა გრძე­ლი ჩრდი­ლე­ბი. დი­ლის სა­ათ­ზე ღა­მე­ნა­თე­ვი მე­ი­ნა­ხე­ე­ბი ქე­იფს თბი­ლი­სის აბა­ნო­ებ­ში აგ­რძე­ლებ­დნენ.

თბი­ლის­ში გან­თქმუ­ლი იყო „ქო­სე­ბის დუ­ქა­ნი“, „ჭინ­კე­ბის დუ­ქა­ნი“, „ბა­ბა­ჭუ­ას დუ­ქა­ნი“ და სხვ. დუქ­ნის პატ­რო­ნი კლი­ენ­ტის მი­სა­ზი­დად, დუ­ქანს ეგ­ზო­ტი­კურ სა­ხელს არ­ქმევ­და და მხატ­ვრუ­ლად გა­ფორ­მე­ბულ აბ­რას უკე­თებ­და, მა­გა­ლი­თად, ასეთს: „ნე უე­ზჟაი, გო­ლუბ­ჩიკ მოი“, „სან­დრო, ნა­ლეი, პივა, თო­რემ თავი მტკი­ვა“, „ზა­ლა­ტიე გოს­ტი“, „ზა­ლა­ტოე ვრე­მია“, „სამ პრი­შოლ“, „ედე­მი“, „თუმ­ნით ვქე­ი­ფობ“, „პივ­ნა­ია აზია, გვერდს მი­ზის ლა­მა­ზია“ და სხვ.

ქა­ლა­ქის პირ­ვე­ლი კლა­სის რეს­ტორ­ნე­ბი თა­ვი­ანთ კლი­ენ­ტებს პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რეკ­ლა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით სთხოვ­დნენ მობ­რძა­ნე­ბას. ამ რეს­ტორ­ნებ­ში სტუ­მარ­თა გა­სარ­თო­ბად პრო­ფე­სი­ო­ნალ მომ­ღერ­ლებს, მო­ცეკ­ვა­ვე­ებს, ორ­კესტრებს იწ­ვევ­დნენ, სუფ­რაც ევ­რო­პუ­ლი იყო, მაგ­რამ ძვე­ლი ქა­ლა­ქუ­რი პეწი აქაც ტრი­ა­ლებ­და.

ამ ცნო­ბებ­სა და ამ­ბებს კი მა­შინ­დელ ჩა­ნა­წე­რებ­ში, გა­ზე­თებ­ში, მწე­რალ­თა ნა­მუ­შევ­რებ­ში უხ­ვად შეხ­ვდე­ბა მკი­თხვე­ლი.

ავტორი:

"ორთაჭალის ბაღში მნახე ვინა ვარ..." - როგორი იყო ქეიფი ძველ თბილისში და ვინ ფლობდა ყველაზე პოპულარულ დუქნებს

"ორთაჭალის ბაღში მნახე ვინა ვარ..." - როგორი იყო ქეიფი ძველ თბილისში და ვინ ფლობდა ყველაზე პოპულარულ დუქნებს

თემები ძველი თბილისის ისტორიიდან მკითხველს ყოველთვის აინტერესებს და ამჯერად გვინდა ძველ თბილისში ქეიფის თემას შევეხოთ.

ძველ თბილისში შრომაც იცოდნენ და რიგიანი ქეიფიც. შესაბამისად, არაერთი საქეიფო ადგილიც არსებობდა: ორთაჭალისა და კრწანისის ბაღები, ამასთან - ორთაჭალის ჩარდახები, თბილისური სარდაფები და დუქნები, სადაც ცდილობდნენ, თავი გამოეჩინათ კერძების მრავალფეროვნებითა და კარგი ღვინით. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი ქეიფს, როგორც აღვნიშნეთ, იმთავითვე დიდ ყურადღებას აქცევდა და გარკვეულ დროსაც უთმობდა.

ზაფხულის ცხელ დღეებში თბილისელები - ზოგი ფაეტონით, ზოგი ეტლით და ზოგი ფეხით - ორთაჭალის ბაღებს მიაშურებდნენ, სადაც მწვანე სამეფოში დარბაისლური, ქალაქური პურმარილი იმართებოდა - გვეუბნება ეთნოგრაფი, პროფესოსრი როლანდ თოფჩიშვილი. ისმოდა არა მხოლოდ სადღეგრძელოები, არამედ მოსწრებული სიტყვა-პასუხიც. მეზობელი სუფრის წარმომადგენლები ერთმანეთს თავაზიანად იწვევდნენ. ორთაჭალის ბაღებში მისვლა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადებული ხის ხიდით შეიძლებოდა, ნავითაც გადაადგილდებოდნენ. ორთაჭალაში იყო ყარაჩოხელისა და მოკრივე ნიკალა ცაცაშვილის რეტორანი, „ელდორადო“, რომელსაც უამრავი სტუმარი ჰყავდა. ორთაჭალის ხშირი სტუმარი ყოფილა გრიგოლ ორბელიანი, რომელმაც თავის ცნობილ „მუხამბაზში“ მოკრივე-მოქეიფეს, მეთევზე ლოპიანას ასე ათქმევინა: „ორთაჭალის ბაღში მნახე ვინა ვარ, / დარდიმანდის ლხინში მნახე ვინა ვარ! / ჯამით ტოლუმბაში მნახე, ვინა ვარ?..“

ორთაჭალის ბაღში დუდუკის ტკბილ ჰანგზე ისმოდა ქალაქელ აშუღთა - საიათნოვას, ბეჩარას, ჰაზირას, მელქოს, იეთიმ გურჯის ლექსები.

ქალაქელმა კაცმა შრომა და ლხინი გემრიელი იცოდა, მაგრამ მოქეიფეთა შორის იყო ჩხუბიც და აყალ-მაყალიც... მათ სადღეგრძელოებში ჩაქსოვილი იყო კაცთმოყვარეობა, ცხოვრებისეული ფიქრი, სიხარული და ტკივილი: "ქვეყანა ზღვაა, მიდის კაცი, ზოგს ატივტივებს, ზოგს დასძირავს, რისგან არის? ადამიანის სიბოროტის, შურის და ავგულისაგან". ყოველ სადღეგრძელოს მოჰყვებოდა დუდუკის ჰანგები.

თბილისის ბაღებსა და დუქნების გარდა ქალაქელები მტკვარზე - ნავსა და ტივზეც ქეიფობდნენ

ტივზე აჰქონდათ მაყალი, იქვე კლავდნენ ბატკანს, ღამით ტივზე ქეიფი თეატრალიზებულ, რაღაც „მისტერიულ“ სახეს ატარებდა - მთვარის შუქზე, მტკვრის ტალღაზე ირეკლებოდა მოქეიფეთა გრძელი ჩრდილები. დილის საათზე ღამენათევი მეინახეები ქეიფს თბილისის აბანოებში აგრძელებდნენ.

თბილისში განთქმული იყო „ქოსების დუქანი“, „ჭინკების დუქანი“, „ბაბაჭუას დუქანი“ და სხვ. დუქნის პატრონი კლიენტის მისაზიდად, დუქანს ეგზოტიკურ სახელს არქმევდა და მხატვრულად გაფორმებულ აბრას უკეთებდა, მაგალითად, ასეთს: „ნე უეზჟაი, გოლუბჩიკ მოი“, „სანდრო, ნალეი, პივა, თორემ თავი მტკივა“, „ზალატიე გოსტი“, „ზალატოე ვრემია“, „სამ პრიშოლ“, „ედემი“, „თუმნით ვქეიფობ“, „პივნაია აზია, გვერდს მიზის ლამაზია“ და სხვ.

ქალაქის პირველი კლასის რესტორნები თავიანთ კლიენტებს პრესაში გამოქვეყნებული რეკლამის საშუალებით სთხოვდნენ მობრძანებას. ამ რესტორნებში სტუმართა გასართობად პროფესიონალ მომღერლებს, მოცეკვავეებს, ორკესტრებს იწვევდნენ, სუფრაც ევროპული იყო, მაგრამ ძველი ქალაქური პეწი აქაც ტრიალებდა.

ამ ცნობებსა და ამბებს კი მაშინდელ ჩანაწერებში, გაზეთებში, მწერალთა ნამუშევრებში უხვად შეხვდება მკითხველი.