Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზების დავა ქართველების ნასახლარებზე გრძელდება - "ვიღაცეები ქართველებს დაუკავშირდნენ და თანხაც კი შესთავაზეს..."
აფხაზების დავა ქართველების ნასახლარებზე გრძელდება - "ვიღაცეები ქართველებს დაუკავშირდნენ და თანხაც კი შესთავაზეს..."

აფხა­ზე­თის ომის შე­დე­გად 300 000-ზე მეტი ქარ­თვე­ლი დევ­ნი­ლი გახ­და. მა­შინ იქ დარ­ჩე­ნილ აფხა­ზებს, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის "ლი­დე­რებს" ეგო­ნათ, რომ ომის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბას მშვი­დად გა­ნაგ­რძობ­დნენ, ტუ­რიზმს გა­ნა­ვი­თა­რებ­დნენ, და­მო­უ­კი­დე­ბელ ეკო­ნო­მი­კას აა­შე­ნებ­დნენ და ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და; გა­ვი­და დრო და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა დღემ­დე ქარ­თვე­ლე­ბის ნა­სახ­ლა­რებ­ზე ია­რა­ღის მუ­ქა­რით, სრო­ლით, ერ­თმა­ნე­თის სის­ხლისღვრით და­ო­ბენ.

abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, 6 ივ­ნისს აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა პა­ლა­ტამ სა­დაო სახ­ლე­ბი­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის თემა კი­დევ ერთხელ გა­ნი­ხი­ლა. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ, პა­ლა­ტამ ასამ­დე მო­ქა­ლა­ქის სა­ჩი­ვა­რი შე­ის­წავ­ლა, სა­დაც ისი­ნი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პა­ლა­ტის" წევ­რის და­ნი­ელ უბი­რი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შექ­მნი­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი 90-იანი წლე­ბის შე­დე­გად დარ­ჩე­ნი­ლი, იმ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აღ­რი­ცხვა­ზე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც ომამ­დე ქარ­თვე­ლებს ეკუთ­ვნო­დათ, შემ­დეგ კი მათ­მა ნა­თე­სავ­მა, ახ­ლო­ბელ­მა ან სუ­ლაც მე­ზო­ბელ­მა აფხა­ზებ­მა თა­ვი­ანთ სა­კუთ­რე­ბად "აღი­ა­რეს".

არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ქარ­თვე­ლე­ბის სახ­ლე­ბი ე.წ. აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნებ­მა მი­ით­ვი­სეს. აქ და­ი­წყო გა­უ­გებ­რო­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა, რად­გან დღემ­დე ვერ გა­ავ­ლეს ზღვა­რი, დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით, ვის მეტი ეკუთ­ვნო­და და ვის ნაკ­ლე­ბი... აფხა­ზე­ბი ხში­რად ირო­ნი­უ­ლად ხუმ­რო­ბენ "ვე­ტე­რა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თვე­ლე­ბის სახ­ლებ­ში ცხოვ­რო­ბენ, მათ­თან ბრძო­ლა­ში მი­ღე­ბულ ჭრი­ლო­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მკურ­ნა­ლო­ბენ, უკან­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი კი ამ­ბო­ბენ - სა­ქარ­თვე­ლოს­გან გვე­კუთ­ვნი­სო".

უბი­რი­ას თქმით, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ად­გი­ლობ­რი­ვებს შო­რის აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს. ჯერ კი­დევ არ­ძინ­ბას დრო­საც ხდე­ბო­და ასე­თი ფაქ­ტე­ბი და ეს დღემ­დე გრძელ­დე­ბა. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის სა­და­ვო სა­კი­თხე­ბის თე­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ზუ­რაბ ზუხ­ბას ცნო­ბით, მას არა­ერ­თი მსგავ­სი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ სმე­ნია.

ე.წ. აფხა­ზი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის პო­ზი­ცი­ის თა­ნახ­მად, მათ, ვინც 90-იანი წლე­ბის ომში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და მა­თაც, ვისი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ამ ომს შე­ეწ­რი­ნენ, შე­ღა­ვა­თე­ბი ეკუთ­ვნით, თუმ­ცა აქ იწყე­ბა მთა­ვა­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. სხვე­ბის თქმით, ისი­ნი ისე­დაც გარ­კვე­ულ შე­ღა­ვა­თებს იღე­ბენ და მათ ფონ­ზე და­ნარ­ჩე­ნე­ბი, ვი­საც ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თუნ­დაც ასა­კის გამო არ მო­უ­წი­ათ, იჩაგ­რე­ბი­ან.

არის კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი, აფხა­ზე­ბის აზ­რით, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი, ვინც კარგ ურ­თერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ ქარ­თვე­ლებ­თან, (ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის სახლ-კა­რის მოვ­ლით, თუ სხვა ფაქ­ტო­რით) შე­ღა­ვა­თე­ბით არ უნდა სარ­გებ­ლობ­დნენ. შე­ღა­ვა­თებ­ში იმ ეკო­ნო­მი­კურ სარ­გე­ბელს გუ­ლის­ხმო­ბენ, რა­საც აფხა­ზე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის კუთ­ვნი­ლი სახ­ლე­ბის ტუ­რის­ტებ­ზე გა­ქი­რა­ვე­ბით იღე­ბენ...

ერთ-ერთი აფხა­ზე­ბის თქმით, "უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა, ვისი ოჯა­ხის წევ­რი იმ წლებ­ში ბუ­ნებ­რი­ვი ან სუ­ლაც მო­უ­ლოდ­ნე­ლი სიკ­ვდი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა, თა­ვი­სი მკვდა­რი სა­ო­მარ მოქმდე­ბებ­ში და­ღუ­პუ­ლად ჩა­ა­წე­რი­ნა და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ღა­ვა­თე­ბით სარ­გებ­ლობ­და".

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუ­რა­თი ტრა­გი­კო­მი­კუ­რია, რად­გან "კა­ნო­ნი" ამ საქ­მეს ვერ და­ა­რე­გუ­ლი­რებს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მა­შინ ამ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ნამ­დვილ მე­პატ­რო­ნე­ე­ბის თან­ხმო­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.

"მე ვიცი რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ჩემს გარ­შე­მო აფხა­ზე­ბი ქარ­თვე­ლებს და­უ­კავ­შირ­დნენ და გარ­კვე­უ­ლი თან­ხაც კი შეს­თა­ვა­ზეს და უმე­ტე­სად უარი მი­ი­ღეს... თუმ­ცა, იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ გა­ყიდ­ვის ფაქ­ტე­ბიც იყო, რო­გორ და რა­ნა­ი­რად არ ვიცი," - წერს მზია ინალ-იფა.

"ეს არის ის აბ­სურ­დუ­ლი თემა, რო­მე­ლიც მგლუ­რი კა­ნო­ნით გვარ­დე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, არც ერთი ქარ­თვე­ლის სახ­ლში არ შე­სუ­ლი­ყო აფხა­ზი, რათა ამით სპე­კუ­ლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მოგ­ვცე­მო­და. ახლა კი, ამას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, რად­გან ხალ­ხს არ აქვს შე­მო­სა­ვა­ლი და ყვე­ლა­ფერს ებღა­უ­ჭე­ბი­ან, რი­თაც თა­ვის გა­ტა­ნას შეძ­ლე­ბენ. ამ პრობ­ლე­მას მოგ­ვა­რე­ბა არ უწე­რია," - წერს ეკა­ტე­რი­ნე ბგან­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

აფხაზების დავა ქართველების ნასახლარებზე გრძელდება - "ვიღაცეები ქართველებს დაუკავშირდნენ და თანხაც კი შესთავაზეს..."

აფხაზების დავა ქართველების ნასახლარებზე გრძელდება - "ვიღაცეები ქართველებს დაუკავშირდნენ და თანხაც კი შესთავაზეს..."

აფხაზეთის ომის შედეგად 300 000-ზე მეტი ქართველი დევნილი გახდა. მაშინ იქ დარჩენილ აფხაზებს, შეიარაღებული დაჯგუფების "ლიდერებს" ეგონათ, რომ ომის შემდეგ ცხოვრებას მშვიდად განაგრძობდნენ, ტურიზმს განავითარებდნენ, დამოუკიდებელ ეკონომიკას ააშენებდნენ და ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად იქნებოდა; გავიდა დრო და ადგილობრივი მოსახლეობა დღემდე ქართველების ნასახლარებზე იარაღის მუქარით, სროლით, ერთმანეთის სისხლისღვრით დაობენ.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, 6 ივნისს აფხაზეთის ე.წ. საზოგადოებრივმა პალატამ სადაო სახლებისა და უძრავი ქონების თემა კიდევ ერთხელ განიხილა. დაახლოებით ერთი წლის წინ, პალატამ ასამდე მოქალაქის საჩივარი შეისწავლა, სადაც ისინი საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით, უფლებების დარღვევაზე საუბრობენ.

"საზოგადოებრივ პალატის" წევრის დანიელ უბირიას ხელმძღვანელობით შექმნილი სამუშაო ჯგუფი 90-იანი წლების შედეგად დარჩენილი, იმ უძრავი ქონების აღრიცხვაზე მუშაობს, რომელიც ომამდე ქართველებს ეკუთვნოდათ, შემდეგ კი მათმა ნათესავმა, ახლობელმა ან სულაც მეზობელმა აფხაზებმა თავიანთ საკუთრებად "აღიარეს".

არის შემთხვევები, როდესაც ქართველების სახლები ე.წ. აფხაზეთის ომის ვეტერანებმა მიითვისეს. აქ დაიწყო გაუგებრობა და დაპირისპირება, რადგან დღემდე ვერ გაავლეს ზღვარი, დამსახურების მიხედვით, ვის მეტი ეკუთვნოდა და ვის ნაკლები... აფხაზები ხშირად ირონიულად ხუმრობენ "ვეტერანები, რომლებიც ქართველების სახლებში ცხოვრობენ, მათთან ბრძოლაში მიღებულ ჭრილობებს საქართველოში მკურნალობენ, უკანდაბრუნებული კი ამბობენ - საქართველოსგან გვეკუთვნისო".

უბირიას თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ადგილობრივებს შორის აღნიშნული პრობლემა არსებობს. ჯერ კიდევ არძინბას დროსაც ხდებოდა ასეთი ფაქტები და ეს დღემდე გრძელდება. საცხოვრებელი სახლების სადავო საკითხების თემაზე მომუშავე ზურაბ ზუხბას ცნობით, მას არაერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ სმენია.

ე.წ. აფხაზი მაღალჩინოსნების პოზიციის თანახმად, მათ, ვინც 90-იანი წლების ომში მონაწილეობდა და მათაც, ვისი ოჯახის წევრებიც ამ ომს შეეწრინენ, შეღავათები ეკუთვნით, თუმცა აქ იწყება მთავარი დაპირისპირება. სხვების თქმით, ისინი ისედაც გარკვეულ შეღავათებს იღებენ და მათ ფონზე დანარჩენები, ვისაც ომში მონაწილეობა თუნდაც ასაკის გამო არ მოუწიათ, იჩაგრებიან.

არის კიდევ ერთი ფაქტორი, აფხაზების აზრით, მოსახლეობის ნაწილი, ვინც კარგ ურთერთობას ინარჩუნებენ ქართველებთან, (ეს გამოიხატება ქართველების სახლ-კარის მოვლით, თუ სხვა ფაქტორით) შეღავათებით არ უნდა სარგებლობდნენ. შეღავათებში იმ ეკონომიკურ სარგებელს გულისხმობენ, რასაც აფხაზები ქართველების კუთვნილი სახლების ტურისტებზე გაქირავებით იღებენ...

ერთ-ერთი აფხაზების თქმით, "უამრავმა ადამიანმა, ვისი ოჯახის წევრი იმ წლებში ბუნებრივი ან სულაც მოულოდნელი სიკვდილით გარდაიცვალა, თავისი მკვდარი საომარ მოქმდებებში დაღუპულად ჩააწერინა და ამ დროის განმავლობაში შეღავათებით სარგებლობდა".

მათი ინფორმაციით, სურათი ტრაგიკომიკურია, რადგან "კანონი" ამ საქმეს ვერ დაარეგულირებს, თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ ამ უძრავი ქონების ნამდვილ მეპატრონეების თანხმობა იქნება საჭირო.

"მე ვიცი რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩემს გარშემო აფხაზები ქართველებს დაუკავშირდნენ და გარკვეული თანხაც კი შესთავაზეს და უმეტესად უარი მიიღეს... თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ გაყიდვის ფაქტებიც იყო, როგორ და რანაირად არ ვიცი," - წერს მზია ინალ-იფა.

"ეს არის ის აბსურდული თემა, რომელიც მგლური კანონით გვარდება. კარგი იქნებოდა, არც ერთი ქართველის სახლში არ შესულიყო აფხაზი, რათა ამით სპეკულირების საშუალება არ მოგვცემოდა. ახლა კი, ამას არაფერი ეშველება, რადგან ხალხს არ აქვს შემოსავალი და ყველაფერს ებღაუჭებიან, რითაც თავის გატანას შეძლებენ. ამ პრობლემას მოგვარება არ უწერია," - წერს ეკატერინე ბგანბა სოციალურ ქსელში.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი