საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დარდაგანი - რა იცის ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა საკუთარი იშვიათი გვარის წარმოშობაზე
დარდაგანი - რა იცის ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა საკუთარი იშვიათი გვარის წარმოშობაზე

რა ვი­ცით სა­კუ­თა­რი გვა­რის შე­სა­ხებ, - ეს თემა ადა­მი­ა­ნებ­ში ყო­ველ­თვის დიდ და­ინ­ტე­რე­სე­ბას იწ­ვევს. ამ­ჯე­რად ერთ იშ­ვი­ათ გვარ­ზე გვინ­და გი­ამ­ბოთ და ერთ-ერთი ასე­თი გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია ლაშა დარ­და­გა­ნი. პრო­ფე­სი­ით რე­ჟი­სო­რია, 20 წე­ლია ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობს, ამ­ბობს, რომ ამ სფე­რო­ში, არა­ერთ არხზე თით­ქმის ყვე­ლა პრო­ფე­სია მო­სინ­ჯა, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ლაშა დარ­და­განს, რო­გორც გი­თხა­რით, არა მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, არა­მედ მის იშ­ვი­ათ გვარ­ზე ვე­სა­უბ­რე­ბით.

ლა­შას გარ­და, დარ­და­განს არა­ვის ვიც­ნობ. უც­ნა­უ­რი გვა­რე­ბის კი არა, კარ­გად ცნო­ბი­ლი და მა­სობ­რი­ვად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვა­რე­ბის პატ­რო­ნებ­მაც ზოგ­ჯერ არ იცი­ან სა­კუ­თა­რი გვა­რის ის­ტო­რია, ლა­შას ბევ­რი რამ აქვს გა­მოკ­ვლე­უ­ლი.

„უახ­ლო­ე­სი წი­ნაპ­რე­ბი ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბი­დან იყ­ვნენ, მაგ­რამ ჩემი გვა­რის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე ბევ­რი სხვა­დას­ხვა ლე­გენ­და არ­სე­ბობს: ერთი ვერ­სი­ით, იმე­რე­თი­დან იყ­ვნენ და „დარ­დგა­ნი­ძე“ იყო გვა­რი, გა­და­სახ­ლდნენ მეს­ხეთ­ში და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში „ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლე­ბი“ გახ­დნენ, ბა­ბუ­ა­ჩე­მი ბა­ბუ­ის მა­მამ გი­ორ­გიმ „ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლი“ ძვე­ლი გვა­რით ჩა­ა­ნაც­ვლა (რად­გან „ყა­უხ­ჩი“ თურ­ქუ­ლად „ქუდს“ ნიშ­ნავ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, „ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლებს“ წარ­ჩი­ნე­ბულ ადა­მი­ა­ნებს უწო­დებ­დნენ თურ­ქე­ბი, ვინც ქუ­დით და­დი­ო­და) და „ძე“ ჩა­მო­ა­ცი­ლა - ასე გახ­და „დარ­დგა­ნი­ძე“ „დარ­და­გა­ნი“ (ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში დღე­საც არის პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბა - არ­და­გა­ნი და რამ­დე­ნა­დაც ვიცი, 1921 წლამ­დე გი­ორ­გი დარ­და­განს ეკუთ­ვნო­და).

მე­ო­რე ვერ­სი­ით - „დარ­და­გა­ნი“ ბერ­ძნუ­ლი გვა­რია (გა­ვი­კი­თხე და გა­ვი­გე, რომ სა­ბერ­ძნეთ­ში მარ­თლაც არი­ან დარ­და­გა­ნე­ბი). ამ ვერ­სი­ას ისიც ადას­ტუ­რებს, რომ გი­ორ­გი დარ­და­გა­ნის ვაჟ­ზე - ილია დარ­და­გან­ზე საბ­ჭო­თა უშიშ­რო­ე­ბას საქ­მე ჰქონ­და აღ­ძრუ­ლი 1924 წელს მეტ­სა­ხე­ლით „გრეკ“, რად­გან ის აჯან­ყე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და აჯან­ყე­ბუ­ლებს ია­რა­ღით ამა­რა­გებ­და, აჯან­ყე­ბა ჩა­ახ­შეს და ილი­ას ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა მო­უხ­და და ცო­ლი­სა და 5 შვი­ლის და­ტო­ვე­ბა (ერთი ვერ­სი­ით, ის მთებ­ში მოკ­ლა რუს­მა ოფი­ცერ­მა, მე­ო­რე ვერ­სი­ით, ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩა და თე­ი­რან­ში გა­იქ­ცა). მოკ­ლედ, ან იმე­რე­ლი წი­ნაპ­რე­ბი მყავს ან ბერ­ძე­ნი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა ამას მე­კი­თხე­ბა, ვა სა­და­უ­რი გვა­რია? არ გაგ­ვი­გი­აო... ვიცი, რომ იმე­რეთ­ში, კერ­ძოდ, წყალ­ტუ­ბო­სა და ზეს­ტა­ფონ­ში დღე­საც ცხოვ­რო­ბენ დარ­და­გა­ნი­ძე­ე­ბი (ვიც­ნობ კი­დეც ერთს) და ისი­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან,“ - გვე­უბ­ნე­ბა ლაშა და დას­ძენს, რომ სამ­წუ­ხა­როდ, ნახ­სე­ნე­ბი ოთხი-ხუთი თა­ო­ბის იქით, ანუ ბა­ბუ­ის ბა­ბუ­ის მა­მის იქით აღა­რა­ფე­რი იცის, ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ ფლობს, არა­და, მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სი აქვს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

დარდაგანი - რა იცის ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა საკუთარი იშვიათი გვარის წარმოშობაზე

დარდაგანი - რა იცის ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა საკუთარი იშვიათი გვარის წარმოშობაზე

რა ვიცით საკუთარი გვარის შესახებ, - ეს თემა ადამიანებში ყოველთვის დიდ დაინტერესებას იწვევს. ამჯერად ერთ იშვიათ გვარზე გვინდა გიამბოთ და ერთ-ერთი ასეთი გვარის წარმომადგენელია ლაშა დარდაგანი. პროფესიით რეჟისორია, 20 წელია ტელევიზიაში მუშაობს, ამბობს, რომ ამ სფეროში, არაერთ არხზე თითქმის ყველა პროფესია მოსინჯა, მაგრამ ამჯერად ლაშა დარდაგანს, როგორც გითხარით, არა მის საქმიანობაზე, არამედ მის იშვიათ გვარზე ვესაუბრებით.

ლაშას გარდა, დარდაგანს არავის ვიცნობ. უცნაური გვარების კი არა, კარგად ცნობილი და მასობრივად გავრცელებული გვარების პატრონებმაც ზოგჯერ არ იციან საკუთარი გვარის ისტორია, ლაშას ბევრი რამ აქვს გამოკვლეული.

„უახლოესი წინაპრები ბორჯომის ხეობიდან იყვნენ, მაგრამ ჩემი გვარის წარმომავლობაზე ბევრი სხვადასხვა ლეგენდა არსებობს: ერთი ვერსიით, იმერეთიდან იყვნენ და „დარდგანიძე“ იყო გვარი, გადასახლდნენ მესხეთში და დროთა განმავლობაში „ყაუხჩიშვილები“ გახდნენ, ბაბუაჩემი ბაბუის მამამ გიორგიმ „ყაუხჩიშვილი“ ძველი გვარით ჩაანაცვლა (რადგან „ყაუხჩი“ თურქულად „ქუდს“ ნიშნავდა და სავარაუდოდ, „ყაუხჩიშვილებს“ წარჩინებულ ადამიანებს უწოდებდნენ თურქები, ვინც ქუდით დადიოდა) და „ძე“ ჩამოაცილა - ასე გახდა „დარდგანიძე“ „დარდაგანი“ (ბორჯომის ხეობაში დღესაც არის პატარა დასახლება - არდაგანი და რამდენადაც ვიცი, 1921 წლამდე გიორგი დარდაგანს ეკუთვნოდა).

მეორე ვერსიით - „დარდაგანი“ ბერძნული გვარია (გავიკითხე და გავიგე, რომ საბერძნეთში მართლაც არიან დარდაგანები). ამ ვერსიას ისიც ადასტურებს, რომ გიორგი დარდაგანის ვაჟზე - ილია დარდაგანზე საბჭოთა უშიშროებას საქმე ჰქონდა აღძრული 1924 წელს მეტსახელით „გრეკ“, რადგან ის აჯანყების მომზადებაში მონაწილეობდა და აჯანყებულებს იარაღით ამარაგებდა, აჯანყება ჩაახშეს და ილიას ქვეყნიდან გაქცევა მოუხდა და ცოლისა და 5 შვილის დატოვება (ერთი ვერსიით, ის მთებში მოკლა რუსმა ოფიცერმა, მეორე ვერსიით, ცოცხალი გადარჩა და თეირანში გაიქცა). მოკლედ, ან იმერელი წინაპრები მყავს ან ბერძენი, მთელი ცხოვრება ყველა ამას მეკითხება, ვა სადაური გვარია? არ გაგვიგიაო... ვიცი, რომ იმერეთში, კერძოდ, წყალტუბოსა და ზესტაფონში დღესაც ცხოვრობენ დარდაგანიძეები (ვიცნობ კიდეც ერთს) და ისინი სავარაუდოდ, ჩვენი ნათესავები არიან,“ - გვეუბნება ლაშა და დასძენს, რომ სამწუხაროდ, ნახსენები ოთხი-ხუთი თაობის იქით, ანუ ბაბუის ბაბუის მამის იქით აღარაფერი იცის, ინფორმაციას ვერ ფლობს, არადა, მართლაც ძალიან დიდი ინტერესი აქვს...

387-კვებითი და 844-ალკოჰოლური ინტოქსიკაცია - საახალწლო დღებში ქვეყანაში 1254 გამოძახება დაფიქსირდა

ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 21 წლის გოგო გარდაიცვალა

მკვლელობა წნორში - ახალგაზრდა მამაკაცმა დეიდა მოკლა