პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამრავლებს თუ არა სახეზე თმას ლაზერული ეპილაცია - სპეციალისტი გვირჩევს, როგორ მოვიშოროთ არასასურველი თმა
ამრავლებს თუ არა სახეზე თმას ლაზერული ეპილაცია - სპეციალისტი გვირჩევს, როგორ მოვიშოროთ არასასურველი თმა

ლა­ზე­რუ­ლი თე­რა­პია არის არა­სა­სურ­ვე­ლი თმის მო­შო­რე­ბა, რო­მე­ლიც კა­ნის მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვის, დამ­წვრო­ბის გა­რე­შე უნდა ხდე­ბო­დეს სხე­უ­ლის ნე­ბის­მი­ერ ზო­ნა­ზე. რას წარ­მო­ად­გენს ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა და რა რის­კე­ბი არ­სე­ბობს მისი გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, ამა­ზე ლა­ზე­რუ­ლი თე­რა­პევ­ტი, ნინი ას­კუ­რა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა:

„ლა­ზე­რუ­ლი თე­რა­პია იდე­ა­ლუ­რია გა­პარ­სუ­ლი ზო­ნე­ბის­თვის, რაც მხო­ლოდ რან­მდე­ნი­მე პრო­ცე­დუ­რას სა­ჭი­რო­ებს, ანუ პრობ­ლე­მა მალე იხ­სნე­ბა. ის ასე­ვე კეთ­დე­ბა სა­ხე­ზეც. რო­გორც ლა­ზე­რულ­მა თე­რა­პევტმა, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ნემ­სით ეპი­ლა­ცია იდე­ა­ლუ­რია სა­ხის შემ­თხვე­ვა­ში, მაგ­რამ იმის გამო, რომ მტკივ­ნე­უ­ლია, არ­სა­სურ­ვე­ლია პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, შე­საძ­ლოა, ნა­წი­ბუ­რე­ბიც დარ­ჩეს, ფო­რე­ბი გა­ფარ­თოვ­დეს, შე­სა­ბა­მი­სად, დროც მეტი უნდა, ამი­ტომ, ლა­ზე­რის გა­კე­თე­ბა ურ­ჩევ­ნი­ათ. მაგ­რამ, რო­გორც წესი, ლა­ზე­რი იდე­ა­ლუ­რია მა­ინც ტა­ნის­თვის, ანუ გა­პარ­სუ­ლი ზო­ნე­ბის­თვის“, - გვე­უბ­ნე­ბა ნინი ას­კუ­რა­ვა.

ლა­ზე­რის სა­ხე­ო­ბე­ბი

რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს - ალექ­სან­დრი­ტის, დი­ო­დუ­რი და ნე­ო­დი­მუ­რი, ანუ Nd-Yag და IPL ლა­ზე­რი (ფოტო). ბოლო ფო­ტო­თე­რა­პი­ას, რო­მე­ლიც ლა­ზე­რო თე­რა­პევ­ტის თქმით, სი­ნათ­ლის სხი­ვია, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო სხი­ვია, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ბავ­შვებ­ში 6 წლი­დან, ასე­ვე - ორ­სუ­ლებ­ში. იმის გამო, რომ სი­ნათ­ლის სხი­ვია, უსაფრ­თხოა, მაგ­რამ ცვე­ნის ხა­რის­ხი 50 პრო­ცენ­ტამ­დე აქვს, ეს მა­შინ, როცა ალექ­სან­დრი­ტის ლა­ზე­რებს თმის ცვე­ნის 100 პრო­ცენ­ტი აქვს. ესეც უსაფრ­თხოა, მაგ­რამ არც ერთი ლა­ზე­რი არ უნდა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ორ­სუ­ლებ­ში და ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტებ­ში. მო­ზარდ გო­გო­ნებ­ში კი ის მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის მოს­ვლი­დან მხო­ლოდ ერთ წე­ლი­წად­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ალექ­სან­დრი­ტის ლა­ზე­რი არის 755 ნმ-ანი სხი­ვი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, თმის 100%-ანი ცვე­ნა ხდე­ბა. მსოფ­ლი­ოს მას­შა­ტა­ბით ალ­ქე­სან­დრი­ტის ლა­ზე­რი ყვე­ლა ერთი და იგი­ვეა, მაგ­რამ აპა­რა­ტებს შო­რის არის დიდი სახ­ვა­ო­ბა. ეს იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რა დამ­ცვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცია აქვს შიგ­ნით აპა­რატს, რამ­დენ ლინ­ზას გა­ივ­ლის, რომ პა­ცი­ენ­ტამ­დე უსაფრ­თხოდ და შე­დე­გი­ა­ნად მი­აღ­წი­ოს. არ­სე­ბობს კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ახა­ლი ალექ­სან­დრი­ტის ლა­ზე­რი, alex moveo, რო­მე­ლიც, კეთ­დე­ბა რო­გორც გა­რუ­ჯულ კან­ზე, ასე­ვე გა­უ­რუ­ჯავ­ზე, ასე­ვე ყვე­ლა ტი­პის კან­სა და თმა­ზე. ამას­თან, ღია ფე­რის თმის შემ­თხვე­ვა­შიც, "ღი­ა­ში" ბუ­ნებ­რი­ვი ღია ფე­რის თმა იგუ­ლის­ხმე­ბა და არა ჭა­ღა­რა.

ზო­გა­დად ლა­ზე­რე­ბი მე­ლა­ნინ­ზე (ფერ­ზე) მო­მუ­შა­ვე სხი­ვე­ბია. იქ, სა­დაც ოდ­ნავ მა­ინც არის მე­ლა­ნი­ნი, რა თქმა უნდა, აღიქ­ვამს და თმას აც­ვენს, მაგ­რამ უმე­ლა­ნი­ნო თმის შემ­თხვე­ვა­ში ნემ­სი უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ. ასე რომ, სა­ფი­რის თა­ვა­კი­ა­ნი ლა­ზე­რი alex moveo კეთ­დე­ბა, რო­გორც გა­პარ­სულ ზე­და­პი­ზე, ასე­ვე გა­უ­პარ­სავ­ზე.

- რამ­დენ პრო­ცე­დუ­რა­ში შუძ­ლია შე­დე­გის მო­ტა­ნა, უსარ­გებ­ლო თმის სხე­უ­ლი­დან გაქ­რო­ბა?

- ეს 5-6 პრო­ცე­დუ­რა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ აქ აუ­ცი­ლებ­ლად და­სა­ცა­ვია შუ­ა­ლე­დე­ბი. რა შუ­ა­ლე­დე­ბია ეს: არ­სე­ბობს ფა­ზე­ბი - ანა­გე­ნი, კა­ტა­გე­ნი და ტე­ლო­გე­ნი. ანა­გე­ნის ფაზა ზრდის ფა­ზაა, ამ ფა­ზის შემ­თხვე­ვა­ში, თავ­და­პირ­ვე­ლად 4 კვი­რა­ში პრო­ცე­დუ­რა უნდა გა­ვი­მე­ო­როთ, შემ­დგმ მა­ტუ­ლობს ეს პე­რი­ო­დე­ბი და გა­და­დის 5-6-7 კვი­რა­ში და ამ შემ­თხვე­ა­ში შე­დე­გი აქვს. ყო­ვე­ლი ასეთ დას­ხი­ვე­ბის დროს, შე­სა­ბა­მი­სი თმის ფო­ლი­კი­ულს ნელ-ნელა ვა­პა­ტა­რე­ვებთ. ასე დას­ხი­ვე­ბუ­ლი ფო­ლი­კუ­ლი სა­ბო­ლო­ოდ ქრე­ბა.

- კლი­ენ­ტე­ბის ნა­კა­დი სა­ვა­რა­უ­დოდ ზა­ფხულ­ში უფრო მა­ტუ­ლობს? თუ ზა­ფხუ­ლის­თვის ზამ­თარ­ში ემ­ზა­დე­ბი­ან?

- ზო­გა­დად, რა თქმა უნდა, უმ­ჯო­ბე­სია ლა­ზე­რე­ბი, რად­გან მე­ლა­ნინ­ზე მო­მუ­შა­ვე სხი­ვე­ბია, რო­გორც თმას აქვს მე­ლა­ნი­ნი, ანა­ლო­გი­უ­რად აქვს კან­საც, ამი­ტომ, ლა­ზე­რი ზუს­ტად ასე­ვე აღიქ­ვამს კა­ნის მე­ლა­ნინ­საც. მოკ­ლედ, რო­გორც თმას ვწვავთ, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა, კა­ნიც და­იწ­ვას. ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სია, ღია ფე­რის კანი იყოს და ნაკ­ლე­ბად გა­რუ­ჯუ­ლი, რომ­ლის შემ­თხვე­ვა­შიც ბევ­რად სწრა­ფად მი­ვი­ღებთ შე­დეგს, სა­ერ­თოდ კი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ზამ­თრის პრო­ცე­დუ­რე­ბია იმის­თვის, რომ მთე­ლი ზა­ფხუ­ლი დას­ვე­ნე­ბუ­ლი ვი­ყოთ. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ზა­ფხულ­ში არ კეთ­დე­ბა. რო­გორც ვთქვით, dekas alex moveos აქვს ის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად 6-დღი­ან რუ­ჯზეც კეთ­დე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბი­სა და დამ­წვრო­ბის გა­რე­შე.

- ჩვენ მი­ვი­ღეთ ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნის წე­რი­ლი რო­მე­ლიც დახ­მა­რე­ბას გვთხოვ­და: „და­ვი­წყე სა­ხე­ზე „ალექ­სან­დრი­ტის“ გა­კე­თე­ბა, ძა­ლი­ან ცოტა და თხე­ლი ღინ­ღლი მქონ­და. მას მერე 6 წელი გა­ვი­და და თით­ქმის თვე­ში ერთხელ მი­წევ­და ისევ ამ პრო­ცე­დუ­რის გა­კე­თე­ბა, იმი­ტომ, რომ ღინ­ღლის ნაც­ვლად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თმა ამო­ვი­და, იმ ად­გი­ლებ­შიც კი, სა­დაც არ მქონ­და. ამას­თან, გა­მიჩ­ნდა გა­მო­ნა­ყა­რი, ფო­ლი­კუ­ლი­ტი... სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვი­ტე ნემ­სით ეპი­ლა­ცი­ა­ზე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი იმი­ტომ, რომ თმის სა­მუ­და­მოდ გაქ­რო­ბის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ამას თვი­თონ ლა­ზე­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ. თუმ­ცა ნემ­სით ეპი­ლა­ცი­ას ძა­ლი­ან დიდი დრო, ნერ­ვე­ბი, თა­ვი­დან ფუ­ლიც უნდა, სა­ნამ ლა­ზე­რით დას­ტი­მუ­ლი­რე­ბუ­ლი თმა ამო­დის და ამო­დის უსას­რუ­ლოდ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ კარ­გი შე­დე­გი მო­აქვს.

მოკ­ლედ აღ­მოჩ­ნდა, რომ ალექ­სან­დრი­ტის სხი­ვი იფან­ტე­ბა და იქაც ხვდწე­ბა, სა­დაც არ გვინ­და, რომ მოხ­ვდეს და ამი­ტომ თმის სა­ფა­რი უფრო დიდ ად­გილ­ზე ამო­დის. დი­ოდ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ უკე­თე­სია, მაგ­რამ მა­გას გა­პარსვა უნდა და სა­ხის გა­პარსვა არ მგო­ნია, კარ­გი ამ­ბა­ვი იყოს". რას ვუ­პა­სუ­ხებთ ამ ქალ­ბა­ტონს?

- ზო­გა­დად სით­ბუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, სა­ხე­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ნე­ბის­მი­ერ­მა ლა­ზერ­მა - ეს იქ­ნე­ბა ალექ­სან­დრი­ტი თუ დი­ო­დი, გა­აღ­ვი­ვოს თმის ფო­ლი­კუ­ლე­ბი, გა­ამ­რავ­ლოს, გა­ა­ს­ქე­ლოს თმის ღერი და არის შან­სი, გამ­რავ­ლდეს და მო­ე­ფი­ნოს თუნ­დაც ბა­კე­ბი­დან და ღაწ­ვე­ბის­კენ. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ლა­ზერს ეხე­ბა, თუმ­ცა ტუჩი არის და­ცუ­ლი ზონა, მას არ ახა­სი­ა­თებს მსგავ­სი პრობ­ლე­მა და ვფიქ­რობ, აუ­ცი­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია ყვე­ლა ლა­ზე­რო­თე­რა­პევტმა, რო­დე­საც პა­ცი­ენტს ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად აკა­რებს ლა­ზერს სა­ხე­ზე, სრუ­ლი და ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს, მე პი­რა­დად თა­ვი­დან სა­ხე­ზე აუ­ცი­ლებ­ლად ნემ­სის ეპი­ლა­ცი­ას ვთა­ვა­ზობ და კარ­გად ვუხ­სნი, ამას­თან, ხელს ვა­წე­რი­ნებთ, რად­გა­ნაც იმე­დი არ გა­უც­რუვ­დეს. ასე­ვე იდე­ა­ლურ წეს­რიგ­ში უნდა ჰქონ­დეს ჰორ­მო­ნე­ბი, არ უნდა იყოს არა­ნა­ი­რი გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რი, რომ თმა ლა­ზერს კარ­გად და­ე­მორ­ჩი­ლოს და, რაც მთა­ვა­რია, კი არ შემ­ცირ­დეს, არა­მედ გაქ­რეს, რაც შე­ე­ხე­ბა ფო­ლი­კუ­ლიტს, შე­საძ­ლე­ბე­ლია ფო­ლი­კუ­ლი­ტიც გან­ვი­თარ­დეს არას­წო­რი ლა­ზე­რის არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში. და­სა­ცა­ვია ის ფაქ­ტო­რიც, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ლა­ზე­რის შემ­დგომ სწო­რი მოვ­ლა. სა­ხე­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლი­ბა­ში არა­ნა­ი­რი სა­ცხი არ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

- რა რჩე­ვის მი­ცე­მა შე­გიძ­ლი­ათ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის? რა გზა უნდა აირ­ჩი­ონ იმის­თვის, რომ სხე­უ­ლი­დან არა­სა­სურ­ვე­ლი თმა მო­ი­ცი­ლონ?

- ჩემ­თვის პირ­ვე­ლია, ოქ­როს სტან­დარ­ტად აღი­ა­რე­ბუ­ლი ალექ­სან­დრი­ტის ლა­ზე­რი და, რა თქმა უნდა, ფა­ზე­ბი, რაც პრო­ცე­დუ­რებს შო­რის და­ცუ­ლი უნდა იყოს. ამას­თან, თუ რა­ი­მე პრობ­ლე­მაა, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის ან სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტის კონ­სულ­ტა­ცია არის სა­ჭი­რო, თუ ზა­ფხულ­ში ვი­წყებთ, ერთ კვი­რი­ა­ნი შუ­ა­ლე­დე­ბი მზეს და ლა­ზერს შო­რი­საა და­სა­ცა­ვი. ზო­გა­დად ლა­ზე­რე­ბი არის დერ­მის დო­ნემ­დე ჩა­მა­ვა­ლი სხი­ვე­ბი და ის, რომ ორ­გა­ნო­ებს შე­ე­ხოს ან დნმ შეც­ვა­ლოს და რა­ღაც გა­მო­იწ­ვი­ოს, გა­მო­რი­ცხუ­ლია. არც კის­ტე­ბის წარ­მოქ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. ასე რომ, თუ ყვე­ლა წესს და­ვიც­ვათ, არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ არ­სე­ბობს და რე­ა­ლუ­რად გავ­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით არა­სა­სურ­ვე­ლი თმის­გან სა­მუ­და­მოდ.

ტატა
0

მართალია მტკივნეულია, მაგრამ ნემსით გირჩევთ, უფრო ეფექტურია და თანაც ლაზერი ყველასათვის არ შეიძლება

ავტორი:

ამრავლებს თუ არა სახეზე თმას ლაზერული ეპილაცია - სპეციალისტი გვირჩევს, როგორ მოვიშოროთ არასასურველი თმა

ამრავლებს თუ არა სახეზე თმას ლაზერული ეპილაცია - სპეციალისტი გვირჩევს, როგორ მოვიშოროთ არასასურველი თმა

ლაზერული თერაპია არის არასასურველი თმის მოშორება, რომელიც კანის მთლიანობის დარღვევის, დამწვრობის გარეშე უნდა ხდებოდეს სხეულის ნებისმიერ ზონაზე. რას წარმოადგენს ეს პროცედურები, რამდენად უსაფრთხოა და რა რისკები არსებობს მისი გამოყენებისას, ამაზე ლაზერული თერაპევტი, ნინი ასკურავა გვესაუბრება:

„ლაზერული თერაპია იდეალურია გაპარსული ზონებისთვის, რაც მხოლოდ რანმდენიმე პროცედურას საჭიროებს, ანუ პრობლემა მალე იხსნება. ის ასევე კეთდება სახეზეც. როგორც ლაზერულმა თერაპევტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ნემსით ეპილაცია იდეალურია სახის შემთხვევაში, მაგრამ იმის გამო, რომ მტკივნეულია, არსასურველია პაციენტებისთვის, შესაძლოა, ნაწიბურებიც დარჩეს, ფორები გაფართოვდეს, შესაბამისად, დროც მეტი უნდა, ამიტომ, ლაზერის გაკეთება ურჩევნიათ. მაგრამ, როგორც წესი, ლაზერი იდეალურია მაინც ტანისთვის, ანუ გაპარსული ზონებისთვის“, - გვეუბნება ნინი ასკურავა.

ლაზერის სახეობები

რამდენიმე სახეობა არსებობს - ალექსანდრიტის, დიოდური და ნეოდიმური, ანუ Nd-Yag და IPL ლაზერი (ფოტო). ბოლო ფოტოთერაპიას, რომელიც ლაზერო თერაპევტის თქმით, სინათლის სხივია, რაც გულისხმობს, რომ ყველაზე უსაფრთხო სხივია, გამოიყენება როგორც ბავშვებში 6 წლიდან, ასევე - ორსულებში. იმის გამო, რომ სინათლის სხივია, უსაფრთხოა, მაგრამ ცვენის ხარისხი 50 პროცენტამდე აქვს, ეს მაშინ, როცა ალექსანდრიტის ლაზერებს თმის ცვენის 100 პროცენტი აქვს. ესეც უსაფრთხოა, მაგრამ არც ერთი ლაზერი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულებში და ონკოლოგიურ პაციენტებში. მოზარდ გოგონებში კი ის მენსტრუალური ციკლის მოსვლიდან მხოლოდ ერთ წელიწადში გამოიყენება.

ალექსანდრიტის ლაზერი არის 755 ნმ-ანი სხივი, რომლის გამოყენების შემდეგ, თმის 100%-ანი ცვენა ხდება. მსოფლიოს მასშატაბით ალქესანდრიტის ლაზერი ყველა ერთი და იგივეა, მაგრამ აპარატებს შორის არის დიდი სახვაობა. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დამცველობითი ფუნქცია აქვს შიგნით აპარატს, რამდენ ლინზას გაივლის, რომ პაციენტამდე უსაფრთხოდ და შედეგიანად მიაღწიოს. არსებობს კიდევ უფრო გაუმჯობესებული ახალი ალექსანდრიტის ლაზერი, alex moveo, რომელიც, კეთდება როგორც გარუჯულ კანზე, ასევე გაურუჯავზე, ასევე ყველა ტიპის კანსა და თმაზე. ამასთან, ღია ფერის თმის შემთხვევაშიც, "ღიაში" ბუნებრივი ღია ფერის თმა იგულისხმება და არა ჭაღარა.

ზოგადად ლაზერები მელანინზე (ფერზე) მომუშავე სხივებია. იქ, სადაც ოდნავ მაინც არის მელანინი, რა თქმა უნდა, აღიქვამს და თმას აცვენს, მაგრამ უმელანინო თმის შემთხვევაში ნემსი უნდა გამოიყენონ. ასე რომ, საფირის თავაკიანი ლაზერი alex moveo კეთდება, როგორც გაპარსულ ზედაპიზე, ასევე გაუპარსავზე.

- რამდენ პროცედურაში შუძლია შედეგის მოტანა, უსარგებლო თმის სხეულიდან გაქრობა?

- ეს 5-6 პროცედურაშია შესაძლებელი, მაგრამ აქ აუცილებლად დასაცავია შუალედები. რა შუალედებია ეს: არსებობს ფაზები - ანაგენი, კატაგენი და ტელოგენი. ანაგენის ფაზა ზრდის ფაზაა, ამ ფაზის შემთხვევაში, თავდაპირველად 4 კვირაში პროცედურა უნდა გავიმეოროთ, შემდგმ მატულობს ეს პერიოდები და გადადის 5-6-7 კვირაში და ამ შემთხვეაში შედეგი აქვს. ყოველი ასეთ დასხივების დროს, შესაბამისი თმის ფოლიკიულს ნელ-ნელა ვაპატარევებთ. ასე დასხივებული ფოლიკული საბოლოოდ ქრება.

- კლიენტების ნაკადი სავარაუდოდ ზაფხულში უფრო მატულობს? თუ ზაფხულისთვის ზამთარში ემზადებიან?

- ზოგადად, რა თქმა უნდა, უმჯობესია ლაზერები, რადგან მელანინზე მომუშავე სხივებია, როგორც თმას აქვს მელანინი, ანალოგიურად აქვს კანსაც, ამიტომ, ლაზერი ზუსტად ასევე აღიქვამს კანის მელანინსაც. მოკლედ, როგორც თმას ვწვავთ, ასევე შეიძლება, კანიც დაიწვას. ამიტომ, უმჯობესია, ღია ფერის კანი იყოს და ნაკლებად გარუჯული, რომლის შემთხვევაშიც ბევრად სწრაფად მივიღებთ შედეგს, საერთოდ კი, ეს ყველაფერი ზამთრის პროცედურებია იმისთვის, რომ მთელი ზაფხული დასვენებული ვიყოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზაფხულში არ კეთდება. როგორც ვთქვით, dekas alex moveos აქვს ის უპირატესობები, რომელიც ჩვეულებრივად 6-დღიან რუჯზეც კეთდება ყველანაირი გაღიზიანებისა და დამწვრობის გარეშე.

- ჩვენ მივიღეთ ერთ-ერთი ქალბატონის წერილი რომელიც დახმარებას გვთხოვდა: „დავიწყე სახეზე „ალექსანდრიტის“ გაკეთება, ძალიან ცოტა და თხელი ღინღლი მქონდა. მას მერე 6 წელი გავიდა და თითქმის თვეში ერთხელ მიწევდა ისევ ამ პროცედურის გაკეთება, იმიტომ, რომ ღინღლის ნაცვლად ჩვეულებრივი თმა ამოვიდა, იმ ადგილებშიც კი, სადაც არ მქონდა. ამასთან, გამიჩნდა გამონაყარი, ფოლიკულიტი... საბოლოოდ გადავწყვიტე ნემსით ეპილაციაზე გადავსულიყავი იმიტომ, რომ თმის სამუდამოდ გაქრობის ერთადერთი საშუალებაა. ამას თვითონ ლაზერის სპეციალისტებიც აღნიშნავენ. თუმცა ნემსით ეპილაციას ძალიან დიდი დრო, ნერვები, თავიდან ფულიც უნდა, სანამ ლაზერით დასტიმულირებული თმა ამოდის და ამოდის უსასრულოდ, მაგრამ საბოლოოდ კარგი შედეგი მოაქვს.

მოკლედ აღმოჩნდა, რომ ალექსანდრიტის სხივი იფანტება და იქაც ხვდწება, სადაც არ გვინდა, რომ მოხვდეს და ამიტომ თმის საფარი უფრო დიდ ადგილზე ამოდის. დიოდზე ამბობენ, რომ უკეთესია, მაგრამ მაგას გაპარსვა უნდა და სახის გაპარსვა არ მგონია, კარგი ამბავი იყოს". რას ვუპასუხებთ ამ ქალბატონს?

- ზოგადად სითბური ზემოქმედების შედეგად, სახეზე შესაძლებელია, რომ ნებისმიერმა ლაზერმა - ეს იქნება ალექსანდრიტი თუ დიოდი, გააღვივოს თმის ფოლიკულები, გაამრავლოს, გაასქელოს თმის ღერი და არის შანსი, გამრავლდეს და მოეფინოს თუნდაც ბაკებიდან და ღაწვებისკენ. ეს აბსოლუტურად ყველა ლაზერს ეხება, თუმცა ტუჩი არის დაცული ზონა, მას არ ახასიათებს მსგავსი პრობლემა და ვფიქრობ, აუცილებელი ფაქტორია ყველა ლაზეროთერაპევტმა, როდესაც პაციენტს ცხოვრებაში პირველად აკარებს ლაზერს სახეზე, სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს, მე პირადად თავიდან სახეზე აუცილებლად ნემსის ეპილაციას ვთავაზობ და კარგად ვუხსნი, ამასთან, ხელს ვაწერინებთ, რადგანაც იმედი არ გაუცრუვდეს. ასევე იდეალურ წესრიგში უნდა ჰქონდეს ჰორმონები, არ უნდა იყოს არანაირი გენეტიკური ფაქტორი, რომ თმა ლაზერს კარგად დაემორჩილოს და, რაც მთავარია, კი არ შემცირდეს, არამედ გაქრეს, რაც შეეხება ფოლიკულიტს, შესაძლებელია ფოლიკულიტიც განვითარდეს არასწორი ლაზერის არჩევის შემთხვევაში. დასაცავია ის ფაქტორიც, რომ აუცილებელია, ლაზერის შემდგომ სწორი მოვლა. სახეზე რამდენიმე საათის განმავლიბაში არანაირი საცხი არ უნდა გამოვიყენოთ.

- რა რჩევის მიცემა შეგიძლიათ პაციენტებისთვის? რა გზა უნდა აირჩიონ იმისთვის, რომ სხეულიდან არასასურველი თმა მოიცილონ?

- ჩემთვის პირველია, ოქროს სტანდარტად აღიარებული ალექსანდრიტის ლაზერი და, რა თქმა უნდა, ფაზები, რაც პროცედურებს შორის დაცული უნდა იყოს. ამასთან, თუ რაიმე პრობლემაა, ენდოკრინოლოგის ან სხვა სპეციალისტის კონსულტაცია არის საჭირო, თუ ზაფხულში ვიწყებთ, ერთ კვირიანი შუალედები მზეს და ლაზერს შორისაა დასაცავი. ზოგადად ლაზერები არის დერმის დონემდე ჩამავალი სხივები და ის, რომ ორგანოებს შეეხოს ან დნმ შეცვალოს და რაღაც გამოიწვიოს, გამორიცხულია. არც კისტების წარმოქმნაში მონაწილეობს. ასე რომ, თუ ყველა წესს დავიცვათ, არანაირი საფრთხე არ არსებობს და რეალურად გავთავისუფლდებით არასასურველი თმისგან სამუდამოდ.

გერმანიაში ლეგალურად დასაქმებისთვის გუშინ ამოქმედებულ პორტალზე სააპლიკაციო ფორმა 35 121 ადამიანმა შეავსო

„KIU მაძლევს შესაძლებლობას ვიმუშაო კომპეტენტურ, მიზანდასახულ და ნიჭიერ ადამიანებთან ერთად, მივიღო რელევანტური და საფუძვლიანი განათლება სხვადასხვა დარგში და გავიდე საერთაშორისო ასპარეზზე“ – KIU-ს სტუდენტი გიორგი ჭავჭავაძე

JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა