საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაფი ნარკოტიკების მოხმარების გამო, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით, მიმართვები გაიზარდა - რა საშიშროებაზე საუბრობენ სპეციალისტები
იაფი ნარკოტიკების მოხმარების გამო, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით, მიმართვები გაიზარდა - რა საშიშროებაზე საუბრობენ სპეციალისტები

ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ლაშა კი­ლა­ძე აცხა­დებს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ცენ­ტრში, ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის დი­აგ­ნო­ზით მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი, ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ მოხ­მა­რე­ბას­თან პირ­და­პირ კავ­შირ­შია. ამ თე­მას­თან და­კა­ში­რე­ბით მან პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ და­ბა­ლი ხა­რის­ხის, იაფი ნარ­კო­ტი­კი ე.წ. სი­რე­ცი კვლავ იო­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მია, რაც, მისი თქმით, სა­ხელ­მწი­ფოს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აყე­ნებს. კი­ლა­ძემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბიც, ოპი­ო­ი­დე­ბის შემ­ცვე­ლი ახალ-ახა­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არა­თუ შემ­ცირ­და, გა­ი­ზარ­და კი­დეც.

ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი მწვა­ვე ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბებს იწ­ვევს და სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რეა გახ­ში­რე­ბუ­ლი, ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის დი­აგ­ნო­ზით, მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც.

„ე.წ. სი­რე­ცი, ეს არის საკ­მა­ოდ და­ბა­ლი ხა­რის­ხის ნა­რე­ვი და ის სა­ქარ­თვე­ლოს ნარ­კო­სივ­რცის ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა გაზ­რდილ მოხ­მა­რე­ბას, ბოლო კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ ტი­პის ნა­რე­ვი ყო­ველ­თვის მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე იყო და დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია ამ ნივ­თი­ე­რე­ბის მოხ­მა­რე­ბა. ეს არის ოპი­ო­ი­დი, თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით, რო­მე­ლიც არის და­ბა­ლი ხა­რის­ხის და საკ­მა­ოდ იო­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი", - აღ­ნიშ­ნა ლაშა კი­ლა­ძემ.

„ამ პე­რი­ო­დის­თვის ამ­ფე­ტა­მი­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ფსი­ქო­ზია მო­მა­ტე­ბუ­ლი. რაც ყვე­ლა­ზე ცუ­დია, ერთჯე­რად­მა მი­ღე­ბა­მაც კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ენ­დოფ­სი­ქო­ზე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა. მე არ მეს­მის, რას ჰქვია "კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კი". კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, არ შე­იძ­ლე­ბა ნარ­კო­ტი­კებ­თან ენის მო­ჩლექ­ვით და სა­ა­ლერ­სო სი­ტყვე­ბით სა­უ­ბა­რი. მისი ერთჯე­რა­დი მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი, ყო­ფი­ლა არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა უმ­ძი­მე­სი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მა­ნი­ფეს­ტი­რე­ბის, ვი­თარ­დე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თი და ძა­ლი­ან რთუ­ლია შემ­დეგ ამ და­ა­ვა­დე­ბის აღ­მო­ფხვრა“, - დას­ძი­ნა მან.

„სა­ქარ­თვე­ლოს ფსი­ქი­ატრთა სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ეკა ჭყო­ნია AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ჯერ კი­დევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა, რაც პერ­სპექ­ტი­ვა­ში იწ­ვევს ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სტა­ტის­ტი­კის გაზ­რდას. მისი თქმით, თბი­ლის­ში არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის შე­ძე­ნა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია.

„ადა­მი­ან­თა დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბას, რო­მე­ლიც ფსი­ქო­აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბას მო­იხ­მარს, უვი­თარ­დე­ბა ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა. ბენ­ზა­დი­ა­ზე­პი­ნე­ბი, წე­სით, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სამ­კურ­ნა­ლოდ, მაგ­რამ ხში­რია ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, რო­დე­საც არა­მიზ­ნობ­რი­ვად, ნარ­კო თრო­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მე მაქვს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლი­სის გარ­კვე­ულ უბ­ნებ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე და ვაგ­ზლის მო­ე­დან­ზე (რაც მე მსმე­ნია) არის კერ­ძო აფ­თი­ა­ქე­ბი, რომ­ლებ­შიც ურე­ცეპ­ტოდ გას­ცე­მენ სა­ეჭ­ვო მე­დი­კა­მენ­ტებს, ფსქო­აქ­ტი­ურ პრე­პა­რა­ტებს. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა იცი­ან ეს წერ­ტი­ლე­ბი, აკი­თხა­ვენ და იძე­ნენ ასეთ ნივ­თი­ე­რე­ბებს. დიდ სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში, რო­გორც ვიცი, ძნე­ლია ურე­ცეპ­ტოდ იყი­დო ასე­თი პრე­პა­რა­ტე­ბი. ამას­თან, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ინ­ტერ­ნე­ტით მარ­ტი­ვად ხდე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა. ასე­ვე, ყი­დუ­ლო­ბენ ამ სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის წამ­ლებს, თვი­თონ­ვე აკე­თე­ბენ რა­ღაც კონ­ბი­ნა­ცი­ებს და იცი­ან, რო­გორ მი­აღ­წი­ონ ამით ნარ­კო­ტი­კულ თრო­ბას", - გვი­თხრა ეკა ჭყო­ნი­ამ.

რო­გორც ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე გური მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, "ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის სრუ­ლი აღ­კვე­თა, ალ­ბათ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა სტა­ტის­ტი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლის სტა­ბი­ლურ შემ­ცი­რე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ვაღ­წი­ოთ".

"რო­დე­საც ამ პრობ­ლე­მა­ზე ვსა­უბ­რობთ, და არა­სო­დეს არ არის ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტი, მთა­ვა­რი ის არის, რომ ჩვენ არას­წორ აქ­ცენ­ტებს ვსვამთ. ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, რომ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა არ გა­ნა­პი­რო­ბებს მოხ­მა­რე­ბას. თუ ასეა, მა­შინ მოვ­სპოთ ყვე­ლა დანა და ქვა, ამით შემ­ცირ­დე­ბა მკვლე­ლო­ბე­ბის რი­ცხვი?! ან მკვლე­ლო­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია მო­ვახ­დი­ნოთ. რას იზამთ, მოკ­ლავთ ვინ­მეს?! არა, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი აღ­ზრდი­დან მო­დის. თუ ჩვენ გვინ­და შემ­ცირ­დეს ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, თა­ვი­დან­ვე ჩვენს შვი­ლებს სწო­რად უნდა მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია ამ ნარ­კო­ტი­კე­ბის მავ­ნებ­ლო­ბა­ზე. კი არ უნდა დავ­სა­ჯოთ ბავ­შვი, რად­გან დას­ჯა არ გა­მო­იწ­ვევს მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბას, ჩვენ უნდა ავუხ­სნათ შვილს, რომ აი, შე­გიძ­ლია გა­სინ­ჯო, მო­იხ­მა­რო, მაგ­რამ და­გე­მარ­თე­ბა ეს, ჩა­ვარ­დე­ბი ასეთ დღე­ში და შენ აირ­ჩიე, გი­ღირს? ეს იქ­ნე­ბა პრე­ვენ­ცია, თო­რემ თუ ში­შის ზარს დავ­ცემთ და ავუკ­რძა­ლავთ, მას უფრო მე­ტად გა­უჩ­ნდე­ბა ინ­ტე­რე­სი და როცა წა­მო­იზ­რდე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­სინ­ჯავს მას. ასე უნდა იქ­ცე­ო­დეს სა­ხელ­მწი­ფოც - რე­სურ­სი უნდა ჩა­ი­დოს პრე­ვენ­ცი­ა­ში და არა დას­ჯა­ში, და­ჯა­რი­მე­ბა­ში და ა.შ.", - აღ­ნიშ­ნა გური მე­ნაბ­დიშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა მე­დი­ის როლ­ზე ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კი­დევ ის, რომ მე­დი­ით ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის პო­ლუ­ლა­რი­ზა­ცია არ მოხ­დეს. ხაზ­გა­მით უნდა გა­ვა­კე­თოთ აქ­ცენ­ტი იმა­ზე, რომ ნარ­კო­ტიკს ერ­თა­დერ­თი შე­დე­გი გა­აჩ­ნია და ეს არის დამ­ღუპ­ვე­ლი შე­დე­გი და თუ ადა­მი­ან­მა რა­მეს მი­აღ­წია, ის უფრო მეტს მი­აღ­წევ­და, პი­რო­ბი­თად, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო მომ­ხმა­რე­ბე­ლი. ამა­ზე უნდა გა­ვა­კე­თოთ აქ­ცენ­ტი. ამ­ჟა­მად 7500-ზე მეტი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი გვყავს ჩა­ნაც­ვლე­ბით თე­რა­პი­ა­ში ჩარ­თუ­ლი, თი­თე­უ­ლი მათ­გა­ნის ის­ტო­რი­ის მოს­მე­ნა იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო პრე­ვენ­ცია, მო­უს­მი­ნონ, რო­გორ და­ენგრათ ამ ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბა, რამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ის წი­ნა­შე დად­გნენ და მერე გა­და­წყვი­ტონ, და­ი­წყე­ბენ თუ არა ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და გური მე­ნაბ­დიშ­ვილ­მა.

იგი მი­იჩ­ნევს, რომ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია კვლავ უმ­თავ­რეს პრობ­ლე­მად რჩე­ბა.

„რაც შე­ე­ხე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას, რო­გორც იცით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აფი­ნან­სებს ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თვის ნე­ბის­მი­ერ სტა­ცი­ო­ნარ­ში ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებს. მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, რო­მე­ლიც ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია და რომ­ლის გა­რე­შეც არ ხდე­ბა ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და­მარ­ცხე­ბა, აქ მო­ვი­კოჭ­ლებთ. სა­ჭი­როა ამა­ში ჩა­ი­დოს რე­სურ­სი და გა­იხ­სნას სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრე­ბი", - აცხა­დებს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ერ­თხმად თან­ხმდე­ბი­ან იმა­ზე, რომ პრობ­ლე­მას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად სა­ხელ­მწი­ფომ უნდა შე­ი­მუ­შა­ოს სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა არა დას­ჯა­ზე, არა­მედ პრვენ­ცი­ა­ზე, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ზი­ანს, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კებ­სა და სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ მოხ­მა­რე­ბას მოს­დევს, ისი­ნი, აქ პრობ­ლე­მა­თა ძა­ლი­ან ფარ­თო სპექტრს გა­მო­ყო­ფენ.

ნარ­კო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მსუ­ბუ­ქი ნარ­კო­ტი­კი არ არ­სე­ბობს. ნარ­კო­ტი­კის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა პი­როვ­ნე­ბა­ზე გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რო­გორც ფსი­ქი­კუ­რი, ისე ფი­ზი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ის პრო­ვო­ცი­რე­ბა­ში. ნე­ბის­მი­ე­რი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას თან ახ­ლავს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნე­გა­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ფსი­ქი­კა­ში, სხვა­დას­ხვა ტემ­პით ქვე­ით­დე­ბა ფსი­ქი­კუ­რი უნა­რე­ბი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, დეგ­რა­დირ­დე­ბა პი­როვ­ნე­ბა, რაც აი­სა­ხე­ბა მის სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუს­ზეც, ირ­ღვე­ვა ძვე­ლი ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, იც­ვლე­ბა ადა­მი­ან­თა წრე, რო­მელ­თა­ნაც ინარ­ჩუ­ნებს კონ­ტაქტს, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ირ­ყე­ვა ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბაც.

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტორ­თა და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ხში­რად ვრცელ­დე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ამ­ბო­ბენ, რომ უწყე­ბა გა­ნაგ­რძობს ქვე­ყა­ნა­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვი­სა და გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ტი­ურ ბრძო­ლას.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან დღემ­დე, სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ამო­ღე­ბუ­ლია: 11 კი­ლოგ­რა­მამ­დე „ჰე­რო­ი­ნი", 1 კილო და 300 გრა­მი „კო­კა­ი­ნი", 800 აბი „სუ­ბუ­ტექ­სი" და „სუ­ბოქ­სი­ნი", 1300 აბზე მეტი „ექ­სტა­ზი“, 4 კილო და 500 გრა­მი ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა და 150 გრა­მი ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი. მიმ­დი­ნა­რე წელს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში 317 პირი მის­ცეს. მი­უ­ხე­და­ვად ამ შთამ­ბეჭ­და­ვი ციფ­რე­ბი­სა, პრობ­ლე­მა კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. თუმ­ცა ის აქ­ტუ­ა­ლუ­რი არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­შია.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ „ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრი“ ყო­ველ­წლი­უ­რი ვრცე­ლი მოხ­სე­ნე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­მე­ლი ნარ­კო­ტი­კი სა­ი­დან შე­დის ევ­რო­პა­ში და ვინ მო­იხ­მარს მას. რო­გორც „ბი-ბი-სი“ წერს, ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ექ­სპერ­ტე­ბი ევ­რო­პის ყვე­ლა ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის მთა­ვარ ახალ გა­მოწ­ვე­ვად იმ გა­რე­მო­ე­ბას მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბი სულ უფრო მი­საწ­ვდო­მი ხდე­ბა მოხ­მა­რე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლი­სათ­ვის.

მოხ­სე­ნე­ბის თა­ნახ­მად, ევ­რო­პის მას­შტა­ბით ნარ­კო­ტი­კის ყიდ­ვა შე­იძ­ლე­ბა არა მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით, არა­მედ „ქოლ-ცენ­ტრე­ბის“ სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, რო­მელ­თა კუ­რი­ე­რე­ბიც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, სა­ხე­ზეა „ნარ­კო­ვაჭ­რო­ბის უბე­რი­ზა­ცია“.

მოხ­სე­ნე­ბა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ სულ უფრო იზ­რდე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბის წარ­მო­ე­ბა სა­კუთ­რივ ევ­რო­პა­ში და მცირ­დე­ბა მისი შე­ტა­ნა (ჰე­რო­ი­ნის და კო­კა­ი­ნის გარ­და).

ორ­გა­ნი­ზა­ცია „ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრი“ ევ­რო­კავ­შირ­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის წარ­მო­ე­ბი­სა და მოხ­მა­რე­ბის სტრუქ­ტუ­რას 20 წელ­ზე მე­ტია იკ­ვლევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

იაფი ნარკოტიკების მოხმარების გამო, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით, მიმართვები გაიზარდა - რა საშიშროებაზე საუბრობენ სპეციალისტები

იაფი ნარკოტიკების მოხმარების გამო, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით, მიმართვები გაიზარდა - რა საშიშროებაზე საუბრობენ სპეციალისტები

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ცენტრში, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით მიმართვიანობა გაიზარდა. ცენტრის დირექტორის თქმით, აღნიშნული ფაქტი, ფსიქოაქტიური ნივთიერებების არამიზნობრივ მოხმარებასთან პირდაპირ კავშირშია. ამ თემასთან დაკაშირებით მან პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ დაბალი ხარისხის, იაფი ნარკოტიკი ე.წ. სირეცი კვლავ იოლად ხელმისაწვდომია, რაც, მისი თქმით, სახელმწიფოს სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს. კილაძემ ასევე აღნიშნა, რომ ბაზარზე გამოჩნდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებიც, ოპიოიდების შემცველი ახალ-ახალი პრეპარატები, შესაბამისად ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელი არათუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც.

ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ფსიქოაქტიური ნივთიერებები მწვავე ფსიქიკურ აშლილობებს იწვევს და სწორედ აქედან გამომდინარეა გახშირებული, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით, მიმართვიანობის შემთხვევებიც.

„ე.წ. სირეცი, ეს არის საკმაოდ დაბალი ხარისხის ნარევი და ის საქართველოს ნარკოსივრცის ძალიან ტრადიციული წარმომადგენელია. რაც შეეხება გაზრდილ მოხმარებას, ბოლო კვლევის მონაცემებით, ამ ტიპის ნარევი ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იყო და დღესაც აქტუალურია ამ ნივთიერების მოხმარება. ეს არის ოპიოიდი, თავისი მოქმედებით, რომელიც არის დაბალი ხარისხის და საკმაოდ იოლად ხელმისაწვდომი", - აღნიშნა ლაშა კილაძემ.

„ამ პერიოდისთვის ამფეტამინებით გამოწვეული ფსიქოზია მომატებული. რაც ყველაზე ცუდია, ერთჯერადმა მიღებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ენდოფსიქოზების პროვოცირება. მე არ მესმის, რას ჰქვია "კლუბური ნარკოტიკი". კიდევ ერთხელ ვამბობ, არ შეიძლება ნარკოტიკებთან ენის მოჩლექვით და საალერსო სიტყვებით საუბარი. მისი ერთჯერადი მიღების შემთხვევაშიც კი, ყოფილა არაერთი შემთხვევა უმძიმესი ფსიქიატრიული დაავადებების მანიფესტირების, ვითარდება სრულყოფილი კლინიკური სურათი და ძალიან რთულია შემდეგ ამ დაავადების აღმოფხვრა“, - დასძინა მან.

„საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ეკა ჭყონია AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებების ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ აქტუალური პრობლემაა, რაც პერსპექტივაში იწვევს ფსიქიკური დაავადებების სტატისტიკის გაზრდას. მისი თქმით, თბილისში არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც ფსიქოტროპული პრეპარატების შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„ადამიანთა დიდ უმრავლესობას, რომელიც ფსიქოაქტიურ ნივთიერებას მოიხმარს, უვითარდება ფსიქიკური აშლილობა. ბენზადიაზეპინები, წესით, გამოიყენება სამკურნალოდ, მაგრამ ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც არამიზნობრივად, ნარკო თრობისთვის გამოიყენება. მე მაქვს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ თბილისის გარკვეულ უბნებში, კონკრეტულად კოლმეურნეობაზე და ვაგზლის მოედანზე (რაც მე მსმენია) არის კერძო აფთიაქები, რომლებშიც ურეცეპტოდ გასცემენ საეჭვო მედიკამენტებს, ფსქოაქტიურ პრეპარატებს. დაინტერესებულმა პირებმა იციან ეს წერტილები, აკითხავენ და იძენენ ასეთ ნივთიერებებს. დიდ სააფთიაქო ქსელებში, როგორც ვიცი, ძნელია ურეცეპტოდ იყიდო ასეთი პრეპარატები. ამასთან, ყველასთვის ცნობილია, რომ ინტერნეტით მარტივად ხდება ნარკოტიკების შეძენა. ასევე, ყიდულობენ ამ სამკურნალო დანიშნულების წამლებს, თვითონვე აკეთებენ რაღაც კონბინაციებს და იციან, როგორ მიაღწიონ ამით ნარკოტიკულ თრობას", - გვითხრა ეკა ჭყონიამ.

როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე გური მენაბდიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, "ფსიქოაქტიური ნივთიერებების არამიზნობრივი ხელმისაწვდომობის სრული აღკვეთა, ალბათ, შეუძლებელია, თუმცა სტატისტიკური მაჩვენებლის სტაბილურ შემცირებას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ".

"როდესაც ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ, და არასოდეს არ არის ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე საუბარი ზედმეტი, მთავარი ის არის, რომ ჩვენ არასწორ აქცენტებს ვსვამთ. ხაზგასმით ვამბობ, რომ ხელმისაწვდომობა არ განაპირობებს მოხმარებას. თუ ასეა, მაშინ მოვსპოთ ყველა დანა და ქვა, ამით შემცირდება მკვლელობების რიცხვი?! ან მკვლელობის დეკრიმინალიზაცია მოვახდინოთ. რას იზამთ, მოკლავთ ვინმეს?! არა, რადგან ყველაფერი აღზრდიდან მოდის. თუ ჩვენ გვინდა შემცირდეს ნარკოდამოკიდებულება, თავიდანვე ჩვენს შვილებს სწორად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ნარკოტიკების მავნებლობაზე. კი არ უნდა დავსაჯოთ ბავშვი, რადგან დასჯა არ გამოიწვევს მოხმარების შემცირებას, ჩვენ უნდა ავუხსნათ შვილს, რომ აი, შეგიძლია გასინჯო, მოიხმარო, მაგრამ დაგემართება ეს, ჩავარდები ასეთ დღეში და შენ აირჩიე, გიღირს? ეს იქნება პრევენცია, თორემ თუ შიშის ზარს დავცემთ და ავუკრძალავთ, მას უფრო მეტად გაუჩნდება ინტერესი და როცა წამოიზრდება, აუცილებლად გასინჯავს მას. ასე უნდა იქცეოდეს სახელმწიფოც - რესურსი უნდა ჩაიდოს პრევენციაში და არა დასჯაში, დაჯარიმებაში და ა.შ.", - აღნიშნა გური მენაბდიშვილმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა მედიის როლზე ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემცირებაში.

„მნიშვნელოვანია კიდევ ის, რომ მედიით ნარკოტიკების მოხმარების პოლულარიზაცია არ მოხდეს. ხაზგამით უნდა გავაკეთოთ აქცენტი იმაზე, რომ ნარკოტიკს ერთადერთი შედეგი გააჩნია და ეს არის დამღუპველი შედეგი და თუ ადამიანმა რამეს მიაღწია, ის უფრო მეტს მიაღწევდა, პირობითად, რომ არ ყოფილიყო მომხმარებელი. ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ამჟამად 7500-ზე მეტი ნარკოდამოკიდებული გვყავს ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართული, თითეული მათგანის ისტორიის მოსმენა იქნება საუკეთესო პრევენცია, მოუსმინონ, როგორ დაენგრათ ამ ადამიანებს ცხოვრება, რამხელა ტრაგედიის წინაშე დადგნენ და მერე გადაწყვიტონ, დაიწყებენ თუ არა ნარკოტიკების მოხმარებას", - განაცხადა გური მენაბდიშვილმა.

იგი მიიჩნევს, რომ ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა და რეაბილიტაცია კვლავ უმთავრეს პრობლემად რჩება.

„რაც შეეხება მკურნალობას, როგორც იცით, ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს ნებისმიერი მსურველისთვის ნებისმიერ სტაციონარში ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის ხარჯებს. მაგრამ რაც შეეხება რეაბილიტაციას, რომელიც ხანგრძლივი პროცესია და რომლის გარეშეც არ ხდება ნარკოდამოკიდებულების დამარცხება, აქ მოვიკოჭლებთ. საჭიროა ამაში ჩაიდოს რესურსი და გაიხსნას სარეაბილიტაციო ცენტრები", - აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბარში მენაბდიშვილი.

სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ პრობლემასთან საბრძოლველად სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს სისტემური მიდგომა, რომელიც დაფუძნებული იქნება არა დასჯაზე, არამედ პრვენციაზე, ინფორმირებულობის უზრუნველყოფაზე. რაც შეეხება ზიანს, რომელიც ნარკოტიკებსა და სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების არამიზნობრივ მოხმარებას მოსდევს, ისინი, აქ პრობლემათა ძალიან ფართო სპექტრს გამოყოფენ.

ნარკოლოგები ამბობენ, რომ მსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს. ნარკოტიკის დამაზიანებელი მოქმედება პიროვნებაზე გამოიხატება, როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური და სოციალური დისფუნქციის პროვოცირებაში. ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების გამოყენებას თან ახლავს მნიშვნელოვანი ნეგატიური ცვლილებები ფსიქიკაში, სხვადასხვა ტემპით ქვეითდება ფსიქიკური უნარები, ხშირ შემთხვევაში, დეგრადირდება პიროვნება, რაც აისახება მის სოციალურ სტატუსზეც, ირღვევა ძველი ჯანსაღი ურთიერთობები, იცვლება ადამიანთა წრე, რომელთანაც ინარჩუნებს კონტაქტს, ნარკოტიკული საშუალების მიღების მიზნით, ირყევა ფიზიკური ჯანმრთელობაც.

ბოლო პერიოდში საქართველოს მასშტაბით ნარკორეალიზატორთა დაკავების შესახებ ინფორმაცია ხშირად ვრცელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ უწყება განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას.

შსს-ს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია: 11 კილოგრამამდე „ჰეროინი", 1 კილო და 300 გრამი „კოკაინი", 800 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 1300 აბზე მეტი „ექსტაზი“, 4 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 317 პირი მისცეს. მიუხედავად ამ შთამბეჭდავი ციფრებისა, პრობლემა კვლავ აქტუალურია. თუმცა ის აქტუალური არა მხოლოდ საქართველოშია.

ორგანიზაციამ „ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპული ცენტრი“ ყოველწლიური ვრცელი მოხსენება გამოაქვეყნა იმის თაობაზე, თუ რომელი ნარკოტიკი საიდან შედის ევროპაში და ვინ მოიხმარს მას. როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაციის ექსპერტები ევროპის ყველა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოებისთვის მთავარ ახალ გამოწვევად იმ გარემოებას მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკები სულ უფრო მისაწვდომი ხდება მოხმარების ნებისმიერი მსურველისათვის.

მოხსენების თანახმად, ევროპის მასშტაბით ნარკოტიკის ყიდვა შეიძლება არა მხოლოდ სოციალური ქსელებით, არამედ „ქოლ-ცენტრების“ საშუალებითაც, რომელთა კურიერებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

სპეციალისტების შეფასებით, სახეზეა „ნარკოვაჭრობის უბერიზაცია“.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ სულ უფრო იზრდება ნარკოტიკების წარმოება საკუთრივ ევროპაში და მცირდება მისი შეტანა (ჰეროინის და კოკაინის გარდა).

ორგანიზაცია „ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპული ცენტრი“ ევროკავშირში ნარკოტიკების წარმოებისა და მოხმარების სტრუქტურას 20 წელზე მეტია იკვლევს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს