პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„პალიტრა L” შემოდგომაზე „კვირის პალიტრასთან“ ერთად „ბიბლიის განმარტებებს“ გამოსცემს - „მისი უწმინდესობა პირველ გამოცემას სულმოუთქმელად ელოდება“
„პალიტრა L” შემოდგომაზე „კვირის პალიტრასთან“ ერთად „ბიბლიის განმარტებებს“ გამოსცემს - „მისი უწმინდესობა პირველ გამოცემას სულმოუთქმელად ელოდება“

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” და ჟურ­ნალ „კა­რიბ­ჭის“ სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფი უდი­დეს პრო­ექტს იწყე­ბენ - ეს „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ გა­მო­ცე­მაა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, „პა­ლიტ­რა L”-სა და ჟურ­ნალ „კა­რიბ­ჭის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პატ­რი­არ­ქს ეს­ტუმრნენ და მის­გან ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მი­ი­ღეს, ასე­ვე, სა­ჩუქ­რად გა­დას­ცეს გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ცე­მუ­ლი ლოც­ვა­ნი, რო­მე­ლიც „კა­რიბ­ჭის“ ჯგუ­ფის მიერ მომ­ზად­და.

ჟურ­ნალ „კა­რიბ­ჭის“ მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა და „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ პრო­ექ­ტის ავ­ტორ­მა თა­მარ მა­მა­ცაშ­ვილ­მა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს წა­რუდ­გი­ნა ახა­ლი პრო­ექ­ტი და მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

თა­მარ მა­მა­ცაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ პირ­ვე­ლი წიგ­ნე­ბი გა­მო­სა­ცე­მად უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლია და მკი­თხვე­ლი მის შე­ძე­ნას შე­მოდ­გო­მა­ზე, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად შეძ­ლებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს საკ­მა­ოდ გა­მოც­დი­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და ბერ-მო­ნაზვნე­ბიც.

„მთე­ლი ბიბ­ლი­ის მუხ­ლობ­რი­ვი გან­მარ­ტე­ბა წმინ­და მა­მა­თა მი­ხედ­ვით ქარ­თულ ენა­ზე დღემ­დე არ არ­სე­ბობს. ამ გა­მო­ცე­მის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა არის ისიც, რომ ეს გან­მარ­ტე­ბე­ბი არ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვცდი­ლობთ, რომ რთუ­ლი საღვთის­მე­ტყვე­ლო ტექ­სტე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად მარ­ტი­ვად მი­ვა­წო­დოთ მკი­თხველს, რათა ის ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი და ად­ვი­ლად აღ­საქ­მე­ლი იყოს. ამ­დე­ნად, ეს პრო­ექ­ტი ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვი­საა“, - აღ­ნიშ­ნა თა­მარ მა­მა­ცაშ­ვილ­მა.

„ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბი“ წიგ­ნის თი­თო­ე­უ­ლი მუხ­ლის ში­ნა­არ­სის ახ­სნას მო­ი­ცავს, რო­მე­ლიც წმინ­და მა­მე­ბის ნაშ­რო­მე­ბი­დან არის ნა­თარ­გმნი.

ბიბ­ლი­ის პირ­ვე­ლი ხუთი წიგ­ნის ავ­ტო­რი მოსე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი გახ­ლავთ. „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ სე­რი­ის პირ­ველ ტომ­ში მკი­თხვე­ლი „და­ბა­დე­ბი­სა“ და „გა­მოს­ვლის“ გან­მარ­ტე­ბებს გა­ეც­ნო­ბა. წიგ­ნი „და­ბა­დე­ბა“ მოგ­ვი­თხრობს სამ­ყა­როს შექ­მნის ის­ტო­რი­ას. „გა­მოს­ვლა­ში“ კი მო­თხრო­ბი­ლია, რო­გორ გა­მო­იყ­ვა­ნა ებ­რა­ე­ლი ერი ეგ­ვიპ­ტის მო­ნო­ბი­დან მოსე წი­ნას­წარ­მე­ტყველ­მა უფ­ლის შემ­წე­ო­ბით.

როცა ბიბ­ლი­ას და მის გან­მარ­ტე­ბებს კი­თხუ­ლობ, სა­კუ­თა­რი თვა­ლით, გო­ნე­ბი­თა და გუ­ლით რწმუნ­დე­ბი, რომ ეს არ არის წიგ­ნი წარ­სულ­ზე, ოდეს­ღაც მომ­ხდარ ამ­ბებ­ზე - ბიბ­ლია მა­რა­დი­უ­ლი წიგ­ნია, მას­ში ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა კი­თხვა­ზე ნა­ხავს პა­სუხს. ოღონდ გა­დავ­შა­ლოთ და გული და­ვუ­დოთ, წმინ­და მა­მა­თა გან­მარ­ტე­ბე­ბი კი მის გა­გე­ბა­ში უთუ­ოდ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ პრო­ექ­ტი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ცე­მა იქ­ნე­ბა და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სა­მა­გი­დო სე­რია გახ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა პრო­ექ­ტის ავ­ტორ­მა თა­მარ მა­მა­ცაშ­ვილ­მა.

ჟურ­ნალ „კა­რიბ­ჭის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის თქმით, რო­დე­საც კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი პრო­ექ­ტის ში­ნა­არსს გა­ეც­ნო, ერთი სი­ტყვით შე­ა­ფა­სა და გა­ნა­ცხა­და, რომ „შე­სა­ნიშ­ნა­ვია".

შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის ბიბ­ლე­ის­ტი­კის კა­თედ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, დე­კა­ნო­ზი ლონ­გი­ნოზ სუ­ა­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გა­ეც­ნო პირ­ველ წიგნს, და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტი და პატ­რი­არ­ქსაც მო­ახ­სე­ნა ამის შე­სა­ხებ.

დე­კა­ნოზ­მა AMBEBI.GE-ს „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბებ­თან“ და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა და პატ­რი­არ­ქის მო­ლო­დი­ნე­ბი გა­უ­ზი­ა­რა.

„მად­ლო­ბა ღმერ­თს, ბიბ­ლი­ის ტექ­სტი ზო­გა­დად, გა­მო­ცე­მუ­ლია და მრევ­ლის­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მია, მაგ­რამ რად­გა­ნაც წმინ­და წე­რი­ლი ბევრ სიღ­რმეს შე­ი­ცავს და გარ­კვე­უ­ლი კონ­ტექ­სტე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის და ზოგ­ჯერ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვი­საც გა­უ­გე­ბა­რია, ამი­ტომ არ­სე­ბობს მა­მა­თა კო­მენ­ტა­რე­ბი ანუ გან­მარ­ტე­ბე­ბი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, როცა ადა­მი­ან­მა წმინ­და წე­რი­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბით იცის, რათა მის სწორ აზრს ჩაწ­ვდეს.

წმინ­და წე­რი­ლის სწო­რად გა­აზ­რე­ბა არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი. ეს ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა და ახა­ლი გა­მო­ცე­მა იმით არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ყო­ვე­ლი თა­ვის შემ­დეგ მა­მა­თა გან­მარ­ტე­ბე­ბია მოყ­ვა­ნი­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მათ შო­რის, სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის და მათ შო­რის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის­თვის, რომ ბიბ­ლი­ის ამა თუ იმ მუხ­ლის ში­ნა­არსში გა­ერ­კვენ. ადა­მი­ანს აღარ მო­უ­წევს გან­მარ­ტე­ბე­ბის სხვა­დას­ხვა წყა­რო­ში ძებ­ნა, უკვე მრევ­ლიც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და უფრო ში­ნა­არ­სი­ა­ნი გახ­დე­ბა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბა და სა­ეკ­ლე­სიო ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა. ამ მხრივ, ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მი­ვე­სალ­მე­ბი და მინ­და, წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო“, - აღ­ნიშ­ნა მან.

დე­კა­ნოზ ლონ­გი­ნოზ სუ­ა­რიშ­ვი­ლის თქმით, მისი უწ­მინ­დე­სო­ბა პირ­ველ გა­მო­ცე­მას სულ­მო­უთ­ქმე­ლად ელო­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

„პალიტრა L” შემოდგომაზე „კვირის პალიტრასთან“ ერთად „ბიბლიის განმარტებებს“ გამოსცემს - „მისი უწმინდესობა პირველ გამოცემას სულმოუთქმელად ელოდება“

„პალიტრა L” შემოდგომაზე „კვირის პალიტრასთან“ ერთად „ბიბლიის განმარტებებს“ გამოსცემს - „მისი უწმინდესობა პირველ გამოცემას სულმოუთქმელად ელოდება“

გამომცემლობა „პალიტრა L” და ჟურნალ „კარიბჭის“ სარედაქციო ჯგუფი უდიდეს პროექტს იწყებენ - ეს „ბიბლიის განმარტებების“ გამოცემაა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

პროექტთან დაკავშირებით, „პალიტრა L”-სა და ჟურნალ „კარიბჭის“ თანამშრომლები პატრიარქს ესტუმრნენ და მისგან ლოცვა-კურთხევა მიიღეს, ასევე, საჩუქრად გადასცეს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოცემული ლოცვანი, რომელიც „კარიბჭის“ ჯგუფის მიერ მომზადდა.

ჟურნალ „კარიბჭის“ მთავარმა რედაქტორმა და „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორმა თამარ მამაცაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს წარუდგინა ახალი პროექტი და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თამარ მამაცაშვილმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ „ბიბლიის განმარტებების“ პირველი წიგნები გამოსაცემად უკვე მომზადებულია და მკითხველი მის შეძენას შემოდგომაზე, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეძლებს. აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობს საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანების ჯგუფი, რომელშიც ჩართულები არიან სასულიერო პირები და ბერ-მონაზვნებიც.

„მთელი ბიბლიის მუხლობრივი განმარტება წმინდა მამათა მიხედვით ქართულ ენაზე დღემდე არ არსებობს. ამ გამოცემის განსაკუთრებულობა არის ისიც, რომ ეს განმარტებები არ იქნება მხოლოდ სასულიერო განათლების მქონე ადამიანებისთვის, ვცდილობთ, რომ რთული საღვთისმეტყველო ტექსტები მაქსიმალურად მარტივად მივაწოდოთ მკითხველს, რათა ის ყველასთვის გასაგები და ადვილად აღსაქმელი იყოს. ამდენად, ეს პროექტი ყველა ჩვენგანისთვისაა“, - აღნიშნა თამარ მამაცაშვილმა.

„ბიბლიის განმარტებები“ წიგნის თითოეული მუხლის შინაარსის ახსნას მოიცავს, რომელიც წმინდა მამების ნაშრომებიდან არის ნათარგმნი.

ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის ავტორი მოსე წინასწარმეტყველი გახლავთ. „ბიბლიის განმარტებების“ სერიის პირველ ტომში მკითხველი „დაბადებისა“ და „გამოსვლის“ განმარტებებს გაეცნობა. წიგნი „დაბადება“ მოგვითხრობს სამყაროს შექმნის ისტორიას. „გამოსვლაში“ კი მოთხრობილია, როგორ გამოიყვანა ებრაელი ერი ეგვიპტის მონობიდან მოსე წინასწარმეტყველმა უფლის შემწეობით.

როცა ბიბლიას და მის განმარტებებს კითხულობ, საკუთარი თვალით, გონებითა და გულით რწმუნდები, რომ ეს არ არის წიგნი წარსულზე, ოდესღაც მომხდარ ამბებზე - ბიბლია მარადიული წიგნია, მასში ყოველი ადამიანი ყველა კითხვაზე ნახავს პასუხს. ოღონდ გადავშალოთ და გული დავუდოთ, წმინდა მამათა განმარტებები კი მის გაგებაში უთუოდ დაგვეხმარება. ვიმედოვნებ, რომ „ბიბლიის განმარტებების“ პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცემა იქნება და ათასობით ადამიანის სამაგიდო სერია გახდება“, - აღნიშნა პროექტის ავტორმა თამარ მამაცაშვილმა.

ჟურნალ „კარიბჭის“ მთავარი რედაქტორის თქმით, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი პროექტის შინაარსს გაეცნო, ერთი სიტყვით შეაფასა და განაცხადა, რომ „შესანიშნავია".

შეხვედრას ესწრებოდა სასულიერო სემინარიის ბიბლეისტიკის კათედრის წარმომადგენელი, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი, რომელიც გაეცნო პირველ წიგნს, დადებითად შეაფასა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი და პატრიარქსაც მოახსენა ამის შესახებ.

დეკანოზმა AMBEBI.GE-ს „ბიბლიის განმარტებებთან“ დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და პატრიარქის მოლოდინები გაუზიარა.

„მადლობა ღმერთს, ბიბლიის ტექსტი ზოგადად, გამოცემულია და მრევლისთვის ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია, მაგრამ რადგანაც წმინდა წერილი ბევრ სიღრმეს შეიცავს და გარკვეული კონტექსტები ჩვეულებრივი ადამიანისთვის და ზოგჯერ სასულიერო პირისთვისაც გაუგებარია, ამიტომ არსებობს მამათა კომენტარები ანუ განმარტებები. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანმა წმინდა წერილი განმარტებებით იცის, რათა მის სწორ აზრს ჩაწვდეს.

წმინდა წერილის სწორად გააზრება არის ყველაზე მთავარი. ეს ყველა ქრისტიანისთვის სავალდებულოა და ახალი გამოცემა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველი თავის შემდეგ მამათა განმარტებებია მოყვანილი. აღნიშნული განმარტებები მნიშვნელოვანია, მათ შორის, სასულიერო სასწავლების სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის და მათ შორის, სასულიერო პირებისთვის, რომ ბიბლიის ამა თუ იმ მუხლის შინაარსში გაერკვენ. ადამიანს აღარ მოუწევს განმარტებების სხვადასხვა წყაროში ძებნა, უკვე მრევლიც გაცნობიერებული იქნება და უფრო შინაარსიანი გახდება ქრისტიანული ცხოვრება და საეკლესიო ღვთისმსახურება. ამ მხრივ, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მივესალმები და მინდა, წარმატება ვუსურვო“, - აღნიშნა მან.

დეკანოზ ლონგინოზ სუარიშვილის თქმით, მისი უწმინდესობა პირველ გამოცემას სულმოუთქმელად ელოდება.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა