10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ ხანდაზმულებმა და ბავშვებმა" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით
"გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ ხანდაზმულებმა და ბავშვებმა" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ზა­ფხულ­ში მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს.

„ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცია არის ის, რომ ხში­რად და­ვი­ბა­ნოთ ხე­ლე­ბი, ხში­რად და გრი­ლი წყლით, ხში­რად გა­ვა­ნი­ა­ვოთ ჩვე­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სა­მუ­შაო ად­გი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა 25-29 გრა­დუს­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით საფრ­თხი­ლოა, თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა სახ­ლის შიგ­ნით 25 გრა­დუს­ზე ზე­მოთ იქ­ნე­ბა. ამ დროს, რო­გორც სა­მუ­შაო ად­გილ­ზე, ისე სახ­ლში, უნდა ჩა­ტარ­დეს შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ხაზს ვუს­ვამ იმას, რომ მო­მა­ტე­ბულ ტემ­პე­რა­ტუ­რას და გა­რეთ სი­ა­რულს თავი უნდა აა­რი­დონ ხან­დაზ­მუ­ლებ­მა და ბავ­შვებ­მა. თუ ივ­ლი­ან, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი იყ­ვნენ მხო­ლოდ თა­კა­რა მზე­ზე და ისიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მო­მა­ტე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­იძ­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბის რის­კფაქ­ტო­რი გახ­დეს, კერ­ძოდ, არ­სე­ბობს რო­გორც ინ­ფექ­ცი­უ­რი, ისე არა­ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბის რის­კი.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ტემ­პე­რა­ტუ­რის მი­მართ ყვე­ლა­ზე მო­წყვლად ჯგუფს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ხან­დაზ­მუ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ.

„მო­მა­ტე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის დროს, არის რის­კი გამ­წვავ­დეს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა, არა­სა­თა­ნა­დოდ შე­ნა­ხუ­ლი საკ­ვე­ბის გამო, ასე­ვე არა­სა­თა­ნა­დო წყლის პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი რიგი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გან­ვი­თარ­დეს და გამ­წვავ­დეს. ამა­ვე დროს, სით­ბუ­რი ტალ­ღის დაკ­ვრის შე­დე­გად, შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი რო­გორც ბავ­შვებ­ში, ისე ხან­დაზ­მუ­ლებ­ში, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დი ჯგუ­ფი, ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­მა­ტე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის მი­მართ, გახ­ლავთ ხან­დაზ­მუ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბით, რო­გო­რი­ცაა გულ­სის­ხლძარ­თვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, დი­ა­ბე­ტი, ფილ­ტვე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით ავად­მყო­ფე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ ხანდაზმულებმა და ბავშვებმა" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით

"გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ ხანდაზმულებმა და ბავშვებმა" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ზაფხულში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს.

„ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები, ხშირად და გრილი წყლით, ხშირად გავანიავოთ ჩვენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტემპერატურა იქნება 25-29 გრადუსზე. განსაკუთრებით საფრთხილოა, თუ ტემპერატურა სახლის შიგნით 25 გრადუსზე ზემოთ იქნება. ამ დროს, როგორც სამუშაო ადგილზე, ისე სახლში, უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები.

ხაზს ვუსვამ იმას, რომ მომატებულ ტემპერატურას და გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ ხანდაზმულებმა და ბავშვებმა. თუ ივლიან, აუცილებელია, რომ გარკვეული პერიოდი იყვნენ მხოლოდ თაკარა მზეზე და ისიც დიდი ხნის განმავლობაში არა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მომატებული ტემპერატურა შეიძლება, გარკვეული დაავადებების გამწვავების რისკფაქტორი გახდეს, კერძოდ, არსებობს როგორც ინფექციური, ისე არაინფექციური დაავადებების გამწვავების რისკი.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ტემპერატურის მიმართ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულები წარმოადგენენ.

„მომატებული ტემპერატურის დროს, არის რისკი გამწვავდეს სხვადასხვა დაავადება, არასათანადოდ შენახული საკვების გამო, ასევე არასათანადო წყლის პროდუქტების მიღების შემდეგ, შეიძლება მთელი რიგი ინფექციური დაავადებები განვითარდეს და გამწვავდეს. ამავე დროს, სითბური ტალღის დაკვრის შედეგად, შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა დაავადებები როგორც ბავშვებში, ისე ხანდაზმულებში, მაგრამ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, ამ შემთხვევაში მომატებული ტემპერატურის მიმართ, გახლავთ ხანდაზმულები სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით, როგორიცაა გულსისხლძართვთა დაავადებები, დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ