პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„მასტერშეფის“ აღმოჩენა - 19 წლის ია ძაგანია „თუ რამე არ გამომდის, არ ვნებდები და საქმე ბოლომდე მიმყავს“
„მასტერშეფის“ აღმოჩენა - 19 წლის ია ძაგანია „თუ რამე არ გამომდის, არ ვნებდები და საქმე ბოლომდე მიმყავს“

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი ტე­ლე­შო­უს ქარ­თულ­მა ანა­ლოგ­მა „მას­ტერ­შეფ­მა“ სხვა­დას­ხვა ასა­კის, პრო­ფე­სი­ი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა.ია ძა­გა­ნია კონ­კურ­სის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მო­ნა­წი­ლეა. იგი 19 წლი­საა, პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში და­იმ­სა­ხუ­რა „მას­ტერ­შე­ფის“ აღ­მო­ჩე­ნის ტი­ტუ­ლი და ტოპ ათე­ულ­ში მოხ­ვდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იამ მე­გობ­რებ­თან ერ­თად სტარ­ტა­პი „ამო­ჭა­მე“ წა­მო­ი­წყო, რო­მე­ლიც გურ­მა­ნებს წი­წა­კი­სა და ხახ­ვის მუ­რა­ბებს სთა­ვა­ზობს.

ია ძა­გა­ნია „მას­ტერ­შე­ფის“, კუ­ლი­ნა­რი­ი­სა და თა­ვი­სი სა­ფირ­მო წი­წა­კის მუ­რა­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა.

რას საქ­მი­ა­ნობ და კუ­ლი­ნა­რი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი რო­დის გა­გიჩ­ნდა?

ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვა­პი­რებ ჩა­ბა­რე­ბას და გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ კუ­ლი­ნა­რი­ით.კუ­ლი­ნა­რია ბავ­შვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებს. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თვით­გა­ნათ­ლე­ბას მივ­ყა­ვი ხელი. ყო­ველ­დღე ვკი­თხუ­ლობ რე­ცეპ­ტებს სხვადსხვა სა­იტ­ზე, ვი­დე­ო­ებს ვუ­ყუ­რებ… ყო­ველ­თვის მინ­დო­და, კუ­ლი­ნა­რი­ა­ში რამე გა­მე­კე­თე­ბი­ნა და წი­წა­კის მუ­რა­ბის წარ­მო­ე­ბით და­ვი­წყე. ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი კუ­ლი­ნა­რი­ა­ში.

სა­ი­დან გაჩ­ნდა წი­წა­კის მუ­რა­ბის იდეა?

მე და ჩემს მე­გობ­რებს უცხო­უ­რი ჯი­შის წი­წა­კა გვქონ­და, რომ­ლის შე­ნახ­ვა გვინ­დო­და, მაგ­რამ ვერ ვწყვეტ­დით, რა ფორ­მით შეგ­ვე­ნა­ხა. ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ მუ­რა­ბა მოვ­ხარ­შეთ. მისი გემო ისე მოგ­ვე­წო­ნა, რომ აჯი­კის ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მო­ვად­გი­ნეთ. ვინც გა­სინ­ჯა, ყვე­ლას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, ამი­ტომ ჩემს ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად წი­წა­კის მუ­რა­ბის წარ­მო­ე­ბა და­ვი­წყე. ერთ-ერთი მათ­გა­ნი თი­ნაა, რო­მე­ლიც ასე­ვე „მას­ტერ­შე­ფის“ მო­ნა­წი­ლეა. აქ მოს­ვლა ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჯერ ორი­ვე შო­უ­ში ვართ.

შო­უ­ში ერ­თმა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტე­ბი ხართ?

ჯერ­ჯე­რო­ბით, არა. პირ­ველ რიგ­ში, მე­გობ­რე­ბი ვართ და მო­მა­ვალ­ში რეს­ტორ­ნის გახ­სნა­საც ერ­თად ვა­პი­რებთ, სა­დაც ჩემი სა­კუ­თა­რი მე­ნი­უც იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ფსი­ქო­ლო­გია, თე­ატ­რა­ლუ­რი სფე­რო და კუ­ლი­ნა­რია - რო­გორ უკავ­შირ­დე­ბა ეს სამი სფე­რო შენს პი­როვ­ნე­ბას?

ვფიქ­რობ, ამ სა­მი­დან ფსი­ქო­ლო­გია მე­სა­მე ად­გი­ლას დგას, რად­გან ყვე­ლა­ზე მე­ტად თე­ატ­რა­ლუ­რი სფე­რო და კუ­ლი­ნა­რია მა­ინ­ტე­რე­სებს. რა­ღაც მხრივ, ესე­ნი კვეთს კი­დეც ერ­თმა­ნეთს, რად­გან ორი­ვე სფე­რო გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სა­კუ­თა­რი თავი გა­მო­ხა­ტო.

პირ­ვე­ლი­ვე ტუ­რი­დან მო­ხიბ­ლე ჟი­უ­რი და მა­ყუ­რე­ბე­ლი. რას გრძნობ­დი, როცა პირ­ვე­ლად წა­რად­გი­ნე შენი კერ­ძი?

ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რად­გან ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძი არ მქონ­და. ჩემი გე­მოვ­ნე­ბით, ჩემი შერ­ჩე­უ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ით გა­ვა­კე­თე და არ ვი­ცო­დი, ჟი­უ­რის მო­ე­წო­ნე­ბო­და თუ არა. რომ გა­სინ­ჯეს კერ­ძი, ვერ მივ­ხვდი, რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დარ­ჩათ, შე­ნიშ­ვნე­ბიც მი­თხრეს, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ თქვეს, რომ მო­ე­წო­ნათ და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, არ ვე­ლო­დი, თუ ტოპ ათე­ულ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი, რად­გან ძა­ლი­ან ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან.

სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი შე­გარ­ჩი­ეს. შენი აზ­რით, სხვებ­თან შე­და­რე­ბით რა უპი­რა­ტე­სო­ბა გაქვს?

სხვებს არ შე­ვე­და­რე­ბი, მაგ­რამ, ზო­გა­დად, კუ­ლი­ნა­რი­ა­ში ჩემს უპი­რა­ტე­სო­ბად სი­თა­მა­მე და გამ­ბე­და­ო­ბა მი­მაჩ­ნია. არ მე­ში­ნია თა­მა­მი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ეს სფე­რო და თუ რამე არ გა­მომ­დის, არ ვნებ­დე­ბი და საქ­მე ბო­ლომ­დე მიმ­ყავს.ვფიქ­რობ, ზურგს მი­მაგ­რებს ის ცოდ­ნა, რა­საც ინ­ტერ­ნეტ­ში ვე­ძებ, ამას ემა­ტე­ბა ჩემი ფან­ტა­ზია, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი და ბო­ლოს გა­მო­დის ის, რაც გა­მო­დის.

„მას­ტერ­შეფ­ში“ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის მოხ­ვე­დი?

გა­მარ­ჯვე­ბა, რა თქმა უნდა, გა­მი­ხარ­დე­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ ამის­თვის, მაგ­რამ ის გა­მოც­დი­ლე­ბა, რა­საც ეს კონ­კურ­სი მაძ­ლევს, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ავტორი:

„მასტერშეფის“ აღმოჩენა - 19 წლის ია ძაგანია „თუ რამე არ გამომდის, არ ვნებდები და საქმე ბოლომდე მიმყავს“

„მასტერშეფის“ აღმოჩენა - 19 წლის ია ძაგანია „თუ რამე არ გამომდის, არ ვნებდები და საქმე ბოლომდე მიმყავს“

მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული ტელეშოუს ქართულმა ანალოგმა „მასტერშეფმა“ სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და ინტერესების ადამიანები გააერთიანა.ია ძაგანია კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეა. იგი 19 წლისაა, პირველივე ტურში დაიმსახურა „მასტერშეფის“ აღმოჩენის ტიტული და ტოპ ათეულში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ იამ მეგობრებთან ერთად სტარტაპი „ამოჭამე“ წამოიწყო, რომელიც გურმანებს წიწაკისა და ხახვის მურაბებს სთავაზობს.

ია ძაგანია „მასტერშეფის“, კულინარიისა და თავისი საფირმო წიწაკის მურაბის შესახებ გვესაუბრა.

რას საქმიანობ და კულინარიისადმი ინტერესი როდის გაგიჩნდა?

ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ, თეატრალურ უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას და გატაცებული ვარ კულინარიით.კულინარია ბავშვობიდან მაინტერესებს. ბოლო წლების განმავლობაში თვითგანათლებას მივყავი ხელი. ყოველდღე ვკითხულობ რეცეპტებს სხვადსხვა საიტზე, ვიდეოებს ვუყურებ… ყოველთვის მინდოდა, კულინარიაში რამე გამეკეთებინა და წიწაკის მურაბის წარმოებით დავიწყე. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული ნაბიჯი კულინარიაში.

საიდან გაჩნდა წიწაკის მურაბის იდეა?

მე და ჩემს მეგობრებს უცხოური ჯიშის წიწაკა გვქონდა, რომლის შენახვა გვინდოდა, მაგრამ ვერ ვწყვეტდით, რა ფორმით შეგვენახა. ბევრი ფიქრის შემდეგ მურაბა მოვხარშეთ. მისი გემო ისე მოგვეწონა, რომ აჯიკის ფესტივალზე წარმოვადგინეთ. ვინც გასინჯა, ყველას ძალიან მოეწონა, ამიტომ ჩემს ორ მეგობართან ერთად წიწაკის მურაბის წარმოება დავიწყე. ერთ-ერთი მათგანი თინაა, რომელიც ასევე „მასტერშეფის“ მონაწილეა. აქ მოსვლა ერთად გადავწყვიტეთ და საბედნიეროდ, ჯერ ორივე შოუში ვართ.

შოუში ერთმანეთის კონკურენტები ხართ?

ჯერჯერობით, არა. პირველ რიგში, მეგობრები ვართ და მომავალში რესტორნის გახსნასაც ერთად ვაპირებთ, სადაც ჩემი საკუთარი მენიუც იქნება წარმოდგენილი.

ფსიქოლოგია, თეატრალური სფერო და კულინარია - როგორ უკავშირდება ეს სამი სფერო შენს პიროვნებას?

ვფიქრობ, ამ სამიდან ფსიქოლოგია მესამე ადგილას დგას, რადგან ყველაზე მეტად თეატრალური სფერო და კულინარია მაინტერესებს. რაღაც მხრივ, ესენი კვეთს კიდეც ერთმანეთს, რადგან ორივე სფერო გაძლევს საშუალებას, რომ საკუთარი თავი გამოხატო.

პირველივე ტურიდან მოხიბლე ჟიური და მაყურებელი. რას გრძნობდი, როცა პირველად წარადგინე შენი კერძი?

ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ტრადიციული კერძი არ მქონდა. ჩემი გემოვნებით, ჩემი შერჩეული ინგრედიენტების კომბინაციით გავაკეთე და არ ვიცოდი, ჟიურის მოეწონებოდა თუ არა. რომ გასინჯეს კერძი, ვერ მივხვდი, რა შთაბეჭდილება დარჩათ, შენიშვნებიც მითხრეს, მაგრამ საბოლოოდ თქვეს, რომ მოეწონათ და ძალიან გამიხარდა. ამის მიუხედავად, არ ველოდი, თუ ტოპ ათეულში მოვხვდებოდი, რადგან ძალიან ძლიერი კონკურსანტები არიან.

საუკეთესო ათეული შეგარჩიეს. შენი აზრით, სხვებთან შედარებით რა უპირატესობა გაქვს?

სხვებს არ შევედარები, მაგრამ, ზოგადად, კულინარიაში ჩემს უპირატესობად სითამამე და გამბედაობა მიმაჩნია. არ მეშინია თამამი გადაწყვეტილებების მიღების. ძალიან მაინტერესებს ეს სფერო და თუ რამე არ გამომდის, არ ვნებდები და საქმე ბოლომდე მიმყავს.ვფიქრობ, ზურგს მიმაგრებს ის ცოდნა, რასაც ინტერნეტში ვეძებ, ამას ემატება ჩემი ფანტაზია, ექსპერიმენტებისადმი სიყვარული და ბოლოს გამოდის ის, რაც გამოდის.

„მასტერშეფში“ გამარჯვებისთვის მოხვედი?

გამარჯვება, რა თქმა უნდა, გამიხარდება და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, მაგრამ ის გამოცდილება, რასაც ეს კონკურსი მაძლევს, არანაკლებ მნიშვნელოვანია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი