პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„სპორტის სასახლეში“ სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართება
„სპორტის სასახლეში“ სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართება

28 ივ­ნისს, კომ­პა­ნია „ბრა­ვო რე­ქორდსი“ და „რუს­თა­ვი 2“ „სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში“ სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლის სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბო­მის საპ­რე­ზენ­ტა­ციო, გრან­დი­ო­ზულ კონ­ცერტს გა­მარ­თავს, სა­დაც ალ­ბომ­ში შე­სულ ყვე­ლა სიმ­ღე­რას­თან ერ­თად ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რე­ბის ახ­ლე­ბუ­რი ვერ­სი­ე­ბიც შეს­რულ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ბრა­ვო რე­ქორდსი“ ივ­ნი­სის შუა რი­ცხვებ­ში სო­ფოს სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბომს გა­მო­უშ­ვებს, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაა „პე­რიფ­რა­ზი”. ალ­ბომ­ში შე­სუ­ლი იქ­ნე­ბა პრო­ექტ „მხო­ლოდ ქარ­თულ­ში“ სო­ფოს მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა სიმ­ღე­რა: „ია­გუნ­დი“; „ძეგ­ლად გად­მო­მე­ფა­რე“; „ჰე­რიო ბი­ჭე­ბო“; „ჯა­დოს­ნუ­რი კვერ­ცხი“; „ჩემი აღა­რა ხარ მორ­ჩა“; „მე სა­ი­დუმ­ლოს შე­ნახ­ვა ვიცი“; „თათ­რის გო­გო­ნავ“; „ადან­და­ლი” და „ფა­ჩუ­ჩე­ბი“.

პრო­ექ­ტში, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლავთ მა­რი­ნა ბე­რი­ძე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ: ბენ­დი „ნი­უ­ტო­ნი“ - შაკო ღე­ლეყ­ვა (ბასი); ლე­ვან აბ­ში­ლა­ვა (დრა­მი); ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე (არან­ჟი­რე­ბე­ბის ავ­ტო­რი, ვო­კა­ლი, გი­ტა­რა, კლა­ვი­ში და სხვა); ლე­ვან კე­მუ­ლა­რია (საყ­ვი­რი); გი­ორ­გი პა­პუ­ნაშ­ვი­ლი (დუ­დუ­კი) და სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­უ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი.

კონ­ცერ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სპორ­ტის სა­სახ­ლის ფო­ე­ში გა­ი­მარ­თე­ბა ალ­ბომ­ზე ხე­ლის მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი (sighning party).

19 წლის სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. სო­ფომ პრო­ექ­ტის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, უნი­კა­ლუ­რი შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რით ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის ძა­ლი­ან დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

სოფო გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხმის ტემ­ბრი­თა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მით. მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რი­სად­მი არის თა­მა­მი და ამა­ვე დროს ფრთხი­ლი. ზვი­ად ბოლ­ქვა­ძის და სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლის სა­ო­ცა­რი ტან­დე­მი არის ახა­ლი სი­ტყვა ქარ­თულ მუ­სი­კა­ლურ სცე­ნა­ზე.

სოფო ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან მღე­რის, იყო რამ­დე­ნი­მე ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლის წევ­რი, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს მუ­სი­კა­ლუ­რი ექ­ვსწლე­დი ფორ­ტე­პი­ა­ნოს გან­ხრით, ფლობს არა­ერთ ინ­სტრუ­მენტს ამ­ჟა­მად, კი ვო­კა­ლის გან­ხრით ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში სწავ­ლობს, ასე­ვე არის აფხა­ზე­თის კა­პე­ლის წევ­რი, რო­მელ­საც ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბი იყი­დე­ბა: BILETEBI.GE-ზედა სპორ­ტის სა­სახ­ლის სა­ლა­რო­ებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

„სპორტის სასახლეში“ სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართება

„სპორტის სასახლეში“ სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართება

28 ივნისს, კომპანია „ბრავო რექორდსი“ და „რუსთავი 2“ „სპორტის სასახლეში“ სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო, გრანდიოზულ კონცერტს გამართავს, სადაც ალბომში შესულ ყველა სიმღერასთან ერთად ყველასათვის საყვარელი სიმღერების ახლებური ვერსიებიც შესრულდება.

შეგახსენებთ, რომ „ბრავო რექორდსი“ ივნისის შუა რიცხვებში სოფოს სადებიუტო ალბომს გამოუშვებს, რომლის სახელწოდებაა „პერიფრაზი”. ალბომში შესული იქნება პროექტ „მხოლოდ ქართულში“ სოფოს მიერ შესრულებული თითქმის ყველა სიმღერა: „იაგუნდი“; „ძეგლად გადმომეფარე“; „ჰერიო ბიჭებო“; „ჯადოსნური კვერცხი“; „ჩემი აღარა ხარ მორჩა“; „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“; „თათრის გოგონავ“; „ადანდალი” და „ფაჩუჩები“.

პროექტში, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ მარინა ბერიძე, მონაწილეობას იღებენ: ბენდი „ნიუტონი“ - შაკო ღელეყვა (ბასი); ლევან აბშილავა (დრამი); ზვიად ბოლქვაძე (არანჟირებების ავტორი, ვოკალი, გიტარა, კლავიში და სხვა); ლევან კემულარია (საყვირი); გიორგი პაპუნაშვილი (დუდუკი) და სპეციალურად მოწვეული მუსიკოსები.

კონცერტის დასრულების შემდეგ, სპორტის სასახლის ფოეში გაიმართება ალბომზე ხელის მოწერის ცერემონიალი (sighning party).

19 წლის სოფო ბათილაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მუსიკალური პროექტის "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებულია. სოფომ პროექტის დაწყებისთანავე, უნიკალური შესრულების მანერით ქართველი მსმენელის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

სოფო გამოირჩევა განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და ინდივიდუალიზმით. მისი დამოკიდებულება ქართული სიმღერისადმი არის თამამი და ამავე დროს ფრთხილი. ზვიად ბოლქვაძის და სოფო ბათილაშვილის საოცარი ტანდემი არის ახალი სიტყვა ქართულ მუსიკალურ სცენაზე.

სოფო ძალიან პატარა ასაკიდან მღერის, იყო რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლის წევრი, დამთავრებული აქვს მუსიკალური ექვსწლედი ფორტეპიანოს განხრით, ფლობს არაერთ ინსტრუმენტს ამჟამად, კი ვოკალის განხრით ნიჭიერთა ათწლედში სწავლობს, ასევე არის აფხაზეთის კაპელის წევრი, რომელსაც ზვიად ბოლქვაძე ხელმძღვანელობს.

კონცერტზე დასასწრები ბილეთები იყიდება: BILETEBI.GE-ზედა სპორტის სასახლის სალაროებში.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს