ბორჯომიდან დღეს დილით გაუჩინარებული ორი მოზარდის ადგილსამყოფელი ცნობილია. პოლიციამ მეცხრეკლასელი გოგონები ზესტაფონში იპოვა. სამართალდამცავებმა აღნიშნული ინფორმაცია ბავშვების მშობლებს რამდენიმე წუთის წინ მიაწოდეს. ერთ-ერთი გოგონას მამის თქმით, ზესტაფონიდან ბორჯომში მოზარდებს პოლიცია ჩაიყვანს.
ბორჯომის 1-ლი საჯარო სკოლის ორი მეცხრეკლასელი გოგონა დღეს დილით გაუჩინარდა. მათი ადგილსამყოფელის დასადგენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დაახლოებით 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ხალხნოო, ამდენს რომ ლაპარაკობთ, ჯერ გაირკვეს როგორ აღმოჩნდნენ ბავშვები ზესტაფონში. იქნებ აიძულა ვინმემ,იქნებ მოტყუებით წაიყვანეს მანქანით.. რა იცით რა მოხდა. წინასწარ ნუ ილანძღებით რააა