სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. ჩინელების ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარია, გიორგი კოდუა მივიდა
ე.წ. ჩინელების ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარია, გიორგი კოდუა მივიდა

ლი­ლო­ში ე.წ. ჩი­ნე­ლე­ბის ბა­ზა­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ხან­ძა­რია, გი­ორ­გი კო­დუა მი­ვი­და. ის ამ დრო­ის­თვის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს და აცხა­დებს, რომ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ერ­კვე­ვა. ცე­ცხლი ე.წ ჩი­ნე­ლე­ბის ბა­ზარ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის წინ გაჩ­ნდა. ამ დრო­ის­თვის ცე­ცხლი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია.

"ჩა­ი­ნა ლილო სი­თის" წარ­მო­მად­გენ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ხან­ძა­რია, კო­დუ­ე­ბის დე­დას ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას ეკუთ­ვნის.

"ამ ტე­რი­ტო­რი­ის მე­პატ­რო­ნე არის ლა­უ­რა ღა­ჭა­ვა, არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ, მათ შო­რის იმა­საც, რომ ხან­ძა­რი გან­ზრახ იყოს გა­ჩე­ნი­ლი" - აღ­ნიშ­ნა ზვი­ად ქი­რი­ამ

მან მე­ხან­ძრე­ე­ბის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა და აღ­ნიშ­ნა, რომ ხან­ძა­რი უკვე ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც მე­ხან­ძრე­ებს წყა­ლი არ ჰქონ­დათ და ცე­ცხლი ისევ გაღ­ვივ­და. მან კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­რა, რომ არა­ფერს გა­მო­რი­ცხავ­და და "სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ზე­წო­ლა­ზე" ისა­უბ­რა, თუმ­ცა დე­ტა­ლე­ბი არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

ე.წ. ჩი­ნე­ლე­ბის ბა­ზარ­ში ცე­ცხლი უკვე ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ხან­ძრის შე­დე­გად დამ­წვა­რია, და­ახ­ლო­ე­ბით 1 000 კვ.მ. ფარ­თო­ბი და პრო­დუქ­ცი­ის ნა­წი­ლი. ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბი­დან აც­ნო­ბეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­ცხლის მო­კი­დე­ბით სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

ე.წ. ჩინელების ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარია, გიორგი კოდუა მივიდა

ე.წ. ჩინელების ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარია, გიორგი კოდუა მივიდა

ლილოში ე.წ. ჩინელების ბაზარობის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარია, გიორგი კოდუა მივიდა. ის ამ დროისთვის ჟურნალისტებთან მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ სიტუაციაში ერკვევა. ცეცხლი ე.წ ჩინელების ბაზარში დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

"ჩაინა ლილო სითის" წარმომადგენლის ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც ხანძარია, კოდუების დედას ლაურა ღაჭავას ეკუთვნის.

"ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის იმასაც, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი" - აღნიშნა ზვიად ქირიამ

მან მეხანძრეების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ხანძარი უკვე ლოკალიზებული იყო, როდესაც მეხანძრეებს წყალი არ ჰქონდათ და ცეცხლი ისევ გაღვივდა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არაფერს გამორიცხავდა და "სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლაზე" ისაუბრა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ე.წ. ჩინელების ბაზარში ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი. ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ