პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმაღლესი ხარისხის "მანნას" 20 სახეობის ჩაი, რომლებმაც უცხოელები აღაფრთოვანა - "შევეცადეთ სამკურნალო მცენარეების გამოყენებით, ახალი გემოები გაგვეკეთებინა"
უმაღლესი ხარისხის "მანნას" 20 სახეობის ჩაი, რომლებმაც უცხოელები აღაფრთოვანა - "შევეცადეთ სამკურნალო მცენარეების გამოყენებით, ახალი გემოები გაგვეკეთებინა"

ჩაის მოყ­ვა­ნი­სა და მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე გა­ტა­ნის მდი­და­რი ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ურ­ნე­ო­ბის ერთ დროს წამ­ყვა­ნი სფე­რო კვლავ ბრუნ­დე­ბა. ქარ­თუ­ლი ჩაი ისევ ცდი­ლობს ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბას რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე. კომ­პა­ნია „მან­ნას“ ტექ­ნო­ლოგ ცი­სა­ნა კირ­თა­ძის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ჩაის მი­ღე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა, აღ­ნიშ­ნულ კულ­ტუ­რას კარ­გი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლია.

ჩაის რომ მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი ჰქონ­და, ად­ვი­ლად მიხ­ვდა ბიზ­ნეს­მე­ნი ირაკ­ლი ღურ­ჭუ­მე­ლია, რო­მელ­მაც სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ საგ­რან­ტო კონ­კურ­სში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და 2016 წელს კომ­პა­ნია „მან­ნა“ და­ა­არ­სა. მისი პრო­დუქ­ცია თით­ქმის ორი წე­ლია ბა­ზარ­ზე გა­ვი­და და უკვე 10 ათა­სი ტონა ჩაის წარ­მო­ე­ბას ახერ­ხებს.

მე­ურ­ნე­ო­ბის ამ სფე­რო­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და ბევრ სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელს ირაკ­ლი ღურ­ჭუ­მე­ლი­ა­სა და ტექ­ნო­ლოგ ცი­სა­ნა კირ­თა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

- რო­დის გახ­ვე­დით პირ­ვე­ლად ბა­ზარ­ზე და რა­ტომ შე­ა­ჩე­რეთ თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა ჩაის წარ­მო­ე­ბა­ზე?

ირაკ­ლი ღურ­ჭუ­მე­ლია:

- 2014 წელს, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფომ გა­მო­ა­ცხა­და სხვა­დას­ხვა საგ­რან­ტო და თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მე­ბი აგ­რო­მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩემ­თვის და ჩემი მე­გობ­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. პირ­ველ რიგ­ში, დავ­ფიქ­რდით, რო­მე­ლი სფე­რო შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო მიმ­ზიდ­ვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის. რამ­დე­ნი­მე რა­მეა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც ოდით­გან­ვე ცნო­ბი­ლია - ერთი, რა თქმა უნდა, ბორ­ჯო­მია, მე­ო­რეა ღვი­ნო და მე­სა­მე - ჩაი. ჩაის სფე­რო­ში ძა­ლი­ან კარ­გი გრან­ტე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბა იყო. ზუს­ტად აქე­დან და­ი­წყო ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი, რომ შეგ­ვექ­მნა ასე­თი სა­წარ­მო, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ას გა­ა­კე­თებ­და, არა­მედ ექ­სპორტზეც იქ­ნე­ბო­და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. 2017 წლის აგ­ვის­ტო­ში და­ვას­რუ­ლეთ სა­წარ­მოს მშე­ნებ­ლო­ბა და იმა­ვე წელს პირ­ვე­ლად გა­ვე­დით ბა­ზარ­ზე.

- რო­გო­რია ამ პრო­ცეს­ში „სი­ნერ­ჯი კა­პი­ტა­ლის“ დამ­სა­ხუ­რე­ბა? რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით თქვენს ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბას?

- ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ამ ეტაპ­ზე კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და ისე­თი პარტნი­ო­რის მო­ძებ­ნა, რო­მე­ლიც არა­მარ­ტო ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სით/ინ­ვეს­ტი­ცი­ით და­ეხ­მა­რე­ბო­და კომ­პა­ნი­ას ზრდა­ში, არა­მედ სწო­რი მმარ­თვე­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში შე­ი­ტან­და ღი­რე­ბულ წვლილს. ამ თვალ­საზ­რი­სით „სი­ნერ­ჯი კა­პი­ტალ­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა იდე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა კომ­პა­ნი­ის­თვის. ჩვე­ნი კომ­პა­ნია იღებს უწყვეტ კვა­ლი­ფი­ცი­ურ მხარ­და­ჭე­რას, სტრა­ტე­გი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და დახ­მა­რე­ბას რთუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­თი ამო­ცა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტა­ში, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა „სი­ნერ­ჯის“ 20- წლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბას. ჩვე­ნი და „სი­ნერ­ჯი კა­პი­ტა­ლის“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მოხ­და კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბის და­ნახ­ვა, სტრა­ტე­გი­ის და­გეგ­მვა და მარ­თვის სის­ტე­მე­ბის სწო­რი ორ­გა­ნი­ზე­ბა. და­მუ­შავ­და და და­ი­ნერ­გა ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა, ბიზ­ნეს პრო­ცე­სე­ბი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სა­მო­ტი­ვა­ციო სის­ტე­მე­ბი, გა­ი­მარ­თა სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო და სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნო­ე­ბი. სი­ნერ­ჯი კა­პი­ტა­ლის დახ­მა­რე­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცია გახ­და სწორ მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ჯან­სა­ღი და ეფექ­ტუ­რი მმარ­თვე­ლო­ბით.

- რამ­დე­ნად დი­დია კონ­კუ­რენ­ცია ქარ­თულ ბა­ზარ­ზე?

- ქარ­თულ ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცია საკ­მა­ოდ დი­დია ისე­ვე, რო­გორც მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ჩაის კუ­თხით. ამი­ტომ, პრე­მი­უმ ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა­ზე ავი­ღეთ აქ­ცენ­ტი. ამ ნა­წილ­ში, რა თქმა უნდა, არის კონ­კუ­რენ­ცია, მაგ­რამ უფრო ად­ვი­ლია მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ვიდ­რე და­ბა­ლი ხა­რის­ხის ჩა­ი­ში. ძი­რი­თა­დი კონ­კუ­რენ­ტე­ბი უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან, მაგ­რამ ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის პრი­ო­რი­ტე­ტი არის ის, რომ სუფ­თა ქარ­თუ­ლია, ქარ­თუ­ლი ნედ­ლე­უ­ლით არის ყვე­ლა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი. ფას­თა სეგ­მენ­ტი რომ აი­ღოთ, „მან­ნას“ ჩაი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უმაღ­ლე­სი ჩაის სეგ­მენ­ტთა შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბალ­ფა­სი­ა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხი და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ფა­სე­ბია.

- სად შე­უძ­ლი­ათ მომ­ხმა­რებ­ლებს თქვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა და ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბის დახ­ლებ­ზე ვი­ხი­ლავთ „მან­ნას“ ჩაის?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნი ჩაი წარ­მოდ­გე­ნი­ლია აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სუ­პერ­მარ­კეტ­ში, ჰი­პერ­მარ­კეტ­სა და დიდი მარ­კე­ტე­ბის ქსელ­ში. ასე­ვე ტუ­რის­ტულ ზო­ნებ­ში, სხვა­დას­ხვა სას­ტუმ­რო­ებ­სა და კაფე-ბა­რებ­ში. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, რომ უფრო მეტი ჰო­რე­კას მი­მარ­თუ­ლე­ბა მო­ვიც­ვათ. კომ­პა­ნია შარ­შან გა­ვი­და ექ­სპორტზე პირ­ვე­ლად. 2 წე­ლია არ არის, რაც კომ­პა­ნია და­არ­სდა და უკვე 4 გა­მო­ფე­ნა­ში მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - გერ­მა­ნი­ა­ში, დუ­ბა­ი­ში, პა­რიზ­სა და ლონ­დონ­ში. გა­მო­ფე­ნებ­ზე კომ­პა­ნი­ამ დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, ამან კი შე­სა­ბა­მი­სი ბიძ­გი მის­ცა და­მა­ტე­ბით სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცი­ის გა­ტა­ნას. დღეს ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია უკვე სტა­ბი­ლუ­რად გა­დის ჩე­ხეთ­ში, სლო­ვა­კეთ­ში, პო­ლო­ნეთ­ში, ლატ­ვი­ა­ში და ვგეგ­მავთ მის გა­ტა­ნას რუ­სეთ­სა და ბე­ლო­რუს­ში, სა­დაც უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში კონ­ტრაქ­ტი გვექ­ნე­ბა.

- ჩაის რამ­დე­ნი სა­ხე­ო­ბაა მო­ცე­მულ მო­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ბა­ზარ­ზე და რო­გო­რია მათი გე­მო­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა?

ცი­სა­ნა კირ­თა­ძე:

- ჩვენ შევ­ქმე­ნით ახა­ლი სა­ხის პრო­დუქ­ცი­ე­ბი. შავი და მწვა­ნე კლა­სი­კუ­რი ჩაი ცნო­ბი­ლია, ამი­ტომ, შე­ვე­ცა­დეთ სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ახა­ლი გე­მო­ე­ბი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. მომ­ხმა­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზეთ მწვა­ნე ჩაი პიტ­ნით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს. მას და­მამ­შვი­დე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი აქვს, წნე­ვას და წო­ნა­საც კი არე­გუ­ლი­რებს, მუც­ლის პრეს­ზეც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს თუ დი­ლით და­ლევთ. ასე­ვე გა­ვა­კე­თეთ შავი ჩაი მოც­ვის ფოთ­ლით - ეს დი­ა­ბე­ტი­ა­ნე­ბის­თვის არის ძა­ლი­ან კარ­გი, რად­გან ისი­ნი შა­ქარს ვერ ხმა­რო­ბენ, მოცვს კი მოტ­კბო-მომ­ჟა­ვო გემო აქვს და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და­სა­ლე­ვია. გა­მო­ვუშ­ვით ბე­გ­ქონ­და­რას შავი ჩაი. ბე­გ­ქონ­და­რა და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს კუჭ-ნაწ­ლავ­ზე, წნე­ვას არე­გუ­ლი­რებს. მას ჩა­ის­თან ერ­თად იმ რა­ო­დე­ნო­ბით ვუ­რევთ, რომ მისი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი თა­ნაბ­რად იყოს შე­ზა­ვე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ხან­დაზ­მუ­ლებს ვურ­ჩევ­დი და კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს. კენკრო­ვა­ნე­ბი გა­ვა­კე­თეთ - ხი­ლის ჩაი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ვი­და. სუბ­ლი­მა­ცი­უ­რი შრო­ბით მი­ღე­ბუ­ლი კენკრა გვაქვს შე­მო­ტა­ნი­ლი. სუბ­ლი­მა­ცი­უ­რი შრო­ბა ისე­თი მე­თო­დია, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ხდე­ბა ამ ნედ­ლე­უ­ლის არც გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის, არც ვი­ტა­მი­ნე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა, მარ­ტო ხდე­ბა წყლის აორ­თქლე­ბა. ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის გახ­და ლიმ­ნი­ა­ნი ჩაი. 25-30% ლი­მო­ნის შემ­ცვე­ლო­ბით ასე­თი­ვე მშრა­ლი ლი­მო­ნის ფხვნილს ვუ­რევთ რო­გორც მწვა­ნე, ასე­ვე შავ ჩა­ი­ში. ამ­დე­ნად 18 თუ 20 სა­ხე­ო­ბის ჩაი გვაქვს და კი­დევ ვმუ­შა­ობთ ახალ გე­მო­ებ­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე.

- რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩაის ხა­რის­ხი და რო­დის უნდა მო­იკ­რი­ფოს ის, პრე­მი­უმ დო­ნის პრო­დუქ­ტის მი­სა­ღე­ბად?

- ჩაის მოკ­რე­ფა და­ვი­წყეთ მა­ი­სი­დან და აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით ვარ­ჩევთ ამ ნედ­ლე­ულს, ეს მისი ვე­გე­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დია. ხა­რის­ხი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზეც კი, პლან­ტა­ცია რო­გორ არის მოვ­ლი­ლი. მას თა­ვის დრო­ზე სჭირ­დე­ბა რო­გორც კა­ლი­უ­მი­ა­ნი, ფოს­ფო­რი­ა­ნი, აზო­ტი­ა­ნი სა­სუ­ქე­ბი, რათა ფესვთა სის­ტე­მამ კვე­ბა მის­ცეს და კარ­გი ამო­ნა­ყა­რი მი­ი­ღოთ. ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ბიო ჩაიც გა­ა­კე­თეს ჩვენ­მა მწარ­მო­ებ­ლებ­მა. მათ ორ­გა­ნუ­ლი სა­სუ­ქე­ბი შე­ი­ტა­ნეს პლან­ტა­ცი­ებ­ში. ამ ნედ­ლე­უ­ლით გა­მო­ვუშ­ვით შემ­დეგ ჩვენ ბიო შავი, ბიო მწვა­ნე ჩაი, წელ­საც ვა­პი­რებთ ამის გა­კე­თე­ბას.

ამ შე­მო­ტა­ნილ­მა მცე­ნა­რემ ისე გა­ი­თა­ვი­სა ჩვე­ნი მიწა და კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არა­ნაკ­ლე­ბი ხა­რის­ხის მო­დის, უკე­თე­სი თუ არა, იმ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ვის­თვი­საც ჩაი ენ­დე­მუ­რი მცე­ნა­რეა. ამი­ტომ ახლა ვინც ჩაის აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ნამ­დვი­ლად მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ას ამ­ზა­დებს. ამ­დე­ნად ქარ­თუ­ლი ჩაი დღეს არის ყვე­ლა­ზე ხა­რის­ხი­ა­ნი. მაგ­რამ ეს არ იცის ჩვენ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა, მას ისევ სტე­რე­ო­ტი­პუ­ლად ახ­სოვს, რაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან მო­დის, რომ ქარ­თუ­ლი ჩაი უხა­რის­ხოა, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც და­მე­თან­ხმე­ბი­ან, რომ იმ შე­მო­ტა­ნილ ჩაის ბევ­რად ჯობს ქარ­თუ­ლი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

უმაღლესი ხარისხის "მანნას" 20 სახეობის ჩაი, რომლებმაც უცხოელები აღაფრთოვანა - "შევეცადეთ სამკურნალო მცენარეების გამოყენებით, ახალი გემოები გაგვეკეთებინა"

უმაღლესი ხარისხის "მანნას" 20 სახეობის ჩაი, რომლებმაც უცხოელები აღაფრთოვანა - "შევეცადეთ სამკურნალო მცენარეების გამოყენებით, ახალი გემოები გაგვეკეთებინა"

ჩაის მოყვანისა და მსოფლიო ბაზარზე გატანის მდიდარი ისტორიისა და კულტურის მქონე საქართველოში მეურნეობის ერთ დროს წამყვანი სფერო კვლავ ბრუნდება. ქართული ჩაი ისევ ცდილობს ღირსეული ადგილის დაკავებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. კომპანია „მანნას“ ტექნოლოგ ცისანა კირთაძის თქმით, ქვეყანაში არსებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რომელიც მაღალი ხარისხის ჩაის მიღების წინაპირობაა, აღნიშნულ კულტურას კარგი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, რომელიც აუცილებლად გამოსაყენებელია.

ჩაის რომ მაღალი ეკონომიკური პოტენციალი ჰქონდა, ადვილად მიხვდა ბიზნესმენი ირაკლი ღურჭუმელია, რომელმაც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და 2016 წელს კომპანია „მანნა“ დააარსა. მისი პროდუქცია თითქმის ორი წელია ბაზარზე გავიდა და უკვე 10 ათასი ტონა ჩაის წარმოებას ახერხებს.

მეურნეობის ამ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე კომპანიის დამფუძნებელს ირაკლი ღურჭუმელიასა და ტექნოლოგ ცისანა კირთაძეს ვესაუბრეთ.

- როდის გახვედით პირველად ბაზარზე და რატომ შეაჩერეთ თქვენი ყურადღება ჩაის წარმოებაზე?

ირაკლი ღურჭუმელია:

- 2014 წელს, როდესაც სახელმწიფომ გამოაცხადა სხვადასხვა საგრანტო და თანადაფინანსების პროგრამები აგრომიმართულებით, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. პირველ რიგში, დავფიქრდით, რომელი სფერო შეიძლება ყოფილიყო მიმზიდველი მომხმარებლისთვის. რამდენიმე რამეა საქართველოში, რაც ოდითგანვე ცნობილია - ერთი, რა თქმა უნდა, ბორჯომია, მეორეა ღვინო და მესამე - ჩაი. ჩაის სფეროში ძალიან კარგი გრანტები და სახელმწიფო დახმარება იყო. ზუსტად აქედან დაიწყო ჩვენი ინტერესი, რომ შეგვექმნა ასეთი საწარმო, რომელიც არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას გააკეთებდა, არამედ ექსპორტზეც იქნებოდა ორიენტირებული. 2017 წლის აგვისტოში დავასრულეთ საწარმოს მშენებლობა და იმავე წელს პირველად გავედით ბაზარზე.

- როგორია ამ პროცესში „სინერჯი კაპიტალის“ დამსახურება? როგორ შეაფასებდით თქვენს ურთიერთთანამშრომლობას?

- ჩვენი კომპანიის განვითარების ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ისეთი პარტნიორის მოძებნა, რომელიც არამარტო ფინანსური რესურსით/ინვესტიციით დაეხმარებოდა კომპანიას ზრდაში, არამედ სწორი მმართველობის ჩამოყალიბებაში შეიტანდა ღირებულ წვლილს. ამ თვალსაზრისით „სინერჯი კაპიტალთან“ თანამშრომლობა აღმოჩნდა იდეალური შესაძლებლობა კომპანიისთვის. ჩვენი კომპანია იღებს უწყვეტ კვალიფიციურ მხარდაჭერას, სტრატეგიულ განვითარებასა და დახმარებას რთული მმართველობითი ამოცანების გადაწყვეტაში, რომელიც ეფუძნება „სინერჯის“ 20- წლიან გამოცდილებას. ჩვენი და „სინერჯი კაპიტალის“ მონაწილეობით მოხდა კომპანიის განვითარების პერსპექტივების დანახვა, სტრატეგიის დაგეგმვა და მართვის სისტემების სწორი ორგანიზება. დამუშავდა და დაინერგა ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა, ბიზნეს პროცესები, თანამშრომლების სამოტივაციო სისტემები, გაიმართა სამეთვალყურეო და სათათბირო ორგანოები. სინერჯი კაპიტალის დახმარებით, ორგანიზაცია გახდა სწორ მიზნებზე ორიენტირებული, ჯანსაღი და ეფექტური მმართველობით.

- რამდენად დიდია კონკურენცია ქართულ ბაზარზე?

- ქართულ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დიდია ისევე, როგორც მსოფლიო ბაზარზე ჩაის კუთხით. ამიტომ, პრემიუმ ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე ავიღეთ აქცენტი. ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, არის კონკურენცია, მაგრამ უფრო ადვილია მასში მონაწილეობა, ვიდრე დაბალი ხარისხის ჩაიში. ძირითადი კონკურენტები უცხოური კომპანიები არიან, მაგრამ ჩვენი პროდუქციის პრიორიტეტი არის ის, რომ სუფთა ქართულია, ქართული ნედლეულით არის ყველაფერი გაკეთებული. ფასთა სეგმენტი რომ აიღოთ, „მანნას“ ჩაი, ფაქტობრივად, უმაღლესი ჩაის სეგმენტთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანია. შესაბამისად, ჩვენი უპირატესობა მაღალი ხარისხი და კონკურენტული ფასებია.

- სად შეუძლიათ მომხმარებლებს თქვენი პროდუქციის შეძენა და ასევე საინტერესოა, რომელი ქვეყნების დახლებზე ვიხილავთ „მანნას“ ჩაის?

- საქართველოში ჩვენი ჩაი წარმოდგენილია აბსოლუტურად ყველა სუპერმარკეტში, ჰიპერმარკეტსა და დიდი მარკეტების ქსელში. ასევე ტურისტულ ზონებში, სხვადასხვა სასტუმროებსა და კაფე-ბარებში. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უფრო მეტი ჰორეკას მიმართულება მოვიცვათ. კომპანია შარშან გავიდა ექსპორტზე პირველად. 2 წელია არ არის, რაც კომპანია დაარსდა და უკვე 4 გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა - გერმანიაში, დუბაიში, პარიზსა და ლონდონში. გამოფენებზე კომპანიამ დიდი მოწონება დაიმსახურა, ამან კი შესაბამისი ბიძგი მისცა დამატებით საექსპორტო პროდუქციის გატანას. დღეს ჩვენი პროდუქცია უკვე სტაბილურად გადის ჩეხეთში, სლოვაკეთში, პოლონეთში, ლატვიაში და ვგეგმავთ მის გატანას რუსეთსა და ბელორუსში, სადაც უახლოეს კვირებში კონტრაქტი გვექნება.

- ჩაის რამდენი სახეობაა მოცემულ მომენტში წარმოდგენილი ბაზარზე და როგორია მათი გემოთა მრავალფეროვნება?

ცისანა კირთაძე:

- ჩვენ შევქმენით ახალი სახის პროდუქციები. შავი და მწვანე კლასიკური ჩაი ცნობილია, ამიტომ, შევეცადეთ სამკურნალო მცენარეების გამოყენებით ახალი გემოები გაგვეკეთებინა. მომხმარებელს შევთავაზეთ მწვანე ჩაი პიტნით, რომელიც ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს. მას დამამშვიდებელი თვისებები აქვს, წნევას და წონასაც კი არეგულირებს, მუცლის პრესზეც დადებითად მოქმედებს თუ დილით დალევთ. ასევე გავაკეთეთ შავი ჩაი მოცვის ფოთლით - ეს დიაბეტიანებისთვის არის ძალიან კარგი, რადგან ისინი შაქარს ვერ ხმარობენ, მოცვს კი მოტკბო-მომჟავო გემო აქვს და ძალიან სასიამოვნო დასალევია. გამოვუშვით ბეგქონდარას შავი ჩაი. ბეგქონდარა დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავზე, წნევას არეგულირებს. მას ჩაისთან ერთად იმ რაოდენობით ვურევთ, რომ მისი სასარგებლო თვისებები თანაბრად იყოს შეზავებული. განსაკუთრებით ხანდაზმულებს ვურჩევდი და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ადამიანებს. კენკროვანები გავაკეთეთ - ხილის ჩაი. არაჩვეულებრივი გამოვიდა. სუბლიმაციური შრობით მიღებული კენკრა გვაქვს შემოტანილი. სუბლიმაციური შრობა ისეთი მეთოდია, რომ აბსოლუტურად არ ხდება ამ ნედლეულის არც გემოვნური თვისებების, არც ვიტამინების შემცველობის შემცირება, მარტო ხდება წყლის აორთქლება. ყველაზე მისაღები ჩვენი მომხმარებლისთვის გახდა ლიმნიანი ჩაი. 25-30% ლიმონის შემცველობით ასეთივე მშრალი ლიმონის ფხვნილს ვურევთ როგორც მწვანე, ასევე შავ ჩაიში. ამდენად 18 თუ 20 სახეობის ჩაი გვაქვს და კიდევ ვმუშაობთ ახალ გემოებსა და მიმართულებებზე.

- რაზეა დამოკიდებული ჩაის ხარისხი და როდის უნდა მოიკრიფოს ის, პრემიუმ დონის პროდუქტის მისაღებად?

- ჩაის მოკრეფა დავიწყეთ მაისიდან და აგვისტოს ჩათვლით ვარჩევთ ამ ნედლეულს, ეს მისი ვეგეტაციის პერიოდია. ხარისხი დამოკიდებულია იმაზეც კი, პლანტაცია როგორ არის მოვლილი. მას თავის დროზე სჭირდება როგორც კალიუმიანი, ფოსფორიანი, აზოტიანი სასუქები, რათა ფესვთა სისტემამ კვება მისცეს და კარგი ამონაყარი მიიღოთ. ამ ბოლო პერიოდში ბიო ჩაიც გააკეთეს ჩვენმა მწარმოებლებმა. მათ ორგანული სასუქები შეიტანეს პლანტაციებში. ამ ნედლეულით გამოვუშვით შემდეგ ჩვენ ბიო შავი, ბიო მწვანე ჩაი, წელსაც ვაპირებთ ამის გაკეთებას.

ამ შემოტანილმა მცენარემ ისე გაითავისა ჩვენი მიწა და კლიმატური პირობები, რომ ჩვენს ქვეყანაში არანაკლები ხარისხის მოდის, უკეთესი თუ არა, იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისთვისაც ჩაი ენდემური მცენარეა. ამიტომ ახლა ვინც ჩაის აკეთებს საქართველოში, ნამდვილად მაღალი ხარისხის პროდუქციას ამზადებს. ამდენად ქართული ჩაი დღეს არის ყველაზე ხარისხიანი. მაგრამ ეს არ იცის ჩვენმა მომხმარებელმა, მას ისევ სტერეოტიპულად ახსოვს, რაც საბჭოთა კავშირიდან მოდის, რომ ქართული ჩაი უხარისხოა, მაგრამ მერწმუნეთ და სპეციალისტებიც დამეთანხმებიან, რომ იმ შემოტანილ ჩაის ბევრად ჯობს ქართული.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის