საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობენ ფეხბურთელები, რომლებსაც საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალათ - "განაჩენი, ჩემთან მიმართებაში სამართლიანია"
რას ამბობენ ფეხბურთელები, რომლებსაც საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალათ - "განაჩენი, ჩემთან მიმართებაში სამართლიანია"

პა­ა­ტა ღუ­დუ­შა­ურ­სა და ნო­დარ კიკ­ნა­ვე­ლი­ძეს არ მი­უ­ძღვით ისე­თი ბრა­ლი, რომ სა­მუ­და­მო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ე­ტა­ნათ მათ­თვის, - ამის შე­სა­ხებ სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "ვიტ ჯორ­ჯი­ას“ ერთ-ერ­თმა ფეხ­ბურ­თელ­მა გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და. ამით გე­თი­აშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ხუთი ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის სა­ფეხ­ბურ­თო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­მუ­და­მოდ აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გე­თი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ მას­თან მი­მარ­თე­ბით ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნია, რად­გან მისი თქმით, მატ­ჩე­ბის გა­რი­გე­ბის საქ­მე­ში ინი­ცი­ა­ტო­რი თა­ვად იყო.

მი­სი­ვე თქმით, მკაც­რი სას­ჯე­ლი მხო­ლოდ სამი ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის უნდა და­ე­კის­რე­ბი­ნათ, ვი­ნა­ი­დან ღუ­დუ­შა­უ­რი­სა და კიკ­ნა­ვე­ლი­ძის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ისი­ნი ასა­კით უფ­რო­სე­ბი არი­ან.

"ვფიქ­რობ, ეს გა­ნა­ჩე­ნი, ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­მარ­თლი­ა­ნია. ორ ფეხ­ბურ­თელს - პა­ა­ტა ღუ­დუ­შა­ურ­სა და ნო­დარ კიკ­ნა­ვე­ლი­ძეს არ მი­უ­ძღვით ისე­თი ბრა­ლი, რომ სა­მუ­და­მო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ე­ტა­ნათ მათ­თვის. ამ კუ­თხით ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­სა­მარ­თლი­ა­ნად მი­მაჩ­ნია. რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნი იყო გა­ნა­ჩე­ნი და­ნარ­ჩე­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ამა­ზე მერე შე­იძ­ლე­ბა დე­ტა­ლუ­რად მსჯე­ლო­ბა, თუმ­ცა იმ ორ ფეხ­ბურ­თელ­ზე, რო­მე­ლიც აღ­ვნიშ­ნე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­მაჩ­ნია, რომ უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. თუკი ისი­ნი სა­მუ­და­მოდ გა­ჩერ­დე­ბი­ან, რამ­დე­ნად და­ა­ზი­ა­ნებს ეს ქარ­თულ ფეხ­ბურთს, ეს კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას. რაც შე­მე­ხე­ბა მე, გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თე, რომ ამ საქ­მე­ში ინი­ცი­ა­ტო­რი ვი­ყა­ვი და სა­მარ­თლი­ა­ნია ჩემ­თან მი­მარ­თე­ბით ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. თუ მა­ინც და მა­ინც მკაც­რი სან­ქცი­ე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი, უნდა გა­ტარ­დეს სამ, ასა­კით უფ­როს ფეხ­ბურ­თელ­ზე, რად­გან მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვე­კის­რე­ბო­და ჩვენ. კიკ­ნა­ვე­ლი­ძე სა­ერ­თოდ ბო­ლოს­კენ შე­მო­უ­ერ­თდა ამ სა­კითხს და მი­ზე­რუ­ლი ბრა­ლი მი­უ­ძღვის,“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" კი­დევ ერთ ფეხ­ბურ­თელს ნიკა მა­ი­სუ­რა­ძეს და­უ­კავ­შირ­და. მისი შე­ფა­სე­ბით, სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უსა­მარ­თლოა, თუმ­ცა მა­ი­სუ­რა­ძე და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, ად­ვო­კა­ტის რჩე­ვით, მეტ დე­ტალ­ზე ვერ ისა­უბ­რებს.

"ვიტ ჯორ­ჯი­ას" ფეხ­ბურ­თელ­მა ნიკა მა­ი­სუ­რა­ძემ შე­საძ­ლოა, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­როს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მა­ი­სუ­რა­ძის ად­ვო­კატ­მა, ლანა ცერ­ცვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­ი­სუ­რა­ძის თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით გა­სა­ჩივ­რდე­ბა. ად­ვო­კა­ტის შე­ფა­სე­ბით, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნაჩ­ქა­რე­ვი და უსა­ფუძ­ვლოა.

“ფე­დე­რა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საკ­მა­ოდ ნაჩ­ქა­რე­ვია, რად­გან სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, სა­დაც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და გა­ნა­ჩე­ნი არ არის დამ­დგა­რი. მა­შინ, რო­დე­საც ამ პი­რე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ძა­ლი­ან უსა­მარ­თლო და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აქვს ფე­დე­რა­ცია. პი­რო­ბი­თად ხვალ ან ზეგ რომ გა­მარ­თლდეს რო­მე­ლი­მე პირი, გა­მო­დის, რომ ფე­დე­რა­ცი­ამ წინმსწრე­ბად, უსა­ფუძ­ვლოდ გა­მო­ი­ტა­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა თუნ­დაც სა­სა­მარ­თოს გა­ნა­ჩენს.

გა­სა­ჩივ­რე­ბა­დია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი წე­სით. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­თან შე­თან­ხმე­ბით სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ვა­სა­ჩივ­რებთ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ლანა ცერ­ცვა­ძემ.

ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­ტეტ­მა მატ­ჩე­ბის გა­რი­გე­ბის საქ­მის გამო, თბი­ლი­სის „ვიტ ჯორ­ჯი­ას“ ხუთ მო­თა­მა­შეს - გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვილს, ჯონი შე­რო­ზი­ას, ნი­კო­ლოზ მა­ი­სუ­რა­ძეს, ნო­დარ კიკ­ნა­ვე­ლი­ძე­სა და პა­ა­ტა ღუ­დუ­შა­ურს სა­ფეხ­ბურ­თო საქ­მი­ა­ნო­ბა სა­მუ­და­მოდ აუკ­რძა­ლა, ხოლო თა­ვად კლუბს ექ­ვსი ქულა და­აკ­ლდა და 50 ათა­სი ლა­რით და­ჯა­რიმ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლია, თუმ­ცა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

კო­მი­ტეტ­მა ასე­ვე იმ­სჯე­ლა ლან­ჩხუ­თის „გუ­რი­ას“ ორი მო­თა­მა­შის (რო­ბერტ იმერ­ლიშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი ბა­ჯე­ლი­ძის) სა­კი­თხზე, ისე­ვე რო­გორც, „ჭი­ა­თუ­რის“ მო­თა­მა­შის (ირაკ­ლი ხუ­ჭუ­ას) სა­კი­თხზე და და­ად­გი­ნა: სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე, დრო­ე­ბით აეკ­რძა­ლოთ სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ავ­რცე­ლებს.

ავტორი:

რას ამბობენ ფეხბურთელები, რომლებსაც საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალათ - "განაჩენი, ჩემთან მიმართებაში სამართლიანია"

რას ამბობენ ფეხბურთელები, რომლებსაც საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალათ - "განაჩენი, ჩემთან მიმართებაში სამართლიანია"

პაატა ღუდუშაურსა და ნოდარ კიკნაველიძეს არ მიუძღვით ისეთი ბრალი, რომ სამუდამო განაჩენი გამოეტანათ მათთვის, - ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა გიორგი გეთიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ამით გეთიაშვილი გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას, ხუთი ფეხბურთელისთვის საფეხბურთო საქმიანობის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გეთიაშვილი აღნიშნავს, რომ მასთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება სამართლიანია, რადგან მისი თქმით, მატჩების გარიგების საქმეში ინიციატორი თავად იყო.

მისივე თქმით, მკაცრი სასჯელი მხოლოდ სამი ფეხბურთელისთვის უნდა დაეკისრებინათ, ვინაიდან ღუდუშაურისა და კიკნაველიძისგან განსხვავებით, ისინი ასაკით უფროსები არიან.

"ვფიქრობ, ეს განაჩენი, ჩემთან მიმართებაში სამართლიანია. ორ ფეხბურთელს - პაატა ღუდუშაურსა და ნოდარ კიკნაველიძეს არ მიუძღვით ისეთი ბრალი, რომ სამუდამო განაჩენი გამოეტანათ მათთვის. ამ კუთხით ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება არასამართლიანად მიმაჩნია. რამდენად სამართლიანი იყო განაჩენი დანარჩენებთან მიმართებაში, ამაზე მერე შეიძლება დეტალურად მსჯელობა, თუმცა იმ ორ ფეხბურთელზე, რომელიც აღვნიშნე, განსაკუთრებულად მიმაჩნია, რომ უსამართლო გადაწყვეტილებაა. თუკი ისინი სამუდამოდ გაჩერდებიან, რამდენად დააზიანებს ეს ქართულ ფეხბურთს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რაც შემეხება მე, განცხადება გავაკეთე, რომ ამ საქმეში ინიციატორი ვიყავი და სამართლიანია ჩემთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება. თუ მაინც და მაინც მკაცრი სანქციებია გასატარებელი, უნდა გატარდეს სამ, ასაკით უფროს ფეხბურთელზე, რადგან მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრებოდა ჩვენ. კიკნაველიძე საერთოდ ბოლოსკენ შემოუერთდა ამ საკითხს და მიზერული ბრალი მიუძღვის,“ - განაცხადა გიორგი გეთიაშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "ინტერპრესნიუსი" კიდევ ერთ ფეხბურთელს ნიკა მაისურაძეს დაუკავშირდა. მისი შეფასებით, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება უსამართლოა, თუმცა მაისურაძე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან აღნიშნული საქმის გამოძიება გრძელდება, ადვოკატის რჩევით, მეტ დეტალზე ვერ ისაუბრებს.

"ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელმა ნიკა მაისურაძემ შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივროს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მაისურაძის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ განუცხადა, გადაწყვეტილება მაისურაძის თანხმობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდება. ადვოკატის შეფასებით, ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნაჩქარევი და უსაფუძვლოა.

“ფედერაციის გადაწყვეტილება საკმაოდ ნაჩქარევია, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ბრალდებულები არიან დასახელებული, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და განაჩენი არ არის დამდგარი. მაშინ, როდესაც ამ პირების ბრალეულობა არ არის დადასტურებული, ასეთ ვითარებაში ძალიან უსამართლო და დაჩქარებული გადაწყვეტილება აქვს ფედერაცია. პირობითად ხვალ ან ზეგ რომ გამართლდეს რომელიმე პირი, გამოდის, რომ ფედერაციამ წინმსწრებად, უსაფუძვლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება თუნდაც სასამართოს განაჩენს.

გასაჩივრებადია ადმინისტრაციული სამართლებრივი წესით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებით სავარაუდოდ, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მატჩების გარიგების საქმის გამო, თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს - გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა, ხოლო თავად კლუბს ექვსი ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საქმეზე ბრალდებულია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის „გურიას“ ორი მოთამაშის (რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის) საკითხზე, ისევე როგორც, „ჭიათურის“ მოთამაშის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს