სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყაზბეგში დაღუპულთა ვინაობა ცნობილია - კადრები ტრაგედიის ადგილიდან
ყაზბეგში დაღუპულთა ვინაობა ცნობილია - კადრები ტრაგედიის ადგილიდან

ყაზ­ბეგ­ში ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად მას­ში მყო­ფი სამი ადა­მი­ა­ნი: ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი და მათ­თან ერ­თად მყო­ფი სას­ტუმ­რო "რუმს ჰო­ტელ ყაზ­ბე­გის" ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან პი­ლო­ტი - ილო ბა­ი­დაშ­ვი­ლი, პი­ლო­ტის დამ­ხმა­რე კოტე სა­ცე­რა­ძე და სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრო­მე­ლი თორ­ნი­კე მო­სი­აშ­ვი­ლი.

ნა­ხეთ ვი­დეო: რა ვი­ცით პი­ლოტ­ზე, რო­მე­ლიც ყაზ­ბეგ­ში ჩა­მო­ვარ­დნილ ვერ­ტმფრენს მარ­თავ­და და რას ამ­ბო­ბენ მის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში

"კვი­რის პა­ლიტ­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­ლო­ტი სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი გახ­ლდათ, მას სატ­რან­სპო­ტო Ми-8-ზე და საბ­რძო­ლო Ми-24 ტი­პის შვე­ულმფრე­ნებ­ზე ფრე­ნის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და.

ილი­კო ბა­ი­დაშ­ვი­ლი 45 წლის იყო, მას მე­უღ­ლე და სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი 2 წლი­საა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, კერ­ძო ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 275-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით და­ი­წყო.

"დაბა სტე­ფან­წმინ­და­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­როს, "რუმს ჰო­ტელ ყაზ­ბე­გის" კუთ­ვნი­ლი ვერ­ტმფრე­ნი - ე.წ. "ყა­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე", და­უ­სახ­ლე­ბელ ად­გილ­ზე ჩა­მო­ვარ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ვერ­ტმფრენ­ში მყო­ფი სა­მი­ვე ადა­მი­ა­ნი: ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი და მათ­თან ერ­თად მყო­ფი სას­ტუმ­რო "რუმს ჰო­ტელ ყაზ­ბე­გის"ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, პო­ლი­ცი­ამ და ექ­სპერტ-კრმი­ნა­ლის­ტებ­მა და­ი­წყეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ჰა­ე­რო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­საც მოჰ­ყვა ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა", - აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვერ­ტმფრე­ნი აფ­რე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჩა­მო­ვარ­და, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს კომ­პა­ნია „ავი­ა­ტო­რის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, ვერ­ტმფრენს ბოლო გეგ­მუ­რი ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 22 მა­ისს ჩა­უ­ტარ­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი: მფრი­ნა­ვი, კომ­პა­ნია „ავი­ა­ტო­რის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი და სას­ტუმ­რო „რუმ­სის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი.

„კომ­პა­ნია „ავი­ა­ტო­რის“ კუთ­ვნილ­მა ვერ­ტმფრენ­მა BELL-505 კა­ტას­ტრო­ფა დაბა ყაზ­ბეგ­ში გა­ნი­ცა­და. ვერ­ტმფრენს მუდ­მი­ვად უტარ­დე­ბო­და ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა და მუდ­მი­ვად იმ­ყო­ფე­ბო­და მო­ნი­ტო­რინ­გის ქვეშ. ბო­ლოს გეგ­მუ­რი ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და 22 მა­ისს. ვერ­ტმფრენს მარ­თავ­და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კლა­სის მფრი­ნა­ვი. ჩვენ­თვი­საც უც­ნო­ბია, რამ გა­მო­იწ­ვია ეს შემ­თხვე­ვა. ამას ალ­ბათ, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი. ვერ­ტმფრე­ნი აფ­რინ­და ან­გა­რი­დან, სა­დაც იგი ბა­ზი­რე­ბუ­ლი იყო და მიფ­რი­ნავ­და სას­ტუმ­რო „რუმ­სის“ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვერ­ტმფრე­ნი აფ­რე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჩა­მო­ვარ­და,“ - გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნია „ავი­ა­ტო­რის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ყაზბეგში დაღუპულთა ვინაობა ცნობილია - კადრები ტრაგედიის ადგილიდან

ყაზბეგში დაღუპულთა ვინაობა ცნობილია - კადრები ტრაგედიის ადგილიდან

ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მასში მყოფი სამი ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. გარდაცვლილები არიან პილოტი - ილო ბაიდაშვილი, პილოტის დამხმარე კოტე საცერაძე და სასტუმროს თანამშრომელი თორნიკე მოსიაშვილი.

ნახეთ ვიდეო: რა ვიცით პილოტზე, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდნილ ვერტმფრენს მართავდა და რას ამბობენ მის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, პილოტი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სამხედრო მფრინავი გახლდათ, მას სატრანსპოტო Ми-8-ზე და საბრძოლო Ми-24 ტიპის შვეულმფრენებზე ფრენის დიდი გამოცდილება ჰქონდა.

ილიკო ბაიდაშვილი 45 წლის იყო, მას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 2 წლისაა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

"დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი - ე.წ. "ყანების ტერიტორიაზე", დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის"ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა", - აღნიშნავენ უწყებაში.

ჩემი ინფორმაციით, ვერტმფრენი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია „ავიატორის“ წარმომადგენელმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ვერტმფრენს ბოლო გეგმური ტექნიკური მომსახურება მიმდინარე წლის 22 მაისს ჩაუტარდა.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ეკიპაჟის წევრები: მფრინავი, კომპანია „ავიატორის“ თანამშრომელი და სასტუმრო „რუმსის“ თანამშრომელი.

„კომპანია „ავიატორის“ კუთვნილმა ვერტმფრენმა BELL-505 კატასტროფა დაბა ყაზბეგში განიცადა. ვერტმფრენს მუდმივად უტარდებოდა ტექნიკური მომსახურება და მუდმივად იმყოფებოდა მონიტორინგის ქვეშ. ბოლოს გეგმური ტექნიკური მომსახურება ჩაუტარდა 22 მაისს. ვერტმფრენს მართავდა ძალიან მაღალი კლასის მფრინავი. ჩვენთვისაც უცნობია, რამ გამოიწვია ეს შემთხვევა. ამას ალბათ, გამოძიების შედეგად გაეცემა პასუხი. ვერტმფრენი აფრინდა ანგარიდან, სადაც იგი ბაზირებული იყო და მიფრინავდა სასტუმრო „რუმსის“ მიმართულებით. ჩემი ინფორმაციით, ვერტმფრენი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა,“ - განაცხადა კომპანია „ავიატორის“ წარმომადგენელმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ