ავტორი:

მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა - ფოტოები სასამართლოდან

მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა - ფოტოები სასამართლოდან

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.

როგორც ცნობილია, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ბრალდებულის დარბაზში შეყვანისას კალანდიას ნათესავები ტაშით შეხვდნენ.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2 დღის წინ დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლო არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე მიხეილ კალანდიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, 2019 წლის 6 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულ მ.კ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა.

„დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტებით, მ.კ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად.

დახურულ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ფაქტობრივი საფუძვლები ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად.

ფორმალური საფუძვლების შეფასების შემდგომ, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2019 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აქვე გთავაზობთ მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გადაღებულ ფოტოებს:

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს