პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძლიერი მუცლის ტკივილი დაეწყო, ბრმა ნაწლავი გვეგონა" - რას ამბობს სკოლის დირექტორი 16 წლის ლაგოდეხელ მოზარდზე, რომელმაც ბავშვი გააჩინა
"ძლიერი მუცლის ტკივილი დაეწყო, ბრმა ნაწლავი გვეგონა" - რას ამბობს სკოლის დირექტორი 16 წლის ლაგოდეხელ მოზარდზე, რომელმაც ბავშვი გააჩინა

არა­ფე­რი შეგ­ვი­ნიშ­ნავს, ბო­ლომ­დე აქ­ტი­უ­რი მოს­წავ­ლე იყო. სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლებს ეს­წრე­ბო­და, კა­ლათ­ბურთს და ფრენ­ბურთს თა­მა­შობ­და, - ამის შე­სა­ხებ სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა 16 წლის მო­ზარ­დის მიერ ბავ­შვის გა­ჩე­ნის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ გა­ი­გეს, რო­დე­საც გო­გო­ნას მუ­ცე­ლი ას­ტკივ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

„დე­რე­ფა­ნა­ში იყო გა­მო­სუ­ლი, მი­თხრა ცუ­დად ვარო. მერე გაკ­ვე­თილ­ზე დაბ­რუნ­და, თუმ­ცა ძლი­ე­რი მუც­ლის ტკი­ვი­ლი და­ე­წყო. ჩვენ ბრმა ნაწ­ლა­ვი გვე­გო­ნა. ორ­სუ­ლო­ბას ვერც ვი­ფიქ­რებ­დით, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ეტყო­ბო­და. კლი­ნი­კი­დან სამ­შო­ბი­ა­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გეთ, რომ თურ­მე ორ­სუ­ლად იყო. ძა­ლი­ან კარ­გი, აქ­ტი­უ­რი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო მოს­წავ­ლე იყო.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სკო­ლა ხში­რად არ გა­უც­დე­ნია, თუ მას სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან სკო­ლა­ში ია­როს. ამ ეტაპ­ზე ვე­ლო­დე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას, რის შემ­დე­გაც მშობ­ლებს და­ვუ­კავ­შირ­დე­ბი“, - აცხა­დებს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი.

პე­და­გო­გის­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რია ჩარ­თუ­ლი.

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 16 წლის გოგო, რო­მელ­მაც ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა, 40 წლის ნა­თე­სავს სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. გო­გო­ნა მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლეა. „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ იუ­რის­ტის, ლია ხუ­როშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვან­მა ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ მა­შინ გა­ი­გო, რო­დე­საც სკო­ლა­ში შე­უძ­ლოდ გახ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს. არას­რულ­წლო­ვან­მა იმ დღეს­ვე იმ­შო­ბი­ა­რა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 140-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს სქე­სობ­რივ კავ­შირს ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვარ მოქ­მე­დე­ბას 16 წელს მი­უღ­წე­ველ­თან.

უწყე­ბის ცნო­ბით, ასე­ვე ტარ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ბავ­შვის მა­მის დად­გე­ნის მიზ­ნით, მას შემ­დეგ რაც დად­გინ­დე­ბა მა­მის ვი­ნა­ო­ბა, მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ძლიერი მუცლის ტკივილი დაეწყო, ბრმა ნაწლავი გვეგონა" - რას ამბობს სკოლის დირექტორი 16 წლის ლაგოდეხელ მოზარდზე, რომელმაც ბავშვი გააჩინა

"ძლიერი მუცლის ტკივილი დაეწყო, ბრმა ნაწლავი გვეგონა" - რას ამბობს სკოლის დირექტორი 16 წლის ლაგოდეხელ მოზარდზე, რომელმაც ბავშვი გააჩინა

არაფერი შეგვინიშნავს, ბოლომდე აქტიური მოსწავლე იყო. სპორტის გაკვეთილებს ესწრებოდა, კალათბურთს და ფრენბურთს თამაშობდა, - ამის შესახებ სკოლის დირექტორმა 16 წლის მოზარდის მიერ ბავშვის გაჩენის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მომხდარის შესახებ, დაახლოებით ერთი კვირის წინ გაიგეს, როდესაც გოგონას მუცელი ასტკივდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„დერეფანაში იყო გამოსული, მითხრა ცუდად ვარო. მერე გაკვეთილზე დაბრუნდა, თუმცა ძლიერი მუცლის ტკივილი დაეწყო. ჩვენ ბრმა ნაწლავი გვეგონა. ორსულობას ვერც ვიფიქრებდით, საერთოდ არაფერი ეტყობოდა. კლინიკიდან სამშობიაროში გადაიყვანეს, მოგვიანებით გავიგეთ, რომ თურმე ორსულად იყო. ძალიან კარგი, აქტიური და მოწესრიგებულო მოსწავლე იყო.

იმის გათვალისწინებით, რომ სკოლა ხშირად არ გაუცდენია, თუ მას სურვილი ექნება, შესაძლებელია, ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში იაროს. ამ ეტაპზე ველოდები გამოძიებას, რის შემდეგაც მშობლებს დავუკავშირდები“, - აცხადებს სკოლის დირექტორი.

პედაგოგისვე ინფორმაციით, საქმეში სოციალური სამსახურია ჩართული.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. გოგონა მე-11 კლასის მოსწავლეა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ლია ხუროშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. არასრულწლოვანმა იმ დღესვე იმშობიარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველთან.

უწყების ცნობით, ასევე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები ბავშვის მამის დადგენის მიზნით, მას შემდეგ რაც დადგინდება მამის ვინაობა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ