პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ კალანდიას ახლობლები ტაშით შეხვდნენ - ფოტოები სასამართლო დარბაზიდან
მიხეილ კალანდიას ახლობლები ტაშით შეხვდნენ - ფოტოები სასამართლო დარბაზიდან

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მსჯე­ლობს.

ბრალ­დე­ბუ­ლის დარ­ბაზ­ში შეყ­ვა­ნი­სას კა­ლან­დი­ას ნა­თე­სა­ვე­ბი ტა­შით შეხ­ვდნენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვს.

დაც­ვის მხა­რე მო­ვი­თხოვთ, რომ მთე­ლი რიგი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ხე­ილ კა­ლან­დია აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე იქ­ნას და­ტო­ვე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ად­ვო­კატ­მა ანი კო­ტე­ტიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

„სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს რამ­დე­ნი­მე მო­ტივს, რის გა­მოც არ უნდა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა. ასე­ვე არის ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს არა­ერ­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი სას­ჯე­ლი მა­ღა­ლია, ასე­ვე არ უნდა იქ­ნას პა­ტიმ­რო­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. 2017 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს ეს საქ­მე და შე­სა­ბა­მი­სად, მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას არ და­ურ­ღვე­ვია არც ერთი წი­ნა­პი­რო­ბა, არ მი­მა­ლუ­ლა, თა­ნამ­შრომ­ლობ­და გა­მო­ძი­ე­ბას­თან და შე­სა­ბა­მი­სად, არას­დროს არ უფიქ­რია ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა. ეს ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რის გა­მოც პა­ტიმ­რო­ბა არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბრა­ლის ფორ­მუ­ლი­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს.

„რაც შე­ე­ხე­ბა მო­ზარ­დე­ბის ჩვე­ნე­ბებს მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას წი­ნა­აღ­მდეგ, ჩვე­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­საძ­ლოა რა­ღაც იყოს, თუმ­ცა ესეც სა­სა­მარ­თლო­ზე უნდა იქ­ნას გა­მოკ­ვლე­უ­ლი. რო­დე­საც ეს მოწ­მე­ე­ბი სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ცხად­დე­ბი­ან, ამის შემ­დგომ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა იქ­ნე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, თუმ­ცა მო­ლო­დი­ნი გვაქვს რომ ეს ასე არ იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დაც­ვის მხა­რე მო­სა­მარ­თლეს გი­რა­ოს შეს­თა­ვა­ზებს, თუ რა თან­ხა­ზე იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი, ამას ოჯახ­თან და­ა­ზუს­ტე­ბის შემ­დეგ გა­ა­სა­ჯა­რო­ებს.

ცნო­ბის­თვის, მი­ხე­ილ კა­ლან­დია ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 2 დღის წინ და­ა­კა­ვეს.

ავტორი:

მიხეილ კალანდიას ახლობლები ტაშით შეხვდნენ - ფოტოები სასამართლო დარბაზიდან

მიხეილ კალანდიას ახლობლები ტაშით შეხვდნენ - ფოტოები სასამართლო დარბაზიდან

თბილისის საქალაქო სასამართლო დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

ბრალდებულის დარბაზში შეყვანისას კალანდიას ნათესავები ტაშით შეხვდნენ.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

დაცვის მხარე მოვითხოვთ, რომ მთელი რიგი გარემოებებიდან გამომდინარე, მიხეილ კალანდია აღკვეთი ღონისძიების გარეშე იქნას დატოვებული, - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ანი კოტეტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე მოტივს, რის გამოც არ უნდა იქნას გამოყენებული პატიმრობა. ასევე არის ევროსასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი სასჯელი მაღალია, ასევე არ უნდა იქნას პატიმრობა გამოყენებული. 2017 წლიდან მიმდინარეობს ეს საქმე და შესაბამისად, მიხეილ კალანდიას არ დაურღვევია არც ერთი წინაპირობა, არ მიმალულა, თანამშრომლობდა გამოძიებასთან და შესაბამისად, არასდროს არ უფიქრია ქვეყნის დატოვება. ეს ის ჩამონათვალია, რის გამოც პატიმრობა არ უნდა გამოიყენონ", - განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, ბრალის ფორმულირებიდან გამომდინარე, პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.

„რაც შეეხება მოზარდების ჩვენებებს მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ, ჩვენებებთან დაკავშირებით შესაძლოა რაღაც იყოს, თუმცა ესეც სასამართლოზე უნდა იქნას გამოკვლეული. როდესაც ეს მოწმეები სასამართლოში გამოცხადდებიან, ამის შემდგომ მიცემული ჩვენება იქნება მტკიცებულება, თუმცა მოლოდინი გვაქვს რომ ეს ასე არ იქნება", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე მოსამართლეს გირაოს შესთავაზებს, თუ რა თანხაზე იქნება საუბარი, ამას ოჯახთან დააზუსტების შემდეგ გაასაჯაროებს.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2 დღის წინ დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს