პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტერნეტ-ბანკინგინგის ყალბი ვებ-გვერდებით თანხების მისაკუთრების ფაქტებზე თურქეთის 2 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს
ინტერნეტ-ბანკინგინგის ყალბი ვებ-გვერდებით თანხების მისაკუთრების ფაქტებზე თურქეთის 2 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს

თბი­ლის­ში, კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის­თვის თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის 2 და სა­ქარ­თვე­ლოს 1 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჭე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ზე“ რეკ­ლა­მის სა­ხით სის­ტე­მა­ტუ­რად ათავ­სებ­დნენ ვებ-გვერ­დებს, რომ­ლე­ბიც ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჰგავ­და „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი­სა“ და “თი­ბი­სი ბან­კის“ ინ­ტერ­ნეტ-ბან­კინ­გის ვებ-გვერ­დებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვებ-გვერ­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ხდე­ბო­და „ფე­ის­ბუ­კის“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა სა­ხის ინ­ტერ­ნეტ­მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა.

„კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბებთ, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის 2 და სა­ქარ­თვე­ლოს 1 მო­ქა­ლა­ქე კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის­თვის თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლად ედე­ბათ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბა, კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დარ­ღვე­ვა და ქურ­დო­ბა.

მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“,- გა­ნა­ცხა­და ჭე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, „გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მის მი­ხედ­ვით, უკა­ნო­ნოდ ეუფ­ლე­ბოდ­ნენ მო­ქა­ლა­ქე­თა სა­ბან­კო მო­ნა­ცე­მებს და აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­თა კუთ­ვნილ თან­ხებს მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ისა­კუთ­რებ­დნენ“.

„კერ­ძოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ზე“ რეკ­ლა­მის სა­ხით სის­ტე­მა­ტუ­რად ათავ­სებ­დნენ ვებ-გვერ­დებს, რომ­ლე­ბიც ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჰგავ­და „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი­სა“ და “თი­ბი­სი ბან­კის“ ინ­ტერ­ნეტ-ბან­კინ­გის ვებ-გვერ­დებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვებ-გვერ­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ხდე­ბო­და „ფე­ის­ბუ­კის“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა სა­ხის ინ­ტერ­ნეტ­მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა. გარ­და ამი­სა, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვებ-გვერ­დე­ბი­დან ვრცელ­დე­ბო­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს­და ბან­კი ათა­მა­შებ­და სხვა­დას­ხვა სა­ხის ძვი­რად ღი­რე­ბულ პრი­ზებს. შე­დე­გად, რე­ა­ლურ ინ­ტერ­ნეტ­ბან­კინგთან ვი­ზუ­ა­ლუ­რი მსგავ­სე­ბის გამო, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შეჰ­ყავ­დათ შეც­დო­მა­ში და მო­ტყუ­ე­ბის გზით, ეუფ­ლე­ბოდ­ნენ მათ სა­ბან­კო მო­ნა­ცე­მებს. და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი თან­ხებს მათ მიერ სხვა­დას­ხვა ბან­კი­სა და ინ­ტერ­ნეტ-ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბის წი­ნას­წარ შექ­მნილ ან­გა­რი­შებ­ზე რი­ცხავ­დნენ და მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ით­ვი­სებ­დნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით ამ პი­რებ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებს 200 000 (ორა­სი ათა­სი) ლა­რამ­დე ფი­ნან­სუ­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­სა და სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს 3 ლეპ­ტო­პი, 4 მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, ერთი ცალი პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი, რამ­დე­ნი­მე სა­ბან­კო პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თი და ფული. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 177-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ა” და მე-4 ნა­წი­ლის “ა” ქვე­პუნ­ქტე­ბით, 284-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ა” ქვე­პუნ­ქტით, 285-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ა” ქვე­პუნ­ქტით და 158-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ბან­კო სექ­ტორ­თან, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­ულ­თან ეფექ­ტი­ა­ნი ბრძო­ლის პრო­ცეს­ში. სა­მი­ნის­ტრო ინ­ტენ­სი­უ­რად გა­ნაგ­რძობს ბრძო­ლას მსგავ­სი სა­ხის და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, რათა ქვეყ­ნის სა­ბან­კო სექ­ტო­რი და მისი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყ­ვნენ და­ცულ­ნი“,- გა­ნა­ცხა­და ჭე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ინტერნეტ-ბანკინგინგის ყალბი ვებ-გვერდებით თანხების მისაკუთრების ფაქტებზე თურქეთის 2 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს

ინტერნეტ-ბანკინგინგის ყალბი ვებ-გვერდებით თანხების მისაკუთრების ფაქტებზე თურქეთის 2 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს

თბილისში, კიბერდანაშაულისთვის თურქეთის რესპუბლიკის 2 და საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

როგორც ჭელიძემ განაცხადა, აღნიშნული პირები სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ რეკლამის სახით სისტემატურად ათავსებდნენ ვებ-გვერდებს, რომლებიც ვიზუალურად ჰგავდა „საქართველოს ბანკისა“ და “თიბისი ბანკის“ ინტერნეტ-ბანკინგის ვებ-გვერდებს. აღნიშნული ვებ-გვერდების მეშვეობით, ხდებოდა „ფეისბუკის“ მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სახის ინტერნეტმომსახურების შეთავაზება.

„კიბერდანაშაულთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის 2 და საქართველოს 1 მოქალაქე კიბერდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენება, კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევა და ქურდობა.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, უკანონოდ ეუფლებოდნენ მოქალაქეთა საბანკო მონაცემებს და აღნიშნული მონაცემების გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდნენ“.

„კერძოდ, აღნიშნული პირები სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ რეკლამის სახით სისტემატურად ათავსებდნენ ვებ-გვერდებს, რომლებიც ვიზუალურად ჰგავდა „საქართველოს ბანკისა“ და “თიბისი ბანკის“ ინტერნეტ-ბანკინგის ვებ-გვერდებს. აღნიშნული ვებ-გვერდების მეშვეობით, ხდებოდა „ფეისბუკის“ მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სახის ინტერნეტმომსახურების შეთავაზება. გარდა ამისა, მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, აღნიშნული ვებ-გვერდებიდან ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა ბანკი ათამაშებდა სხვადასხვა სახის ძვირად ღირებულ პრიზებს. შედეგად, რეალურ ინტერნეტბანკინგთან ვიზუალური მსგავსების გამო, მოქალაქეები შეჰყავდათ შეცდომაში და მოტყუების გზით, ეუფლებოდნენ მათ საბანკო მონაცემებს. დაკავებული პირები თანხებს მათ მიერ სხვადასხვა ბანკისა და ინტერნეტ-ტოტალიზატორების წინასწარ შექმნილ ანგარიშებზე რიცხავდნენ და მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ. აღნიშნული ქმედებით ამ პირებმა მოქალაქეებს 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე ფინანსური ზიანი მიაყენეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელ სახლში, დროებით საცხოვრებელ ბინასა და სასტუმროს ნომერში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ლეპტოპი, 4 მობილური ტელეფონი, ერთი ცალი პერსონალური კომპიუტერი, რამდენიმე საბანკო პლასტიკური ბარათი და ფული. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქტიურად თანამშრომლობს საბანკო სექტორთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის პროცესში. სამინისტრო ინტენსიურად განაგრძობს ბრძოლას მსგავსი სახის დანაშაულის წინააღმდეგ, რათა ქვეყნის საბანკო სექტორი და მისი მომხმარებლები მაქსიმალურად იყვნენ დაცულნი“,- განაცხადა ჭელიძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ