პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაციფრულებული ზეზვა და მზია – BTU-ს სტუდენტებმა დმანისის მუზეუმისთვის ინოვაციური პლატფორმა შექმნეს
გაციფრულებული ზეზვა და მზია – BTU-ს სტუდენტებმა დმანისის მუზეუმისთვის ინოვაციური პლატფორმა შექმნეს

გა­ციფ­რუ­ლე­ბუ­ლი ზეზ­ვა და მზია, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც მალე ფო­ტოს გა­და­ღე­ბა­საც შეძ­ლებთ – ეს მხო­ლოდ ერთი ნა­წი­ლია იმ პრო­ექ­ტი­სა, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი პირ­ველ ევ­რო­პე­ლებს გა­ფარ­თო­ე­ბულ და ვირ­ტუ­ა­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში გა­ეც­ნოს, BTU-ის სტუ­დენ­ტებ­მა დმა­ნი­სის მუ­ზე­უმ­ში წა­რად­გი­ნეს. რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ან­დრო რუ­რუ­ამ აღ­ნიშ­ნა, ეს არ არის პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ზე­უ­მებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და:

„პრო­ექ­ტის პირ­ველ ეტაპ­ზე ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბის ნა­ხა­ტე­ბი გა­ვა­ციფ­რუ­ლეთ, ამ­ჯე­რად კი – პირ­ვე­ლი ევ­რო­პე­ლე­ბი. ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი აპ­ლი­კა­ცია კარ­გი პრე­ცე­დენ­ტია, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ერ­წყას ერ­თმა­ნეთს ის­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლა და ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი“, – აღ­ნიშ­ნა ან­დრო რუ­რუ­ამ.

აპ­ლი­კა­ცი­ის დე­ვე­ლო­პე­რე­ბის თქმით, ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და:

„აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის IT ჯგუფ­მა და ორმა სტუ­დენ­ტმა ვი­მუ­შა­ვეთ. ძა­ლი­ან ბევ­რი დე­ტა­ლი იყო გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი: ადა­მი­ა­ნის კა­ნის ფერი, სტრუქ­ტუ­რა, თვა­ლე­ბი... შემ­დეგ კი უკვე შექ­მნი­ლი მო­დე­ლე­ბის აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ჩატ­ვირ­თვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აპ­ლი­კა­ცი­ას აქვს ია­ტა­კის ამოც­ნო­ბის ფუნ­ქცია, შე­დე­გად მო­დე­ლი უფრო რე­ა­ლუ­რია,“ – აღ­ნიშ­ნა ბინ­ზე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა, ოთარ ტერ­ტე­რაშ­ვილ­მა.

აპ­ლი­კა­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბა ტუ­რის­ტებს უკვე შე­უძ­ლი­ათ. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორ­მა, და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ადა­მი­ა­ნის ევო­ლუ­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი ციფ­რუ­ლი პლატ­ფორ­მა ახა­ლი მნახ­ვე­ლე­ბის მო­ზიდ­ვა­საც შე­ა­უ­წყობს ხელს:

„მეც­ნი­ე­რუ­ლი ცოდ­ნის წარ­დგე­ნის­თვის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბას მივ­მარ­თავთ ხოლ­მე, რო­გორც ტრა­დი­ცი­ულს, ისე თა­ნა­მედ­რო­ვეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნეთ. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს ახა­ლი ფორ­მით ახა­ლი მნახ­ვე­ლე­ბი მო­ვი­ზი­დოთ. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, არამ­ხო­ლოდ შე­ვის­წავ­ლოთ, არა­მედ სხვა­დას­ხვა ფორ­მით გა­ვაც­ნოთ დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს სა­ქარ­თვე­ლოს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი მა­სა­ლა,“ – აღ­ნიშ­ნა და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ.

პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მო­სულ სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, თა­ვად გა­მო­ე­ცა­დათ აპ­ლი­კა­ცია და გა­ციფ­რუ­ლე­ბულ პირ­ველ ევ­რო­პე­ლებ­თან ერ­თად ფო­ტოც გა­და­ე­ღოთ. ერთ–ერთი პირ­ვე­ლი, ვინც აპ­ლი­კა­ცია გა­მოს­ცა­და, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფატ­მა­სე­რე­ნი­აზ­გა­ნი და ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდნენ.

„ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის აქ­ტი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორც ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ასე­ვე, ჩვენ­თვი­საც, დიპ­ლო­მა­ტე­ბის­თვის. აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­გიძ­ლია უძ­ვე­ლე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი ნახო, შო­რე­ულ წარ­სულ­ში იმოგ­ზა­უ­რო. მსგავ­სი რამ სხვა­გან არ­სად მი­ნა­ხავს, უნი­კა­ლუ­რი იდე­აა, ამი­ტომ ორ­მა­გად და­სა­ფა­სე­ბე­ლია,“ – აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექ­ტის შემ­ქმნე­ლე­ბი ზეზ­ვა­სა­და მზი­ას გარ­და, პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ნივ­თე­ბის გა­ციფ­რუ­ლე­ბა­საც აპი­რე­ბენ. ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­კან­მა, ნინო ენუ­ქი­ძემ აღ­ნიშ­ნა, აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს შე­უძ­ლია ზეზ­ვა და მზი­ას შე­სა­ხებ აუ­დიო და ტექ­სტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნახ­ვა.

„ერ­თგვა­რი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ტური გან­ხორ­ცილ­დე­ბა, რაც არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იქ­ნე­ბა უნი­კა­ლუ­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლი, არა­მედ მსოფ­ლი­ოს­თვი­საც, რად­გან ვი­ზი­ტორს ვირ­ტუ­ა­ლურ ტურს ძა­ლი­ან ცოტა მუ­ზე­უ­მი სთა­ვა­ზობს. თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ვი­წყებთ ბრი­ტა­ნე­თის წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, ვეს­მის­ტე­რის­სა­ერ­თა­შო­რი­სო­უ­ნი­ვერ­სი­ტეტ­თან და ვგეგ­მავთ მო­მა­ვა­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ქსე­ლის­თვის სრუ­ლი ციფ­რუ­ლი პლატ­ფორ­მა შევ­ქმნათ,“ – აღ­ნიშ­ნა ნინო ენუ­ქი­ძემ.

არ­ტე­ფაქ­ტე­ბის ერ­თი­ა­ნი ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია, მათი პირ­ვან­დე­ლი მდე­ბა­რე­ო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მუ­ზე­უ­მო სივ­რცის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტოა და დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს მუ­ზე­უმ­ში ვი­ზი­ტი­სას სრუ­ლი­ად ახალ, გან­სხვა­ვე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას სთა­ვა­ზობს.

ავტორი:

გაციფრულებული ზეზვა და მზია – BTU-ს სტუდენტებმა დმანისის მუზეუმისთვის ინოვაციური პლატფორმა შექმნეს

გაციფრულებული ზეზვა და მზია – BTU-ს სტუდენტებმა დმანისის მუზეუმისთვის ინოვაციური პლატფორმა შექმნეს

გაციფრულებული ზეზვა და მზია, რომლებთან ერთადაც მალე ფოტოს გადაღებასაც შეძლებთ – ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმ პროექტისა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.

აპლიკაცია, რომელიც საშუალებას იძლევა დამთვალიერებელი პირველ ევროპელებს გაფართოებულ და ვირტუალურ რეალობაში გაეცნოს, BTU-ის სტუდენტებმა დმანისის მუზეუმში წარადგინეს. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა ანდრო რურუამ აღნიშნა, ეს არ არის პირველი პროექტი, რომელიც საქართველოს მუზეუმებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა:

„პროექტის პირველ ეტაპზე ქართველი მხატვრების ნახატები გავაციფრულეთ, ამჯერად კი – პირველი ევროპელები. ჩვენი სტუდენტების მიერ გაკეთებული აპლიკაცია კარგი პრეცედენტია, თუ როგორ შეიძლება შეერწყას ერთმანეთს ისტორიული მასალა და ინოვაციური ტექნოლოგიები“, – აღნიშნა ანდრო რურუამ.

აპლიკაციის დეველოპერების თქმით, ამ პროექტზე მუშაობა ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა:

„აპლიკაციაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის IT ჯგუფმა და ორმა სტუდენტმა ვიმუშავეთ. ძალიან ბევრი დეტალი იყო გასათვალისწინებელი: ადამიანის კანის ფერი, სტრუქტურა, თვალები... შემდეგ კი უკვე შექმნილი მოდელების აპლიკაციაში ჩატვირთვა. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციას აქვს იატაკის ამოცნობის ფუნქცია, შედეგად მოდელი უფრო რეალურია,“ – აღნიშნა ბინზესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტმა, ოთარ ტერტერაშვილმა.

აპლიკაციით სარგებლობა ტურისტებს უკვე შეუძლიათ. როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმა ახალი მნახველების მოზიდვასაც შეაუწყობს ხელს:

„მეცნიერული ცოდნის წარდგენისთვის სხვადასხვა საშუალებას მივმართავთ ხოლმე, როგორც ტრადიციულს, ისე თანამედროვეს. ამ შემთხვევაში, ციფრული ტექნოლოგიები გამოვიყენეთ. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს ახალი ფორმით ახალი მნახველები მოვიზიდოთ. ჩვენი მიზანია, არამხოლოდ შევისწავლოთ, არამედ სხვადასხვა ფორმით გავაცნოთ დამთვალიერებელს საქართველოს არქეოლოგიური და ისტორიული მასალა,“ – აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ.

პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, თავად გამოეცადათ აპლიკაცია და გაციფრულებულ პირველ ევროპელებთან ერთად ფოტოც გადაეღოთ. ერთ–ერთი პირველი, ვინც აპლიკაცია გამოსცადა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ფატმასერენიაზგანი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აღმოჩნდნენ.

„ძალიან ვაფასებ საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენებას. აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, როგორც ტურიზმის განვითარებისთვის, ასევე, ჩვენთვისაც, დიპლომატებისთვის. აპლიკაციის საშუალებით შეგიძლია უძველესი ადამიანები და ცხოველები ნახო, შორეულ წარსულში იმოგზაურო. მსგავსი რამ სხვაგან არსად მინახავს, უნიკალური იდეაა, ამიტომ ორმაგად დასაფასებელია,“ – აღნიშნა ელჩმა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის შემქმნელები ზეზვასადა მზიას გარდა, პრეისტორიული ცხოველებისა და ნივთების გაციფრულებასაც აპირებენ. ამასთანავე, როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანმა, ნინო ენუქიძემ აღნიშნა, აპლიკაციის საშუალებით დამთვალიერებელს შეუძლია ზეზვა და მზიას შესახებ აუდიო და ტექსტური ინფორმაციის ნახვა.

„ერთგვარი ვირტუალური ტური განხორცილდება, რაც არამხოლოდ საქართველოსთვის იქნება უნიკალური და გამორჩეული, არამედ მსოფლიოსთვისაც, რადგან ვიზიტორს ვირტუალურ ტურს ძალიან ცოტა მუზეუმი სთავაზობს. თანამშრომლობას ვიწყებთ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტთან, ვესმისტერისსაერთაშორისოუნივერსიტეტთან და ვგეგმავთ მომავალი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქსელისთვის სრული ციფრული პლატფორმა შევქმნათ,“ – აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

არტეფაქტების ერთიანი ვიზუალიზაცია, მათი პირვანდელი მდებარეობების შესაბამისად, საქართველოს სამუზეუმო სივრცისთვის უპრეცედენტოა და დამთვალიერებელს მუზეუმში ვიზიტისას სრულიად ახალ, განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.