პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახმა მითხრა, თუ გინდა, შენ არ დაგაბრალოთ, 10 ათასი ლარი მოგვეციო" - რას ჰყვება მამაკაცი, რომელსაც ლაგოდეხში 16 წლის გოგოზე ძალადობაში ადანაშაულებენ
"ოჯახმა მითხრა, თუ გინდა, შენ არ დაგაბრალოთ, 10 ათასი ლარი მოგვეციო" - რას ჰყვება მამაკაცი, რომელსაც ლაგოდეხში 16 წლის გოგოზე ძალადობაში ადანაშაულებენ

ლა­გო­დეხ­ში 16 წლის გო­გო­ნას ოჯა­ხი, რო­მე­ლიც 40 წლის მა­მა­კაცს მო­ზარ­დის მი­მართ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, მო­ძა­ლა­დის დას­ჯას ითხოვს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით აპი­რე­ბენ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას. გო­გო­ნამ მო­ძა­ლა­დის­გან ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა, თუმ­ცა მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ახალ­შო­ბილ­ზე უარს ამ­ბო­ბენ, რის გა­მოც ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ტო­ვეს.

"ჩემი ნა­თე­სა­ვია ეს კაცი, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ჩემ­მა შვილ­მა არა­ფე­რი მი­თხრა, სა­ნამ მუ­ცე­ლი არ ას­ტკივ­და. მე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ვი­გე ორ­სუ­ლო­ბა­ზე. ჩემს შვილ­ზე რომ იძა­ლა­და, და­მუქ­რე­ბია, რომ თუ სად­მე იტყო­და, დე­დას, მა­მას და ძმას მო­უკ­ლავ­და, დას კი მის მსგავ­სად გა­ა­უ­პა­ტი­უ­რებ­და. ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დავ­ტო­ვეთ, რად გვინ­და სხვი­სი შვი­ლი. ის კი ამ­ბობს, მე არ ვყო­ფილ­ვა­რო, მაგ­რამ ჩემი გოგო სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს. მო­ვი­თხოვთ პო­ლი­ცი­ამ და­სა­ჯოს, თუ არა­და ჩვენ დავ­სჯით", - აცხა­დებს 16 წლის გო­გო­ნას დედა.

არას­რულ­წლოვ­ნის ოჯა­ხის ვერ­სი­ას იზი­ა­რე­ბენ თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბიც. ისი­ნი სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვის სა­თა­ნა­დო დას­ჯას ითხო­ვენ. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ხში­რად ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"სო­ფე­ლი შეგ­ვარ­ცხვი­ნა, ეს რო­გორ გა­ა­კე­თა. ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან, ამ გო­გოს ძმის ნათ­ლი­აა. არ გვგო­ნია, გოგო იგო­ნებ­დეს, ეს კაცი ხში­რად სვამ­და და უხა­სი­ა­თო იყო. სო­ფე­ლი ვი­თხოვთ სა­თა­ნა­დოდ და­ი­სა­ჯოს", - აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მომ­ხდარს უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ 16 წლის გო­გო­ნას ოჯა­ხი 10 ათას ლარს სთხოვ­და, უა­რის შემ­თხვე­ვა­ში კი ჩი­ვი­ლით და­ე­მუქ­რა.

"მე­ზობ­ლე­ბი ვართ, სულ პა­ტა­რა­ო­ბი­დან მო­დი­ო­და და აქ რჩე­ბო­და ხოლ­მე. არ მახ­სოვს, რო­მელ დღე­ზე ლა­პა­რა­კობს. ჩემ­მა შვილ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, ცუ­დად არი­სო, მეც მა­გის ოჯახს გავ­ყე­ვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და იქ მე და­მაბ­რა­ლა. ოჯახ­მა კი მი­თხრა, თუ გინ­და, შენ არ და­გაბ­რა­ლოთ, 10 ათა­სი ლარი მოგ­ვე­ციო. მზად ვარ პო­ლი­ცი­ა­ში ვი­ა­რო, მზად ვარ და­მი­ჭი­რონ და იმის­თვი­საც მზად ვარ, ამ ბავ­შვზე ვიზ­რუ­ნო, თუ ჩემი შვი­ლია. მაგ­რამ მე ეს არ ჩა­მი­დია, ამას რო­გორ გა­ვა­კე­თებ­დი, ნა­თე­სა­ვე­ბი ვართ. მისი ძმა მე მოვ­ნათ­ლე", - აცხა­დებს ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი.

40 წლის მა­მა­კა­ცი ასე­ვე ურ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ მან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნას ოჯახს, გა­ჩუ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მო­ზარ­დი გო­გო­ნას სა­კუ­თარ 14 წლის ვაჟ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

hm
0

dnm xom aris da aigon mere ra t unda bevri lailai

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ოჯახმა მითხრა, თუ გინდა, შენ არ დაგაბრალოთ, 10 ათასი ლარი მოგვეციო" - რას ჰყვება მამაკაცი, რომელსაც ლაგოდეხში 16 წლის გოგოზე ძალადობაში ადანაშაულებენ

"ოჯახმა მითხრა, თუ გინდა, შენ არ დაგაბრალოთ, 10 ათასი ლარი მოგვეციო" - რას ჰყვება მამაკაცი, რომელსაც ლაგოდეხში 16 წლის გოგოზე ძალადობაში ადანაშაულებენ

ლაგოდეხში 16 წლის გოგონას ოჯახი, რომელიც 40 წლის მამაკაცს მოზარდის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, მოძალადის დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საკუთარი ძალებით აპირებენ ანგარიშსწორებას. გოგონამ მოძალადისგან ბავშვი გააჩინა, თუმცა მისი ოჯახის წევრები ახალშობილზე უარს ამბობენ, რის გამოც ის საავადმყოფოში დატოვეს.

"ჩემი ნათესავია ეს კაცი, კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩემმა შვილმა არაფერი მითხრა, სანამ მუცელი არ ასტკივდა. მე საავადმყოფოში გავიგე ორსულობაზე. ჩემს შვილზე რომ იძალადა, დამუქრებია, რომ თუ სადმე იტყოდა, დედას, მამას და ძმას მოუკლავდა, დას კი მის მსგავსად გააუპატიურებდა. ბავშვი საავადმყოფოში დავტოვეთ, რად გვინდა სხვისი შვილი. ის კი ამბობს, მე არ ვყოფილვარო, მაგრამ ჩემი გოგო საპირისპიროს ამტკიცებს. მოვითხოვთ პოლიციამ დასაჯოს, თუ არადა ჩვენ დავსჯით", - აცხადებს 16 წლის გოგონას დედა.

არასრულწლოვნის ოჯახის ვერსიას იზიარებენ თანასოფლელებიც. ისინი სავარაუდო დამნაშავის სათანადო დასჯას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, მამაკაცი ხშირად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"სოფელი შეგვარცხვინა, ეს როგორ გააკეთა. ნათესავები არიან, ამ გოგოს ძმის ნათლიაა. არ გვგონია, გოგო იგონებდეს, ეს კაცი ხშირად სვამდა და უხასიათო იყო. სოფელი ვითხოვთ სათანადოდ დაისაჯოს", - აცხადებენ ადგილობრივები.

ბრალდებული მამაკაცი მომხდარს უარყოფს და აცხადებს, რომ 16 წლის გოგონას ოჯახი 10 ათას ლარს სთხოვდა, უარის შემთხვევაში კი ჩივილით დაემუქრა.

"მეზობლები ვართ, სულ პატარაობიდან მოდიოდა და აქ რჩებოდა ხოლმე. არ მახსოვს, რომელ დღეზე ლაპარაკობს. ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, ცუდად არისო, მეც მაგის ოჯახს გავყევი საავადმყოფოში და იქ მე დამაბრალა. ოჯახმა კი მითხრა, თუ გინდა, შენ არ დაგაბრალოთ, 10 ათასი ლარი მოგვეციო. მზად ვარ პოლიციაში ვიარო, მზად ვარ დამიჭირონ და იმისთვისაც მზად ვარ, ამ ბავშვზე ვიზრუნო, თუ ჩემი შვილია. მაგრამ მე ეს არ ჩამიდია, ამას როგორ გავაკეთებდი, ნათესავები ვართ. მისი ძმა მე მოვნათლე", - აცხადებს ბრალდებული მამაკაცი.

40 წლის მამაკაცი ასევე ურყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან დაზარალებული გოგონას ოჯახს, გაჩუმების სანაცვლოდ, მოზარდი გოგონას საკუთარ 14 წლის ვაჟზე დაქორწინება შესთავაზა.

პატიმრების წამებაში ბრალდებული ციხის ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირება 7-წლიანი ძებნის შემდეგ განხორციელდება

"მოგვსდევდნენ და გვაგინებდნენ... ბუჩქებისკენ ჩავუხვიე, ისინი გაეკიდნენ შაქარაშვილს" - რას ჰყვება ჩვენებაში დაზარალებული ვახო ახვლედიანი

ადგილიდან, სადაც გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს, გამომძიებლებმა რამდენიმე ნივთი ამოიღეს - "კურიერი" ახალ ფოტოებს ავრცელებს