კონფლიქტები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვს უნდა ჩააცვათ სეზონის შესაბამისად... მშობლებს ცხელ დღეებშიც მოჰყავთ წინდებით და რეიტუზებით" - ინგა მამუჩიშვილის საზაფხულო რჩევები
"ბავშვს უნდა ჩააცვათ სეზონის შესაბამისად... მშობლებს ცხელ დღეებშიც მოჰყავთ წინდებით და რეიტუზებით" - ინგა მამუჩიშვილის საზაფხულო რჩევები

ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა დიდ­სა თუ პა­ტა­რას ერ­თნა­ი­რად აწუ­ხებს, თუმ­ცა მშობ­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საზ­რუ­ნა­ვი პა­ტა­რე­ბი არი­ან და ხში­რად სვა­მენ კი­თხვებს, რა ჩა­აც­ვან შვი­ლებს, რითი გა­მოკ­ვე­ბონ, გა­მო­ი­ყე­ნონ თუ არა კონ­დი­ცი­ო­ნე­რი, ხომ არ გა­ა­ცი­ვებს ნა­ყი­ნი ან ცივი წყა­ლი და ა.შ.

სე­ზო­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ, მშობ­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებს, ექი­მი-პე­დი­ატ­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

- პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შვს უნდა ჩა­ვაც­ვათ სე­ზო­ნის შე­სა­ბა­მი­სად. ზა­ფხულ­ში მას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეც­ვას გრი­ლად და თუ შე­ვამ­ჩნი­ეთ, რომ გა­ოფ­ლი­ან­და, უნდა გა­ვა­კონ­ტრო­ლოთ მისი ჩაც­მუ­ლო­ბა. იმი­ტომ, რომ ხში­რად გა­ოფ­ლი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზი არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი სა­მო­სია.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქარ­თვე­ლებს მო­მე­ტე­ბუ­ლი ზრუნ­ვა გვიყ­ვარს და ამ დროს უფრო ვუშ­ვებთ შეც­დო­მებს ხოლ­მე. დღე­საც მოჰ­ყავთ ცხელ დღე­ებ­ში ბავ­შვე­ბი ჩემ­თან ნაქ­სო­ვი შა­ლის წინ­დე­ბით და რე­ი­ტუ­ზე­ბით, ამას და­მა­ტე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ბოდე, უმკლა­ვო, მერე მოკ­ლე მკლა­ვი­ა­ნი, კი­დევ უფრო გრძელმკლა­ვი­ა­ნი და ა.შ. ეს არ არის და­სას­რუ­ლი, ამას გარ­და პა­ტა­რას შე­მოც­მუ­ლი აქვს ზე­მო­დან ჟა­კე­ტი.

რო­გორც კი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი იც­ვლე­ბა, ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მის გა­და­ხუ­რე­ბა იწყე­ბა, ამი­ტომ სე­ზო­ნის შე­სა­ბა­მი­სად უნდა ვა­ტა­როთ პა­ტა­რე­ბი

რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ღა­მოს სა­ა­თებს, როცა არის საფრ­თხე მწე­რე­ბის და გვინ­და თა­ვი­დან ავა­რი­დოთ ბავ­შვს კო­ღო­ე­ბი­სა თუ მოს­კი­ტე­ბის ნაკ­ბე­ნი, უნდა ჩა­ვაც­ვათ პა­ტა­რებს თხე­ლი გრძე­ლი შარ­ვა­ლი და ასე­ვე გრძელმკლა­ვი­ა­ნი ზედა სა­მო­სი. გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა ნაწ­ვი­მა­რია და გა­რეთ გვყავს პა­ტა­რე­ბი. აქვე უნდა და­ვა­მა­ტო, რომ ბავ­შვებს უნდა ჩა­ვაც­ვათ ღია ფე­რის ტან­საც­მე­ლი და არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ მზე­ზე მი­ფი­ცხე­ბაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვის კა­ნის­თვის დღის იმ ნა­წილ­ში, როცა მზე არ არის ძა­ლი­ან მწვე­ლი.

- უნდა ჩავ­რთოთ თუ არა კონ­დენ­ცი­ო­ნე­რი იმ ოთახ­ში, სა­დაც პა­ტა­რე­ბი გვყავს?

- კონ­დი­ცი­ო­ნე­რის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვარ, თუ რე­ჟიმს და­ვი­ცავთ სწო­რად. ბავ­შვი არ უნდა მოხ­ვდეს კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ქვეშ, არ უნდა მოხ­ვდეს ორ­პირ­ში. ბავ­შვს უნდა შე­ვე­ხოთ მუ­ცელ­ზე. მუ­ცე­ლი არ უნდა ჰქონ­დეს ცივი, თუ მუ­ცე­ლი შე­ცი­ე­ბუ­ლი არ აქვს, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია. ოთახ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა უნდა იყოს 24 გრა­დუ­სი.

ხოლო სა­დაც ბავ­შვს სძი­ნავს, იქ არ უნდა იყოს კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ჩარ­თუ­ლი ღა­მის სა­ა­თებ­ში, რად­გან ძილ­ში ბავ­შვი ოფ­ლი­ან­დე­ბა და არ უნდა მოხ­დეს ორ­გა­ნიზ­მის გა­და­ცი­ე­ბა. მო­მიჯ­ნა­ვე ოთახ­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს კონ­დი­ცი­ო­ნე­რი და კარი შე­ვა­ღოთ, რომ ბავ­შვის სა­ძი­ნე­ბელ­შიც მოხ­ვდეს გრი­ლი ჰა­ე­რი.

- ზა­ფხულ­ში, და­ძი­ნე­ბის დროს, ჩვი­ლებს აც­მე­ვენ წინ­დებს, ეს გა­მარ­თლე­ბუ­ლია?

- არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ სჭირ­დე­ბა წინ­და. თუ ძა­ლი­ან ცხე­ლა მარ­ტო პამ­პერ­სი­თაც შე­იძ­ლე­ბა და­ვა­ძი­ნოთ. პა­ტა­რას ორ­გა­ნიზ­მი თა­ვი­დან­ვე უნდა შე­ეჩ­ვი­ოს სიგ­რი­ლეს, უნდა გა­კაჟ­დეს, სწო­რედ პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე უნდა მი­ი­ღოს გრი­ლი აბა­ზა­ნა, წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა უნდა იყოს იმა­ზე და­ბა­ლი, ვიდ­რე ვი­ყე­ნებ­დით ზამ­თარ­ში. ზა­ფხულ­ში დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხში­რად უნდა ჩავ­სვათ წყალ­ში და თვი­თო­ნაც უნდა მი­ეჩ­ვი­ოს წყალ­ში ბა­ნა­ო­ბას.

- რას გვე­ტყვით მა­ცივ­რი­სა და ონ­კა­ნის წყლის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე?

- ერთი წლის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა, ონ­კა­ნის წყა­ლი მი­ვა­წო­დით ბავ­შვს, თუმ­ცა დღეს ცოტა რთუ­ლია იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რამ­დე­ნად სუფ­თაა და გა­ფილტრუ­ლია იგი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze-ს
0

გაიგე,,ხომ,,,სეზონის შესაბამისადო,,,გაითვალისწინე...

inga
0

კი, მართალის ბრძანებს ექიმი. ხანდახან შეგეცოდება ამ სიცხეში შეფუთნული ბავშვი-არიქა, არ დაუბეროსო.

ავტორი:

"ბავშვს უნდა ჩააცვათ სეზონის შესაბამისად... მშობლებს ცხელ დღეებშიც მოჰყავთ წინდებით და რეიტუზებით" - ინგა მამუჩიშვილის საზაფხულო რჩევები

"ბავშვს უნდა ჩააცვათ სეზონის შესაბამისად... მშობლებს ცხელ დღეებშიც მოჰყავთ წინდებით და რეიტუზებით" - ინგა მამუჩიშვილის საზაფხულო რჩევები

ზაფხულის ცხელ დღეებში ტემპერატურის მატება დიდსა თუ პატარას ერთნაირად აწუხებს, თუმცა მშობლების განსაკუთრებული საზრუნავი პატარები არიან და ხშირად სვამენ კითხვებს, რა ჩააცვან შვილებს, რითი გამოკვებონ, გამოიყენონ თუ არა კონდიციონერი, ხომ არ გააცივებს ნაყინი ან ცივი წყალი და ა.შ.

სეზონისთვის დამახასიათებელ, მშობლებისთვის საინტერესო კითხვებს, ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი პასუხობს:

- პირველ რიგში, ბავშვს უნდა ჩავაცვათ სეზონის შესაბამისად. ზაფხულში მას აუცილებლად უნდა ეცვას გრილად და თუ შევამჩნიეთ, რომ გაოფლიანდა, უნდა გავაკონტროლოთ მისი ჩაცმულობა. იმიტომ, რომ ხშირად გაოფლიანების მიზეზი არასწორად შერჩეული სამოსია.

მოგეხსენებათ, ქართველებს მომეტებული ზრუნვა გვიყვარს და ამ დროს უფრო ვუშვებთ შეცდომებს ხოლმე. დღესაც მოჰყავთ ცხელ დღეებში ბავშვები ჩემთან ნაქსოვი შალის წინდებით და რეიტუზებით, ამას დამატებული რამდენიმე ბოდე, უმკლავო, მერე მოკლე მკლავიანი, კიდევ უფრო გრძელმკლავიანი და ა.შ. ეს არ არის დასასრული, ამას გარდა პატარას შემოცმული აქვს ზემოდან ჟაკეტი.

როგორც კი ტემპერატურული რეჟიმი იცვლება, ბავშვის ორგანიზმის გადახურება იწყება, ამიტომ სეზონის შესაბამისად უნდა ვატაროთ პატარები

რაც შეეხება, საღამოს საათებს, როცა არის საფრთხე მწერების და გვინდა თავიდან ავარიდოთ ბავშვს კოღოებისა თუ მოსკიტების ნაკბენი, უნდა ჩავაცვათ პატარებს თხელი გრძელი შარვალი და ასევე გრძელმკლავიანი ზედა სამოსი. განსაკუთრებით, როცა ნაწვიმარია და გარეთ გვყავს პატარები. აქვე უნდა დავამატო, რომ ბავშვებს უნდა ჩავაცვათ ღია ფერის ტანსაცმელი და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მზეზე მიფიცხებაც აუცილებელია ბავშვის კანისთვის დღის იმ ნაწილში, როცა მზე არ არის ძალიან მწველი.

- უნდა ჩავრთოთ თუ არა კონდენციონერი იმ ოთახში, სადაც პატარები გვყავს?

- კონდიციონერის წინააღმდეგი არ ვარ, თუ რეჟიმს დავიცავთ სწორად. ბავშვი არ უნდა მოხვდეს კონდიციონერის ქვეშ, არ უნდა მოხვდეს ორპირში. ბავშვს უნდა შევეხოთ მუცელზე. მუცელი არ უნდა ჰქონდეს ცივი, თუ მუცელი შეციებული არ აქვს, ყველაფერი წესრიგშია. ოთახში ტემპერატურა უნდა იყოს 24 გრადუსი.

ხოლო სადაც ბავშვს სძინავს, იქ არ უნდა იყოს კონდიციონერი ჩართული ღამის საათებში, რადგან ძილში ბავშვი ოფლიანდება და არ უნდა მოხდეს ორგანიზმის გადაციება. მომიჯნავე ოთახში შეიძლება იყოს კონდიციონერი და კარი შევაღოთ, რომ ბავშვის საძინებელშიც მოხვდეს გრილი ჰაერი.

- ზაფხულში, დაძინების დროს, ჩვილებს აცმევენ წინდებს, ეს გამართლებულია?

- არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება წინდა. თუ ძალიან ცხელა მარტო პამპერსითაც შეიძლება დავაძინოთ. პატარას ორგანიზმი თავიდანვე უნდა შეეჩვიოს სიგრილეს, უნდა გაკაჟდეს, სწორედ პატარა ასაკიდანვე უნდა მიიღოს გრილი აბაზანა, წყლის ტემპერატურა უნდა იყოს იმაზე დაბალი, ვიდრე ვიყენებდით ზამთარში. ზაფხულში დღის განმავლობაში, ხშირად უნდა ჩავსვათ წყალში და თვითონაც უნდა მიეჩვიოს წყალში ბანაობას.

- რას გვეტყვით მაცივრისა და ონკანის წყლის გამოყენებაზე?

- ერთი წლის შემდეგ შეიძლება, ონკანის წყალი მივაწოდით ბავშვს, თუმცა დღეს ცოტა რთულია იმაზე საუბარი, რამდენად სუფთაა და გაფილტრულია იგი...წაიკითხეთ სრულად

საქართველოში ხვალ 42 გრადუსია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი

"გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო" - მირიან ნიკოლაძე ცხედრის დაზიანებებზე მედიაში გავრცელებულ კადრებზე

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ავიარეისებს Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ - ნახეთ რეისების განრიგი