Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ 300 ლარით დააჯარიმა მამაკაცი, რომელმაც უცხო ქალბატონს ქუჩაში სექსუალური ხასიათის ურთიერთობა შესთავაზა
შსს-მ 300 ლარით დააჯარიმა მამაკაცი, რომელმაც უცხო ქალბატონს ქუჩაში სექსუალური ხასიათის ურთიერთობა შესთავაზა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც ქუ­ჩა­ში უცხო ქალ­ბა­ტონს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ურ­თი­ერ­თო­ბა შეს­თა­ვა­ზა, 300 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა. ამის შე­სა­ხებ უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

"ახა­ლი კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი გა­მო­ავ­ლი­ნა.

2019 წლის 3 ივ­ნისს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მი­მარ­თა, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებ­და უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცის მხრი­დან მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ.

შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ის მიერ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იქნა 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ. მ., რო­მელ­მაც ქუ­ჩა­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ. ს.-ს მი­მართ.

მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ ვ.მ.-მ და­ზა­რა­ლე­ბულს შეს­თა­ვა­ზა სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც ამ უკა­ნას­კნე­ლის­თვის იყო და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი.

სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არ­გუ­მენ­ტე­ბი და ვ. მ. სცნო სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით. ვ.მ.-ს სახ­დე­ლის სა­ხით 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით ჯა­რი­მა და­ე­კის­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მხრი­დან პო­ლი­ცი­ის­თვის მი­მარ­თვა მოხ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ჩა­დე­ნის­თა­ნა­ვე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, რა­მაც ხელი შე­უ­წყო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის დრო­უ­ლად შეგ­რო­ვე­ბა­სა და სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვის დად­გე­ნას.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ 2019 წლის 3 მა­ისს, ძა­ლა­ში შე­ვი­და კა­ნო­ნი, რომ­ლი­თაც სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი.

სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა არის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში პი­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არა­სა­სურ­ვე­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქცე­ვა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ან/და იწ­ვევს მისი ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას და პირს უქ­მნის და­მა­ში­ნე­ბელ, მტრულ, და­მამ­ცი­რე­ბელ, ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ველ ან შე­უ­რა­ცხმყო­ფელ გა­რე­მოს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ფიქ­რობთ რომ თქვენს მი­მართ ად­გი­ლი ექ­ნე­ბა სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თეთ პო­ლი­ცი­ას.

ავტორი:

შსს-მ 300 ლარით დააჯარიმა მამაკაცი, რომელმაც უცხო ქალბატონს ქუჩაში სექსუალური ხასიათის ურთიერთობა შესთავაზა

შსს-მ 300 ლარით დააჯარიმა მამაკაცი, რომელმაც უცხო ქალბატონს ქუჩაში სექსუალური ხასიათის ურთიერთობა შესთავაზა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი, რომელმაც ქუჩაში უცხო ქალბატონს სექსუალური ხასიათის ურთიერთობა შესთავაზა, 300 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"ახალი კანონის ამოქმედების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური შევიწროების საქმეზე სამართალდამრღვევი გამოავლინა.

2019 წლის 3 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დაზარალებულმა მიმართა, რომელიც მიუთითებდა უცნობი მამაკაცის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ.

შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული იქნა 1973 წელს დაბადებული ვ. მ., რომელმაც ქუჩაში სექსუალური შევიწროება განახორციელა 1986 წელს დაბადებული მ. ს.-ს მიმართ.

მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ვ.მ.-მ დაზარალებულს შესთავაზა სექსუალური ხასიათის ურთიერთობა, რაც ამ უკანასკნელისთვის იყო დამამცირებელი და ღირსების შემლახავი.

სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტები და ვ. მ. სცნო სამართალდამრღვევად სექსუალურ შევიწროებაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ვ.მ.-ს სახდელის სახით 300 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მხრიდან პოლიციისთვის მიმართვა მოხდა სექსუალური შევიწროების ჩადენისთანავე, დაუყოვნებლივ, რამაც ხელი შეუწყო მტკიცებულებების დროულად შეგროვებასა და სამართალდამრღვევის დადგენას.

მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის 3 მაისს, ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად იქნა მიჩნეული.

სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ რომ თქვენს მიმართ ადგილი ექნება სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას.

"გამაფრთხილეს, რომ ამის შესახებ არავისთან მელაპარაკა" - გიორგი გაბუნია საქალაქო სასამართლოში მივიდა

ვახო ჭუმბურიძის ქალიშვილის მიმართ ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

"გოგონას კორპუსთან დახვდა და კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა..." - პროკურატურა ვახო ჭუმბურიძის შვილის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს