პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
613 000 ლარის ღირებულების ბინა და ავტოფარეხები - რა შეიძინა 2018 წელს ქვეყნის მთავარმა ბანკირმა
613 000 ლარის ღირებულების ბინა და ავტოფარეხები - რა შეიძინა 2018 წელს ქვეყნის მთავარმა ბანკირმა

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა კობა გვე­ნე­ტა­ძემ, 2018 წლის 1-ლი იან­ვრი­დან- 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, სებ-ში მუ­შა­ო­ბი­სას 200 236, 8 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო. აქე­დან, 137 836, 8 ლარი (ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვის სარ­გებ­ლის (1872 ლა­რის ჩათ­ვლით) ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტო­ბი­დან, ხოლო 62400 ლარი სებ-ის საბ­ჭოს წევ­რო­ბი­დან.

სებ-ის პრე­ზი­დენ­ტის მიერ მიმ­დი­ნა­რე წლის 31 მა­ისს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მან 2018 წელს შე­ი­ძი­ნა 2 ავ­ტო­ფა­რე­ხი, რა­შიც ჯამ­ში 43 000 ლარი გა­და­ი­ხა­და. გარ­და ამი­სა, გა­სულ წელსვე შე­ი­ძი­ნა 197 კვ.მ. ფარ­თო­ბის ბინა თბი­ლის­ში, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 570 000 ლა­რია. თუმ­ცა, რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბი­ნის 50%-იანი წლის მფლო­ბე­ლი კობა გვე­ნე­ტა­ძის მე­უღ­ლეა.

ამა­ვე დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, კობა გვე­ნე­ტა­ძემ 2016 წელს 62 000 ლა­რად შე­ი­ძი­ნა 70,02 კვ.მ ფარ­თის ბინა სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში. გარ­და ამი­სა, კობა გვე­ნე­ტა­ძის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი 1993 წელს შე­ძე­ნი­ლი ბინა სა­ქარ­თვე­ლო­ში და 2006 წელს შე­ძე­ნი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი (მი­წას­თან ერ­თად) აშშ-ში, კერ­ძოდ ვა­შინგტო­ნის ოლ­ქში, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 705 000 დო­ლა­რია.

კობა გვე­ნე­ტა­ძის მფლო­ბე­ლო­ბა­შია ბინა ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე, რა­შიც 2012 წელს 37 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბას, კობა გვე­ნე­ტა­ძის მე­უღ­ლეს ეკუთ­ვნის 2006 წელს შე­ძე­ნი­ლი 70 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა თბი­ლის­ში, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 70 500 დო­ლა­რია. ასე­ვე 600 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი და აგა­რა­კი კუ­მის­ში...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­ზე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

613 000 ლარის ღირებულების ბინა და ავტოფარეხები - რა შეიძინა 2018 წელს ქვეყნის მთავარმა ბანკირმა

613 000 ლარის ღირებულების ბინა და ავტოფარეხები - რა შეიძინა 2018 წელს ქვეყნის მთავარმა ბანკირმა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან- 31 დეკემბრის ჩათვლით, სებ-ში მუშაობისას 200 236, 8 ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან, 137 836, 8 ლარი (ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებლის (1872 ლარის ჩათვლით) ეროვნული ბანკის პრეზიდენტობიდან, ხოლო 62400 ლარი სებ-ის საბჭოს წევრობიდან.

სებ-ის პრეზიდენტის მიერ მიმდინარე წლის 31 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან 2018 წელს შეიძინა 2 ავტოფარეხი, რაშიც ჯამში 43 000 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, გასულ წელსვე შეიძინა 197 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომლის ღირებულებაც 570 000 ლარია. თუმცა, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ბინის 50%-იანი წლის მფლობელი კობა გვენეტაძის მეუღლეა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, კობა გვენეტაძემ 2016 წელს 62 000 ლარად შეიძინა 70,02 კვ.მ ფართის ბინა სამგორის რაიონში. გარდა ამისა, კობა გვენეტაძის სახელზეა გაფორმებული 1993 წელს შეძენილი ბინა საქართველოში და 2006 წელს შეძენილი საცხოვრებელი სახლი (მიწასთან ერთად) აშშ-ში, კერძოდ ვაშინგტონის ოლქში, რომლის ღირებულება 705 000 დოლარია.

კობა გვენეტაძის მფლობელობაშია ბინა ასათიანის ქუჩაზე, რაშიც 2012 წელს 37 000 დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება ოჯახის წევრების სახელზე გაფორმებულ უძრავ ქონებას, კობა გვენეტაძის მეუღლეს ეკუთვნის 2006 წელს შეძენილი 70 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, რომლის ღირებულებაც 70 500 დოლარია. ასევე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და აგარაკი კუმისში...წაიკითხეთ სრულად "ბიზნესპრესნიუსზე"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ