საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორავას ქუჩა. 01.12.2017. 14:00 - ტრაგედია, რომელიც ათეულობით ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა
ხორავას ქუჩა. 01.12.2017. 14:00 - ტრაგედია, რომელიც ათეულობით ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა

ვინ მოკ­ლა, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დებს შო­რის მომ­ხად­რი სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვი­სას, არას­რულ­წლო­ვა­ნი და­თუ­ნა სა­რა­ლი­ძე? - ამ კი­თხვას პა­სუ­ხი, ტრა­გე­დი­ი­დან წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ, ნა­წი­ლობ­რივ გა­ე­ცა. საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დღემ­დე უამ­რა­ვი შე­კი­თხვა არ­სე­ბობს და, რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბაც მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ აღ­დგა.

2017 წლის ზამ­თრის პირ­ველ­მა სუს­ხი­ან­მა დღემ ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა, თუმ­ცა ორი ადა­მი­ა­ნის­თვის 1 დე­კემ­ბე­რი სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა. და­ვით სა­რა­ლი­ძე და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი სკო­ლი­დან სახ­ლში აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლან, მათ თვა­ლებ­ში სი­ცო­ცხლე სა­მუ­და­მოდ ჩაქ­რა. ტრა­გე­დი­ამ დიდი დაღი და­ას­ვა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ოჯახს. გ.ჯ., გ.ბ., დ.ღ., მი­ხე­ილ კა­ლან­დია, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი, მე­რაბ მორ­ჩა­ძე ზა­ქა­რია წინწკა­ლა­ძე, გი­ორ­გი შა­ბუ­რიშ­ვი­ლი და ლუკა კა­ლან­დია - ეს იმ ადა­მი­ა­ნი­ა­ნე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლე­ბიც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ და­კა­ვეს. ნა­წი­ლი რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ნა­წილს კი გი­სო­სებს მიღ­მა ყოფ­ნა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უ­წევს.

"შავი პა­რას­კე­ვი"

51-ე სკო­ლა­ში 9 სა­ათ­ზე ზარი ჩვე­უ­ლებ­რივ და­ი­რე­კა. სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, სწავ­ლას შე­უდ­გნენ. ისი­ნი ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­დნენ, რომ მე­ო­რე დღეს ამ სკო­ლა­ში წიგ­ნებ­სა და კალ­მებს სან­თლე­ბი ჩა­ნა­აც­ვლებ­და და ორი თა­ნას­კო­ლე­ლის გა­მო­ტი­რე­ბა მო­უ­წევ­დათ...

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, არას­რულ­წლოვ­ნებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლის სა­პირ­ფა­რე­შო­ში და­ი­წყო: მე­ცხრე კლა­სე­ლე­ბი - თ.ჩ, ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რის, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის შვი­ლი ა.ს. და უფ­როსკლა­სე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კონ­ფლიქტმა სა­პირ­ფა­რე­შო­დან სკო­ლის გა­რეთ, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა. მე­ცხრეკ­ლა­სელ­მა ა.ს.-მ, უფ­როს კლა­სე­ლებ­თან გა­სამ­კლავ­ლებ­ლად, დახ­მა­რე­ბის­თვის ნა­თე­სავს, მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას და­უ­რე­კა. და­ახ­ლო­ე­ბით, 14 სა­ათ­ზე კა­ლან­დი­ამ 51-ე სკო­ლას­თან მე­გობ­რე­ბი მი­იყ­ვა­ნა, სა­დაც მათ ა.ს. და თ.ჩ. შე­უ­ერ­თდნენ. მა­ლა­ვე არას­რულ­წლოვ­ნებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა დრო­საც ორი მო­ზარ­დი - ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი და და­ვით სა­რა­ლი­ძე სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭრ­ნენ. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გ.ბ. იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. კი­დევ ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი გ.ჯ. კი პო­ლი­ცი­ას 4 დე­კემ­ბერს ჩა­ბარ­და. ასე­ვე, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა­ში ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს ხუთ პირს. მათ­გან სამი სრულ­წლო­ვა­ნია და სა­სა­მარ­თლომ მათ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. და­ნარ­ჩენ ორ პირ­ზე არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი ვრცელ­დე­ბა.

იმა­ვე სა­ღა­მოს, მა­შინ, როცა გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ მხო­ლოდ ოთხი დღის და­წყე­ბუ­ლი იყო, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ „და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პირი დად­გე­ნი­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლია. შემ­თხვე­ვი­დან ერთ კვი­რა­ში იმ­დრო­ინ­დელ­მა პრე­მი­ერ­მა, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი შე­ა­ქო და თქვა, რომ ყვე­ლას გა­უქ­რა ეჭვი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, ვინ­მე ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ და­უს­ჯე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

რო­გორ წა­რი­მარ­თა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი?

საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 22 იან­ვარს და­ი­წყო. და­ი­კი­თხა საქ­მის ათო­ბით მოწ­მე. პრო­ცე­სე­ბი და­კა­ვე­ბულ­თა ნა­თე­სა­ვე­ბის ცრემ­ლე­ბი­სა და ემო­ცი­უ­რი რეპ­ლი­კე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მა­ზე დაც­ვის მხა­რე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ საქ­მე არ არის სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის, ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძის თქმით, არ იყო დად­გე­ნი­ლი ბევ­რი ისე­თი დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც აწუ­ხებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ჯგუ­ფურ და­ნა­შა­ულ­ზე სა­უბ­რობ­და დათო სა­რა­ლი­ძის მა­მაც ზაზა სა­რა­ლი­ძე, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს ადებ­და ხელს. მარ­ტის ბო­ლოს და­ი­კი­თხა მი­ხე­ილ კა­ლან­დია, რო­მე­ლიც პირ­ველ დე­კემ­ბერს მომ­ხდარ კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ე. წ. პირ­და­პი­რი მოწ­მეა. ეს ის მო­ზარ­დია, რო­მე­ლიც 51-ე სკო­ლას­თან დე­ი­დაშ­ვი­ლის, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის შვი­ლის თხოვ­ნით მი­ვი­და და "საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად" მე­გობ­რე­ბი მი­იყ­ვა­ნა.

კა­ლან­დი­ამ ჩვე­ნე­ბა ხუთ­ჯერ შეც­ვა­ლა. სამ­ჯერ გა­მო­ძი­ე­ბი­სას, ორ­ჯერ კი სა­სა­მარ­თლო­ში, ფი­ცის ქვეშ. კა­ლან­დი­ამ პირ­ვე­ლად თქვა, რომ ბრალ­დე­ბულ არას­რულ­წლოვ­ნებს ჩხუ­ბის დროს დანა არ ჰქო­ნი­ათ. მომ­დევ­ნო პრო­ცეს­ზე კი მოწ­მემ ჩვე­ნე­ბის შეც­ვლა გა­სულ პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბის დაც­ვის სურ­ვი­ლით ახ­სნა. კა­ლან­დი­ამ სა­სა­მარ­თლო­ზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა, თუ ვის ეჭი­რა დანა, ვინ ურტყამ­და და­ნას. მან ასე­ვე თქვა, რომ თა­ვად მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რამ­დე­ნი­მე წა­მით შე­ვი­და ფარ­დულ­ში გა­საშ­ვე­ლებ­ლად. კა­ლან­დი­ას მიერ შეც­ვლი­ლი სა­ბო­ლოო სცე­ნა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ას ემ­თხვე­ვა. სა­ბო­ლო­ოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ კა­ლან­დია "ოქ­როს მოწ­მედ" მი­იჩ­ნია და წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში "ცივ ნი­ავს" არ აკა­რებ­და.

სა­რა­ლი­ძი­სა და და­დუ­ნაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. "ბავ­შუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის" გამო ორი ოჯა­ხი შა­ვად შე­ი­მო­სა ათე­უ­ლო­ბით სრულ­წლო­ვა­ნი თუ არას­რულ­წო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი კი სა­მუ­და­მოდ დაღ­დას­მუ­ლი და­ტო­ვა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ვე­ლი დეკ­მებ­რი ბევ­რის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა აღ­ბეჭ­დი­ლი. გან­ვლი­ლი წე­ლი­წად­ნა­ხევ­რი მძი­მე და რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­თა ოჯა­ხე­ბის­თვი­საც. მათ შო­რის პრო­კუ­რო­რის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთ წე­ლი­წად­ში და­ა­კა­ვეს. იგი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს, ამი­ტომ ცი­ხე­ში თა­ვის მოკ­ვლაც კი სცა­და.

"აი, ძალა აღარ მაქვს უკვე ამ დღე­ე­ბის მერე, არც ახ­სნის, აღარც ბრძო­ლის… უბ­რა­ლოდ არ მეს­მის, იქ­ნებ ვინ­მემ ამიხ­სანს... როცა შენს 14 წლის შვილს ადებს 6 მე­თერ­მე­ტე კლა­სე­ლი ირაღს სკო­ლა­ში და ბავ­შვი არ ამ­ბობს, ოჯახ­ში რომ არ დატ­რი­ალ­დეს უბე­დუ­რე­ბა და თა­ვის 16 წლის დე­ი­დაშ­ვილს სთხოვს დახ­მა­რე­ბას, რის შემ­დე­გაც რიგ­დე­ბი­ან მო­სუ­ლე­ბი და დამ­ხვედ­რე­ბი… და ამის შემ­დეგ ისი­ნი, ვი­საც არ ეხე­ბო­და ეს საქ­მე, ერთ-ერ­თის უზ­რდე­ლო­ბის გამო, ერ­თმა­ნეთ­ში იწყე­ბენ გარ­ჩევს, რა­საც მოყ­ვა ეს ტრა­გე­დია… ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გა­ვა­მარ­თლებ მკვლელს, რა ნა­მუ­სით?! პა­სუ­ხი ყვე­ლამ უნდა აგოს და პირ­ველ რიგ­ში, იმ უფ­როსკლა­სე­ლებ­მა და მათ­მა ოჯა­ხებ­მაც, ვინც ვერ გა­ზარ­და შვი­ლი კა­ცად, გა­ზარ­და "მოძ­ველ­ბი­ჭო" ელე­მენ­ტი, რო­მე­ლიც ჩაგ­რავს პა­ტა­რას, აი, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის გამო, იმი­ტომ, რომ მე­ო­რე პრო­კუ­რო­რის შვი­ლია… ბევ­რი რომ არ ვი­ლა­პა­რა­კო, ის ბავ­შვი, რო­მელ­საც და­ა­დეს ია­რა­ღი უფ­როსკლა­სე­ლებ­მა, ჩემი ძმის­შვი­ლია, ის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რო­მე­ლიც თურ­მე, შვილს და თან მკვლელს ხელს აფა­რებს ჩემი ძმა… და ეს მა­შინ, როცა ეს "მა­მი­კოს ბიჭი" ჩემი ძმის­შვი­ლი მკვლე­ლო­ბა­საც არ შეს­წრე­ბია, რად­გან უკვე შე­რი­გე­ბუ­ლი იყო... იმ დღესვვე ჩა­ა­ბა­რა ჩემ­მა ძმამ პრო­კუ­რა­ტუ­რას, იმ დღეს­ვე და­წე­რა გან­ცხა­დე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წა­მოს­ვლა­ზე ჩემ­მა ძმამ, რომ ვინ­მეს არ ეფიქ­რა, გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ზე­წო­ლა იქ­ნე­ბო­და… ის და მისი დე­ი­დაშ­ვი­ლი დღემ­დე და­კი­თხვა­ზე არი­ან და და­ი­ღუპ­ნენ სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვე­ბი და მე აქ ვკი­თხუ­ლობ, რომ ვი­ღაც მა­მი­კო და ოჯა­ხი ხელს აფა­რე­ბენ მკვლელს სა­დისტს, თან თურ­მე ძვე­ლი ბი­ჭიც ყო­ფი­ლა. პრო­კუ­რო­რის შვი­ლი და ძველ­ბი­ჭო­ბა... რაც არ უნდა იყოს და რო­გორც არ უნდა და­ი­სა­ჯოს მკვე­ლი უმ­კაც­რე­სი სას­ჯე­ლით, უბ­რა­ლოდ… ვინ აგებს პა­სუხს ჩემი ძმიშ­ვი­ლის დან­გრე­ულ ფსი­ქი­კა­ზე და მო­მა­ვალ­ზე, ან იმა­ზე რომ ესე­თი "მოძ­ველ­ბი­ჭო" ტი­პე­ბი კი­დევ არ შე­ი­წი­რა­ვენ სხვა ოჯა­ხებ­საც... იმ­დე­ნი ტვი­ნი ეყოთ იქ­ნებ მშობ­ლებს, თა­ვი­სი შვი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, პა­სუ­ხი აგე­ბი­ნონ იმ ოჯა­ხებს, ვინც ესე­თე­ბად ზრდის და ია­რა­ღით უშ­ვებს შვილს სკო­ლა­ში. აი, ესაა და­სა­წე­რი, თორე ის ზღაპ­რე­ბი არა­ფერს ცვლის, არის ვი­დე­ო­კა­მე­რის ჩა­წე­რე­ბი დ გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა, სა­დაც ნათ­ლად ჩანს, ვი­ნაა მკვლე­ლი და ისიც, რომ ჩემი ძმიშ­ვი­ლი იმ დრო იქ აღარ იყო, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა აგებს პა­სუხს ესე­თი ცი­ლის­წა­მე­ბი­სა­თის… რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რატო მა­ინც და მა­ინც ის გა­მოჩ­ნდა ამ­ბავ­ში, ეს მა­მის თა­ნამ­დე­ბო­ბის გამო, სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ჩი­ნოვ­ნი­კის შვი­ლი ყო­ფი­ლი­ყო მას­ზე გა­და­ტყდე­ბო­და, ხალ­ხს უყ­ვარს და მოს­წონს მსგავ­სი და იმი­ტომ, რომ უფრო ლა­მა­ზად ჟღერს ზღაპ­რე­ბი", - წერ­და სო­ცა­ლურ ქსელ­ში მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის და.

პირ­ვე­ლი დე­კემ­ბრის ტრა­გე­დი­ამ დაღი და­ას­ვა ერთ-ერთი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ოჯახს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ჩხუბ­ში დე­კა­ნო­ზი შიო მე­ნაბ­დის შვი­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ით­ქვა ისიც, რომ მა­მა­მის­მა არასრლ­წლო­ვა­ნი ეკ­ლე­სი­ის გავ­ლე­ნით და­იც­ვა. რის გა­მოც მის ოჯახს თა­ვის მარ­თლე­ბა არა ერთხელ მო­უ­წია.

"ქრის­ტეს­მი­ე­რი მშვი­დო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ თქვენ­განს. მოგ­მარ­თავთ ბოლო დროს მომ­ხდარ მოვ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­მაც შეძ­რა სა­ქარ­თვე­ლო და, სამ­წუ­ხა­როდ, შე­ე­ხო ჩემს ოჯახ­საც... მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ვცდი­ლობ, ჩემი შვი­ლის პრო­ცე­სე­ბის­გან გან­რი­დე­ბას და ამ საქ­მე­ში ეკ­ლე­სი­ის გავ­ლე­ნა­საც ვი­ყე­ნებ. ასე­თი რამ ჩემ­თვის, რო­გორც ქრის­ტი­ა­ნის­თვის, მი­თუ­მე­ტეს, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვის, ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ ჩემი შვი­ლი ტრა­გე­დი­ის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან. ხუთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვალ­გზის იყო და­კი­თხვა­ზე, მათ­თან ერ­თად ვი­ყა­ვით მშობ­ლე­ბიც და, რა თქმა უნდა, შევ­ხვდით გარ­დაც­ვლი­ლე­ბის მშობ­ლებ­საც და ვუ­პა­სუ­ხეთ მათ შე­კი­თხვებს.

მოგ­მარ­თავთ ყვე­ლას, ვი­საც ნამ­დვი­ლად გული შეგ­ტკი­ვათ მომ­ხდა­რი სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ის გამო: ნუ გა­ავ­რცე­ლებთ გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას და თავი შე­ი­კა­ვეთ ნებ­სით თუ უნებ­ლიე ცი­ლის­წა­მე­ბი­სა­გან, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ეს ახალ­გაზ­რდებს შო­რის ახა­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს", - ეს გან­ცხა­დე­ბა გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში შიო მე­ნაბ­დემ გა­ავ­რცე­ლა.

ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თლი წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი აღ­მოჩ­ნდა პრო­კუ­რა­ტუ­რის "ოქ­როს მოწ­მის­თვი­საც". ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის „დაც­ვის“ მი­უ­ხე­და­ვად, მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ლან­დი­ე­ბის ოჯა­ხი ცი­ლი­სა­წა­მე­ბა­სა თუ შე­უ­რა­ცხო­ფას ჩუ­მად იტან­და. თუმ­ცა, ორი დღის წინ სა­ე­პა­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, „ოქ­როს მოწ­მეს“ ჯგუ­ფურ და­ნა­შა­ულ­ში ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს - გ.ჯ.-ს და გ.ბ-ს გვერ­დით მი­უს­ვეს.

"ამ­დე­ნი ხანი ხმას იმი­ტომ არ ვი­ღებ­დით, რომ დიდი ტრა­გე­დია მოხ­და და­დუ­ნაშ­ვი­ლე­ბი­სა და სა­რა­ლი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში. ჩუ­მად რომ ვი­ყა­ვით, ეს იმას არ ნიშ­ნავ­და, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ვი­ყა­ვით. ჩვე­ნი ტრა­გე­დია იმ ტრა­გე­დი­ას­თან არა­ფე­რი არ იყო, მაგ­რამ ამ წუ­თას ჩემი ოჯა­ხი იჩაგ­რე­ბა. რამ­დე­ნი ზე­წო­ლა შე­უ­რა­ცხო­ფა, ცი­ლის­წა­მე­ბა გა­და­ვი­ტა­ნეთ და ხმა არ ამოგ­ვი­ღია. ახლა ნა­მე­ტა­ნი ქნეს გა­და­ა­ჭარ­ბეს - თა­ვი­ან­თი სა­ვარ­ძლე­ბი, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ, ამის გუ­ლის­თვის სა­რა­ლი­ძე­ბი და და­დუ­ნაშ­ვი­ლე­ბი გა­წი­რეს, ახლა კა­ლან­დი­ე­ბიც და კი­დევ რამ­დე­ნი­მე გვარს გა­წი­რა­ვენ, ოღონდ თვი­თონ იყ­ვნენ მშვი­დად და წყნა­რად. 6 შვი­ლი მყავს, დი­ა­სახ­ლი­სი მე­უღ­ლე, პენ­სი­ო­ნე­რი დედა და ჩემი და­ჭე­რით და­ტო­ვეს ოჯა­ხი ლუკ­მა-პუ­რი­სა და ყო­ველ­გვა­რი შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე. 8 თვე ცი­ხე­ში მა­ყურ­ყუ­ტეს და კი­დევ 2 ბიჭი, რომ­ლე­ბიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად უდა­ნა­შა­უ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. 9 თვე ჩვე­ნი სა­სა­მარ­თლო ვერ და­ამ­თვა­რეს, იმი­ტომ, რომ ბერ­კე­ტი ჰქონ­დეთ ხელ­ში, რომ ხმა აღარ ამი­ვი­ღოთ. რო­გორც კი ბრძო­ლას და­ვი­წყებ, გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ, რომ მეც და ჩემს შვილ­საც და­ი­ჭე­რენ და ყვე­ლას უკან შეგ­ვა­აბ­რუ­ნე­ბენ, იმი­სათ­ვის, რომ ხმის ამომ­ღე­ბი არ დავ­რჩეთ გა­რეთ და სი­მარ­თლე არ ვი­ლა­პა­რა­კოთ. 9 თვე ორი ადა­მი­ა­ნის და­კი­თხვას მო­ან­დო­მეს, მათ შო­რის ერთი არის ჩემი შვი­ლი და მე­ო­რე ნა­კა­ი­ძე გ.ჯ-ს ბიძა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ნა­კა­ი­ძემ უაზ­როდ დიდი ფუ­ლე­ბი და­ხარ­ჯა, მი­ტინ­გე­ბი აფი­ნან­სა და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ მისი შვი­ლი არ მჯად­რი­ყო მარ­ტო ცი­ხე­ში და ჩე­მიც მი­უს­ვა გვერ­დზე. გა­მო­უ­ვი­და, მაგ­რამ ამას არ შე­ვარ­ჩენ, ყვე­ლას აბ­სო­ლო­ტუ­რად, ვინც კი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ამ საქ­მე­ში - გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, კა­რის­კა­ცი, პრო­კუ­რა­ტუ­რა თუ სა­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი - ყვე­ლას მოვ­თხოვ პა­სუხს.

წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ჩემი შვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო იყო, ახლა უცებ გა­მო­სა­ვა­ლი რომ აღარ დარ­ჩათ, ჩემი შვი­ლი და­ი­ჭი­რეს და ხელი შე­ა­ხო­ცეს. ამას ასე არ დავ­ტო­ვებ. ბრძო­ლა გაგ­რძელ­დე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად", - უთხრა AMBEBI.GE-ს თენ­გიზ კა­ლან­დი­ამ.

კი­დევ ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი დ.ღ სას­ჯელს ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მით­ვის იხ­დის, თუმ­ცა რო­გორც დე­და­მი­სი ამ­ბობს, მისი შვი­ლი უდუ­ნა­შა­უ­ლოა.

გზა სკო­ლი­დან სა­სა­მარ­თლომ­დე

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­კი­თხა ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი. მათ შო­რის სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი, გარ­დაც­ვლი­ლის კლა­სე­ლე­ბი და ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი იყო ამ ოჯა­ხე­ბის­თვის, იყო ცრემ­ლიც და ტკვი­ლი­ა­ნი რეპ­ლი­კე­ბიც... სა­ბო­ლო­ოდ, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის 40-დღი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი ორი­ვე არას­რუ­წლო­ვა­ნი და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ნა­წილ­ში გა­ა­მარ­თლა. ერთ-ერთი მო­ზარ­დი დამ­ნა­შა­ვედ სცნეს მხო­ლოდ და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის. სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით, და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლი უც­ნო­ბია. გ.ჯ. დამ­ნა­შა­ვედ იყო ცნო­ბი­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში და არა მკვლე­ლო­ბა­ში. გ.ბ. დამ­ნა­შა­ვედ იყო ცნო­ბი­ლი ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის გან­ზრახ, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით მკვლე­ლო­ბა­ში, თუმ­ცა მას ამ და­ნა­შუ­ლის­თვის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით 9 თვით ნაკ­ლე­ბი სას­ჯე­ლი ჰქონ­და მის­ჯი­ლი.

ჩემი შვი­ლის მკვლე­ლი უც­ნო­ბია - სწო­რედ, ამ ფრა­ზით და­ტო­ვა ზაზა სა­რა­ლი­ძემ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო და პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­და­ი­ნაც­ვლა. ის ყვე­ლას გა­დად­გო­მას ითხოვ­და, ვინც დამ­ნა­შა­ვე­ებს ხელი და­ა­ფა­რა. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მო­თხოვ­ნით ხალ­ხი ქუ­ჩა­შც გა­მო­ვი­და და ამან მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის სა­ვარ­ძე­ლიც შე­ი­წი­რა.

მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტის ფონ­ზე ირაკ­ლი შო­თა­ძემ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. თუმ­ცა პრო­ტესტს, ასეა თუ ისე, მა­შინ შე­დე­გი არ გა­მო­უ­ღია.

შე­იქ­მნა საგ­მო­ძე­ბი კო­მი­სი­აც, სა­დაც ორი - უმ­ცი­რე­სო­ბი­სა და უმრვა­ლე­სო­ბის დას­კვნა და­ი­დო.

წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი სა­უბ­რობ­და ჯგუ­ფურ და­ნა­შა­ულ­ზე, თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რა ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და, ვიდ­რე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი არ გა­მო­ი­ტა­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ხორავას ქუჩა. 01.12.2017. 14:00 - ტრაგედია, რომელიც ათეულობით ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა

ხორავას ქუჩა. 01.12.2017. 14:00 - ტრაგედია, რომელიც ათეულობით ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა

ვინ მოკლა, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხადრი სისხლიანი გარჩევისას, არასრულწლოვანი დათუნა სარალიძე? - ამ კითხვას პასუხი, ტრაგედიიდან წელიწადნახევრის შემდეგ, ნაწილობრივ გაეცა. საქმესთან დაკავშირებით დღემდე უამრავი შეკითხვა არსებობს და, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, სამართლიანობაც მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა.

2017 წლის ზამთრის პირველმა სუსხიანმა დღემ ათეულობით ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, თუმცა ორი ადამიანისთვის 1 დეკემბერი საბედისწერო აღმოჩნდა. დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სკოლიდან სახლში აღარ დაბრუნებულან, მათ თვალებში სიცოცხლე სამუდამოდ ჩაქრა. ტრაგედიამ დიდი დაღი დაასვა უამრავი ადამიანის ოჯახს. გ.ჯ., გ.ბ., დ.ღ., მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე ზაქარია წინწკალაძე, გიორგი შაბურიშვილი და ლუკა კალანდია - ეს იმ ადამიანიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაკავეს. ნაწილი რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს, ნაწილს კი გისოსებს მიღმა ყოფნა წლების განმავლობაში მოუწევს.

"შავი პარასკევი"

51-ე სკოლაში 9 საათზე ზარი ჩვეულებრივ დაირეკა. სკოლის მოსწავლეები, ტრადიციულად, სწავლას შეუდგნენ. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მეორე დღეს ამ სკოლაში წიგნებსა და კალმებს სანთლები ჩანააცვლებდა და ორი თანასკოლელის გამოტირება მოუწევდათ...

ოფიციალური ვერსიით, არასრულწლოვნებს შორის კონფლიქტი 51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში დაიწყო: მეცხრე კლასელები - თ.ჩ, ყოფილი პროკურორის, მირზა სუბელიანის შვილი ა.ს. და უფროსკლასელები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით კონფლიქტმა საპირფარეშოდან სკოლის გარეთ, ხორავას ქუჩაზე გადაინაცვლა. მეცხრეკლასელმა ა.ს.-მ, უფროს კლასელებთან გასამკლავლებლად, დახმარებისთვის ნათესავს, მიხეილ კალანდიას დაურეკა. დაახლოებით, 14 საათზე კალანდიამ 51-ე სკოლასთან მეგობრები მიიყვანა, სადაც მათ ა.ს. და თ.ჩ. შეუერთდნენ. მალავე არასრულწლოვნებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე სასიკვდილოდ დაიჭრნენ. მკვლელობაში ბრალდებული გ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. კიდევ ერთი არასრულწლოვანი გ.ჯ. კი პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა. ასევე, დანაშაულის დაფარვაში ბრალი წაუყენეს ხუთ პირს. მათგან სამი სრულწლოვანია და სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დანარჩენ ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

იმავე საღამოს, მაშინ, როცა გამოძიება ჯერ მხოლოდ ოთხი დღის დაწყებული იყო, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დადგენილი და დაკავებულია. შემთხვევიდან ერთ კვირაში იმდროინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგამოძიებო უწყებები შეაქო და თქვა, რომ ყველას გაუქრა ეჭვი, რომ შეიძლებოდა, ვინმე ამ ტრაგედიის შემდეგ დაუსჯელი დარჩენილიყო.

როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი?

საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 22 იანვარს დაიწყო. დაიკითხა საქმის ათობით მოწმე. პროცესები დაკავებულთა ნათესავების ცრემლებისა და ემოციური რეპლიკების ფონზე მიმდინარეობდა. პირველივე სხდომაზე დაცვის მხარე აღნიშნავდა, რომ საქმე არ არის სრულყოფილად გამოძიებული. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, არ იყო დადგენილი ბევრი ისეთი დეტალი, რომელიც აწუხებდა საზოგადოებას.

ჯგუფურ დანაშაულზე საუბრობდა დათო სარალიძის მამაც ზაზა სარალიძე, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს ადებდა ხელს. მარტის ბოლოს დაიკითხა მიხეილ კალანდია, რომელიც პირველ დეკემბერს მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდა და ე. წ. პირდაპირი მოწმეა. ეს ის მოზარდია, რომელიც 51-ე სკოლასთან დეიდაშვილის, მირზა სუბელიანის შვილის თხოვნით მივიდა და "საქმის გასარჩევად" მეგობრები მიიყვანა.

კალანდიამ ჩვენება ხუთჯერ შეცვალა. სამჯერ გამოძიებისას, ორჯერ კი სასამართლოში, ფიცის ქვეშ. კალანდიამ პირველად თქვა, რომ ბრალდებულ არასრულწლოვნებს ჩხუბის დროს დანა არ ჰქონიათ. მომდევნო პროცესზე კი მოწმემ ჩვენების შეცვლა გასულ პროცესზე ბრალდებული მეგობრების დაცვის სურვილით ახსნა. კალანდიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა, თუ ვის ეჭირა დანა, ვინ ურტყამდა დანას. მან ასევე თქვა, რომ თავად მოგვიანებით, რამდენიმე წამით შევიდა ფარდულში გასაშველებლად. კალანდიას მიერ შეცვლილი საბოლოო სცენარი პროკურატურის ვერსიას ემთხვევა. საბოლოოდ, პროკურატურამ კალანდია "ოქროს მოწმედ" მიიჩნია და წელიწადნახევრის განმავლობაში "ცივ ნიავს" არ აკარებდა.

სარალიძისა და დადუნაშვილების ოჯახის ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. "ბავშური დაპირისპირების" გამო ორი ოჯახი შავად შეიმოსა ათეულობით სრულწლოვანი თუ არასრულწოვანი ადამიანი კი სამუდამოდ დაღდასმული დატოვა. ყოველ შემთხვევაში, პირველი დეკმებრი ბევრის მეხსიერებაში დიდი ხნის განმავლობაში იქნება აღბეჭდილი. განვლილი წელიწადნახევრი მძიმე და რთული აღმოჩნდა მკვლელობაში ბრალდებულთა ოჯახებისთვისაც. მათ შორის პროკურორის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანისთვის, რომელიც შემთხვევიდან, დაახლოებით, ერთ წელიწადში დააკავეს. იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ამიტომ ციხეში თავის მოკვლაც კი სცადა.

"აი, ძალა აღარ მაქვს უკვე ამ დღეების მერე, არც ახსნის, აღარც ბრძოლის… უბრალოდ არ მესმის, იქნებ ვინმემ ამიხსანს... როცა შენს 14 წლის შვილს ადებს 6 მეთერმეტე კლასელი ირაღს სკოლაში და ბავშვი არ ამბობს, ოჯახში რომ არ დატრიალდეს უბედურება და თავის 16 წლის დეიდაშვილს სთხოვს დახმარებას, რის შემდეგაც რიგდებიან მოსულები და დამხვედრები… და ამის შემდეგ ისინი, ვისაც არ ეხებოდა ეს საქმე, ერთ-ერთის უზრდელობის გამო, ერთმანეთში იწყებენ გარჩევს, რასაც მოყვა ეს ტრაგედია… ვერანაირად ვერ გავამართლებ მკვლელს, რა ნამუსით?! პასუხი ყველამ უნდა აგოს და პირველ რიგში, იმ უფროსკლასელებმა და მათმა ოჯახებმაც, ვინც ვერ გაზარდა შვილი კაცად, გაზარდა "მოძველბიჭო" ელემენტი, რომელიც ჩაგრავს პატარას, აი, ზემოთ ჩამოთვლილი მენტალიტეტის გამო, იმიტომ, რომ მეორე პროკურორის შვილია… ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ის ბავშვი, რომელსაც დაადეს იარაღი უფროსკლასელებმა, ჩემი ძმისშვილია, ის თანამდებობის პირი, რომელიც თურმე, შვილს და თან მკვლელს ხელს აფარებს ჩემი ძმა… და ეს მაშინ, როცა ეს "მამიკოს ბიჭი" ჩემი ძმისშვილი მკვლელობასაც არ შესწრებია, რადგან უკვე შერიგებული იყო... იმ დღესვვე ჩააბარა ჩემმა ძმამ პროკურატურას, იმ დღესვე დაწერა განცხადება თანამდებობიდან წამოსვლაზე ჩემმა ძმამ, რომ ვინმეს არ ეფიქრა, გამოძიებაზე ზეწოლა იქნებოდა… ის და მისი დეიდაშვილი დღემდე დაკითხვაზე არიან და დაიღუპნენ სრულიად უდანაშაულო ბავშვები და მე აქ ვკითხულობ, რომ ვიღაც მამიკო და ოჯახი ხელს აფარებენ მკვლელს სადისტს, თან თურმე ძველი ბიჭიც ყოფილა. პროკურორის შვილი და ძველბიჭობა... რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა დაისაჯოს მკველი უმკაცრესი სასჯელით, უბრალოდ… ვინ აგებს პასუხს ჩემი ძმიშვილის დანგრეულ ფსიქიკაზე და მომავალზე, ან იმაზე რომ ესეთი "მოძველბიჭო" ტიპები კიდევ არ შეიწირავენ სხვა ოჯახებსაც... იმდენი ტვინი ეყოთ იქნებ მშობლებს, თავისი შვილების უსაფრთხოებისთვის, პასუხი აგებინონ იმ ოჯახებს, ვინც ესეთებად ზრდის და იარაღით უშვებს შვილს სკოლაში. აი, ესაა დასაწერი, თორე ის ზღაპრები არაფერს ცვლის, არის ვიდეოკამერის ჩაწერები დ გასაჯაროვდება, სადაც ნათლად ჩანს, ვინაა მკვლელი და ისიც, რომ ჩემი ძმიშვილი იმ დრო იქ აღარ იყო, დანარჩენი ყველა აგებს პასუხს ესეთი ცილისწამებისათის… რაც შეეხება იმას, რატო მაინც და მაინც ის გამოჩნდა ამბავში, ეს მამის თანამდებობის გამო, სხვა ნებისმიერი ჩინოვნიკის შვილი ყოფილიყო მასზე გადატყდებოდა, ხალხს უყვარს და მოსწონს მსგავსი და იმიტომ, რომ უფრო ლამაზად ჟღერს ზღაპრები", - წერდა სოცალურ ქსელში მირზა სუბელიანის და.

პირველი დეკემბრის ტრაგედიამ დაღი დაასვა ერთ-ერთი სასულიერო პირის ოჯახს. ერთ-ერთი ვერსიით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბში დეკანოზი შიო მენაბდის შვილიც მონაწილეობდა. ითქვა ისიც, რომ მამამისმა არასრლწლოვანი ეკლესიის გავლენით დაიცვა. რის გამოც მის ოჯახს თავის მართლება არა ერთხელ მოუწია.

"ქრისტესმიერი მშვიდობა და სიყვარული ყოველ თქვენგანს. მოგმართავთ ბოლო დროს მომხდარ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელმაც შეძრა საქართველო და, სამწუხაროდ, შეეხო ჩემს ოჯახსაც... მასმედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვცდილობ, ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას და ამ საქმეში ეკლესიის გავლენასაც ვიყენებ. ასეთი რამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მითუმეტეს, სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. ხუთი თვის განმავლობაში მრავალგზის იყო დაკითხვაზე, მათთან ერთად ვიყავით მშობლებიც და, რა თქმა უნდა, შევხვდით გარდაცვლილების მშობლებსაც და ვუპასუხეთ მათ შეკითხვებს.

მოგმართავთ ყველას, ვისაც ნამდვილად გული შეგტკივათ მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო: ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და თავი შეიკავეთ ნებსით თუ უნებლიე ცილისწამებისაგან, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდებს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს", - ეს განცხადება გასული წლის ზაფხულში შიო მენაბდემ გაავრცელა.

ემოციურად დატვირთლი წელიწადნახევარი აღმოჩნდა პროკურატურის "ოქროს მოწმისთვისაც". ჩინოვნიკების „დაცვის“ მიუხედავად, მთელი ამ ხნის განმავლობაში კალანდიების ოჯახი ცილისაწამებასა თუ შეურაცხოფას ჩუმად იტანდა. თუმცა, ორი დღის წინ საეპალაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ოქროს მოწმეს“ ჯგუფურ დანაშაულში ბრალი წაუყენეს - გ.ჯ.-ს და გ.ბ-ს გვერდით მიუსვეს.

"ამდენი ხანი ხმას იმიტომ არ ვიღებდით, რომ დიდი ტრაგედია მოხდა დადუნაშვილებისა და სარალიძეების ოჯახში. ჩუმად რომ ვიყავით, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ დამნაშავეები ვიყავით. ჩვენი ტრაგედია იმ ტრაგედიასთან არაფერი არ იყო, მაგრამ ამ წუთას ჩემი ოჯახი იჩაგრება. რამდენი ზეწოლა შეურაცხოფა, ცილისწამება გადავიტანეთ და ხმა არ ამოგვიღია. ახლა ნამეტანი ქნეს გადააჭარბეს - თავიანთი სავარძლები, რომ შეინარჩუნონ, ამის გულისთვის სარალიძები და დადუნაშვილები გაწირეს, ახლა კალანდიებიც და კიდევ რამდენიმე გვარს გაწირავენ, ოღონდ თვითონ იყვნენ მშვიდად და წყნარად. 6 შვილი მყავს, დიასახლისი მეუღლე, პენსიონერი დედა და ჩემი დაჭერით დატოვეს ოჯახი ლუკმა-პურისა და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. 8 თვე ციხეში მაყურყუტეს და კიდევ 2 ბიჭი, რომლებიც აბსოლუტურად უდანაშაულები ვიყავით. 9 თვე ჩვენი სასამართლო ვერ დაამთვარეს, იმიტომ, რომ ბერკეტი ჰქონდეთ ხელში, რომ ხმა აღარ ამივიღოთ. როგორც კი ბრძოლას დავიწყებ, გარანტიას გაძლევთ, რომ მეც და ჩემს შვილსაც დაიჭერენ და ყველას უკან შეგვააბრუნებენ, იმისათვის, რომ ხმის ამომღები არ დავრჩეთ გარეთ და სიმართლე არ ვილაპარაკოთ. 9 თვე ორი ადამიანის დაკითხვას მოანდომეს, მათ შორის ერთი არის ჩემი შვილი და მეორე ნაკაიძე გ.ჯ-ს ბიძა, რომლის წყალობითაც ხდება ეს ყველაფერი. ნაკაიძემ უაზროდ დიდი ფულები დახარჯა, მიტინგები აფინანსა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი შვილი არ მჯადრიყო მარტო ციხეში და ჩემიც მიუსვა გვერდზე. გამოუვიდა, მაგრამ ამას არ შევარჩენ, ყველას აბსოლოტურად, ვინც კი მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში - გამომძიებელი, კარისკაცი, პროკურატურა თუ სამართველოს უფროსი - ყველას მოვთხოვ პასუხს.

წელიწადნახევარი ამტკიცებდნენ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო, ახლა უცებ გამოსავალი რომ აღარ დარჩათ, ჩემი შვილი დაიჭირეს და ხელი შეახოცეს. ამას ასე არ დავტოვებ. ბრძოლა გაგრძელდება აუცილებლად", - უთხრა AMBEBI.GE-ს თენგიზ კალანდიამ.

კიდევ ერთი დაკავებული დ.ღ სასჯელს ცრუ ჩვენების მიცემითვის იხდის, თუმცა როგორც დედამისი ამბობს, მისი შვილი უდუნაშაულოა.

გზა სკოლიდან სასამართლომდე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 8 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დაიკითხა ათეულობით ადამიანი. მათ შორის სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები, გარდაცვლილის კლასელები და ჩხუბში მონაწილე ადამიანები. სასამართლო პროცესები საკმაოდ ემოციური იყო ამ ოჯახებისთვის, იყო ცრემლიც და ტკვილიანი რეპლიკებიც... საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის 40-დღიანი გამოძიება თავდაყირა დააყენა. სასამართლომ ბრალდებული ორივე არასრუწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა. ერთ-ერთი მოზარდი დამნაშავედ სცნეს მხოლოდ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. სასამართლოს განაჩენით, დავით სარალიძის მკვლელი უცნობია. გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და არა მკვლელობაში. გ.ბ. დამნაშავედ იყო ცნობილი ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში, თუმცა მას ამ დანაშულისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით 9 თვით ნაკლები სასჯელი ჰქონდა მისჯილი.

ჩემი შვილის მკვლელი უცნობია - სწორედ, ამ ფრაზით დატოვა ზაზა სარალიძემ თბილისის საქალაქო სასამართლო და პროტესტის ნიშნად, მთავარ პროკურატურასთან გადაინაცვლა. ის ყველას გადადგომას ითხოვდა, ვინც დამნაშავეებს ხელი დააფარა. სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ხალხი ქუჩაშც გამოვიდა და ამან მთავარი პროკურორის სავარძელიც შეიწირა.

მასობრივი პროტესტის ფონზე ირაკლი შოთაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და თანამდებობიდან გადადგა. თუმცა პროტესტს, ასეა თუ ისე, მაშინ შედეგი არ გამოუღია.

შეიქმნა საგმოძები კომისიაც, სადაც ორი - უმცირესობისა და უმრვალესობის დასკვნა დაიდო.

წელიწადნახევრის განმავლობაში ბევრი საუბრობდა ჯგუფურ დანაშაულზე, თუმცა პროკურატურა ამას კატეგორიულად უარყოფდა, ვიდრე სააპელაციო სასამართლომ განაჩენი არ გამოიტანა.

"ბილაინი" კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

სემეკმა „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში კომუნალურ კომპანიებში დარღვევები გამოავლინა