ავტორი:

„ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი შეთავაზება მომხმარებელს - შიდა განვადება ნებისმიერი მსურველისთვის

„ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი შეთავაზება მომხმარებელს - შიდა განვადება ნებისმიერი მსურველისთვის

„ელიტ ელექტრონიქსმა“ თავის მაღაზიათა ქსელში ახალი პროდუქტი დანერგა, რომელიც უკავშირდება ინოვაციური გადახდის მეთოდს ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც განვადებით სურს ტექნიკის შეძენა.

ნივთის განვადებით ნასყიდობის პროექტის დანერგვის მიზანია, დავაკმაყოფილოთ იმ მომხმარებლების მოთხოვნები, რომლებსაც კარგი საკრედიტო რეპუტაცია აქვთ და ახალი რეგულაციების გამო, ვერ ახერხებენ პროდუქტის შეძენას საბანკო განვადებით. ამ ეტაპზე შიდა განვადება მოქმედებს თბილისის, ბათუმისა და რუსთავის მაღაზიებში, ხოლო უახლოეს მომავალში მოიცავს ყველა რეგიონს.

ახალი პროდუქტის განსაკუთრებულობა მდგომარეობს მისი გადახდის მარტივ მექანიზმში. კერძოდ, ის მომხმარებლებს აძლევს შანსს ეტაპობრივი გადახდის პრინციპით შეიძინოს მისთვის სასურველი ტექნიკა.

შეთავაზება მოიცავს „ელიტ ელექტრონიქსში“ წარმოდგენილი ექსკლუზიური ბრენდების ტექნიკას, როგორებიცაა „ბოში“, „გორენიე“, „ჰიტაჩი“, „ალტუსი“, „ჰიუნდაი“, „დელონგი“, „გრეცი“ და ის, ასევე, ვრცელდება კონდიციონერების სრულ ასორტიმენტზე.

შიდა განვადებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომლის ასაკიც 20-69 წლამდეა, მინიმალური შემოსავალი კი 200 ლარი აქვს.

განვადების სარგებლობისთვის საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სასურველ პროდუქტზე არ დაუმტკიცდა განვადება და აღნიშნულ პროდუქტზე შესაძლებელია განვადებით ნასყიდობის გაყიდვა, ფილიალის ოპერატორი არეგისტრირებს მომხმარებლის განაცხადს. გადაწყვეტილება განაცხადზე შესაძლოა იყოს უარყოფითი, სრულად დაკმაყოფილებული, ან დაკმაყოფილდეს ნაკლებ თანხაზე. თუ მომხმარებელს სრულად არ დაუმტკიცდა განვადება, მაშინ მას შეუძლია, სხვა ნივთი შეარჩიოს, რომელიც აღნიშნულ თანხაში ეტევა, ან შეიტანოს ფასთა სხვაობა სალაროში, როგორც პირველადი შენატანი.

განვადების თანხის მაქსიმალური რაოდენობა 5000 ლარია. მომხმარებელს შეუძლია, ისარგებლოს 12-თვიანი განვადებით ნასყიდობის პერიოდით.

აღსანიშნავია, რომ „ელიტ ელექტრონიქსი“ პირველი და ერთადერთი ელექტროტექნიკის რითეილერი ქსელია, რომელმაც განვადების საკუთარი, გამარტივებული პროდუქტი შესთავაზა თავის ერთგულ მომხმარებელს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი