პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
m² მომხმარებელს კომპლექსების მოვლა-პატრონობის ფარგლებში ბინების გაქირავების სერვისს სთავაზობს
m² მომხმარებელს კომპლექსების მოვლა-პატრონობის ფარგლებში ბინების გაქირავების სერვისს სთავაზობს

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვია, ხოლო ბი­ნას m²-ის კომ­პლექსში ლიკ­ვი­დუ­რი აქ­ტი­ვის სტა­ტუ­სი და და­მა­ტე­ბი­თი სა­ი­მე­დო­ო­ბის გან­ცდა ახ­ლავს. სწო­რედ ამი­ტომ, ზო­გის­თვის აქ შე­ძე­ნი­ლი ბინა, უბ­რა­ლოდ, კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბაა, რო­მელ­საც, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, დრო­ე­ბით სხვას და­უთ­მობს, ანუ გა­ა­ქი­რა­ვებს. ამ მხრივ, სა­კუ­თა­რი მო­ბი­ნად­რე­ე­ბის მეტი კომ­ფორ­ტის­თვის, კომ­პა­ნი­ას ცალ­კე სამ­სა­ხუ­რი აქვს შექ­მნი­ლი - უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბას აერ­თი­ა­ნებს. შე­დე­გად იქ­მნე­ბა სტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ბი­ნე­ბის, კო­მერ­ცი­უ­ლი თუ სა­ო­ფი­სე ფარ­თე­ბის, სა­წყო­ბე­ბი­სა და მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­სა და ყიდ­ვა-გა­ქი­რა­ვე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში m²-მა საქ­მი­ა­ნო­ბის არე­ა­ლი იმ­დე­ნად გა­ი­ფარ­თო­ვა, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბაზ­რის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი აით­ვი­სა - მი­წის მო­ძი­ე­ბი­დან ბი­ნე­ბის/კომ­პლექ­სე­ბის/უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი და სფე­როს ლი­დე­რიც გახ­და. m²-თვის არ არ­სე­ბობს ნა­ხევ­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რად­გან სა­კუ­თარ ქმნი­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვას კომ­პლექ­სებ­ში სრუ­ლი შე­სახ­ლე­ბის შემ­დე­გაც აგ­რძე­ლებს. სწო­რედ ამ პრო­ცე­სის უწყვე­ტო­ბის­თვის არ­სე­ბობს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტი.

m2rent.ge m²-ის კომ­პლექ­სებ­ში სა­სურ­ვე­ლი ტი­პის ფარ­თის და­ქი­რა­ვე­ბი­სა და გა­ქი­რა­ვე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის შექ­მნი­ლი პორ­ტა­ლია და მსგავ­სი ტი­პის საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ჩვე­უ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი აქვს: ფარ­თო­ბის, ფა­სის, სარ­თუ­ლი­სა თუ სხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ასარ­ჩე­ვი გრა­ფე­ბი, ერ­თგვა­რი მე­ნიუ, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­უ­კე­თე­სო ბი­ნე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ბა­ზის­კენ გვიხ­სნის გზას.

თუ ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბა გსურთ, ამის­თვის მხო­ლოდ ერთი რამ მო­გე­თხო­ვე­ბათ - გქონ­დეთ ბინა m²-ში, და­ნარ­ჩენს უკვე კომ­პა­ნი­ის შე­სა­ბა­მი­სი გუნ­დი მი­ხე­დავს: „მას შემ­დეგ, რაც მე­პატ­რო­ნე დაგ­ვი­კავ­შირ­დე­ბა, ვსტუმ­რობთ ბი­ნას და ვი­წყებთ მისი, რო­გორც პრო­დუქ­ტის შე­ფუთ­ვას: ვუ­ღებთ ფო­ტო­ებს და, სრულ აღ­წე­რი­ლო­ბას­თან ერ­თად, გან­ცხა­დე­ბას m2rent.ge-სა და შე­სა­ბა­მის ფე­ის­ბუ­კგ­ვერ­დზე ვა­თავ­სებთ. ამის შემ­დეგ, ბი­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვირ­ჩევთ სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რი­ას და გა­დავ­დი­ვართ პო­ტენ­ცი­ურ კლი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ეტაპ­ზე. მე­პატ­რო­ნის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ვი­ტო­ვებთ გა­სა­ღებ­საც, რათა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი კლი­ენ­ტე­ბი მათი შე­წუ­ხე­ბის გა­რე­შე მი­ვიყ­ვა­ნოთ ბი­ნის სა­ნა­ხა­ვად. ორი­ვე მხა­რის თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­საც ჩვენ ვა­ფორ­მებთ, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით ხელ­საყ­რე­ლია უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი გამ­ქი­რა­ვებ­ლის­თვის“, - ამ­ბობს m²-ის კო­მერ­ცი­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ჩხიკ­ვა­ძე.

გქონ­დეს ბინა m²-ში - ეს არა მხო­ლოდ სა­ოც­ნე­ბო სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებს ნიშ­ნავს, არა­მედ ერ­თგვა­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ა­ცაა, რად­გან ხა­რისხს ყო­ველ­თვის აქვს ფასი. ამ­ჟა­მად m2rent.ge-ს ბა­ზა­ში 400-ზე მეტი სრუ­ლად გა­რე­მონ­ტე­ბულ და ავე­ჯით აღ­ჭურ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა მო­ცუ­ლო­ბის გა­სა­ქი­რა­ვე­ბე­ლი ბინა ირი­ცხე­ბა - და­წყე­ბუ­ლი ერ­თო­თა­ხი­ა­ნი სტან­დარ­ტუ­ლით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი პრე­მი­უმ კლა­სის მრა­ვა­ლო­თა­ხი­ა­ნი აპარ­ტა­მენ­ტით. მათი გა­სა­ქი­რა­ვე­ბე­ლი ფა­სე­ბი, ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ზო­გა­დი სუ­რა­თის ფონ­ზე, საკ­მა­ოდ მოქ­ნი­ლია - იწყე­ბა 250 დო­ლა­რით და, კომ­პლექ­სის მდე­ბა­რე­ო­ბი­სა და ოთა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მაღ­ლა მი­ი­წევს. იგი­ვე ეხე­ბა, კომ­პა­ნი­ის მიერ ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბი­დან მი­ღე­ბულ პრო­ცენ­ტსაც, რაც ასე­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლია უკვე ნახ­სე­ნებ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ზე.

კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი m²-ის ქო­ნე­ბის მოვ­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბაა, რაც კომ­პლექ­სე­ბის სრულ მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ეს ნიშ­ნავს, რომ დამ­ქი­რა­ვე­ბე­ლი მო­ბი­ნად­რის სტა­ტუსს იძენს და იღებს რო­გორც კოპ­ლექ­სურ, ისე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სურ­ვილ­ზე მორ­გე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბას. ეს დე­ტა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გამ­ქი­რა­ვებ­ლის­თვი­საც, რო­მე­ლიც, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ამო­წურ­ვის შემ­დგომ, ბი­ნას პირ­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იბა­რებს.

ნინო ჩხიკ­ვა­ძე: „სა­ო­ფი­სე ფარ­თე­ბი, მათი სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უმე­ტე­სად, არა სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექ­სებ­ში, არა­მედ ცალ­კე გვაქვს გან­თავ­სე­ბუ­ლი. ასეთ სივ­რცეა მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ბიზ­ნეს­ცენ­ტრი, ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბან­ში არ­სე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი კა­ტე­გო­რი­ის ნა­გე­ბო­ბა, რო­მე­ლიც ტექ­ნი­კუ­რად სრუ­ლა­დაა აღ­ჭურ­ვი­ლი და სა­მუ­შა­ოდ და პარტნი­ო­რებ­თან შე­სახ­ვედ­რად იდე­ა­ლუ­რი გა­რე­მოა. სწო­რედ ამის გამო იქა­უ­რო­ბა ბო­ლომ­დეა დატ­ვირ­თუ­ლი. მსგავ­სი ტი­პი­სა და ხა­რის­ხის ფარ­თებ­ზე მო­თხოვ­ნა სულ უფრო იზ­რდე­ბა, ამი­ტომ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, 18 000-ზე მეტი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი გა­სა­ქი­რა­ვე­ბე­ლი სა­ო­ფი­სე სივ­რცის და­მა­ტე­ბას ვგეგ­მავთ“.

სა­ო­ფი­სე­ზე არა­ნაკ­ლე­ბი მო­თხოვ­ნაა კო­მერ­ცი­ულ ფარ­თებ­ზე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახალ ბი­ნა­ში შე­სახ­ლე­ბა დიდი სი­ხა­რუ­ლია, მაგ­რამ მა­შინ­ვე ჩნდე­ბა ახა­ლი საზ­რუ­ნა­ვიც: სად შე­ვი­ძი­ნოთ პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბი, პრო­დუქ­ტი და სხვა? მერე კი ირ­კვე­ვა, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე m²-მა უკვე იზ­რუ­ნა და ყვე­ლა კომ­პლექ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სხვა­დას­ხვა ტი­პის კომ­პა­ნი­ე­ბის მი­ე­რაა ათ­ვი­სე­ბუ­ლი.

ნინო ჩხიკ­ვა­ძე: „კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბი­სას აუ­ცი­ლებ­ლად ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მო­სახ­ლე­ო­ბის მო­თხოვ­ნას. ამ მხრივ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა დაგ­ვიგ­როვ­და, ამი­ტომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­საც თა­ვად ვი­ღებთ. პირ­ველ რიგ­ში, ეს არის სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზია, სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზი და სხვა. კომ­პლექ­სის მდე­ბა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბით სხვა­დას­ხვა ტი­პის ბრენ­დუ­ლი კა­ფე­ე­ბი და მა­ღა­ზი­ე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა ქი­რა­ო­ბის პი­რო­ბებს, სა­ერ­თო ბაზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­შუ­ა­ლო ფასი გვაქვს. m²-ის სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექ­სებ­ში კო­მერ­ცი­ულ ფარ­თებ­ზე მო­თხოვ­ნა ყო­ველ­თვის დი­დია, რად­გან იცი­ან, რომ ყვე­ლა ბინა გა­ყი­დუ­ლია, რაც პო­ტენ­ცი­უ­რი კლი­ენ­ტე­ბის სიმ­რავ­ლე­ზე აი­სა­ხე­ბა. ამი­ტომ ეს ფარ­თე­ბი თა­ვად კომ­პლექ­სე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე ქი­რავ­დე­ბა ან მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა. ამ­ჟა­მად 14 000-მდე კვად­რა­ტულ მეტრ კო­მერ­ცი­ულ ფართს ვა­ქი­რა­ვებთ, სა­მო­მავ­ლოდ კი 16 000 კვად­რა­ტამ­დე და­მა­ტე­ბას ვგეგ­მავთ“.

და­ბო­ლოს, m²-ის სა­სა­წყო­ბე ფარ­თე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბა, რაც ამ­ჟა­მად, ჯამ­ში, 9 000-მდე კვად­რა­ტულ მეტრს შე­ად­გენს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ რო­გორც კომ­პა­ნი­ებს, ისე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პი­რებ­საც. სა­სა­წყო­ბე ტე­რი­ტო­რია სეგ­მენ­ტე­ბა­დაა და­ყო­ფი­ლი: და­ხუ­რუ­ლი, ან­გა­რის ტი­პის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და სა­მა­ცივ­რე. სივ­რცე მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და ყო­ველ­მხრივ და­ცუ­ლია - ერთი სი­ტყვით, ზუს­ტად ისე­თია, რო­გო­რიც m²-ს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

m² მომხმარებელს კომპლექსების მოვლა-პატრონობის ფარგლებში ბინების გაქირავების სერვისს სთავაზობს

m² მომხმარებელს კომპლექსების მოვლა-პატრონობის ფარგლებში ბინების გაქირავების სერვისს სთავაზობს

უძრავი ქონება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივია, ხოლო ბინას m²-ის კომპლექსში ლიკვიდური აქტივის სტატუსი და დამატებითი საიმედოობის განცდა ახლავს. სწორედ ამიტომ, ზოგისთვის აქ შეძენილი ბინა, უბრალოდ, კაპიტალდაბანდებაა, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში, დროებით სხვას დაუთმობს, ანუ გააქირავებს. ამ მხრივ, საკუთარი მობინადრეების მეტი კომფორტისთვის, კომპანიას ცალკე სამსახური აქვს შექმნილი - უძრავი ქონების მართვის დეპარტამენტი, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. შედეგად იქმნება სტრუქტურა, რომელიც ბინების, კომერციული თუ საოფისე ფართების, საწყობებისა და მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობასა და ყიდვა-გაქირავებას უზრუნველყოფს.

წლების განმავლობაში m²-მა საქმიანობის არეალი იმდენად გაიფართოვა, რომ უძრავი ქონების ბაზრის, ფაქტობრივად, ყველა საფეხური აითვისა - მიწის მოძიებიდან ბინების/კომპლექსების/უძრავი ქონების მოვლა-პატრონობით დამთავრებული და სფეროს ლიდერიც გახდა. m²-თვის არ არსებობს ნახევრად დასრულებული პროექტი, რადგან საკუთარ ქმნილებაზე ზრუნვას კომპლექსებში სრული შესახლების შემდეგაც აგრძელებს. სწორედ ამ პროცესის უწყვეტობისთვის არსებობს უძრავი ქონების მართვის დეპარტამენტი.

m2rent.ge m²-ის კომპლექსებში სასურველი ტიპის ფართის დაქირავებისა და გაქირავების მსურველთათვის შექმნილი პორტალია და მსგავსი ტიპის საქმიანობისთვის ჩვეული ფუნქციები აქვს: ფართობის, ფასის, სართულისა თუ სხვა მახასიათებლების მიხედვით ასარჩევი გრაფები, ერთგვარი მენიუ, რომელიც თბილისის საუკეთესო ბინების მრავალფეროვანი ბაზისკენ გვიხსნის გზას.

თუ ბინის გაქირავება გსურთ, ამისთვის მხოლოდ ერთი რამ მოგეთხოვებათ - გქონდეთ ბინა m²-ში, დანარჩენს უკვე კომპანიის შესაბამისი გუნდი მიხედავს: „მას შემდეგ, რაც მეპატრონე დაგვიკავშირდება, ვსტუმრობთ ბინას და ვიწყებთ მისი, როგორც პროდუქტის შეფუთვას: ვუღებთ ფოტოებს და, სრულ აღწერილობასთან ერთად, განცხადებას m2rent.ge-სა და შესაბამის ფეისბუკგვერდზე ვათავსებთ. ამის შემდეგ, ბინის მონაცემებიდან გამომდინარე, ვირჩევთ სამიზნე აუდიტორიას და გადავდივართ პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობის ეტაპზე. მეპატრონის სურვილის შემთხვევაში, ვიტოვებთ გასაღებსაც, რათა დაინტერესებული კლიენტები მათი შეწუხების გარეშე მივიყვანოთ ბინის სანახავად. ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, ხელშეკრულებასაც ჩვენ ვაფორმებთ, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია უცხოეთში მცხოვრები გამქირავებლისთვის“, - ამბობს m²-ის კომერციული უძრავი ქონების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ჩხიკვაძე.

გქონდეს ბინა m²-ში - ეს არა მხოლოდ საოცნებო საცხოვრებელ პირობებს ნიშნავს, არამედ ერთგვარი ინვესტიციაცაა, რადგან ხარისხს ყოველთვის აქვს ფასი. ამჟამად m2rent.ge-ს ბაზაში 400-ზე მეტი სრულად გარემონტებულ და ავეჯით აღჭურვილი სხვადასხვა მოცულობის გასაქირავებელი ბინა ირიცხება - დაწყებული ერთოთახიანი სტანდარტულით, დამთავრებული პრემიუმ კლასის მრავალოთახიანი აპარტამენტით. მათი გასაქირავებელი ფასები, ბაზარზე არსებული ზოგადი სურათის ფონზე, საკმაოდ მოქნილია - იწყება 250 დოლარით და, კომპლექსის მდებარეობისა და ოთახების რაოდენობის გათვალისწინებით, მაღლა მიიწევს. იგივე ეხება, კომპანიის მიერ ბინის გაქირავების მომსახურებიდან მიღებულ პროცენტსაც, რაც ასევე დამოკიდებულია უკვე ნახსენებ მოცემულობაზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი m²-ის ქონების მოვლის დეპარტამენტის მომსახურებაა, რაც კომპლექსების სრულ მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ დამქირავებელი მობინადრის სტატუსს იძენს და იღებს როგორც კოპლექსურ, ისე ინდივიდუალურ სურვილზე მორგებულ მომსახურებას. ეს დეტალი მნიშვნელოვანია გამქირავებლისთვისაც, რომელიც, ხელშეკრულების ამოწურვის შემდგომ, ბინას პირვანდელ მდგომარეობაში იბარებს.

ნინო ჩხიკვაძე: „საოფისე ფართები, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, უმეტესად, არა საცხოვრებელ კომპლექსებში, არამედ ცალკე გვაქვს განთავსებული. ასეთ სივრცეა მელიქიშვილის ბიზნესცენტრი, ქალაქის ცენტრალურ უბანში არსებული უმაღლესი კატეგორიის ნაგებობა, რომელიც ტექნიკურად სრულადაა აღჭურვილი და სამუშაოდ და პარტნიორებთან შესახვედრად იდეალური გარემოა. სწორედ ამის გამო იქაურობა ბოლომდეა დატვირთული. მსგავსი ტიპისა და ხარისხის ფართებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, ამიტომ, უახლოეს მომავალში, 18 000-ზე მეტი კვადრატული მეტრი გასაქირავებელი საოფისე სივრცის დამატებას ვგეგმავთ“.

საოფისეზე არანაკლები მოთხოვნაა კომერციულ ფართებზე. მოგეხსენებათ, ახალ ბინაში შესახლება დიდი სიხარულია, მაგრამ მაშინვე ჩნდება ახალი საზრუნავიც: სად შევიძინოთ პირველადი მოხმარების საგნები, პროდუქტი და სხვა? მერე კი ირკვევა, რომ ამ ყველაფერზე m²-მა უკვე იზრუნა და ყველა კომპლექსის პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართები ნებისმიერი საჭიროებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების მიერაა ათვისებული.

ნინო ჩხიკვაძე: „კომერციული ფართების გაქირავებისას აუცილებლად ვითვალისწინებთ მოსახლეობის მოთხოვნას. ამ მხრივ, წლების განმავლობაში, საკმაოდ კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა, ამიტომ გადაწყვეტილებებსაც თავად ვიღებთ. პირველ რიგში, ეს არის სასურსათო მაღაზია, სავარჯიშო დარბაზი და სხვა. კომპლექსის მდებარეობიდან გამომდინარე, კომერციული ფართებით სხვადასხვა ტიპის ბრენდული კაფეები და მაღაზიები ინტერესდებიან. რაც შეეხება ქირაობის პირობებს, საერთო ბაზრის გათვალისწინებით, საშუალო ფასი გვაქვს. m²-ის საცხოვრებელ კომპლექსებში კომერციულ ფართებზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია, რადგან იციან, რომ ყველა ბინა გაყიდულია, რაც პოტენციური კლიენტების სიმრავლეზე აისახება. ამიტომ ეს ფართები თავად კომპლექსების დასრულებამდე ქირავდება ან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ამჟამად 14 000-მდე კვადრატულ მეტრ კომერციულ ფართს ვაქირავებთ, სამომავლოდ კი 16 000 კვადრატამდე დამატებას ვგეგმავთ“.

დაბოლოს, m²-ის სასაწყობე ფართების გაქირავება, რაც ამჟამად, ჯამში, 9 000-მდე კვადრატულ მეტრს შეადგენს. აღნიშნული მომსახურების მიღება შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ისე ინდივიდუალურ პირებსაც. სასაწყობე ტერიტორია სეგმენტებადაა დაყოფილი: დახურული, ანგარის ტიპის, ინდივიდუალური და სამაცივრე. სივრცე მოწესრიგებული და ყოველმხრივ დაცულია - ერთი სიტყვით, ზუსტად ისეთია, როგორიც m²-ს შეიძლება ჰქონდეს.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი