პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლი მაქვს, ბიზნესი მაქვს, მანქანა მყავს, ბიჯო, შენი ნასკები ვრეცხო?!" - ყოფილი ემიგრანტი ქალის ისტორია, რომელიც ახლა წარმატებული ბიზნესმენია
"სახლი მაქვს, ბიზნესი მაქვს, მანქანა მყავს, ბიჯო, შენი ნასკები ვრეცხო?!" - ყოფილი ემიგრანტი ქალის ისტორია, რომელიც ახლა წარმატებული ბიზნესმენია

ქალს, რო­მე­ლიც 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რობ­და, ახლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბა აქვს. ის 48 წლი­საა, ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად სხვა ქვე­ყა­ნა­ში რომ წა­ვი­და, 29 წლის იყო.

ქეთი ქო­მე­იშ­ვი­ლის ამ­ბა­ვი ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან Women of Georgia" გა­მოქ­ვეყ­ნდა.

„29 წლის ვი­ყა­ვი ემიგ­რა­ცი­ა­ში რომ წა­ვე­დი და 14 წლის შემ­დეგ დავ­ბრუნ­დი.

ჩემი და ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო, ანევ­რიზ­მა როცა და­ე­მარ­თა. გა­დარ­ჩე­ნის შან­სი მარ­ტო 2% იყო, მაგ­რამ მინ­დო­და ეს მი­ნი­მა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ამ პე­რი­ოდ­ში გა­თხო­ვი­ლი ვი­ყა­ვი და ქმარ-შვილ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დი. ჩემი გა­უ­ღე­ბე­ლი კარი არ დარ­ჩა: კერ­ძო მე­ვახ­შე­ე­ბის­გან ფული ვი­სეს­ხე და ოპე­რა­ცი­ი­სა და 46 დღი­ა­ნი კო­მის შემ­დეგ, ჩემი და გა­და­ვარ­ჩი­ნე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ქმა­რი გვერ­დში არ დამ­დგო­მია და მეც მას­თან ვე­ღარ ვი­ცხოვ­რებ­დი, ვერ ვა­პა­ტი­ებ­დი.

დავ­ბრუნ­დი ჩემ სამი წლის შვილ­თან და ვა­ლებ­თან ერ­თად სო­ფელ­ში, დე­დას­თან. ისე­თი გა­ჭირ­ვე­ბა მაქვს გა­მოვ­ლი­ლი! ჩემი დის სა­ნა­ხა­ვად რომ მო­დი­ოდ­ნენ, ხე­ლებ­ში ვუ­ყუ­რებ­დი, რა მო­ი­ტა­ნეს-თქო. მე­ზო­ბე­ლი ერთ თეფშ საჭ­მელს რომ შე­მო­მაწ­ვდი­და, ჯერ ჩემ შვილს ვაჭ­მევ­დი, მერე დას და დე­დას. სა­ბავ­შო ბაღი მა­შინ 5 ლარი ღირ­და და ხან­და­ხან იმ 5 ლარ­საც ვერ ვშო­უ­ლობ­დი, რომ ბავ­შვს იქ უფა­სო საჭ­მე­ლი მა­ინც ქო­ნო­და. სულ მა­წუ­ხებ­და ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა: როცა მოგ­ყავს შვი­ლი და მარ­ტო გაზ­რდას გა­და­წყვეტ, ან იმა­ზე მეტი უნდა გა­უ­კე­თო ან ის მა­ინც არ უნდა მო­აკ­ლო, რაც მა­ნამ­დე ქონ­და. და­ვი­წყე სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა­ზე ფიქ­რი, მაგ­რამ დე­და­ჩე­მი შე­მე­წი­ნა­აღ­მდე­გა, რას იტყვის ხალ­ხიო და მეც თავს ვი­კა­ვებ­დი. სა­ზღვარ­გა­რეთ წა­სულ ქა­ლებ­ზე სო­ფელ­ში ხალ­ხი ცუდს ფიქ­რობ­და. მაგ­რამ ერთხე­ლაც ჩემი შვი­ლი ბა­ღი­დან სვე­ლი ფე­ხე­ბით რომ დაბ­რუნ­და, ფეხ­საც­მე­ლი ქონ­და გა­ხე­უ­ლი და წყა­ლი შეს­დი­ო­და, ვე­ღა­რა­ფერ­მა და­მა­კა­ვა. 50-50 თეთ­რი ავაგ­რო­ვე და 6 ლა­რად ბა­თუმ­ში ჩა­ვე­დი. იმე­დი მქონ­და, იქი­დან თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­დო­დი სა­მუ­შა­ოდ.

ისე აე­წყო, რომ 3 წელი ოჯახ­ში ვი­მუ­შა­ვე ბულ­გა­რეთ­ში, მერე იქი­დან 1 წელი აზერ­ბა­ი­ჯან­ში და ბოლო 10 წელი უკვე თურ­ქეთ­ში ვი­ყა­ვი ოჯახ­ში მო­ხუ­ცის მომ­ვლე­ლად. თა­ვი­დან წა­სას­ვლე­ლი ბი­ლე­თი და საგ­ზლად სენდვი­ჩი კი მი­ყი­დეს, მაგ­რამ მახ­სოვს, ავ­ტო­ბუს­ში ტუ­ა­ლე­ტის ფუ­ლიც არ მქონ­და და მძღოლ­მა მა­ჩუ­ქა 10 ლირა გზა­ში. ძა­ლი­ან რთულ პი­რო­ბებ­ში მო­მი­წია მუ­შა­ო­ბა. სა­ნამ ენებს ვის­წავ­ლი­დი, და­ბალ ხელ­ფას­ზე ვმუ­შა­ობ­დი. 400 დო­ლარს მიხ­დიდ­ნენ და 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში, ხში­რად შეს­ვე­ნე­ბის გა­რე­შე უმ­ძი­მეს სა­მუ­შა­ოს ვას­რუ­ლებ­დი: ჩა­ვარ­დნი­ლი მო­ხუ­ცის მოვ­ლა, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე. ერთი დღე მქონ­და და­სას­ვე­ნებ­ლად და ისიც სხვა ოჯახ­ში გავ­რბო­დი სახ­ლის და­სა­ლა­გებ­ლად, რომ ყო­ველ­თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა მეტი მქო­ნო­და. ასეთ დღე­ში იყ­ვნენ იქ ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა. თან უსაფრ­თხო­დაც ვერ გრძნობ თავს, თუ სა­ბუ­თე­ბი წეს­რიგ­ში არ გაქვს, შე­იძ­ლე­ბა ხელ­ფა­სიც არ გა­და­გი­ხა­დონ. რამ­დე­ნი შემ­თხვე­ვა ვიცი, ქა­ლებ­ზე უძა­ლა­დი­ათ, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს. არა­ვინ ინ­ტე­რეს­დე­ბო­და ჩვე­ნით. სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვაც ბევ­რს არ აქვს, იმი­ტომ რომ მა­შინ გა­და­სა­ხა­დე­ბი უნდა გა­და­ი­ხა­დო და „გა­ა­ლე­გა­ლუ­რო“, რაც ისე­დაც მცი­რე ხელ­ფასს აკ­ლდე­ბა. გაძ­ლე­ბა­ზეა იქ ყვე­ლა. თუ გა­უძ­ლებ, გა­დარ­ჩე­ბი და ამ გა­დარ­ჩე­ნა­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­გეხ­მა­რე­ბა მი­ზა­ნი. ძა­ლი­ან ბევ­რი ქალი ვიცი, შრო­მობს იქ წლე­ბია, აგ­ზავ­ნის ფულს, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ვერ ახერ­ხებს და ასე გა­დის მათი ცხოვ­რე­ბა, ოც­ნე­ბა­ში. იცით რა­ტომ? იმი­ტომ რომ ამ ქა­ლე­ბის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფული იოლი ფუ­ლია აქა­უ­რე­ბის­თვის და ასე­ვე იო­ლად ხარ­ჯა­ვენ. ერთხელ რომ გა­მოვგზავ­ნე 300 დო­ლა­რი, მა­ლე­ვე მეც ჩა­მო­ვე­დი ცოტა ხნით და ოჯახ­ში არა­ფე­რი ქონ­დათ საჭ­მე­ლი. ამის მერე გა­დავ­წყვი­ტე, რომ პირ­და­პირ ფული კი არ გა­მო­მეგ­ზავ­ნა, მა­ღა­ზი­ის­თვის გა­და­მე­ხა­და ყო­ველ­თვი­უ­რად და ჩე­მებს საკ­რე­დი­ტო ხა­ზი­ვით ქონ­დათ გახ­სნი­ლი პრო­დუქ­ტის ასა­ღე­ბად. მე წა­ვე­დი, რომ დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. მარ­თლა მე­ცო­დე­ბი­ან ის ქა­ლე­ბი, ვინც ოჯა­ხის მიერ აღე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბის მონა ხდე­ბა და ვე­ღარ ბრუნ­დე­ბა.

მიგ­რანტ ქა­ლებს რამ­დე­ნი­მე „პრე­სის“ ქვეშ გვი­წევს მუ­შა­ო­ბა: ჯერ ერთი, ძა­ლი­ან იაფი მუშა-ხელი ვართ სა­ზღვარ­გა­რეთ, მერე რამ­დე­ნი ქალი არ­ჩენს ოჯა­ხის წევ­რებს, რომ­ლებ­საც ეს თან­ხა არას­დროს ყოფ­ნით და კი­დევ ზე­მო­დან „რას იტყვის ხალ­ხი“ -ს უნდა გა­ვუძ­ლოთ. რამ­დენ­ჯერ დე­და­ჩე­მი სკა­ი­პით რომ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, სპე­ცი­ა­ლუ­რად მე­ზო­ბელ­თან გა­და­დი­ო­და, რომ სო­ფელ­ში ხალ­ხი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი­ყო, მარ­თლა ოჯახ­ში ვმუ­შა­ობ­დი და არ სად­მე „სხვა­გან“. ახ­ლაც ფე­ის­ბუქ­ზე მიგ­რან­ტი ქალი თა­ვის მო­ხუც­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს რომ დებს, ვიცი, რომ ამას ხალ­ხის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად აკე­თებს. თურ­ქეთ­ში რომ გა­და­ვე­დი უკვე 1000 დო­ლა­რი მქონ­და ხელ­ფა­სი, მაგ­რამ თან­ხის დაგ­რო­ვე­ბას 400 დო­ლა­რი­თაც ვა­ხერ­ხებ­დი. ჩემი პირ­ვე­ლი მი­ზა­ნი ვა­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა იყო, წარ­მო­იდ­გი­ნეთ 50,000 ლარი მქონ­და უკვე ვალი პრო­ცენ­ტე­ბი­ა­ნად. ყვე­ლა მე­ვა­ლეს და­ვუ­კავ­შირ­დი და გა­და­ვა­დე­ბა ვთხო­ვე. 4 წელ­ში ყვე­ლა ვალი დავ­ფა­რე. შემ­დე­გი მი­ზა­ნი მქონ­და სახ­ლის აშე­ნე­ბა. ამ­დე­ნი სული ერთ პა­ტა­რა „კუხ­ნა­ში“ ვცხოვ­რობ­დით. მახ­სოვს, თურ­ქეთ­ში მა­ღა­ზი­ის ვიტ­რი­ნას რომ ჩა­ვუვ­ლი­დი, თვა­ლი გა­მირ­ბო­და ლა­მა­ზი შარ­ვლი­სა და „კოფ­თის­კენ“, ფასს რომ გა­ვი­გებ­დი, ტვინ­ში კალ­კუ­ლა­ცი­ას ვა­კე­თებ­დი, ამ თან­ხით რამ­დე­ნი ბერ­კე­ტი მო­მი­ვი­დო­და სახ­ლის ასა­შე­ნებ­ლად და ხელ­ცა­რი­ე­ლი გა­მოვ­დი­ო­დი უკან.

ჩემი სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი გა­ვა­ტა­რე ასეთ შრო­მა­ში. ჩემი შვი­ლის არც პირ­ველ კლას­ში წას­ვლა მი­ნა­ხავს, არც მისი ცეკ­ვის კონ­ცერ­ტე­ბი. ფო­ტო­ე­ბით და ვი­დე­ო­ე­ბით ვა­დევ­ნებ­დი თვალს, რო­გორ იზ­რდე­ბო­და. მაგ­რამ მთა­ვა­რია ვი­ცო­დი, რო­დის უნდა დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. ვა­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბი­სა და სახ­ლის აშე­ნე­ბის შემ­დეგ, კი­დევ ერთი სურ­ვი­ლი მქონ­და. მან­ქა­ნა მინ­დო­და მე­ყი­და. ქმარ­მა და­შო­რე­ბის წინ მო­მა­ძა­ხა, ახლა გი­ყუ­რებ, რო­გორ გე­ტი­რე­ბა დე­დაო. მა­შინ გულ­ში ვი­ფიქ­რე, სახ­ლიც მექ­ნე­ბა და შე­მო­სა­ვა­ლიც, მა­გარ შვილ­საც გავზრდი და მან­ქა­ნაც მე­ყო­ლე­ბა-თქო. მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დავ­ბრუნ­დი, მი­ვა­კი­თხე ჩემ ყო­ფილ ქმარს სახ­ლთან. როცა გა­მოჩ­ნდა, და­ვუ­სიგ­ნა­ლე და ფა­რე­ბი ავუნ­თე. მი­ყუ­რებ­და ბუ­სა­ვით. ეს იმ­ხე­ლა სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო, გა­და­ფა­რა იმ 14 წლის ტან­ჯვით შრო­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში 2016 წელს დავ­ბრუნ­დი. და­ნა­ზო­გიც მქონ­და და და­ვი­წყე ფიქ­რი, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ერთხელ, ქუ­თა­ის­თან ზამ­თარ­ში და­ვი­ნა­ხე სათ­ბუ­რე­ბი. ვი­ფიქ­რე, ქარ­თვე­ლი ამ ზამ­თარს გა­რეთ რომ გა­მო­ვა, ესე იგი იქ ფული ტრი­ა­ლებს-თქო. და­ვინ­ტე­რეს­დი სა­სათ­ბუ­რე საქ­მი­ა­ნო­ბით, მაგ­რამ ასე ცოდ­ნის გა­რე­შე არ მინ­დო­და გა­მე­რის­კა. ხან სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრებ­ში მივ­დი­ო­დი, ხან კა­ცე­ბის ბირ­ჟა­ზე ჩა­მოვ­დგე­ბო­დი და ვუს­მენ­დი რას ლა­პა­რა­კობ­დნენ მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე, ხან ბა­ზარ­ში პრო­დუქ­ტე­ბის ფა­სებს ვი­გებ­დი. ასე ავ­კრი­ფე ინ­ფორ­მა­ცია და გა­დავ­წყვი­ტე კიტ­რის სათ­ბუ­რე­ბის გა­კე­თე­ბა. პირ­ვე­ლი რაც გა­ვი­გე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­სავ­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო სად­რე­ნა­ჟე სის­ტე­მის გა­კე­თე­ბა. ჰოდა, მო­ვიყ­ვა­ნე ერთ დღეს ექ­სკა­ვა­ტო­რე­ბი, გა­მოვ­თხა­რე მიწა, ჩავ­ყა­რე ქვე­ბი და 2 სათ­ბუ­რი გა­ვა­შე­ნე. დე­და­ჩემ­მა თავ­ში წა­მო­ირ­ტყა ხე­ლე­ბი, მე­ზობ­ლე­ბო, ჩემ­მა შვილ­მა და­ნა­ზო­გი მი­წა­ში და­მარ­ხაო. მე­ზობ­ლე­ბი ჭიშ­კარ­თან მო­დი­ოდ­ნენ, ეჭ­ვის თვა­ლით მი­ყუ­რებ­დნენ, გიჟი ვე­გო­ნე ყვე­ლას. მირ­ჩევ­დნენ მაგ და­ნა­ზო­გით წადი, თბი­ლის­ში ბინა იყი­დე და ქი­რით ირ­ჩენ თავ­სო. მერე იყო სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტი 60%-იანი თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით. ბან­კე­ბი უარს მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე, მაგ­რამ ერთი ბან­კი წა­მომ­ყვა. დავ­წე­რე ბიზ­ნეს­გეგ­მა და და­მი­ფი­ნან­სეს. რამ­დე­ნი­მე თვე­ში უკვე 5 სათ­ბუ­რი მქონ­და. ნელ-ნელა ნდო­ბაც მო­ვი­პო­ვე დო­ნო­რე­ბის და აგერ ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ 9,000 ლა­რი­ა­ნი ღუ­მე­ლიც და­მი­ფი­ნან­სა სათ­ბუ­რე­ბის გა­სათ­ბო­ბად.

ახლა მთე­ლი წელი მაქვს კიტ­რის მო­სა­ვა­ლი. წე­ლი­წად­ში 20 ტო­ნამ­დე ვი­ღებ მო­სა­ვალს. ზამ­თარ­ში ფა­სე­ბი 6-7 ლა­რამ­დე ადის და ვცდი­ლობ მეტი მო­სა­ვა­ლი ამ პე­რი­ოდ­ში მქონ­დეს. 800 კვად­რა­ტუ­ლი­დან და­ვი­წყე და ახლა 2000 კვ.მ. სათ­ბუ­რი მაქვს. ამას­თან ერ­თად ღო­რე­ბის ფერ­მაც გა­ვა­კე­თე. თუკი რამე თა­ვი­სუ­ფა­ლი თან­ხა გა­მო­მიჩ­ნდა, გარ­შე­მო მი­წებს ვყი­დუ­ლობ. ალუ­ჩის ბაღი გა­ვა­კე­თე და მო­სა­ვალს ვე­ლო­დე­ბი გა­ი­სად. სა­ტა­ცუ­რია ახლა მო­თხოვ­ნა­დი ბა­ზარ­ზე და მო­მა­ვალ წელს ესეც მექ­ნე­ბა.

სო­ფელ­ში ვინც ადრე გი­ჟად მთვლი­და, ახლა და­საქ­მე­ბას მთხოვს. რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბე­ლი მყავს და­საქ­მე­ბუ­ლი. ჩემი მე­ნე­ჯმენ­ტი მაქვს: ყვე­ლას თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს და ერ­თსა და იმა­ვე საქ­მეს არც ერთი აკე­თებს, რომ მერე ერ­თმა­ნეთს არ და­აბ­რა­ლონ შეც­დო­მე­ბი. შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც სიმ­კაც­რე­ში გა­დამ­დის, მაგ­რამ მირ­ჩევ­ნია შრო­მას მი­ეჩ­ვი­ოს და ამ შრო­მა­ში ხელ­ფა­სი გა­და­ვუ­ხა­დო, რომ თა­ვი­სი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს, ვიდ­რე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე შე­მომ­ყუ­რებ­დეს ხე­ლებ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხომ იცით რო­გორ­ცაა, 40 წლის კა­ციც ბავ­შვია და მოვ­ლას ითხოვს. მო­გე­ბა ამ წუთ­ში ვერ მექ­ნე­ბა, რად­გან, რაც შე­მო­დის, ყვე­ლა­ფე­რი ბან­კში მი­დის. 2 წე­ლი­წად­ში ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­საც გა­ვის­ტუმ­რებ და მერე უფრო გა­ვი­მარ­თე­ბი წელ­ში. თუმ­ცა ამ შრო­მა­ში თან­და­თან ისე ვიზ­რდე­ბი და ვიხ­ვე­წე­ბი, იმ­დენ გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ღებ... ვა­ლის გა­რე­შე ძა­ლი­ან ძლი­ე­რად ვიქ­ნე­ბი. ამას წი­ნათ, აგერ ზედა სო­ფელ­ში სათ­ბუ­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ ბი­ჭებს. მი­ვე­დი, ვნა­ხე. ვუ­თხა­რი შეც­დო­მით გა­ა­კე­თეთ-თქო, სქე­ლი მი­ლე­ბი ჩა­ყა­რეს გა­სათ­ბო­ბად და ღუ­მე­ლი ვერ ერე­ვა. არ და­მი­ჯე­რეს, ქალ­მა რა იცი­სო. იმათ თე­ბერ­ვალ­ში მო­ა­თა­ვეს მო­სა­ვა­ლი, მე კი­დევ ისევ ვიმ­კი.

მთხოვ­ნე­ლე­ბი მო­მი­რავ­ლდნენ ამ ბოლო დროს. ან სად მო­თო­ვა ამ­დე­ნი ნა­ცო­ლა­რი, ამ­დე­ნი ქვრი­ვი?! შენი ჭი­რი­მე, მე ვუ­თხა­რი: შვი­ლი მყავს, სახ­ლი მაქვს, ბიზ­ნე­სი მაქვს, მან­ქა­ნა მყავს, ბიჯო, შენი ნას­კე­ბი ვრე­ცხო?! რატო, თო­რემ კი. გუ­ლის ხეთ­ქვის მეტს არა­ვინ არა­ფერს გა­გი­კე­თებს! იქ, მერე ყვე­ლა თა­ვის ცხვირს ჩა­გი­ყოფს ამ გამ­ზა­დე­ბულ საქ­მე­ში. მერე მო­გაქ­ცევს თა­ვის ჩარ­ჩო­ში, და მე უკვე ისე­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვარ, ჩარ­ჩო­ებს ვე­ღარ ავი­ტან. ასე, ჩემ­თვის მირ­ჩევ­ნია, ნელ-ნელა, მაგ­რამ წინ“.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო ქოქოსაძე
0

ქეთი, ეს შენ ხარ!

როგორ გამიხარდი!

წარმატებები შენ❤️❤️❤️

დარეჯანი
0

წარმატებები Ძლიერო ქალბატონო👏👏❤❤🌹🌹

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"სახლი მაქვს, ბიზნესი მაქვს, მანქანა მყავს, ბიჯო, შენი ნასკები ვრეცხო?!" - ყოფილი ემიგრანტი ქალის ისტორია, რომელიც ახლა წარმატებული ბიზნესმენია

"სახლი მაქვს, ბიზნესი მაქვს, მანქანა მყავს, ბიჯო, შენი ნასკები ვრეცხო?!" - ყოფილი ემიგრანტი ქალის ისტორია, რომელიც ახლა წარმატებული ბიზნესმენია

ქალს, რომელიც 14 წლის განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრობდა, ახლა წარმატებული მეურნეობა აქვს. ის 48 წლისაა, ოჯახის სარჩენად სხვა ქვეყანაში რომ წავიდა, 29 წლის იყო.

ქეთი ქომეიშვილის ამბავი ფეისბუქის გვერდზე "ქალები საქართველოდან Women of Georgia" გამოქვეყნდა.

„29 წლის ვიყავი ემიგრაციაში რომ წავედი და 14 წლის შემდეგ დავბრუნდი.

ჩემი და ძალიან ახალგაზრდა იყო, ანევრიზმა როცა დაემართა. გადარჩენის შანსი მარტო 2% იყო, მაგრამ მინდოდა ეს მინიმალური შესაძლებლობაც გამომეყენებინა. ამ პერიოდში გათხოვილი ვიყავი და ქმარ-შვილთან ერთად თბილისში ვცხოვრობდი. ჩემი გაუღებელი კარი არ დარჩა: კერძო მევახშეებისგან ფული ვისესხე და ოპერაციისა და 46 დღიანი კომის შემდეგ, ჩემი და გადავარჩინე. სიმართლე გითხრათ, ქმარი გვერდში არ დამდგომია და მეც მასთან ვეღარ ვიცხოვრებდი, ვერ ვაპატიებდი.

დავბრუნდი ჩემ სამი წლის შვილთან და ვალებთან ერთად სოფელში, დედასთან. ისეთი გაჭირვება მაქვს გამოვლილი! ჩემი დის სანახავად რომ მოდიოდნენ, ხელებში ვუყურებდი, რა მოიტანეს-თქო. მეზობელი ერთ თეფშ საჭმელს რომ შემომაწვდიდა, ჯერ ჩემ შვილს ვაჭმევდი, მერე დას და დედას. საბავშო ბაღი მაშინ 5 ლარი ღირდა და ხანდახან იმ 5 ლარსაც ვერ ვშოულობდი, რომ ბავშვს იქ უფასო საჭმელი მაინც ქონოდა. სულ მაწუხებდა ეს პასუხისმგებლობა: როცა მოგყავს შვილი და მარტო გაზრდას გადაწყვეტ, ან იმაზე მეტი უნდა გაუკეთო ან ის მაინც არ უნდა მოაკლო, რაც მანამდე ქონდა. დავიწყე საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრი, მაგრამ დედაჩემი შემეწინააღმდეგა, რას იტყვის ხალხიო და მეც თავს ვიკავებდი. საზღვარგარეთ წასულ ქალებზე სოფელში ხალხი ცუდს ფიქრობდა. მაგრამ ერთხელაც ჩემი შვილი ბაღიდან სველი ფეხებით რომ დაბრუნდა, ფეხსაცმელი ქონდა გახეული და წყალი შესდიოდა, ვეღარაფერმა დამაკავა. 50-50 თეთრი ავაგროვე და 6 ლარად ბათუმში ჩავედი. იმედი მქონდა, იქიდან თურქეთში გადავიდოდი სამუშაოდ.

ისე აეწყო, რომ 3 წელი ოჯახში ვიმუშავე ბულგარეთში, მერე იქიდან 1 წელი აზერბაიჯანში და ბოლო 10 წელი უკვე თურქეთში ვიყავი ოჯახში მოხუცის მომვლელად. თავიდან წასასვლელი ბილეთი და საგზლად სენდვიჩი კი მიყიდეს, მაგრამ მახსოვს, ავტობუსში ტუალეტის ფულიც არ მქონდა და მძღოლმა მაჩუქა 10 ლირა გზაში. ძალიან რთულ პირობებში მომიწია მუშაობა. სანამ ენებს ვისწავლიდი, დაბალ ხელფასზე ვმუშაობდი. 400 დოლარს მიხდიდნენ და 24 საათიან რეჟიმში, ხშირად შესვენების გარეშე უმძიმეს სამუშაოს ვასრულებდი: ჩავარდნილი მოხუცის მოვლა, საოჯახო საქმე. ერთი დღე მქონდა დასასვენებლად და ისიც სხვა ოჯახში გავრბოდი სახლის დასალაგებლად, რომ ყოველთვიური ანაზღაურება მეტი მქონოდა. ასეთ დღეში იყვნენ იქ ქალების უმეტესობა. თან უსაფრთხოდაც ვერ გრძნობ თავს, თუ საბუთები წესრიგში არ გაქვს, შეიძლება ხელფასიც არ გადაგიხადონ. რამდენი შემთხვევა ვიცი, ქალებზე უძალადიათ, მაგრამ ეს ამბავი არავის აინტერესებს. არავინ ინტერესდებოდა ჩვენით. სამედიცინო დაზღვევაც ბევრს არ აქვს, იმიტომ რომ მაშინ გადასახადები უნდა გადაიხადო და „გაალეგალურო“, რაც ისედაც მცირე ხელფასს აკლდება. გაძლებაზეა იქ ყველა. თუ გაუძლებ, გადარჩები და ამ გადარჩენაში აუცილებლად დაგეხმარება მიზანი. ძალიან ბევრი ქალი ვიცი, შრომობს იქ წლებია, აგზავნის ფულს, მაგრამ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ვერ ახერხებს და ასე გადის მათი ცხოვრება, ოცნებაში. იცით რატომ? იმიტომ რომ ამ ქალების გამოგზავნილი ფული იოლი ფულია აქაურებისთვის და ასევე იოლად ხარჯავენ. ერთხელ რომ გამოვგზავნე 300 დოლარი, მალევე მეც ჩამოვედი ცოტა ხნით და ოჯახში არაფერი ქონდათ საჭმელი. ამის მერე გადავწყვიტე, რომ პირდაპირ ფული კი არ გამომეგზავნა, მაღაზიისთვის გადამეხადა ყოველთვიურად და ჩემებს საკრედიტო ხაზივით ქონდათ გახსნილი პროდუქტის ასაღებად. მე წავედი, რომ დავბრუნებულიყავი. მართლა მეცოდებიან ის ქალები, ვინც ოჯახის მიერ აღებული კრედიტების მონა ხდება და ვეღარ ბრუნდება.

მიგრანტ ქალებს რამდენიმე „პრესის“ ქვეშ გვიწევს მუშაობა: ჯერ ერთი, ძალიან იაფი მუშა-ხელი ვართ საზღვარგარეთ, მერე რამდენი ქალი არჩენს ოჯახის წევრებს, რომლებსაც ეს თანხა არასდროს ყოფნით და კიდევ ზემოდან „რას იტყვის ხალხი“ -ს უნდა გავუძლოთ. რამდენჯერ დედაჩემი სკაიპით რომ მელაპარაკებოდა, სპეციალურად მეზობელთან გადადიოდა, რომ სოფელში ხალხი დარწმუნებულიყო, მართლა ოჯახში ვმუშაობდი და არ სადმე „სხვაგან“. ახლაც ფეისბუქზე მიგრანტი ქალი თავის მოხუცთან გადაღებულ ფოტოს რომ დებს, ვიცი, რომ ამას ხალხის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად აკეთებს. თურქეთში რომ გადავედი უკვე 1000 დოლარი მქონდა ხელფასი, მაგრამ თანხის დაგროვებას 400 დოლარითაც ვახერხებდი. ჩემი პირველი მიზანი ვალების დაბრუნება იყო, წარმოიდგინეთ 50,000 ლარი მქონდა უკვე ვალი პროცენტებიანად. ყველა მევალეს დავუკავშირდი და გადავადება ვთხოვე. 4 წელში ყველა ვალი დავფარე. შემდეგი მიზანი მქონდა სახლის აშენება. ამდენი სული ერთ პატარა „კუხნაში“ ვცხოვრობდით. მახსოვს, თურქეთში მაღაზიის ვიტრინას რომ ჩავუვლიდი, თვალი გამირბოდა ლამაზი შარვლისა და „კოფთისკენ“, ფასს რომ გავიგებდი, ტვინში კალკულაციას ვაკეთებდი, ამ თანხით რამდენი ბერკეტი მომივიდოდა სახლის ასაშენებლად და ხელცარიელი გამოვდიოდი უკან.

ჩემი საუკეთესო წლები გავატარე ასეთ შრომაში. ჩემი შვილის არც პირველ კლასში წასვლა მინახავს, არც მისი ცეკვის კონცერტები. ფოტოებით და ვიდეოებით ვადევნებდი თვალს, როგორ იზრდებოდა. მაგრამ მთავარია ვიცოდი, როდის უნდა დავბრუნებულიყავი. ვალების გასტუმრებისა და სახლის აშენების შემდეგ, კიდევ ერთი სურვილი მქონდა. მანქანა მინდოდა მეყიდა. ქმარმა დაშორების წინ მომაძახა, ახლა გიყურებ, როგორ გეტირება დედაო. მაშინ გულში ვიფიქრე, სახლიც მექნება და შემოსავალიც, მაგარ შვილსაც გავზრდი და მანქანაც მეყოლება-თქო. მერე საქართველოში რომ დავბრუნდი, მივაკითხე ჩემ ყოფილ ქმარს სახლთან. როცა გამოჩნდა, დავუსიგნალე და ფარები ავუნთე. მიყურებდა ბუსავით. ეს იმხელა სიამოვნება იყო, გადაფარა იმ 14 წლის ტანჯვით შრომა.

საქართველოში 2016 წელს დავბრუნდი. დანაზოგიც მქონდა და დავიწყე ფიქრი, რა უნდა გამეკეთებინა. ერთხელ, ქუთაისთან ზამთარში დავინახე სათბურები. ვიფიქრე, ქართველი ამ ზამთარს გარეთ რომ გამოვა, ესე იგი იქ ფული ტრიალებს-თქო. დავინტერესდი სასათბურე საქმიანობით, მაგრამ ასე ცოდნის გარეშე არ მინდოდა გამერისკა. ხან საკონსულტაციო ცენტრებში მივდიოდი, ხან კაცების ბირჟაზე ჩამოვდგებოდი და ვუსმენდი რას ლაპარაკობდნენ მეურნეობაზე, ხან ბაზარში პროდუქტების ფასებს ვიგებდი. ასე ავკრიფე ინფორმაცია და გადავწყვიტე კიტრის სათბურების გაკეთება. პირველი რაც გავიგე, წარმატებული მოსავლისთვის აუცილებელი იყო სადრენაჟე სისტემის გაკეთება. ჰოდა, მოვიყვანე ერთ დღეს ექსკავატორები, გამოვთხარე მიწა, ჩავყარე ქვები და 2 სათბური გავაშენე. დედაჩემმა თავში წამოირტყა ხელები, მეზობლებო, ჩემმა შვილმა დანაზოგი მიწაში დამარხაო. მეზობლები ჭიშკართან მოდიოდნენ, ეჭვის თვალით მიყურებდნენ, გიჟი ვეგონე ყველას. მირჩევდნენ მაგ დანაზოგით წადი, თბილისში ბინა იყიდე და ქირით ირჩენ თავსო. მერე იყო სახელმწიფო გრანტი 60%-იანი თანადაფინანსებით. ბანკები უარს მეუბნებოდნენ დაფინანსებაზე, მაგრამ ერთი ბანკი წამომყვა. დავწერე ბიზნესგეგმა და დამიფინანსეს. რამდენიმე თვეში უკვე 5 სათბური მქონდა. ნელ-ნელა ნდობაც მოვიპოვე დონორების და აგერ ფერმერთა ასოციაციამ 9,000 ლარიანი ღუმელიც დამიფინანსა სათბურების გასათბობად.

ახლა მთელი წელი მაქვს კიტრის მოსავალი. წელიწადში 20 ტონამდე ვიღებ მოსავალს. ზამთარში ფასები 6-7 ლარამდე ადის და ვცდილობ მეტი მოსავალი ამ პერიოდში მქონდეს. 800 კვადრატულიდან დავიწყე და ახლა 2000 კვ.მ. სათბური მაქვს. ამასთან ერთად ღორების ფერმაც გავაკეთე. თუკი რამე თავისუფალი თანხა გამომიჩნდა, გარშემო მიწებს ვყიდულობ. ალუჩის ბაღი გავაკეთე და მოსავალს ველოდები გაისად. სატაცურია ახლა მოთხოვნადი ბაზარზე და მომავალ წელს ესეც მექნება.

სოფელში ვინც ადრე გიჟად მთვლიდა, ახლა დასაქმებას მთხოვს. რამდენიმე მეზობელი მყავს დასაქმებული. ჩემი მენეჯმენტი მაქვს: ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ერთსა და იმავე საქმეს არც ერთი აკეთებს, რომ მერე ერთმანეთს არ დააბრალონ შეცდომები. შვილთან ურთიერთობაც სიმკაცრეში გადამდის, მაგრამ მირჩევნია შრომას მიეჩვიოს და ამ შრომაში ხელფასი გადავუხადო, რომ თავისი საჭიროებები დაიკმაყოფილოს, ვიდრე მთელი ცხოვრება მე შემომყურებდეს ხელებში. საქართველოში ხომ იცით როგორცაა, 40 წლის კაციც ბავშვია და მოვლას ითხოვს. მოგება ამ წუთში ვერ მექნება, რადგან, რაც შემოდის, ყველაფერი ბანკში მიდის. 2 წელიწადში ამ ვალდებულებებსაც გავისტუმრებ და მერე უფრო გავიმართები წელში. თუმცა ამ შრომაში თანდათან ისე ვიზრდები და ვიხვეწები, იმდენ გამოცდილებას ვიღებ... ვალის გარეშე ძალიან ძლიერად ვიქნები. ამას წინათ, აგერ ზედა სოფელში სათბური გაუკეთებიათ ბიჭებს. მივედი, ვნახე. ვუთხარი შეცდომით გააკეთეთ-თქო, სქელი მილები ჩაყარეს გასათბობად და ღუმელი ვერ ერევა. არ დამიჯერეს, ქალმა რა იცისო. იმათ თებერვალში მოათავეს მოსავალი, მე კიდევ ისევ ვიმკი.

მთხოვნელები მომირავლდნენ ამ ბოლო დროს. ან სად მოთოვა ამდენი ნაცოლარი, ამდენი ქვრივი?! შენი ჭირიმე, მე ვუთხარი: შვილი მყავს, სახლი მაქვს, ბიზნესი მაქვს, მანქანა მყავს, ბიჯო, შენი ნასკები ვრეცხო?! რატო, თორემ კი. გულის ხეთქვის მეტს არავინ არაფერს გაგიკეთებს! იქ, მერე ყველა თავის ცხვირს ჩაგიყოფს ამ გამზადებულ საქმეში. მერე მოგაქცევს თავის ჩარჩოში, და მე უკვე ისეთი დამოუკიდებელი ვარ, ჩარჩოებს ვეღარ ავიტან. ასე, ჩემთვის მირჩევნია, ნელ-ნელა, მაგრამ წინ“.