მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. კანონიერი ქურდი "ლავასოღლი" თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს
ე.წ. კანონიერი ქურდი "ლავასოღლი" თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს

„კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბა­ში” ბრალ­დე­ბუ­ლი მინ­დია გო­რა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად „ლა­ვა­ს­ოღ­ლი“ თა­ვი­სუ­ფა­ლია. ამის შე­სა­ხებ „ლა­ვა­ს­ოღ­ლის“ ად­ვო­კა­ტი სა­უბ­რობს.

ალექ­სან­დე კო­ბა­ი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი შე­ხე­დუ­ლე­ბით, „ლა­ვა­ს­ოღ­ლი“ იმი­ტომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რომ თურ­ქე­თის მხა­რემ არ გა­ი­ზი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის არ­გუ­მენ­ტე­ბი მის ექ­სტრა­დი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, რო­დე­საც პირს სხვა სა­ხელ­მწი­ფო ითხოვს ექ­სტრა­დი­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით, თურ­ქეთ­მა ის უნდა გა­ა­ჩე­როს 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მინ­დია „ლა­ვა­ს­ოღ­ლი“ გა­ჩე­რე­ბუ­ლი ჰყავ­დათ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, შე­სა­ბა­მის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ხოლო რო­დე­საც ამო­ი­წუ­რა ეს ვადა, რა თქმა უნდა, კა­ნო­ნი­ე­რად მოხ­და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ჩემი შე­ფა­სე­ბით, ეს იმი­ტომ მოხ­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ უკა­ნო­ნო და უსა­ფუძ­ვლო მო­თხოვ­ნა იყო, „ლა­ვა­ს­ოღ­ლის“ ექ­სტრა­დი­ცია მომ­ხდა­რი­ყო და თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კამ არ გა­ი­ზი­ა­რა ის არ­გუ­მენ­ტე­ბი, რა არ­გუ­მენ­ტე­ბიც არის ექ­სტრა­დი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. უკა­ნო­ნო იმი­ტომ იყო, რომ არ იყო საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მისი ექ­სტრა­და­ცი­ის­თვის. ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბა მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდა და თურ­ქე­თის მხა­რემ არ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში „ლა­ვა­ს­ოღ­ლი“ ვერ ჩა­მო­ვა, რად­გან ჩა­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში მან კა­ნო­ნის წი­ნა­შე უნდა აგოს პა­სუ­ხი - ვგუ­ლის­ხმობ, რომ მას მის­ჯი­ლი აქვს 10-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი, ამი­ტომ ეს შე­ფერ­ხე­ბა მას აქვს“, - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ე.წ. კანონიერი ქურდი "ლავასოღლი" თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს

ე.წ. კანონიერი ქურდი "ლავასოღლი" თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს

„კანონიერ ქურდობაში” ბრალდებული მინდია გორაძე, მეტსახელად „ლავასოღლი“ თავისუფალია. ამის შესახებ „ლავასოღლის“ ადვოკატი საუბრობს.

ალექსანდე კობაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ მისი შეხედულებით, „ლავასოღლი“ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ თურქეთის მხარემ არ გაიზიარა საქართველოს პროკურატურის არგუმენტები მის ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

„თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, როდესაც პირს სხვა სახელმწიფო ითხოვს ექსტრადიციის მეშვეობით, თურქეთმა ის უნდა გააჩეროს 6 თვის განმავლობაში. ამ 6 თვის განმავლობაში მინდია „ლავასოღლი“ გაჩერებული ჰყავდათ თურქეთის რესპუბლიკაში, შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებებში, ხოლო როდესაც ამოიწურა ეს ვადა, რა თქმა უნდა, კანონიერად მოხდა მისი გათავისუფლება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაათავისუფლეს, ჩემი შეფასებით, ეს იმიტომ მოხდა, რომ პროკურატურის მიერ უკანონო და უსაფუძვლო მოთხოვნა იყო, „ლავასოღლის“ ექსტრადიცია მომხდარიყო და თურქეთის რესპუბლიკამ არ გაიზიარა ის არგუმენტები, რა არგუმენტებიც არის ექსტრადიციასთან დაკავშირებული საკითხები. უკანონო იმიტომ იყო, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები მისი ექსტრადაციისთვის. ჩვენი შეფასება მართალი აღმოჩნდა და თურქეთის მხარემ არ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები. საქართველოში „ლავასოღლი“ ვერ ჩამოვა, რადგან ჩამოსვლის შემთხვევაში მან კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი - ვგულისხმობ, რომ მას მისჯილი აქვს 10-წლიანი სასჯელი, ამიტომ ეს შეფერხება მას აქვს“, - აღნიშნა კობაიძემ.

"სახლში დალეწეს ყველაფერი, შემდეგ ჩხუბი მეჩეთთან გაგრძელდა" - ადგილობრივები ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის დეტალებს ყვებიან

მკვლელობა ბათუმში - ბრალდებულმა შელაპარაკებისას ორი მამაკაცი დაჭრა, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

"ლავასოღლი" ბელარუსიდან ოდესაში ჩავიდა - მას უკრაინაში არ უშვებენ, თუმცა თავად ბელარუსში დაბრუნებაზე უარს ამბობს და თვითდაზიანებით იმუქრება